კატეგორიები

  • ინდაბრიუ 2.5მგ 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • თერაპიული ჩვენება ინდაპამიდი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, მონოთერაპიის და სხვა ანტიჰიპერტენზიულ­საშუალებებთან კომბინაციის სახით.



სავაჭრო სახელწოდება ინდაბრიუ / Indabru
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) indapamide;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → დიურეზული საშუალებები
მწარმოებელი ფირმა Brupharmexport
მწარმოებელი ქვეყანა ბელგია
გამოშვების ფორმა 2.5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი N 30
გაცემის რეჟიმი II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ინდაპამიდი ­ 2.5მგ
შემავსებლები – რ.ს. 1 ტაბლეტისტვის
ფარმაცევტული ფორმა
გარსიანი ტაბლეტები
კოლოფში 30 გარსიანი ტაბლეტი პვქ ალუმინის ბლისტერში.
ფარმაკოთერაპიული კატეგორია
ინდაპამიდი მიეკუთვნება მაედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ გულ­სისხლძარღვთა სისტემაზე.
თერაპიული ჩვენება
ინდაპამიდი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, მონოთერაპიის და სხვა ანტიჰიპერტენზიულ­საშუალებებთან კომბინაციის სახით.
უკუჩვენება
მედიკამენტი ინდაპამიდი უკუნაჩვენებია შემდეგ სიტუაციებში:
­ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა შემავსებლის მიმართ
­ ჰიპერმგრძნობელობა სულფამიდების მიმართ
­ პაციენტები ანურიით ან/და თირკმლის მწვავე უკმარისობით
­ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა
­ პაციენტები რომლებსაც აღენიშნებათ ცერებროვასკულური დარღვევები გვერდითი ეფექტები
ინდაპამიდით გამოწვეული დიურეზი შეიძლება იწვევდეს სითხის გაძლიერებულ გამოყოფას და ჰიდროელექტროლიტურ დარღვევებს.
ინდაპამიდის ერთ­ერთი ხშირი გვერდითი ეფექტია ჰიპოკალიემია. პაციენტების უმრავლესობაში კალიუმის შემცირება მწვავე არ არის და არ პროგრესირებს,
მაგრამ იწვევს სიმპტომებს 3­7%­ში. სავარაუდოდ კალიუმის დეფიციტი განვითარდება შემდეგ პაციენტებში:
­ რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერალდოსტერონიზმი, ღვიძლის და ასცეტური ციროზი, დიეტაში კალიუმის დეფიციტი და კალიუმის დაკარგვა თირკმლის
პათოლოგიის გამო;
­ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კალიუმის დონის დამაქვეითებელ მედიკამენტებს (კორტიკოსტეროიდები, კორტიკოტროპინი);
­ როდესაც ინდიპამიდი გამოიყენება მაღალი დოზებით (დღეში 5მგ­ზე მეტი)
ჰიპოკალიემია: შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება გახდეს საჭირო ხანდაზმუელბში, პაციენტებში, რომლებიც ერდროულად იღებენ კარდიოტონურ
გლიკოზიდებს მაგ., დიგოქსინს), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ვენტრიკულური არითმია ან სხვა მდგომარეობა, რომლის
დროსაც ჰიპოკალიემია წარმოადგენს რისკს.
კალიუმის ქლორიდის დანამატებით მკურნალობა: შეიძლება აუცილებელი იყოს ჰიპოკალიემიით გამოწვეული მეტაბოლური ალკალოზის პრევენციისთვის.
ჰიპოქლორემიული ალკალოზი: შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემიის დროს, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის მწვავე დაავადებით, ჩვეულებრივ ეს
მდგომარეობა ზომიერია და არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას. პაციენტები კალიუმის და ქლორის სხვა დანაკარგით, როგორიცაა ინტენსიური ღებინება
და დიარეა.
ინდაპამიდით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს განზავებითი ჰიპონატრიემია და გაუარესდეს დროთა განმავლობაში. ეს ჰიპონატრიემია
ძირითადად ვითარდება ფარულად, ქრონიკული თერაპიის დროს და ასიმპტომური და საშუალო სიმძიმისაა, ამ შემთხვევაში შრატში ნატრიუმის
კონცენტრაცია სწრაფად უბრუნდება ნორმას თუ წყდება დიურეტიკის მიღება ან/და ხდება კალიუმის ან/და მაგნიუმის დანამატების მიღება. თუმცა იშვიათ
შემთხვევებში აღინიშნა მწვავე ჰიპონატრიემია (შრატში ნატრიუმის კონცენტრაცია 120მექ/ლ­ზე ნაკლები).
ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით ქალებში, რომელთა წონაც ნორმაზე ნაკლებია და რომელთა დიეტაც ღარიბია სითხეებით და ელექტროლიტებით,
რომლებიც იღებენ საკვებ დანამატებს ნატრიუმის დაბალი შემცველობით, უფრო მაღალია განზავებითი ჰიპონატრიემიის რისკი, რომელსაც იწვევს
დიურეტიკები. განზავებითი ჰიპონატრიემია ჩვეულებრივ ვითარდება პაციენტებში ჰიდროელექტროლიტური დაღვევებით, როგორიცაა შეშუპება და
რომლებსაც ჩვეულებრივ მკურნალობენ სითხის შეზღუდვით (მაგ., 500მლ დღეში) და დიურეტიკების მოხსნით. საჭირო არ არის ნატრიუმის ქლორიდის
მიღება.
შრატში კრეტინინის კონცენტრაციის ზრდა აღინიშნა პაციენტების 5%­ზე ნაკლებში, რომლებიც იღებდნენ ინდაპამიდს თუმცა ეს ზრდა კლინიკურად
უმნიშვნელოა.
პაციენტების 5%­ზე ნაკლებში აგრეთვე აღინიშნა შარდში აზოტის ბალანსის ზრდა, რაც ასოცირებულია დეჰიდრატაციასთან.
თუმცა თირკმლის დარღვევის მქონე პაციენტებში რომლებიც იღებენ ინდაპამიდს აღინიშნა შარდში აზოტის ბალანსის და შრატში კრეატინინის კონცენტრაციის
მცირედი ზრდა, ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პლაცებოს გამოყენების დროს დაფიქსირებული მაჩვენებლებისგან.
ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს ჰიპერურიკემია. მეორადი ჰიპერურიკემია დიურეზული თერაპიის შემდეგ ჩვეულებრივ ასიმპტომურია და
იშვიათად იწვევს ჩიყვს, თუმცა ინდაპამიდის გამოყენება არ უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჩიყვი, მისდამი ოჯახური
წინასწარგანწყობა ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
მეტაბოლური ეფექტები
თუმცა ინდაპამიდს გააჩნია მცირე ეფექტი შრატში ტრიგლიცერიდების, საერთო ქოლესტეროლის, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (მსლპ), ძალიან
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლს) კონცენტრაციაზე, ზოგიერთ პაციენტში ზრდის შრატში
საერთო ქოლესტეროლის დონეს, თუმცა არსებული მონაცემები ინდაპამიდის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ შეზღუდულია.
თიაზიდური დიურეტიკები იწვევს საერთო ქოლესტეროლის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მცირედ ზრდას
შრატში, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება ამ მოვლენების ინდაპამიდთან დასაკავშირებლად. უნდა გაითვალისწინონ იმის შესაძლებლობა, რომ ეს ზრდა
შეიძლება მოხდეს ინდაპამიდით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
ჰიპერგლიკემიის და გლუკოზურიის შემთხვევები აღწერილია პაციენტების 5%­ზე ნაკლებში. ინდაპამიდი დაკავშირებულია გლუკოზისადმი ტოლერანტობის
დაქვეითებასთან ზოგიერთ პაციენტში. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის შესაძლებლობა უნდა გაითვალისწინონ ინდაპამიდის და სხვა
თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას.
სხვა გვერდითი ეფექტები
ინდაპამიდის გვერდითი ეფექტები ელექტროლიტებზე და მეტაბოლურ დარღვეებზე ხშირი არ არის.
ეს გვერდითი ეფექტები ნერვულ სისტემაზე შემდეგია: შაკიკი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე, ლეთარგია, კუნთების სპაზმები, კიდურებში ჩხვლეტის
შეგრძნება, ნევროზულობა, დაჭიმულობა, შფოთვა, გაღიზიანება და აჟიტაცია. ჩვეულებრივ ეს სიმპტომები ჩნდება დაახლოებით 5%­ში ან მეტში.
სინათლისადმი მგრძნობელობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა, დეპრესია და მხედველობის დაბინდვა ჩნდება პაციენტების 5%­ზე ნაკლებში.
დერმატოლოგიური რეაქციები ვითარდება პაციენტების 5%­ზე ნაკლებში და მოიცავს გამონაყარს (მაგ., ერითემატოზულმაკულური), ურტიკარიას, ქავილს და
ვასკულიტს.
გასტროინტესტინური რექციები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინდაპამიდს და მოიცავს ანორექსიას, მუცლის ტკივილს ან/და კრამპებს, დიარეას,
კუჭის გაღიზიანებას, გულსირევას და ღებინებას. ეს გასტროინტესტინური რეაქციები ვითარდება პაციენტების 5%­ზე ნაკლებში.
ორთოსტაზული ჰიპოტენზიის, ადრეული ვენტრიკულირი დეპოლარიზაციის, არარეგულრული გულისცემის და პალპიტაციის შემთხვევები აღინიშნა
პაციენტების 5%­ზე ნაკლებში.
შარდვის გახშირება ნოქტურიის და პოლიურიის შემთხვევების ჩათვლით აღწერილია პაციენტების 5%­ზე ნაკლებში.
ინდაპამიდთან დაკავშირებული სხვა გვერდითი რეაქციები აღწერილი პაციენტების 5%­ზე ნაკლებში მოიცავს იმპოტენციას, შემცირებულ ლიბიდოს,
რინორეას, სიწითლეს, წონის დაკლებას და პირის სიმშრალეს. აღწერილია ჰეპატიტი, რომელიც იხსნება პრეპრატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ინდაპამიდის
გამოყენებისას მინიმუმ 1 პაციენტში მაინც.
უნდა გაითვალისწინონ შესაძლებლობა, რომ ინდაპამიდის გამოყენების დროს შეიძლება გამნვითარდეს თიაზიდურ დიურეტიკებთან დაკავშირებული
გვერდითი ეფექტები.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან
მედიკამენტები, რომლებიც იწვევს კალიუმის დეფიციტს
პაციენტებში, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს (მაგ., დიგოქსინი), ინდაპამიდით გამოწვეული ელექტროლიტური დარღვევები (ძირითადად
ჰიპოკალიემია) პაციენტებს განაწყობს დიგიტალისით ინტოქსიკაციისადმი. საჭიროა ელექტროლიტების პერიოდული გამოკვლევა პაციენტებში, რომლებიც ჰიპოკალიემიის კორექციისთვის იღებენ თიაზიდებს და გლიკოზიდებს.
ზოგიერთი მედიკამენტი როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, კორტიკოტროპინი და ამფოტერიცინ B აგრეთვე იწვევს კალიუიმის დანაკარგს, რაც შეიძლება
იყოს მწვავე და განვითარდეს ამ მედიკამენტების ინდაპამიდთან ერთად მიღებისას.
ლითიუმი
თიაზიდური დიურეტიკების მსგავსად ინდაპამიდი შეიძლება ამცირებდეს თირკმელებით ლითიუმის გამოყოფას. როდესაც თაიზიდური დიურეტიკები
გამოიყენება ლითიუმთან ერთად, ლითიუმის დოზა უნდა შემცირდეს დაახლოებით 50%­ით და საჭიროა შრატში მისი კონცენტრაციის მონიტორინგი.
ჰიპოტენზიური აგენტები
სხვა ჰიპოტენზიური აგენტების უმრავლესობის ეფექტი, ინდაპამიდით იზრდება. ეს ეფექტი ჩვეულებრივ გამოიყენება თერაპიული სარგებლისთვის.
პაციენტები უნდა გააფრთხილონ პოსტურალური ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკის შეახებ. სხვა ჰიპიტენზიური აგენტების მიღება უნდა შემცირდეს, როდესაც
ინდაპამიდის დამატება ხდება არსებული ანტიჰიერტენზიული მკურნალობისადმი.
სხვა
ინდაპამიდით თერაპიის დროს შეიძლება დაქვეითდეს ვაზოპრესორებისადმი (მაგ., ნორეპინეფრინი) არტერიული პასუხი. თუმცა ამ ურთიერთქმედების
კლინიკური ურთიერთქმედება დამტკიცებული არ არის და შემცირება საკმარისი არ არის ვაზოპრესორების თერაპიული ეფექტურობის პრევენციისთვის.
სპეციალური უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ინდაპამიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში თირკმლის მწვავე დაავადებებით, რაგდან პლაზმაში დაბალ მოცულობას ახლავს გორგლოვანი
ფილტრაციის სისწრაფის შემცირება, შეიძლება განვითარდეს აზოტემია. თუ თირკმლის დაზიანება პროგრესირებს, საჭიროა შარდში აზოტის ბალანსის და
შრატში კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა, შეიძლება საჭირო გახდეს ინდაპამიდით თერპიის დროებით შეჩერება ან საერთოდ შეწყეტა. პაციენტებში,
რომლებიც იღებენ ინდაპამიდს, პერიოდულად საჭიროა თირკმლის ფუნქციის განსაზღვრა (მაგ., შარდში აზოტის ბალანსი, შრატში კრეატინინი).
ინდაპამიდი აგრეთვე სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში ღვიძლის დაზიანებული ფუნქციით ან პროგრესირებადი პათოლოგიით, განსაკუთრებით
შრატში კალიუმის დეფიციტის შემთხვევაში, რამაც ჰიდროელექტროლიტური ბალანსის დაზიანებასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი კომა.
ინდაპამიდით თერაპიის დროს პერიოდულად საჭიროა გლიკემიის ტესტირება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებშიც სავარაუდოა (მაგ., დაქვეითებულია
გლუკოზისადმი ტოლერანტობა) ან დადასტურებულია შაქრიანი დიაბეტი.
როგორც თიაზიდური დიურეტიკები, ინდაპამიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებთ ჰიპერპარათიროიდიზმი ან
თიროიდული დარღვევები. თუმცა ინდაპამიდი არ იწვევს კალციუმის კონცენტრაციის ან ფოსფატების ექსკრეციის კლნიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს, ეს
ცვლილებები, რომლებიც აღინიშნება თიაზიდური დიურეტიკების და ინდაპამიდის გამოყენებისას, უნდა გაითვალისწინონ.
უსაფრთხოების ზომები ბავშვებში: ინდაპაიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში სრულად შესწავლილი არ არის.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ინდაპამიდის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულ ქალებში.
კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა თაგვებში, ვირთაგვებში და ბოცვრებში, ადამიანებისთვის განკუთვნილ დოზაზე 6250­ჯერ მაღალი დოზების გამოყენებით არ
გამოავლინა ფერტილობის და ნაყოფის დაზიანების მტკიცებულებები. შესაბამისი კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა ორსულ ქალებში და აქედან
გამომდინარე, პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
ინდაპამიდი გამოიყოფა რძეში.
ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე აღწერილი არ არის.
დოზირება და მიღების მეთოდი
ჰიპერტენზია:
საწყისი დოზა მოზრდილებში არის 2.5მგ დღეში ერთხელ. დოზა უნდა მიიღონ დილით ადრე.
ჭარბი დოზირება
ინდაპამიდი ამჟღავნებს დაბალ ტოქსიკურობას. კვლევებში ინდაპამიდმა არ გამოავლინა ტოქსიკურობა თერაპიულზე 16­ჯერ მაღალი დოზის გამოყენებისას,
რაც შეადგენს დაახლოებით 40მგ­ს.
მწავე ინტოქსიკაციის ყველაზე ნათელი ნიშანია ჰიდროელექტროლიტური დისბალანსი (ნატრიუმის და კალიუმის დაბალი დონე). შეიძლება განვითარდეს
ჰიპოტენზია, გულსრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, პოლიურია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანურია.
ინდაპამიდის ჰემოდიალიზი არ ხერხდება, ამიტომ მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში გადაუდებელი მკურნალობა მოიცავს კუჭის ამორეცხვას აქტივირებული
ნახშირის გამოყენებას და ჰიდროელექტროლიტური ბალანისს აღდგენას.
სპეციალური უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი
გაცემის პირობები
რეცეპტით
ტაბლეტები შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
შეამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადა.
თუ აღნიშნავთ არასასურველ ეფექტს, რომელიც ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

PSP გირჩევთ