კატეგორიები

დიფერელინი 0.1მგ+გამხსნელი 7 ფლაკონი
  • დიფერელინი 0.1მგ+გამხსნელი 7 ფლაკონი

  • ფასი: 102.19 ლ
  • ჩვენება ქალის უშვილობა. საკვერცხეების სტიმულაცია გონადოტროპინის თანაობისას (чМГ, чХГ, ФСГ) ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისა და ემბრიონის გადატანის პროგრამებში, ასევე სხვა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩატარება.



სამკურნალო პრეპარატის გამოყენების
ინსტრუქცია
დიფერელინი(DIPHERELINE)
სარეგისტრაციო #П №011452/02 გაც. 29.12.2006
სავაჭრო დასახელება:
დიფერელინი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ტრიპტორელინი (Triptorelin)
წამლის ფორმა:
ლიოფილიზატი კანქვეშ შესაყვანი ხსნარის მოსამზადებელი.
შემადგენლობა:
ლიოფილიზატი (ერთი ფლაკონი)
აქტიური ნივთიერება:
ტრიპტორელინის აცეტატი
რაც შეესაბამება 0,1მგ ტრიპტორელინს.
დამხმარე ნივთიერებები:
მანიტოლი 10,0მგ
გამხსნელი (1 ამპულა)
ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
აღწერილობა:
თითქმის თეთრი ფერის ლიოფილიზატი, იხსნება თავისივე გამხსნელში და წარმოიქმნის გამჭვირვალე, ნაწილაკებისაგან თავისუფალ ხსნარს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გონადოტროპული - რილიზინგ ჰორმონის ანალოგი, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება
ათქ კოდი: L02AE04
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ტრიპტორელინი წარმოადგენს სინთეზურ დეკაპეპტიდს, ბუნებრივი გონადოტროპული - რილიზინგ ჰორმონის ანალოგს (ათავისუფლებს გონადოტროპინს).
ცხოველებზე კვლევებმა და კლინიკურური კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ სტიმულაციის საწყისი პერიოდის შემდეგ, დიფერელინის 0,1მგ ხანგრძლივი გამოყენება თრგუნავს გონადოტროპინების სეკრეციას, საკვერცხეების ფუნქციის შემდგომი დათრგუნვით.
პრეპარატის სისტემატიური გამოყენება თრგუნავს გონადოტროპინის (ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი და მალუთენიზირებელი ჰორმონი) სეკრეციას. მალუთენიზირებელი ჰორმონის შუალედური ენდოგენური პიკების დათრგუნვა საშუალებას იძლევა გაიზარდოს ფოლიკულოგენეზის ხარისხი, რითაც იზრდება მომწიფებული ფოლეკულების რაოდენობა, რაც ზრდის ორსულობის ალბათობას ციკლისას.
ფარმაკოკინეტიკა:
ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში.
პრეპარატის კანქვეშ შეყვანის შემდეგ დოზით 0,1მგ ტრიპტოლინი სწრაფად შეიწოვება (მაქსიმალური კონცენტრაციის დრო 0,63±0,26სთ) პლაზმაში კონცენტაციის პიკი 1,85±0,23ნგ/მლ. ნახევრად გამოთავისუფლების პერიოდი შეადგენს 7,6±01,6სთ, 3-4 საათის შემდეგ სრულდება განაწილების ფაზა.
საერთო პლაზმური კლირენსი: 161±28მლ/წთ.
განაწილების მოცულობა 1562±158მლ/კგ.
ჩვენება
ქალის უშვილობა. საკვერცხეების სტიმულაცია გონადოტროპინის თანაობისას (чМГ, чХГ, ФСГ) ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისა და ემბრიონის გადატანის პროგრამებში, ასევე სხვა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩატარება.
უკუჩვენება
ორსულობა, აუცილებელია გამოირიცხოს პრეპარატით თერაპიის დაწყებამდე. ჰიპერმგრძნობელობა.
გამოყენების წესი და დოზირება
მოკლე ოქმი: დიფერელინი 0,1მგ შეიყვანება კანქვეშ, ციკლის მე-2 დღიდან (ერთდროულად საკვერცხეების სტიმულაციის დაწყებით) და მკურნალობა სრულდება ერთი დღით ადრე ადამიანის ქორიონული გონადოროპინის დაგეგმილ შეყვანამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-12 დღეს.
ხანგრძლივი ოქმი: დიფერელინი 0,1მგ ყოველდღიური კანქვეშა ინექციები იწყება ციკლის მე-2 დღიდან. ჰიპოფიზის დესინსიბილიზაციისას (E2 <50პგ/მლ, მკურნალობის დაწყების შემდეგ დაახლოვებით მე-15 დღეს) იწყებენ გონადოტროპინებით სტიმულაციას და აგრძელებენ დიფერელინის ინექციას დოზით 0,1მგ, და სრულდება ადამიანის ქორიონიული გონადოროპინის დაგეგმილი შეყვანიდან 1 დღით ადრე.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
ხსნარის მომზადების წესები
უშუალოდ ინექციის წინ გადააქვთ გამხსნელი ფლაკონში ლიოფილიზატით. ანჯღრევენ სრულ გახსნამდე. გამოყენებული ნემსები უნდა მოათავსოთ ბასრი ნივთებისთვის გამოყოფილ კონტეინერში.
გვერდითი მოქმედებები
მკურნალობის დასაწყისში
უნაყოფობის მკურნალობამ გონადოტროპინებთან თანაობისას შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია. ასეთ შემთხვევაში აღინიშნება საკვერცხეების ზომაში მატება. ტკივილი მუცლის არეში.
მკურნალობისას:
შედარებით ხშირად გვხვდება ისეთი გვერდითი მოვლენები როგორცაა: უეცარი შეშუპება, საშოს სიმშრალე, ლიბიდოს დაქვეითება და დისპარეუნია, დაკავშირებული გიპოფიზო-საკვერცხეების ბლოკადასთან.
გონადოტროპინის – რილიზინგ ჰორმონის ანალოგების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლების დემინერალიზაცია, ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.
ზემოთ აღწერილი გვერდითი ეფექტები არ ვლინდება დიფერელინის 0,1მგ ხანმოკლე დროით გამოყენებისას.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათად კვინკეს შეშუპება.
იშვიათად: ღებინება, გულისრევა სხეულის წონის მატება, არტერიული წნევის მატება, ემოციური ლაბილობა, მხედველობის დარღვევა, ინექციის ადგილის ტკივილი.
ძალიან იშვიათად: თავის ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.
ჭარბი დოზა
პრეპარატით დოზის დაგაჭარბების შემტხვევები ცნობილი არაა.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
აღწერილი არაა
შეუთავსებლობა
აღწერილი არაა
განსაკუთრებული მითითებანი
გაფრთხილება
საკვერცხეების საპასუხო რეაქცია დიფერელინი 0,1მგ შეყვანისას გონადოტროპინის თანაობისას შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს პაციენტებში წინასწარგანწყობით და პაციენტებში საკვერცხეების პოლიკისტოზური დაავადებით.
საკვერცხეების საპასუხო რეაქცია დიფერელინი 0,1მგ შეყვანისას გონადოტროპინის თანაობისას შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი და იგივე პაციენტებში, რომელთაც აქვთ განსხვავებული ციკლი.
სიფრთხილის ზომები
ოვულაციის სტიმულირება უნდა განხორციელდეს ექიმის ზედამხედველობით და აგრეთვე კლინიკური და ბიოლოგიური ანალიზის მეთოდებით: პლაზმაში ესტროგენების შემცველობის მომატება და ულტრაბგერითი ექოგრაფიის ჩატარება.
თუ საკვერცხეების საპასუხო რეაქცია – ნარჩენია, მაშინ რეკომენდირებულია შეწყდეს ციკლის სტიმულაცია და გონადოტროპინის ინექცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ამჟამად რიპიზინგ-ჰორმონის ანალოგი გამოიყენება გონადოტროპინთან ერთად ოვულაციისა და ორსულობის სტიმულაციისათვის.
ორსულობა მიიჩნება უკუჩვენებად პრეპარატის მიღებისთვის, თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ოვულაციის შემდეგ, რომელიც სტიმულირებული იყო მიმდინარე ციკლზე, რამოდენიმე ქალი დაორსულდა სტიმულაციის გარეშე და გააგრძელა ოვულაციის სტიმულაციის შემდგომი კურსი.
შეჯამებული მონაცემები:
ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ პრეპარატს არ ახასიათებს ტორატოგენური ეფექტი.
აქედან გამომდინარე არ არის მოსალოდნელი, რომ გამოვლინდეს თანდაყოლილი ანომალიები იმ ადამიანებში, რომლებიც იყენებენ მოცემულ პრეპარატს, ვინაიდან ცხოველებზე ორმა ხარისხიანად ჩატარებულმა გამოკვლევამ არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტი.
ჩატარებული კლინიკური კვლევების საფუძველზე, მხოლოდ მცირე რაოდენობის ორსულებში, რომლებიც იღებდნენ გონადოტროპული - რილიზინგ ჰორმონის ანალოგს აჩვენეს ნაყოფის განვითარების არასრულფასოვნება ან ფეტოტოქსიურობა.
მიუხედავად ამისა, საჭიროა შემდგომში კვლევების გაგრძელება პრეპარატის ზემოქმედებაზე ორსულებში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
გამოშვების ფორმა
სამკურნალო ფორმა: ლიოფილიზატი კანქვეშ შესაყვანი 0,1მგ ხსნარის მოსამზადებლად (კომპლექტში გამხსნელით - 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი).
0,1მგ ტრიპტორელინი ფლაკონში, უფერო ჰიდროლიზური შუშა I ტიპის (ევრ.ფარმ.), დახურულია ქლორბუთანოლის თავსახურით ალუმინის სახურავის ქვეშ, რომელსაც ცენტრში აქვს ადგილი ნემსისთვის და პლასტმასის ხუფი პირველი გაქხსნის კონტროლისთვის.
1მლ გამხსნელი ამპულაში უფერო ჰიდროლიზური შუშა ტიპი I (ევრო ფარმ.), 7 ფლაკონი ტრიპტორელინით და 7 ამპულა გამხსნელით მოთავსებულია პვქ კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში, რომელიც გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
რეცეფტით.
მწარმოებელი
იფსენ ფარმა ბიოტეკი
საფრანგეთი, 83870, სინი
საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის პრეტენზია მიიღება რუსეთის ფედერაციის წარმოამდგენლობის მისამართით: 109147, მოსკოვი, ტაგანსკაიას ქ. 19
ტელ. (495) 258-54-00, ფაქსი. (495) 258-54-01
IPSEN

PSP გირჩევთ