კატეგორიები

  • ბიმაქსილი 2.5მგ 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: • არტერიული ჰიპერტენზია • სტენოკარდიის შეტევის პროფილაქტიკა...



საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: Bisoprolol Fumarate

შემადგენლობა:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 2,5მგ, 5მგ ან 10მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი; კროსპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი.
5მგ-იანი აბი მღებავი ნივთიერების სახით შეიცავს: წითელი რკინის ოქსიდს, ყვითელი რკინის ოქსიდს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სელექტიური β1- ადრენობლოკატორი.
ათქ კოდი: ჩ07AB07
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბისოპროლოლი ძლიერმოქმედი და მაღალსელექტიური β1-ადრენობლოკატორია. ის არ ავლენს მნიშვნელოვან სიმპატომიმეტურ და მემბრანო-მასტაბილიზებელ აქტივობას. ბრონქებსა და სისხლძარღვთა გლუვ კუნთებში განლაგებულ β2- ადრენორეცეპტორებთან მცირე მსგავსების გამო, რომლებიც ღებულობენ მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში, არ ახდენს ზეგავლენას სასუნთქი გზების წინააღმდეგობაზე და ნივთიერებათა ცვლაზე, რაც რეგულირდება β2-ადრენორეცეპტორებით. სხვა β-ბლოკერების მსგავსად, ბისოპროლოლის მოქმედების მექანიზმი ჰიპერტენზიისას სრულად შესწავლილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ამცირებს გულის წუთმოცულობას, აქვეითებს პლაზმის რენინის აქტივობას და სიმპატიკოტონური იმპულსების ნაკადს ტვინის ვაზომოტორული ცენტრიდან. სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში, β-ბლოკატორები აქვეითებენ გულის აქტივობას, მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილებას. გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებს, დიურეტიკების, ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტის ინჰიბიტორების(აგფ) და ბისოპროლოლის ერთდროული მიღებისას აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭის ფუნქციის გაუმჯობესება. მცირდება დეკომპენსაციასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის სიხშირე და უეცარი სიკვდილის შემთხვევები, იზრდება NYHA (Nეწ Yორკ Hეარტ Aსსოციატიონ- ნიუ იორკის გულის ასოციაცია) მიხედვით ფუნქციონალური კლასი.
ფარმაკოკინეტიკა:
ბისოპროლოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. ღვიძლში პირველადი გავლის დროს, დაბალი მეტაბოლიზმის გამო ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 90%-ს. დაახლოებით 30%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ბისოპროლოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი 10-12 სთ-ია, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის აქტივობას 24 სთ-ის განმავლობაში დღეში ერთჯერადად მიღებისას. მიღებული დოზის დაახლოებით 95% გამოიყოფა შარდით, რომლის დაახლოებით 50% გამოიყოფა შეუცვლელი სახით. ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტები ადამიანებში არაა აღმოჩენილი. თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია ჩვეულებრივ საჭირო არ არის. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში( NYHA -კლასი III) აღინიშნა პლაზმაში ბისოპროლოლის მაღალი დონე და მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდის ზრდა (17+5სთ).
ჩვენებები:
• Aარტერიული ჰიპერტენზია
• სტენოკარდიის შეტევის პროფილაქტიკა
• მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დაქვეითებასთან დაკავშირებული საშუალო და მძიმე სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობის მკურნალობაში ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების (აგფ) ინჰიბიტორებთან, დიურეზულ საშუალებებთან და ზოგიერთ შემთხვევაში საგულე გლიკოზიდებთან ერთად.



უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ბისოპროლოლის ან შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ისევე როგორც სხვა β1-ადრენობლოკატორები, ბისოპროლოლი არ გამოიყენება რეფრაქტერული შეგუბებითი გულის უკმარისობის, კარდიოგენული შოკის, სინოატრიალური ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადის (კარდიოსტიმულატორის არარსებობის შემთხვევაში), სინუსური ბრადიკარდიის (

გაფრთხილება:
მიუხედავად იმისა, რომ ბისოპროლოლი წარმოადგენს მაღალსელექტიურ β1ადრენბლოკატორს, იგი სიფრთხილით ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან აღენიშნებათ ანამნეზში ბრონქული ასთმა. ბრონქული ასთმით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს ბრონქოსპაზმი. როგორც წესი, ასეთი ტიპის ბრონქოსპაზმი ადვილად იხსნება β2 ადრენორეცეპტორების აგონისტების მიღებისას, როგორიცაა სალბუტამოლი. ისევე როგრც სხვა ბეტაბლოკატორებს, ბისოპროლოლსაც შეუძლია დაამძიმოს ალერგიული რეაქციები და შეცვალოს ადრენალინით მკურნალობის შედეგები.
ბისოპროლოლს შეუძლია მოახდინოს ჰიპერთიროიდიზმის (თირეოტოქსიკოზის) კლინიკური სიმპტომების შენიღბვა. არ არსებობს ბისოპროლოლით მკურნალობის კლინიკური გამოცდილება შაქრიანი დიაბეტი ტიპიI (ინსულინდამოკიდებული), შეგუბებითი გულის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის (პლაზმის კრეატინინი >3,4მგ/დლ) ან ღვიძლის უკმარისობის დროს. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გაზრდილი Pღ ინტერვალი, პრინცმეტალის სტენოკარდია, ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმა ან სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადება), შაქრიანი დიაბეტი შაქრის ცვალებადი დონით (შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები), მეტაბოლური აციდოზი, ხანგრძლივი შიმშილი, გახანგრძლივებული მადესენსიბილიზირებელი თერაპია, პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დავადებები ან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ისეთი დარღვევები, როგორიცაა რეინოს სინდრომი. ბიმაქსილი™ მიიღება სიფრთხილით დიაბეტიან პაციენტებში, ვინაიდან შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები (განსაკუთრებით ტაქიკარდია). პაციენტებს, რომელბსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფსორიაზი, β-ადრენობლოკატორების დანიშვნა უნდა მოხდეს რისკისა და სარგებელის შეფარდების საფუძველზე.


ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე:
მნიშვნელოვანია, სიფრთხილით იქნას დანიშნული იმ პაციენტებში, რომლებიც მართავენ ავტოტრანსპორტს, ასევე დაკავებული არიან იმ საქმიანობით, რომელიც მოითხოვს ყურადღებით მუშაობას, რადგანაც ბისოპროლოლზე რეაქცია ინდივიდუალურია, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე დოზის გაზრდის შემთხვევაში ან ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთობა:
ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ზემოქმედების გაძლიერება. რეზერპინთან, გუანეტიდინთან, ალფა მეთილდოფასთან და კლონიდინთან ერთად დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპათიკური აქტივობის და გულისცემის სიხშირის დაქვეითება. თუ კლონიდინით მკურნალობას უცებ შევწყვეტთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბისოპროლოლს, შესაძლებელია აღინიშნოს არტერიული წნევის (არარეკომენდირებული კომბინაცია) მკვეთრი ზრდა, ამიტომ ბისოპროროლით მკურნალობა უნდა შეწყდეს რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე შეწყვეტენ კლონიდინის მიღებას. Bბისოპროლოლი სიფრთხილით ინიშნება კარდიოდეპრესანტებთან, ატრიოვენტრიკულარული გამტარობის ინჰიბიტორებთან, ზოგიერთ კალციუმის ანტაგონისტთან [განსაკუთრებით ფენილალკილამინების-(ვერაპამილი) და ბენზოდიაზეპინების-(დილთიაზემი) ჯგუფთან] (არარეკომენდებული კომბინაცია) I კლასის ანტიარითმიულ საშუალებებთან, როგორიცაა დიზოპირამიდი ან III კლასის ანტიარითმიულ საშუალებებთან, როგორიცაა ამიოდარონი. Gსაგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის მუშაობის დარღვევა და ატრიოვენტრიკულარული გამტარობის შემცირება. ბისოპროლოლით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კალციუმის ანტაგონისტებისა და ანტიარითმიული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა. პარასიმპატომიმეტიკებთან ერთად დანიშვნამ ტაკრინის ჩათვლით, შეიძლება შეანელოს ატრიოვენტრიკულური გამტარობა. ერგოტამინის წარმოებულებმა შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევა. პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამციროს ბისოპროლოლის ჰიპოტენზიური ეფექტი. რიფამპიცინთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა უმნიშვნელოდ შეამციროს ბისოპროლოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი.Fფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა ვერ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა წამლებთან, მათ შორის თიაზიდურ დიურეტიკებთან და ციმეტიდინთან. ბისოპროლოლი არ ახდენს გავლენას პროთრომბინზე იმ პაციენტებში, რომლებიც სტაბილურად ღებულობენ ვარფარინს. პერორალურ ჰიპოგლოკემიური საშუალებებთან ერთდროული მიღებისას, ბისოპროლოლმა შეიძლება გააძლიეროს მათი მოქმედება. ანესთეზიის აუცილებლობის შემთხვევაში ანესთეზიოლოგი წინასწარ უნდა იქნეს ინფორმირებული პაციენტის ბისოპროლოლით მკურნალობის შესახებ. საჭიროა შეფასდეს, მძიმე იშემიური კარდიოპათიით დაავადებული პაციენტების ბისოპროლოლით უწყვეტი მკურნალობის უსაფრთხოება. საჭიროა სიფრთხილე, როდესაც დანიშნულია ციკლოპროპანი და ტრიქლოროეთილენი. ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა, ბარბიტურატებმა ფენოთიაზინის და სხვა ანტიჰიპერტენზიულმა საშუალებებმა შესაძლოა გააძლიეროს ბისოპროლოლის ჰიპოტენზიური მოქმედება. მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებმა და ბეტა-ბლოკატორებმა შესაძლოა გაზარდოს ჰიპოტენზიური ეფექტი, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზიული კრიზი. ამიტომ მათი გამოყენება ბისოპროლოლთან არარეკომენდირებულია. Mმეფლოქინმა შესაძლოა გაზარდოს ბრადიკარდიის რისკი . Bბისოპროლოლის და სიმპატომიმეტიკების ერთდროული გამოყენება ამცირებს ორივე პრეპარატის მოქმედების ეფექტს. ალერგიული რეაქციების მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება საჭიროEგახდეს ეპინეფრინის (ადრენალინის) მაღალი დოზების გამოყენება.


დოზირება და მიღების წესი:
ბიმაქსილ™ - ის ტაბლეტს ღებულობენ დაუღეჭავად საკმაო რაოდენობის წყალთან ერთად დილით უზმოზე.

მოზრდილები:
ჰიპერტენზია და სტენოკარდია:
ჩვეული დოზა შეადგენს 10მგ დღეში ერთხელ.
ზოგიერთი პაციენტისთვის საკმარისია 2,5მგ ან 5მგ დღიური დოზა.
მაქსიმალური დღიური დოზა - 20მგ.
გულის უკმარისობა:
ბიმაქსილ™ - ის გამოყენება რეკომენდებულია გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ გართულებები ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე კურსის დროს და არ საჭიროებენ ცვლილებების შეტანას მკურნალობის ძირითად კურსში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ამ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა აგფ-ინჰიბიტორების (ან ვაზოდილატორებით აგფ-ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში), დიურეტიკების და საგულე გლიკოზიდების ოპტიმალური დოზებით.
მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზის მინიმუმით და გაიზარდოს პერიოდულად ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით:
• 1.25 მგ/დღეში 1 კვირის განმავლობაში; კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან
• 2.5 მგ-მდე/დღეში 1 კვირის განმავლობაში; კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან
• 3.75 მგ/დღეში 1 კვირის განმავლობაში; კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან
• 5 მგ/დღეში 4 კვირის განმავლობაში; კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან
• 7.5 მგ/დღეში 4 კვირის განმავლობაში; კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზას ზრდიან
• 10 მგ/დღეში ხანგრძლივი მკურნალობის დროს

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს. მაქსიმალური დოზა მიიღწევა არანაკლებ 12 კვირის განმავლობაში.
პირველი 1.25 მგ დოზის მიღების შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ 4 საათის განმავლობაში; უნდა შემოწმდეს არტერიული წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, შესაძლოა გულის შეგუბებითი უკმარისობის და გამტარებლობის დარღვევის სიმპტომები. გვერდითი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (სიმპტომატიური ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, შეგუბებითი გულის უკმარისობა) შეიძლება შეუძლებელი გახდეს პაციენტებისთვის მაქსიმალური დოზის მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს მიღწეული დოზის თანდათანობით დაკლება. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და შემდგომ განახლდეს. შეგუბებითი გულის უკმარისობის გაუარესების დროს რეკომენდებულია პრეპარატის დოზის კორექცია და ბაზისური თერაპიის შეცვლა (აგფ-ინჰიბიტორებით, დიურეტიკებით). შეგუბებითი გულის უკმარისობის შემთხვევითი განვითარებისას Aრეკომენდირებული არ არის ბისოპროლოლის მყისიერი შეწყვეტა. ბისოპროლოლით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენებულია დოზის ყოველკვირეული განახევრება. ქრონიკული გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბისოპროლოლით მკურნლობა ჩვეულებრივ მიმდინარეობს ხანგეძლივად.
პაციენტები, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით:
პაციენტებისათვის, რომლებსაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 20მლ/წთ) ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. არანაირი მონაცემები არ არის დოზის აუცილებელი კორექციის შესახებ დიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის. პაციენტებში, გულის შეგუბებითი უკმარისობით, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით, საჭიროა დოზის სიფრთხილით დანიშვნა.
ასაკოვანი პაციენტები:
ჩვეულებრივ საჭიროა არ არის დოზის განსაზღვრა, მაგრამ ზოგიერთ ხანშიშესულ პაციენტში შესაძლებელია საკმარისი იყოს 5 მგ/დღეში.

 

Gგამოყენება ორსულობის და ლაქტაციის Pპერიოდში

ორსულიბა (კატეგორია ჩ):
ბეტა-ბლოკერებემა შეიძლება გამოიწვიონ გარკვეული ფარმაკოლოგიური ეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩანასახის განვითარებაზე. ორსულობის ბოლო ეტაპზე ბეტამაბლოკირებელი საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია ან ჰიპოტენზია ემბრიონში და ახალშობილში. როგორც სხვა ბეტა-ბლოკერები, ბისოპროლოლიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისთვის შესაძლო თერაპიული ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. პრეპარატის ორსულობის პერიოდში მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ჩანასახის ზრდის და პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის კონტროლი. ახალშობილს ასევე უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა, ვინაიდან დაბადებიდან პირველი 3 დღის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს ბრადიკარდია ან ჰიპოგლიკემია.
ლაქტაცია:
არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კლვლევა, რომელიც ადასტურებს ბისოპროლოლის გამოყოფას რძით. მეძუძურ დედებში რისკისა და სარგებლის ფაქტორების შეფარდების განსაზღვრის შემდეგ, შეიძლება ძუძთი კვება შეწყდეს.
პედიატრიული გამოყენება:
ვინაიდან დადგენილი არ არის ბისოპროლოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში, მისი მიღება არა არის რეკომენდებული.
მოზრდილ ასაკში გამოყენება:
არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევა ბისოპროლოლის გამოყენების შესახებ გულის უკმარისობის მქონე 80 წელს გადაცილებულ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენები:
ბისოპროლოლი ™ ჩვეულებრივ ავლენს კარგ ამტანობას. უკუჩენებები ვლინდება მკურნალობის საწყის ეტაპზე, მცირედაა გამოხატული და ქრება მკურნალობის დაწყებიდან პირველ მეორე კვირაში.
ცენტრალური ნერვული სისტემა:
ზოგჯერ: მკურნალობის დაწყებისას ვლინდება საერთო სისუსტე (ასთენია), დაღლილობა, თავბრუსხვევის შეგრძნება და თავის ტკივილი. ძალიან იშვიათად: ძილის მოშლა, დეპრესია.
გრძნობათა ორგანოების მხრივ:
ძალიან იშვიათად: შემცირებული ცრემლდენა, სმენის დარღვევა.
გულსისხლძარღვთა სისტემა:
ზოგჯერ: პარესთეზია და სიცივის შეგრძნება კიდურების მიდამოში.
იშვაითად: ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულარული მოშლილობა, გულის უკმარისობის გაუარესება, არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემა:
იშვაითად: ბრონქოსპაზმი პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ბრონქული ასთმა ან სასუნთქი გზების ობსტრუქციული დავადება.
საჭმლის მომნელებელი სისტემა:
ზოგჯერ: გულის რევა, ღებინება, დიარეა და ყაბზობა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა:
იშვიათად: კუნთების სისუსტე, მიალგია და სახსრების ტკივილი.

მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გადაჭარბებული დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ბეტა-ბლოკერებისათვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ნიშნებია: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა, ბრონქოსპაზი და ჰიპოგლიკემია. ბისოპრპლოლის დოზის გადაჭარბების რამოდენიმე შემთხვევა (2000მგ-მდე) ხასიათდებოდა ბრადიკარდიით და ჰიპოტენზიით. მწირი მონაცემების თანახმად ბისოპროლოლი არ ექვემდებარება დიალიზს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და დამხმარე მკურნალობის ჩატარება. ბრადიკარდიის შემთხვევაში ინტრავენურად შეჰყავთ ატროპინი. არაადექვატური რეაქციის შემთხვევაში, შეიძლება სიფრთხილით დაინიშნოს იზოპროტერენოლი ან სხვა საშუალება, რომელსაც აქვს პოზიტიური ინოტროპიული ეფექტი. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს გულის ინტრავენური კარდიოსტიმულატორის ჩართვა. ჰიპოტენზიის შემთხევვაში ნიშნავენ ინტავენუად ხსნარებს ან ვაზოპრესორებს. შეიძლება ეფექტური იყოს გლუკაგონის ინტრავენური შეყვანა.
ანტრიოვენტრიკულარული ბლოკადის II ან III ხარისხის დროს, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ხშირი მეთვალყურეობის ქვეშ და იტარებდნენ შესაბამის მკურნალობას იზოპროტერენოლით ან ინტრავენური გულის კარდიოსტიმულატორით. გულის შეგუბებითი უკმარისობისას მიმართავენ ტრადიციულ თერაპიას (საგულე გლიკოზიდები, დიურეტიკები, ინოტროპული საშუალებები, ვაზოდილატატორები). ბრონქოსპაზმის დროს ნიშნავენ ბრონქოდილატატორებს (იზოპროტეინოლი, აგონისტები, β1-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალება და/ან ამინოფილინი). ჰიპოგლიკემიის დროს - გლუკოზა ინტრავენურად.

გამოშვების ფორმა:
ბიმაქსილი™ 2,5 მგ- შემოგარსული აბები ბლისტერებში. 2 ბლისტერი (30შემოგარსული აბი), გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული ყუთში.
ბიმაქსილი™ 5 მგ- შემოგარსული აბები ბლისტერებში. 3 ბლისტერი (30შემოგარსული აბი), გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული ყუთში.
ბიმაქსილი™ 10 მგ- შემოგარსული აბები ბლისტერებში. 2 ბლისტერი (30შემოგარსული აბი), გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული ყუთში.
შენახვის პირობები:
ინახება 300ჩ -ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში. მშრალ, ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით
მწარმოებელი:

RОEMMERS S.A.I.C.F.

Av. Jose E. Rodo 6424,

C1440AKJ ბუენოს აირესი
არგენტინა