კატეგორიები

  • კო-დიოვანი 160/25მგ 28 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • გამოყენების ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა . კო - დიოვანი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის მქონე იმ პაციენტების სამკურნალოდ , რომლებშიც ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლის მიღწევა მონოთერაპიის გზით .



შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება : 1 ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვალსარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს ან 160 მგვალსარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს , ან 160 მგ ვალსარტანს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს .

 

დამხმარე ნივთიერებები :

კო - დიოვანი 80/12.5 მგ : სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო , კროსპოვიდონი ,ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა , მაგნიუმის სტეარატი , მიკროკრისტალური ცელულოზა ,პოლიეთილენგლიკოლი , ტალკი , ტიტანის დიოქსიდი ( E171 ), რკინის ოქსიდი წითელი ( E 172), რკინისოქსიდი ყვითელი ( E172 );

 

კო - დიოვანი 160/12.5 მგ : სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო , კროსპოვიდონი ,ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა , მაგნიუმის სტეარატი , მიკროკრისტალური ცელულოზა ,პოლიეთილენგლიკოლი , ტალკი , ტიტანის დიოქსიდი ( E171 ), რკინის ოქსიდი წითელი ( E 172);

 

კო - დიოვანი 160/25 მგ : სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო , კროსპოვიდონი ,ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა , მაგნიუმის სტეარატი , მიკროკრისტალური ცელულოზა ,პოლიეთილენგლიკოლი , ტალკი , ტიტანის დიოქსიდი ( E171 ), რკინის ოქსიდი წითელი ( E 172), რკინისოქსიდი ყვითელი ( E172 ), რკინის ოქსიდი შავი ( E17 2);

 

წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

II ანგიოტენზინის ანტაგონისტები და დიურეზულები .

ათქ კოდი : C09D A03 .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა . რენინ - ანგიოტენზინ - ალდოსტერინული სისტემის აქტიურ ჰორმონს წარმოადგენსანგიოტენზინ II, რომელიც წარმოიქმნება I ანგიოტენზინისაგან ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტისმონაწილეობით . ანგიოტენზინ II უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორებს , რომლებიც განლაგებულიასხვადასხვა ქსოვილების უჯრედოვან მემბრანებში . მას გააჩნია ფიზიოლოგიური მოქმედების ფართოსპექტრი , რომელიც მოიცავს როგორც არაპირდაპირ , ისე პირდაპირ მონაწილეობას სისხლის წნევისრეგულაციაში . როგორც ძლიერი სისხლძარღვების შემავიწროვებელი ნივთიერება , ანგიოტენზინ IIახდენს პირდაპირ ვაზოპრესორულ მოქმედებას . გარდა ამისა , იგი ხელს უწყობს ნატრიუმის შეკავებას დაასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას .

 

ვალსარტანი – II ანგიოტენზინის რეცეპტორების აქტიური და სპეციფიკური ანტაგონისტი , განკუთვნილიაპერორალური გზით მისაღებად . იგი შერჩევითად მოქმედებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებზე , რომლებიცპასუხს აგებენ II ანგიოტენზინის ეფექტებზე . ვალსარტანით II ანგიოტენზინის დონის მომატებამ AT1რეცეპტორების ბლოკადის შედეგად შეიძლება გამოიწვიონ თავისუფალი AT2 - რეცეპტორებისსტიმულირება , რაც აბალანსებს AT1 - რეცეპტორების ეფექტს . ვალსარტანს არ გააჩნია AT1 რეცეპტორებისაგონისტის რაიმე სახის ნაწილობრივი აქტივობა და მას გაცილებით მეტი ( დაახლოებით 20 000- ჯერ )მსგავსება აქვს AT1 რეცეპტორებთან , ვიდრე AT2 - რეცეპტორებთან .

 

ვალსარტანი არ ახდენს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბირებას , რომელიც ასევე ცნობილია ,როგორც კინინაზა II, გარდაქმნის I ანგიოტენზინს II ანგიოტენზინად და ანადგურებს ბრადიკინინს . არაღინიშნება ბრადიკინინით განპირობებული არავითარი გვერდითი ეფექტი . კლინიკური გამოკვლევებისას, სადაც ვალსარტანის შედარება ხდებოდა აგფ - ს ინჰიბიტორთან , მშრალი ხველის შემთხვევების სიხშირემნიშვნელოვნად უფრო დაბალი (P<0,05) იყო იმ პაციენტებში , რომლებიც სამკურნალოდ იღებდნენვალსარტანს , ვიდრე აგფ - ს ინჰიბიტორის მიმღებ პაციენტებში (2.6% 7.9%- თან შედარებით , შესაბამისად). იმ პაციენტებში , რომლებიც ადრე სამკურნალოდ იღებდნენ აგფ - ს ინჰიბიტორს , განვითარდა მშრალიხველა , ვალსარტანით მკურნალობისას აღნიშნული გართულება აღინიშნა 19.5%- ში , ხოლო თიაზიდურიდიურეზულებით მკურნალობისას – 19.0%- ში , მაშინ , როდესაც პაციენტთა იმ ჯგუფში , რომლებიცგადიოდნენ მკურნალობას აგფ ინჰიბიტორით , ხველა აღინიშნა 65,5%- ში (P<0.05). ვალსარტანი არურთიერთქმედებს და არ აბლოკირებს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს , რომლებიც ,როგორც ცნობილია , მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გულ - სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციისრეგულირებაში .

ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა იწვევს არტერიული წნევის დაწევას ისე , რომ არაღინიშნება ზეგავლენა პულსის სიხშირეზე .

 

ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ პაციენტთა უმრავლესობაში ანტიჰიპერტენზიულიაქტივობის დაწყება აღინიშნება 2 საათის ფარგლებში , ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური დაწევამიიღწევა 4-6 საათის ფარგლებში . ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შენარჩუნება ხდება ერთჯერადი დოზისმიღებიდან 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში . პრეპარატის რეგულარულად მიღების პირობებშიმაქსიმალური თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა 2-4 კვირის განმავლობაში და ნარჩუნდებამიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიის მიმდინარეობისას .

ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინაცია უზრუნველყოფს არტერიული წნევის უფრო ეფექტურად დაწევას .

თიაზიდური დიურეზულების მოქმედების ადგილს წარმოადგენს დისტალური ხვეული თირკმლისმიერიარხების ქერქოვანი ნაწილი , სადაც განლაგებულია დიურეზულების მოქმედების მიმართ მაღალიმგრძნობელობის მქონე რეცეპტორები და სადაც ხდება Na და Cl იონების გადაადგილების დათრგუნვა .თიაზიდების მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია Na+Cl- ტუმბოს დათრგუნვასთან , რაც ხდება Cl -გადაადგილების ადგილზე კონკურენციის ხარჯზე . შედეგად დაახლოებით ერთნაირად იზრდებანატრიუმისა და ქლორის იონების ექსკრეცია . დიურეზული მოქმედების შედეგად აღინიშნებამოცირკულირე პლაზმის მოცულობის შემცირება , რის გამოც მატულობს რენინის აქტივობა ,ალდოსტერონის სეკრეცია , კალიუმის გამოდევნა შარდთან ერთად და შესაბამისად , შრატში კალიუმისკონცენტრაციის შემცირება . რენინსა და ალდოსტერინს შორის ურთიერთკავშირს განაპირობებსანგიოტენზინი II, ამიტომ II ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტის დანიშვნა ამცირებსთიაზიდური დიურეზულების გამოყენებასთან დაკავშირებულ კალიუმის დაკარგვას .

 

ფარმაკოკინეტიკა

ვალსარტანი . პერორალური მიღების შემდეგ ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა ხდებასწრაფად , თუმცა შეწოვის ხარისხი მერყეობს ფართო საზღვრებში . კო - დიოვანის აბსოლუტურიბიოშეღწევადობის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 23%- ს . ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდესგააჩნია დაღმავალი მულტიექსპონენციალური ხასიათი ( t 1/2 α < 1 სთ და t 1/2 β დაახლოებით 9 საათი ).

 

შესწავლილი დოზების დიაპაზონში ვალსარტანის კინეტიკა სწორხაზოვანია . პრეპარატის განმეორებითმიღებისას კინეტიკური მაჩვენებლების ცვლილება არ აღინიშნა . პრეპარატის დღეში ერთხელ მიღებისასკუმულაცია უმნიშვნელოა . პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ქალებსა და მამაკაცებში იყოერთიდაიგივე . ვალსარტანი მნიშვნელოვნად უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს (94-97%),უპირატესად ალბუმინს . წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა დაბალია ( დაახლოებით17 ლ ). ღვიძლისმიერ სისხლის ნაკადთან შედარებით ( დაახლოებით 30 ლ / სთ ), ვალსარტანის პლაზმურიკლირენსი შედარებით ნელა მიმდინარეობს ( დაახლოებით 2 ლ / სთ ). განავალთან ერთად გამოყოფილივალსარტანის რაოდენობა შეადგენს 70%- ს ( პერორალურად მიღებული დოზის ), ხოლო დაახლოებით 30%გამოიდევნება შარდთან ერთად , ძირითადად უცვლელი სახით .

 

საკვებთან ერთად ვალსარტანის დანიშვნისას , “ კონცენტრაცია - დრო ” მრუდის ( AUC ) ქვეშ ფართობიმცირდება 48%- ით , თუმცა პრეპარატის მიღების შემდეგ დაახლოებით 8 საათიდან დაწყებული , მისიკონცენტრაცია პლაზმაში იგივეა , რაც უზმოზე მიღებისას . თუმცა , “ კონცენტრაცია - დრო ” მრუდისქვეშ ფართობის შემცირებას თან არ ახლავს თერაპიული ეფექტის მნიშვნელოვანი შემცირება .

 

ჰიდროქლორთიაზიდი .

პერორალურად მიღების შემდეგ ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა მიმდინარეობს სწრაფად ( tmax –დაახლოებით 2 საათი ). პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა განაწილებისა და გამოყოფის ფაზებშიგამოხატულია ბიოექსპონენციალური დაღმავალი მრუდით ; საბოლოო ფაზის გამოყოფის ნახევარპერიოდიშეადგენს 6-15 საათს .

 

დოზების თერაპიულ დიაპაზონში “ კონცენტრაცია - დრო ” მრუდის ( AUC ) ქვეშ ფართობის საშუალოსიდიდე მატულობს დოზების მატების პირდაპირ პროპორციულად . განმეორებითი დანიშვნებისასჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება ; დღე - ღამეში ერთხელ დანიშვნისას კუმულაციაუმნიშვნელოა .

 

პერორალურად მიღებისას ჰიდროქლორთიაზიდის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით60-80%- ს . გამოიყოფა შარდით : დოზის 95%- ზე მეტი უცვლელი ფორმით და დაახლოებით 4% -ჰიდროლიზატა -2- ამინო -4- ქლორო - m - ბენზენედისულფონამიდის სახით .

 

საკვებთან ერთად ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისას აღინიშნა მისი სისტემური ბიოშეღწევადობისროგორც მომატება , ისე შემცირება , უზმოზე მიღებისას დაფიქსირებულ შესაბამის მაჩვენებლებთანშედარებით . აღნიშნული ცვლილებების დიაპაზონი უმნიშვნელოა და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.

 

ვალსარტანი / ჰიდროქლორთიაზიდი . ვალსარტანთან ერთად მიღებისას ჰიდროქლორთიაზიდისსისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30%- ით მცირდება . თავის მხრივ , ჰიდროქლორთიაზიდისიმავდროული დანიშვნა არსებით გავლენას არ ახდენს ვალსარტანის კინეტიკაზე . თუმცა , ამგვარიურთიერთქმედება გავლენას არ ახდენს ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინირებულიგამოყენების ეფექტურობაზე . კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევებისას დადგინდა მოცემულიკომბინაციის მკაფიო ანტიჰიპერტენზიული ეფექტი , რაც აღემატებოდა თითოეული კომპონენტის ცალ -ცალკე გამოყენების გამოვლენილ ეფექტს , ასევე პლაცებოს ეფექტს .

 

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში

ხანდაზმული ასაკის პაციენტები . ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში ვალსარტანის სისტემურიზემოქმედება ოდნავ უფრო გამოხატული იყო , ვიდრე ახალგაზრდებში , თუმცა ამგვარი სხვაობაკლინიკურად მნიშვნელოვანი არ იყო .

 

შეზღუდული მონაცემების საფუძველზე სავარაუდოა , რომ როგორც ჯანმრთელ , ისე არტერიულიჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმულებში , ჰიდროქლორთიაზიდის სისტემური კლირენსი უფრო დაბალია ,ვიდრე ახალგაზრდა , ჯანმრთელ პაციენტებში .

 

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

იმ პაციენტებში , რომლებშიც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30-70 მლ / წთ - ს , დოზის კორექციასაჭირო არ არის .

 

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენებაზე იმ პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათთირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები ( კრეატინინის კლირენსი <30 მლ / წთ ) და რომლებიციმყოფებიან ჰემოდიალიზზე . ვალსარტანი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს და არგამოიყოფა ჰემოდიალიზისას ; ჰიდროქლორთიაზიდი კი , პირიქით , ორგანიზმიდან გამოიდევნებაჰემოდიალიზის დროს .

 

ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნა თირკმლებით ხდება პასიური ფილტრაციისა და აქტიური სეკრეციისგზით . თირკმლების ფუნქციური მდგომარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიდროქლორთიაზიდისფარამაკოკინეტიკაში , რაც აშკარაა , ვინაიდან მოცემული პრეპარატი გამოიდევნება მხოლოდ თირკმლებით.

 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება იმ პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ფუნქციისსუსტად ( n =6) და ზომიერად ( n =5) გამოხატული დარღვევები , 2- ჯერ უფრო მეტი იყო , ვიდრემოხალისეებში . ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ვალსარტანის გამოყენებისშესახებ მონაცემები არ არსებობს .

 

ღვიძლის დაავადებები არსებით გავლენას არ ახდენენ ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკაზე დაამიტომ , მისი დოზის შემცირება საჭირო არ არის .

 

გამოყენების ჩვენებები

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა .

კო - დიოვანი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის მქონე იმ პაციენტების სამკურნალოდ , რომლებშიცვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლის მიღწევა მონოთერაპიის გზით .

 

გამოყენების წესი და დოზები

რეკომენდებული დოზა – დღეში 1 ტაბლეტი კო - დიოვანი . კლინიკურ პირობებში შეიძლება 80 მგვალსარტანისა და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ან 160 მგ ვალსარტანისა და 12.5 მგჰიდროქლორთიაზიდის შემცველი ტაბლეტების გამოყენებაც . აუცილებლობისას შეიძლება 160 მგვალსარტანისა და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის შემცველი ტაბლეტების გამოყენება . მაქსიმალურიანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა 2_4 კვირის განმავლობაში .

თირკმლების ფუნქციის უმნიშვნელო და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში ( კრეატინინისკლირენსი 30 მლ / წთ ) დოზის რეგულირება საჭირო არ არის . ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო დაზომიერი არაბილიარული უკმარისობის მქონე პაციენტებში ქოლესტაზის გარეშე , დოზის კორექციასაჭირო არ არის .

 

გვერდითი მოვლენები

არასასურველი ეფექტები მთლიანობაში სუსტად გამოხატული და გარდამავალი ხასიათის იყო .

1%- ის ან მეტი სიხშირით აღინიშნა ისეთი არასასურველი ეფექტები , როგორიცაა თავის ტკივილი ,თავბრუსხვევა , ნაზოფარინგიტი ( მათ შორის ფარინგიტი და რინიტი ), დაღლილობა , ზედა სასუნთქიგზების ინფექციები , ხველა , დიარეა , ართრალგია , ზურგის ტკივილი .

 

1%- ზე ნაკლები სიხშირით გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები , როგორიცაა აბდომინალურიტკივილი , მოუსვენრობა , ართრალგია , ასთენია , ბრონქიტი , მწვავე ბრონქიტი , ტკივილი გულ -მკერდის არეში , თავბრუსხვევა , დისპეფსია , ქოშინი , პირის სიმშრალე , იმპოტენცია , გასტროენტერიტი, მომატებული ოფლიანობა , ჰიპოესთეზია , ჰიპოკალიემია , ჰიპოტენზია , გრიპი , უძილობა , კუნთებისკრუნჩხვა , კუნთების დაჭიმულობა , გულისრევა , ცხვირის შეგუბება , ტკივილი კისრის არეში , შეშუპება, პერიფერიული შეშუპება , შუა ყურის ოტიტი , კიდურების ტკივილი , გულისცემის აჩქარება ,პარესთეზიები , ფარინგოლარინგული ტკივილი , პოლაკიურია , ტემპერატურის მომატება , სინუსიტი ,ძილიანობა , მყესების დაჭიმვა , ტაქიკარდია , ხმაური ყურებში , შარდგამომყოფი გზების ინფექციები ,ვერტიგო , ვირუსული ინფექციები , მხედველობის დარღვევა . არ არის ცნობილი , აღნიშნული ეფექტებიგამოწვეული იყო თუ არა თერაპიით . პოსტმარკეტინგული გამოკვლევების მონაცემებმა გამოავლინესისეთი რეაქციების ცალკეული შემთხვევები , როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება , გამონაყარი ,ქავილი და ჰიპერმგრძნობელობის / ალერგიის სხვა რეაქციები , მათ შორის შრატისმიერი ავადმყოფობა დავასკულიტები . ცნობილია აგრეთვე თირკმლების ფუნქციის დარღვევისა და მიალგიების ცალკეულიშემთხვევები . გარდა ამისა , დაფიქსირდა ფილტვების შეშუპების შემთხვევები გრანულოციტარულიინფილტრაციით და IgG დეპონირებით ალვეულარულ მემბრანებში , რაც დაკავშირებული იყოჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებასთან . ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება შეიძლებაიმუნოლოგიურად განპირობებული იყოს ჰიდროქლორთიაზიდზე იდიოსინკრაზული რეაქციებით , რაციშვიათად გვხვდება .

 

ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები

პაციენტთა 3.7%- ში კო - დიოვანის მიღებისას შრატში კალიუმის კონცენტრაციები დაქვეითდა 20%- ზემეტად იმ პაციენტებთან შედარებით , რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (3.1%).

კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევებისას კრეატინინისა და სისხლში შარდოვანას აზოტისმომატებული დონეები ( BUN ) აღინიშნა შემთხვევათა 1.9%- ში და 14.7%- ში შესაბამისად იმ პაციენტებში ,რომლებიც იღებდნენ კო - დიოვანს და შემთხვევათა 0.4%- ში და 6.3%- ში შესაბამისად იმ პაციენტებში ,რომლებიც პლაცებოს იღებდნენ .

 

ნეიტროპენია აღინიშნა იმ პაციენტთა 0.1%- ში , რომლებიც იღებდნენ კო - დიოვანს იმ პაციენტთა 0.4%-თან შედარებით , რომლებიც პლაცებოს იღებდნენ .

 

ვალსარტანი .

სხვა გვერდითი ეფექტები , რომლებიც გამოვლინდა ვალსარტანით მონოთერაპიის კლინიკურიგამოკვლევებისას , განურჩევლად მათი მიზეზობრივი კავშირისა საკვლევ პრეპარატთან , აღინიშნა 1%- ზენაკლები სიხშირით : ლიბიდოს დაქვეითება , თირკმლის მწვავე უკმარისობა , ღვიძლის ფუნქციისმაჩვენებლების მომატების ცალკეული შემთხვევები .

 

ჰიდროქლორთიაზიდი .

ჰიდროქლორთიაზიდი მრავალი წელია ფართოდ გამოიყენება , თუმცა , ხშირად გამოიყენება იმაზემაღალი დოზები , ვიდრე კო - დიოვანის შემადგენლობაშია წარმოდგენილი . თიაზიდური დიურეტიკებით, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით მონოთერაპიის ჩატარებისას , შეიძლება აღინიშნოს მთელი რიგიეფექტები .

 

ელექტროლიტებისა და მეტაბოლიზმის ცვლილებები ( იხ . “ გამოყენების თავისებურებები ”).

სხვა : ხშირად – ჭინჭრის გამონაყარი და გამონაყარის სხვა სახეობები , მადის დაკარგვა , ზომიერადგამოხატული გულისრევა და პირღებინება , პოსტურალური ჰიპოტენზია , რომლის გამოხატულებაციზრდება ალკოჰოლის მოხმარებისას , სანარკოზე ან საძილე საშუალებების გამოყენებისას , იმპოტენცია ;იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია , კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დარღვევები , ყაბზობა , დიარეა ,ქოლესტაზი ან სიყვითლე , გულის არითმიები , თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , ძილის დარღვევა ,დეპრესია , პარესთეზიები , მხედველობის დარღვევა , თრომბოციტოპენია , ზოგჯერ პურპურით ; ძალიანიშვიათად – მანეკროზირებელი ვასკულიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი , კანის რეაქციები ,რომლებიც მოგვაგონებენ სისტემურ წითელ მგლურას , სისტემური წითელი მგლურას კანისმიერიგამოვლინებების გამწვავება , პანკრეატიტი , ლეიკოპენია , აგრანულოციტოზი , ძვლის ტვინის დეპრესია ,ჰემოლიტური ანემია , ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები , დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ , მათშორის პნევმონიტი და ფილტვების შეშუპება .

 

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ .
  • ორსულობა და ლაქტაცია .
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები , ღვიძლის ციროზი და ქოლესტაზი .
  • ანურია , თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევები ( კრეატინინის კლირენსი <30 მლ / წთ ).
  • რეფრაქტორული ჰიპოკალიემია , ჰიპონატრიემია , ჰიპერკალციემია , სიმპტომატური ჰიპერურიკემია .

 

ჭარბი დოზირება

ვალსარტანის ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია , რის შედეგადაცშეიძლება აღინიშნოს ცნობიერების დონის დაქვეითება , გულის უკმარისობა და / ან შოკი . თუ პაციენტსახალი მიღებული აქვს პრეპარატი , გამოწვეული უნდა იყოს პირღებინება . ჰიპოტენზიის დროს თერაპიისჩვეულებრივ მეთოდს წარმოადგენს მარილხსნარის ვენებში შეყვანა . ვალსარტანის გამოდევნაორგანიზმიდან არ შეიძლება ჰემოდიალიზით მისი პლაზმის ცილებთან შეკავშირების გამო , ხოლოორგანიზმიდან ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნა ჰემოდიალიზით ეფექტურია .

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

II ანგიოტენზინის ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით , არ შეიძლებანაყოფისათვის რისკის გამორიცხვა . ცნობილია , რომ საშვილოსნოზე აგფ - ს ინჰიბიტორების მოქმედება ,ორსულობის II და III ტრიმესტრებში დანიშვნისას , იწვევს განვითარებადი ნაყოფის დაზიანებას დადაღუპვას . საშვილოსნოს ღრუში თიაზიდური დიურეტიკის შეყვანა იწვევდა ნაყოფშითრომბოციტოპენიის განვითარებას ან ნეონატალურ პერიოდში – სხვა ისეთი არასასურველი ეფექტებისგანვითარებასაც , რომლებიც შემდგომში აღინიშნება მოზრდილებში . არსებობს მონაცემები სპონტანურიმუცლის მოშლის , წყალნაკლულობის ან თირკმლების დისფუნქციის შესახებ ახალშობილებში ,ორსულების მიერ ვალსარტანი შემთხვევითი მიღებისას . ამიტომ კო - დიოვანი , როგორც ნებისმიერი სხვაპრეპარატი , რომელიც არაპირდაპირ გავლენას ახდენს რენინ - ანგიოტენზინ - ალდოსტერონულ სისტემაზე, არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში . თუ ორსულობა დადგა მკურნალობისპერიოდში , კო - დიოვანის მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს .

 

არა არის ცნობილი , აღწევს თუ არა პრეპარატი ადამიანის დედის რძეში . ჰიდროქლორთიაზიდი აღწევსპლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძეში . ამიტომ , კო - დიოვანის გამოყენება ლაქტაციის პერიოდშირეკომენდებული არ არის .

 

ბავშვები

კო - დიოვანის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში დადგენილი არ არის .

 

გამოყენების თავისებურებები

ელექტროლიტების ცვლილებები .

სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო კო - დიოვანთან ერთად კალიუმის მარილების , კალიუმდამზოგავიდიურეტიკების , კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების და სხვა ისეთი პრეპარატების მიღებისას ,რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კალიუმის დონის მომატება ( მაგალითად , ჰეპარინი ). არსებობსინფორმაცია თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობის პერიოდში ჰიპოკალიემიის შემთხვევების შესახებ. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ხშირად შემოწმება .

თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობა ხშირად უკავშირდება ჰიპონატრიემიისა და ჰიპოქლორემიულიალკალოზის განვითარებას . თიაზიდები აძლიერებენ მაგნიუმის გამოყოფას შარდით , რამაც შეიძლებაგამოიწვიოს ჰიპომაგნიემია .

 

ორგანიზმში ნატრიუმის და / ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტის მქონე პაციენტები .

ორგანიზმში ნატრიუმის და / ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის მძიმე ხარისხის დეფიციტის მქონეპაციენტებში , როგორებიც არიან მაგალითად ის პაციენტები , რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალდოზებს , ცალკეულ შემთხვევებში , კო - დიოვანით თერაპიის დაწყების შემდეგ შეიძლება აღინიშნოსსიმპტომატური ჰიპოტენზია . ამიტომ , ამ პრეპარატით თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდესორგანიზმში ნატრიუმის და / ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცველობის კორექცია .

 

ჰიპოტენზიისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მწოლიარე მდგომარეობაში , ხოლო აუცილებლობისას ,უნდა მოხდეს ვენებში მარილხსნარის ინფუზირება . მკურნალობის გაგრძელება შეიძლება არტერიულიწნევის სტაბილიზაციისთანავე .

 

თირკმლისმიერი არტერიების სტენოზი .

იმ პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლისმიერი არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზიან ერთადერთი თირკმლის მიერ გამოწვეული სტენოზი , პრეპარატის უსაფრთხოება დადასტურებული არარის .

 

თირკმლების ფუნქციის დარღვევა .

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ( კრეატინინის კლირენსი >30 მლ / წთ ) დოზისკორექცია საჭირო არ არის .

 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა .

ქოლესტაზის გარეშე ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებშიდოზის კორექცია საჭირო არ არის . თუმცა , კო - დიოვანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული .ღვიძლის დაავადებები არსებითად არ ცვლიან ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს .

 

სისტემური წითელი მგლურა

თიაზიდური დიურეტიკები აძლიერებენ ან ააქტიურებენ სისტემური წითელი მგლურას გამოვლენას .

 

სხვა მეტაბოლური დარღვევები .

თიაზიდურმა დირეტიკებმა შეიძლება შეცვალონ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა და გაზარდონ შრატშიქოლესტერინის , ტრიგლიცერიდებისა და შარდმჟავას დონეები .

 

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დანიშვნისას , სასურველია სიფრთხილის გამოჩენაავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიჰიპერტენზიულსაშუალებებთან ერთად გამოყენებისას .

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ხშირად შემოწმება ამპრეპარატის გამოყენებისას კალიუმის შემცველ მარილებთან , კალიუმდამზოგავ დიურეტიკებთან ,კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებთან და სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად , რომლებმაცშეიძლება გამოიწვიონ სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება ( მაგალითად , ჰეპარინი და სხვა ).

არსებობს ინფორმაცია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის მომატებისშესახებ აგფ - ს ინჰიბიტორებისა და თიაზიდების ერთდროული გამოყენების დროს . კო - დიოვანისა დალითიუმის ერთდროული გამოყენების გამოცდილება არ არსებობს . თუმცა , მათი ერთდროულიგამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციების შემოწმება .

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა ვალსარტანით მონოთერაპიისასშემდეგი პრეპარატების მიღების ფონზე : ციმეტიდინი , ვარფარინი , ფუროსემიდი , დიგოქსინი ,ატენოლოლი , ინდომეტაცინი , ჰიდროქლორთიაზიდი , ამლოდიპინი , გლიბენკლამიდი .

კო - დიოვანის შემადგენლობაში შემავალი თიაზიდური კომპონენტის გამო , შესაძლებელია აღინიშნოსისეთი ურთიერთქმედება , როგორიცაა თიაზიდის მიერ წარმოებული კურარის მოქმედების გაძლიერება .

არასტეროიდული , ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ( მაგ . სალიცილმჟავას წარმოებულების ,ინდომეტაცინის ) გამოყენებამ შეიძლება შეასუსტოს პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თიაზიდურიკომპონენტის დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული აქტივობა .

იმავდროულად განვითარებულმა ჰიპოვოლემიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობისსტიმულირება .

 

კალიუმურეზულმა დიურეზულმა , კორტიკოსტეროიდებმა , ამფოტერიცინმა , კარბონექსოლონმა ,პენიცილინ G - მ , ადრენოკორტიკოტროპულმა ჰორმონმა , ალიცილმჟავას წარმოებულებმა შეიძლებაგამოიწვიოს დიურეზულების ჰიპოკალიემიური ეფექტის მომატება . დიგიტალისით გამოწვეული გულისარითმიის შემთხვევაში , თიაზიდების გამოყენებისას , გვერდითი მოქმედების სახით შეიძლებაგანვითარდეს ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია .

შეიძლება აუცილებელი გახდეს ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზებისკორექცია .

 

თიაზიდური დიურეზულების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ალოპურინოლის მიმართჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიხშირის მომატება , ამანტადინით გამოწვეული გვერდითი რეაქციებისგანვითარების რისკის მომატება , დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიური ეფექტის მომატება , აგრეთვე ,ციტოტოქსიკური საშუალებების ( მაგ . ციკლოფოსფამიდის , მეთოტრექსატის ) თირკმლებით გამოყოფისშემცირება და მათი მიელოსუპრესული ეფექტების გაძლიერება .

 

თიაზიდური დიურეზულების ბიოშეღწევადობა შეიძლება გაიზარდოს ანტიქოლინერგიული პრეპარატებით( მაგ . ატროპინი , ბიპერიდენი ), რაც , შესაძლებელია გამოწვეულია კუჭისა და ნაწლავებისპერისტალტიკისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირებით .

 

არსებობს ცნობები ჰემოლიზური ანემიის შემთხვევების შესახებ , რომელიც ვითარდებაჰიდროქლორითიაზიდისა და მეთილდოპას ერთდროული გამოყენებისას .

 

ქოლესტირამინი აფერხებს თიაზიდური დიურეზულების შეწოვას .

თიაზიდური დიურეზულების და D ვიტამინის ან კალციუმის მარილების ერთდროული გამოყენებისშედეგად შეიძლება აღინიშნოს სისხლის შრატში კალციუმის დონეების მომატება .

 

 

ციკლოსპორინებთან ერთად გამოყენებისას მატულობს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის ტიპისგართულებების განვითარების რისკი .

 

ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები

კო - დიოვანი 80/12.5 მგ : ღია ნარინჯისფერი , ოვალური , ოდნავ ამობურცული , ერთ მხარეს წარწერით “HGH ”, ხოლო მეორე მხარეს – “ CG ”.

კო - დიოვანი 160/12.5 მგ : მუქი წითელი , ოვალური , ოდნავ ამობურცული , ერთ მხარეს წარწერით “HHH ”, ხოლო მეორე მხარეს – “ CG ”.

კო - დიოვანი 160/25 მგ : მოყავისფრო - ნარინჯისფერი , ოვალური , ოდნავ ამობურცული , ერთ მხარესწარწერით “ HXH ”, ხოლო მეორე მხარეს – “ NVR ”.

PSP გირჩევთ