კატეგორიები

  • ნებიკორი 5მგ 20 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • პრეპარატი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს (ჰიპერტენზია).



ნებიკორი 5მგ ტაბლეტები
ნებივოლოლი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ ჩანართს.
- შეინახეთ ფურცელი ჩანართი. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს, რადგან
მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლებელია ზიანი მოუტანოს მათ.
- თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით
ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ ჩანართში
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფურცელ ჩანართში იხილავთ
1. რა არის ნებიკორი და რისთვის გამოიყენება
2. ნებიკორის გამოყენებამდე
3. ნებიკორის გამოყენების წესები
4. შესაძლებელი გვერდითი ეფექტები
5. ნებიკორის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ნებიკორი და რისთვის გამოიყენება
ნებიკორი შეიცავს ნებივოლოლს, კარდიოვასკულური პრეპარატი, რომელიც
მიეკუთვნება სელექციური ბეტა-ბლოკატორ საშუალებების (მაგ: სელექციური
მოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე) ჯგუფს. იგი ხელს უშლის გულისცემის
აჩქარებას, აკონტროლებს გულის მუშაობის სტაბილურობას. იგი აგრეთვე
აფათოებს სისხლძარღვებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს არტერიული წნევის
დაქვეითებას.
პრეპარატი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს (ჰიპერტენზია).
2
ნებიკორი აგრეთვე გამოიყენება საშუალო და ზომიერი ხარისხის გულის
ქრონიკული უკმარისობის დროს 70 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებში ძირითად
მკურნალობასთან ერთად.
2. წინააღმდეგჩვენებები
არ მიიღოთ ნებიკორი:
· თუ აღენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნებივოლოლის ან
ნებიკორის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
· თუ გაწუხებთ მოცემული დარღვევები:
- სისხლის დაბალი არტერიული წნევა;
- ცირკულაციის სერიოზული პრობლემები ზემო და ქვედა კიდურებში;
- ძალიან დაბალი გულისცემა (- გულის რითმთან დაკავშირებული სხვა სერიოზული დარღვევები (მაგ: 2-ე და
3-ე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამტარობის
დარღვევები);
- გულის უკმარისობა, რომელიც ბოლო პერიოდში გამოვლინდა ან გართულდა,
ან თუ მკურნალობთ გულის მწვავე უკმარისობით გამოწვეულ ციკრულაციურ
შოკს ინტრავენური წვეთოვანი გზით, რაც ხელს უწყობს გულის მუშაობას;
- ასთმა ან ხიხინით სუნთქვა (ამჟამად ან ანამნეზში);
- არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე
(თირკმელზედა ჯირკვალზე);
- ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება;
- მეტაბოლური დარღვევები (მეტაბოლური აციდოზი), მაგ: დიაბეტური
კეტოაციდოზი;
- თუ ღებულობთ ფლოქტაფენინს ან სულტოპრიდს;
- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;
განსაკუთრებული ყურადღებით მიიღება ნებიკორი:
აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ შემდეგი პრობლემები:
- უჩვეულოდ შენელებული გულისცემა;
3
- ტკივილი მკერდის არეში, რომელიც ვითარდება გულის სპონტანური სპაზმის
ეგრეთ წოდებული პრინცმეტალის სტენოკარდიის შემდეგ;
- არანამკურნალევი გულის ქრონიკული უკმარისობა;
- 1 ხარისხის გულის ბლოკადა (გულის გამტარობის მსუბუქი დარღვევა,
რომელიც გავლენას ახდენს გულის რითმზე);
- სუსტი სისხლმიმოქცევა ხელებსა და ფეხებში, მაგ: რეინაუდის დაავადება ან
სინდრომი, სპაზმის მსგავსი ტკივილი სიარულის დროს;
- გახანგრძლივებული სუნთქვის მხრივ პრობლემები;
- შაქრინი დიაბეტი: აღნიშნული პრეპარატი გავლენას არ ახდენს სისხლში
შაქრის დონეზე, მაგრამ შესაძლებელია შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი
დონის სიმპტომები (მაგ: პალპიტაცია, აჩქარებული გულისცემა);
- ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი: პრეპარატმა შესაძლებელია
შენიღბოს აღნიშნული მდგომარეობით გამოწვეული სიმპტომები, როგორიც
არის გულისცემის უჩვეულო აჩქარება;
- ალერგია: პრეპარატმა შესაძლებელია გააძლიეროს ყვავილის მტვერის ან
სხვა ნივთიერებების მიმართ რეაქცია;
- ფსორიაზი (კანის დაავადება- ქერცლოვანი ვარდისფერი ლაქები) ან თუ
ანამნეზში აღენიშნობიდათ ფსორიაზი;
- თუ აპირებთ ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას ანესთეზიის გაკეთებამდე
აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ ღებულობთ ნებიკორს;
თუ გაწუხებთ თირკმლის სერიოზული პრობლემები გულის უკმარისობიბის
დასარეგულირებლად, არ მიიღოთ ნებიკორი, აცნობეთ ექიმს.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დაწყებამდე გამოცდილმა
სპეციალისტმა გულდასმით უნდა გაგსინჯოთ (იხილეთ ნაწილი 3).
მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად, ექიმის გარეშე (იხილეთ ნაწილი 3).
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ სხვა, მათ შორის
რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატები.
არ მიიღოთ:
თუ მკურნალობთ ფლოქტაფენინით ან სულტოპრიდით.
4
ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ნებიკორთან ერთად ღებულობთ ქვემოთ
მოცემული პრეპარატებიდან რომელიმეს:
-პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის დასარეგულირებლად ან
გულის პრობლემების გასაკონტროლებლად (როგორიც არის ამიოდარონი,
ამლოდიპინი, ცინებზოლინი, კლონიდინი, დიგოქსინი, დილთიაზემი, დიზოპირამიდი,
ფელოდიპინი, ფლეკაინიდი, გუანფაცინი, ჰიდროქინიდინი, ლაციდიპინი, ლიდოკაინი,
მეთილდოპა, მექსილეტინი, მოქსონიდინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი,
ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, ვერაპამილი).
- სედაციური და ფსიქოზის (გონებრივი დაავადება) სამკურნალო საშუალებები,
მაგ: ბარბიტურატები (აგრეთვე გამოიყენება ეპილეფსიის დროს),
ფენოთიაზინები (აგრეთვე გამოიყენება გულისრევის და ღებინების დროს) და
თიორიდაზინი.
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, მაგ: ამიტრიპტილინი, პაროქსეტინი,
ფლუოქსეტინი.
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანესთეზიისათვის ოპერაციის დროს.
- პრეპარატები,რომლებიც გამოიყენება ასთმის, ცხვირის დაცობის ან თვალთან
დაკავშირებული პრობლემების დროს, როგორიც არის გლაუკომა (თვალის
წნევის მომატება) ან გუგის გაფართოება.
აღნიშნულმა პრეპარატებმა ისევე როგორ ნებივოლოლმა შესაძლებელია გავლენა
მოახდინოს არტერიულ წნევაზე ან/და გულის ფუნქციაზე.
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭის წვენის ჭარბი მჟავიანობის ან
წყლულის დროს, მაგ: ციმეტიდინი. ნებიკორი უნდა მიიღოთ კვების დროს,
ხოლო ანტაციდური პრეპარატები კი კვების შუალედებში.
- ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ: ანთების
საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები).
ნებიკორის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ნებიკორი მიიღება კვების დროს ან უზმოზე, სასურველია წყალთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5
ნებიკორი არ გამოიყენება ორსულობის დროს.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.
მანქანის მართვა და სხვა მექანიზმების გამოყენება
პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობა. თუ
აღნიშნული ეფექტები გამოვლინდა არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ
სხვა მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნებიკორის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს 192,4მგ ლაქტოზას. თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ
აღენიშნებათ ზოგიერთი სახის შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე
მიმართეთ ექიმს.
3. ნებიკორის გამოყენების წესები
ნებიკორი მიიღება ექიმის დანიშნულებით. რაიმე ეჭვის შემთხვევაში
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ნებიკორის მიღება შესაძლებელია კვებამდე, კვების დროს ან კვების შემდეგ,
მაგრამ შესაძლებელია კვებისაგან დამოუკიდებლად მიღებაც. სასურველია
პრეპარატს მიაყოლოთ წყალი.
მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) მკურნალობა
მოზრდილებში:
- ჩვეულებრივი დოზა არის 5მგ (1 ტაბლეტი) დღეში. სასურველია აღნიშნული
დოზის მიღება დღის ერთდაიგივე მონაკვეთში.
- არტერიულ წნევაზე თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის
დაწყებიდან 1-2 კვირაში. ზოგჯერ ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა 4 კვირაში.
- ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ
თირკმლის დაღვევები ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს ½ (ნახევარი)
ტაბლეტი დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია დოზა
გაზარდოს 5მგ-მდე.
- პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ ღვიძლის მხრივ სერიოზული დარღვევები
პრეპარატი არ მიიღება.
6
- პრეპარატი უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე არასაკმარისი მონაცემების
გამო ნებიკორის 5მგ ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული 18
წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
- პრეპარატის უეცრად შეწყვეტა დაუშვებელია, რადგან შესაძლებელია გულის
უკმარისობა უფრო გართულდეს.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა
მოზრდილებში:
- გამოცდილი სპეციალისტი ნიშნავს მკურნალობას და ყურადღებით ადევნებს
თვალყურს.
- მკურნალობა იწყება 1,25მგ დოზით (მეოთხედი) დღეში. აღნიშნული დოზის
გაზრდა შესაძლებელია 1-2 კვირაში 2,5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი), შემდეგ
ერთ ტაბლეტამდე დღეში და შემდეგ 2 ტაბლეტამდე დღეში მანამდე, სანამ
სწორი დოზა არ შეირჩევა. ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო დოზას
თითოეულ ეტაპზე და უნდა დაიცვათ მისი მითითებები.
- მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა არის 2 ტაბლეტი (10 მგ).
- მკურნალობის საწყის ეტაპზე და დოზის მომატებისას პრეპარტის მიღებიდან
2 სთ-ის განმავლობაში უნდა იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
- თუ პაციენტს აღენიშნება საშუალო და ზომიერი სირთულის თირკმლის
დაავადებები დოზის კორექტირება არ არის საჭირო, რადგან მისი
კორექტირება მოხდება ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით. პრეპარატი
არ მიიღება, თუ პაციენტს აწუხებს თირკმლის სერიოზული პრობლემები.
- პრეპარატი არ მიიღება, თუ პაციენტს აწუხებს ღვიძლის სერიოზული
პრობლემები.
- ბავშვები და მოზარდები: პრეპარატის გამოყენებაზე მონაცემების
არარსებობის გამო ნებიკორის მიღება არ არის რეკომენდებული.
- ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექტირება არ არის საჭირო, რადგან
მისი კორექტირება მოხდება ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით.
თუ მიიღეთ ნებიკორის ჭარბი დოზა:
თუ შემთხვევით მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ნებიკორის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია
7
ძალიან შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია), დაბალი არტერიული წნევა
(ჰიპოტენზია), რასაც შესაძლებელია თან ახლდეს გულის წასვლა, სუნთქვის
უკმარისობა, როგორიც არის ასთმა (ბრონქოსპაზმი), გულის მწვავე უკმარისობა.
ექიმთან ან საავადმყოფოში თან წაიღეთ დარჩენილი ტაბლეტები და შეფუთვა, რომ
იცოდეთ რა ტაბლეტები მიიღეთ.
მანამდე, სანამ ექიმს ელოდებით, შესაძლებელია გააქტივებული ნახშირის მიღება
(რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენს აფთიაქში).
თუ დაგავიწყდათ ნებიკორის მიღება:
თუ დაგავიწყდათ ნებიკორის მიღება და გაგახსენდათ ოდნავ მოგვიანებით მიიღეთ
იმ დღის დოზა ჩვეულებრივ, ხოლო თუ შემდეგი დოზის დროს თითქმის
მოახლოებულია გამოტოვეთ დოზა და გააგრძელეთ მკრუნალობა ჩვეული რეჟიმის
მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა. სასურველია მოერიდოთ განმეორებით დოზის
გამოტოვებას.
თუ შეწყვეტთ ნებიკორის მიღებას
თუ ნებიკორს იღებთ მაღალი არტერიული წნევის ან გულის ქრონიკული
უკმარისობის დროს მის შეწყვეტამდე კონსულტაციისათვის უნდა მიმართოთ
ექიმს.
ნებიკორის შეწყვეტა უეცრად არ არის რეკომენდირებული, რადგან მან
შესაძლებელია გულის უკმარისობა დროებით გააუარესოს. თუ გულის ქრონიკული
უკმარისობის დროს საჭირო გახდა ნებიკორის შეწყვეტა, დღიური დოზა უნდა
შემცირდეს ეტაპობრივად, დოზის განახევრებით, კვირიანი ინტერვალით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების
შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლებელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ნებიკორმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არ ვლინდება ყველა პაციენტში. როდესაც ნებიკორი გამოიყენება
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი
გვერდითი ეფექტები:
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (>1 - 100 პაციენტში, მაგრამ - თავის ტკივილი
8
- თავბრუსხვევა
- დაღლილობა
- უჩვეულო ქავილის და ჩხვლეტის შეგრძნება
- დიარეა
- ყაბზობა
- გულისრევა
- სუნთქვის უკმარისობა
- ქვემო და ზედა კიდურების შეშუპება
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (>1 - 1000 პაციენტში, მაგრამ <1-100
პაციენტში):
- შენელებული გულისცემა და გულთან დაკავშირებული სხვა ჩივილები
- დაბალი არტერიული წნევა
- სპაზმების მსგავსი ტკივილი ფეხებში სიარულის დროს
- მხედველობის დაქვეითება
- იმპოტენცია
- დეპრესიის შეგრძნება
- საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული გართულებები (დისპეფსია), აირები
მუცელში და ნაწლავებში, ღებინება.
- გამონაყარი კანზე, ქავილი
- სუნთქვის უკმარისობა, როგორიც არის ასთმა, რაც გამოწვეულია სასუნთქი
გზების ირგვლივ კუნთების უეცარი სპაზმებით (ბრონქოსპაზმი)
- კოშმარები
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (- გულის წასვლა
- ფსორიაზის გართულება (კანის დაავადება_ქერცლოვანი ვარდისფერი
ლაქები)
ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები გამოვლინდა ნებიკორით მკურნალობის
მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში:
- საერთო ალერგიული რეაქციები, კანზე გენერალიზებული გამონაყარით
(ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები)
9
- სწრაფი შეშუპება, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების, ენის რამაც
შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის უეცარი გართულება (ანგიოედემა).
გულის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში კლინიკურ კვლევებში
გამოვლენილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (>1 10 პაციენტში)
- შენელებული გულისცემა
- თავბრუსხვევა
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (>1 100პაციენტში, - გულის უკმარისობის გართულება
- დაბალი არტერიული წნევა (გულის წასვლის შეგრძნება უეცრად
წამოდგომის დროს)
- პრეპარატის აუტანლობა
- გულის გამტარობის მსუბუქი ფორმა, რომელიც გავლენას ახდენს გულის
რითმზე (1 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)
- ქვედა კიდურების შეშუპება (კოჭების შეშუპება)
თუ გვერდითი ეფექტები გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდითი ეფექტებს,
რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ ჩანართში
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ნებიკორის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ნებიკორი სეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვადის (“EXP”)
გასვლის შემდეგ (3 წელი).
ინახება არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
დაუშვებელია ნებიკორის გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციას მოგაწოდებთ
ფარმაცევტი. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
6.დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნებიკორი
- აქტიური ნივთიერება არის ნებივოლოლი 5მგ (5,45მგ როგორც ნებივოლოლის
ჰიდროქლორიდი).
10
-დამხმარე ნივთიერებები: უწყლო აეროსილი (E551), მაგნიუმის სტეარატი (E572),
ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), მაკროგოლი 6000, ლაქტოზას მონოჰიდრატი
როგორია ნებიკორი და რას შეიცავს შეფუთვა
ნებიკორი არის თეთრი, მრგვალი, ამობურცული, ტაბლეტები ჯვარედინი ჭდით,
მეორე მხარეზე დატანილია „N5”, შეფუთვაში 20 ან 30 ტაბლეტი. შესაძლებელია
ტაბლეტის ოთხ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ტაბლეტები მოთავსებულია
ბლისტერზე (PVჩ/PE/PVDჩ/ალუმინის ბლისტერი)
შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს განთავსებული ბაზარზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

PSP გირჩევთ