კატეგორიები

  • რამიზეკ კომბი 5/5მგ 30 კაფსულა

  • ფასი: 23.41 ლ
  • რამიზეკ კომბი • აქვეითებს ორგანიზმის მიერ იმ ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც ზრდიან სისხლის წნევას; • ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს;



რამიზეკი კომბი, 2.5 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა
რამიზეკი კომბი, 5 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა
რამიზეკი კომბი, 5 მგ+10 მგ, მყარი კაფსულა
რამიზეკი კომბი, 10 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა
რამიზეკი კომბი, 10 მგ+10 მგ, მყარი კაფსულა

რამიპრილი+ამლოდიპინი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, ვინაიდან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- სამკურნალო პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. ნუ მისცემთ მას სხვებს, ამან შეიძლება ავნოთ მათ, მაშინაც კი თუ მსგავსი სიმპტომები გაქვთ.
- გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, ეს მოიცავს ნებისმიერ სავარაუდო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4

ინსტრუქციის შინაარსი:
1. რა არის რამიზეკი კომბი და როდის გამოიყენება
2. რამიზეკი კომბის მიღებამდე
3. როგორ მივიღოთ რამიზეკი კომბი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ რამიზეკი კომბი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის რამიზეკი კომბი და როდის გამოიყენება
რამიზეკი კომბი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: რამიპრილსა და ამლოდიპინს. რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს. ამლოდიპინი მიკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფს,
რამიპრილის მოქმედების მექანიზმი:
• აქვეითებს ორგანიზმის მიერ იმ ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც ზრდიან სისხლის წნევას;
• ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს;
• აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატყორცნას მთელ ორგანიზმში.

ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი:
• ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგად სისხლი მათში უფრო იოლად მიედინება.
რამიზეკი კომბი გამოიყენება ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ, პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად კონტროლდება ამლოდიპინისა და რამიპრილის კომბინირებული გამოყენებისას ცალ-ცალკე პრეპარატების სახით ისეთივე დოზებით, როგორც წარმოდგენილია რამიზეკი კომბი-ში.

2. რამიზეკი კომბის მიღებამდე
რამიზეკი კომბი არ მიიღება, თუ:
- ხართ ალერგიული რამიპრილის, ამლოდიპინის (აქტიური ნივთიერებები), სხვა აგფ ინჰიბიტორის ან ნებისმიერი სხვა კალციუმის ანტაგონისტის, ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის (იხ. პუნქტი 6) მიმართ. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ქავილით, კანის სიწითლით ან სუნთქვის გაძნელებით.
- იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში არსებობს მძიმე ალერგიული რეაქციის, “ანგიოედემის” განვითარების შემთხვევა. ამ მოვლენის ნიშნები არის ქავილი, ჭინჭრის ციება, ხელებზე, ფეხებსა და კისერზე წითელი ლაქები, ყელისა და ენის შეშუპება, თვალებისა და ტუჩების გარშემო შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.
- მიმდინარეობს დიალიზი ან სისხლის ფილტრაციის რაიმე სხვა პროცედურა. გამოყენებული აპარატის მიხედვით, რამიზეკი კომბი შეიძლება თქვენის შესაფერისი არ იყოს.
- იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება თირკმლის მხრივ დარღვევები, როგორც თირკმელში სისხლის მიწოდების შემცირება (თირკმლის არტერიის სტენოზი)
- ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში (იხ. “ორსულობა და ძუძუთი კვება”)
- თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია და მკურნალობთ ალისკირენის შემცველი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატით
- თუ არტერიული წნევა მეტისმეტად დაბალია ან არასტაბილური, რაც ექიმმა უნდა შეაფასოს.
- გულის აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია მიაწოდოს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლი).
- გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ.

რამიზეკი კომბი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგანი გეხებათ თქვენ. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რამიზეკი კომბის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
რამიზეკი კომბის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის. აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი გეხებათ თქვენ:
- გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის მხრივ დარღვევები;
- დაკარგეთ დიდი რაოდენობით მარილი ან სითხე (ღებინების, ფაღარათის, ჭარბი ოფლიანობის შედეგად, უმარილო დიეტით, დიურეტიკების (შარდმდენების) გამოყენებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან დიალიზის შემდეგ)
- თუ უნდა ჩაიტაროთ ანტიალერგიული მკურნალობა ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენის შემდეგ (დესენსიბილიზაცია)
- თუ უნდა მიიღოთ ანესთეზიური საშუალება, ქირურგიული ოპერაციის ან ნებისმიერი სტომატოლოგიური მანიპულაციის დროს. რამიზეკი კომბის მიღება უნდა შეწყვიტოთ ერთი დღით ადრე; მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის;
- სისხლში კალიუმის მაღალი დონის არსებობა (რაც ნაჩვენებია სისხლის ანალიზში);
- კოლაგენური ვასკულარული დაავადების არსებობა, როგორებიცაა სკლეროდერმა ან სისტემური წითელი მგლურა;
- თუ ღებულობთ რომელიმე ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს, როგორებიცაა:
ო ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერი (ცნობილი როგორც სარტანები – მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით მაშინ თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები
ო ალისკირენი
- არტერიული წნევის მკვეთრი მომატება (ჰიპერტონული კრიზი);
- თუ ხართ ხანდაზმული ან დოზა საჭიროებს მომატებას;
- მშრალი ხველის არსებობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- იმ შემთხვევაში, თუ არტერიული წნევის დაქვეითება საკმარისად ვერ მოხერხდა. აღნიშნული ტიპის პრეპარატები ნაკლებად ეფექტურია შავი ფერის კანის მქონე პირებში.

ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას, არტერიულ წნევას და სისხლში ელექტროლიტების დონეს (მაგ. კალიუმი). ინფორმაცია ასევე იხ. სათაურით “არ მიიღოთ რამიზეკი კომბი”.
- თუ აღინიშნება ტუჩებისა და სახის, ენისა და ყელის, კისრის, შესაძლოა ხელებისა და ფეხების უეცარი შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება (ანგიოედემა). ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი. აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს მკურალობის ნებისმიერ დროს. შავი კანის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ზემოხსენებული სიმპტომების მაღალი რისკი. მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან სასწრაფო დაკავშირება.

ბავშვები და მოზარდები
რამიზეკი კომბის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვინაიდან ინფორმაცია პოპულაციის ამ ჯგუფის შესახებ არ მოიპოვება.

სხვა სამკურნალო საშუალებები და რამიზეკი კომბი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ღებულობთ, ღებულობდით ახლო წარსულში ან უნდა მიიღოთ.

აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს. აღნიშნულ პრეპარატებს შეუძლიათ რამიზეკი კომბის ეფექტურობის შემცირება:
- ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორებიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი);
- დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალო პრეპარატები, როგორებიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. ექიმს დასჭირდება თქვენი არტერიული წნევის კონტროლი;
- რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიბიოტიკი);
- Hყპერიცუმ პერფორატუმ (კრაზანას პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ).

აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს. აღნიშნულ პრეპარატებს, რამიზეკი კომბისთან ერთად კომბინირებისას, შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
- ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის მკურნალობისათვის);
- ტემსიროლიმუსი (სიმსივნის სამკურნალოდ);
- ევეროლიმუსი (ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციისათვის);
- ტაკროლიმუსი (გამოიყენება თქვენი ორგანიზმის იმუნური პასუხების საკონტროლოდ, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზმს მიიღოს გადანერგილი ორგანო);
- კლარითრომიცინი (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ);
- ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, როგორებიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილის მჟავა);
- სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქიმიოთერაპია);
- ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოცილების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ციკლოსპორინი;
- დიურეტიკები (შარდმდენები), მაგ. ფუროსემიდი;
- სისხლში კალიუმის დონის გასაზრდელი პრეპარატები, როგორებიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი, ამილორიდი, კალიუმის მარილები და ჰეპარინი (სისხლის გასათხელებლად);
- ანთებისსაწინააღმდეგო სტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
- ალოპურინოლი (ორგანიზმში შარდმჟავას დონის შესამცირებლად);
- პროკაინამიდი (გულის რითმის დარღვევებისათვის);
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);
- რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები აივ ინფექციის სამკურნალოდ);
- ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი (ანტიბიოტიკები);
- ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის მხრივ დარღვევების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები);
- დანტროლენი (ინფუზია ორგანიზმის ტემპერატურის მძიმე დარღვევების სამკურნალოდ).
ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის შეცვლა და/ან სხვა ზომების მიღება, იმ შემთხვევაში, თუ:
ღებულობთ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერს ან ალისკირენს (ინფორმაცია იხ. “ნუ მიიღებთ რამიზეკი კომბის” და “გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები”).

გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს. რამიზეკი კომბისთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შეიცვალოს მათი ეფექტურობა:
- ¬პრეპარატები დიაბეტისათვის, როგორებიცაა პერორალური ჰიპერგლიკემიური პრეპარატები და ინსულინი. რამიზეკი კომბის შეუძლია შეამციროს სისხლში გლუკოზის დონე. რამიზეკი კომბის გამოყენებისას აუცილებელია სისხლში შაქრის დონის სათანადო მონიტორინგი.
- ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ). რამიზეკი კომბიმ შეიძლება გაზარდოს ორგანიზმში ლითიუმის დონე. ექიმის მიერ უნდა მოხდეს ლითიუმის დონის სათანადო მონიტორინგი.
- სიმვასტატინი (ქოლესტერინის დონის შესამცირებელი პრეპარატი). რამიზეკი კომბის შეუძლია გაზარდოს სიმვასტატინის დონე თქვენს ორგანიზმში.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგანი გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), რამიზეკი კომბის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

რამიზეკი კომბი საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
რამიზეკი კომბის მიღება არ არის დაკავშირებული საკვების მიღებაზე.
ალკოჰოლის მიღებამ რამიზეკი კომბისთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. იმ შემთხვევაში, თუ გაინტერესებთ, თუ რამდენის დალევა შეიძლება რამიზეკი კომბის გამოყენებისას, მაშინ დაუკავშირდით ექიმს ინფორმაციის მისაღებად, ვინაიდან ჰიპერტენზიულ პრეპარატებს და ალკოჰოლს შეიძლება ჰქონდეს ადიტიური ეფექტები.
გრეიფრუტის წვენისა და გრეიპფრუტის მიღება რამიზეკი კომბით მკურნალობის დროს არ შეიძლება. რადგანაც გრეიპფრუტსა და გრეიპფრუტის წვენს შეუძლია გამოიწვიოს სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის გაზრდა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გაზარდოს რამიზეკი კომბის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობა, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეტს კონსულტაციისათვის.

ორსულობა
რამიზეკი კომბის მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება.
რამიზეკი კომბის გამოყენებისას დაორსულების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს. დაგეგმილი ორსულობის დროს წინასწარ უნდა მოხდეს შესაფერის ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა.

ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების დროს რამიზეკი კომბის მიღება არ შეიძლება.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.

ფერტილობა
ფერტილობაზე პოტენციური ეფექტის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რამიზეკი კომბიმ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. იმ შემთხვევაში, თუ რამიზეკი კომბის გამოყენებისას, თავს ცუდად იგრძნობთ, განვითარდება თავბრუსხვევა ან ადვილად დაღლილობა, ან თავის ტკივილი, ნუ მიუჯდებით საჭეს და ნუ იმუშავებთ სხვა მექანიზმებთან და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს. ეს განსაკუთრებით აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში, ან სხვა პრეპარატების შეცვლისას.

3. რამიზეკი კომბის მიღების წესი
აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ შეგრძნება, რომ რამიზეკი კომბის ეფექტი ან ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღეთ დღის ერთსადაიმავე მონაკვეთში, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად სითხის მიყოლებით.
ნუ მიიღებთ რამიზეკი კომბის გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
რამიზეკი კომბი მიიღება დღეში ერთხელ.
ექიმს შეუძლია დოზის შეცვლა, მისი ეფექტის მიხედვით.
მაქსიმალური დღიური დოზა არის ერთი კაფსულა 10 მგ + 10 მგ.

ხანდაზმულები
ექიმს შეუძლია საწყისი დოზის შეცვლა და მკურნალობის უფრო ნელი კორექცია.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
რამიზეკი კომბის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან აღნიშნული პოპულაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.

რამიზეკი კომბის ჭარბი დოზირება
ძალიან ბევრი კაფსულის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის ძალიან მკვეთრი, ზოგჯერ სახიფათო დაქვეითებაც კი. შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან სისუსტე. ძალიან მკვეთრი დაქვეითების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შოკი. კანზე შეიძლება იგრძნოთ სიცივე და დაკარგოთ გონება. დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ ახლოს მდებარე გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას. საავადმყოფომდე მისასვლელად ნუ მიუჯდებით საჭეს, სთხოვეთ ვინმეს წაგიყვანოთ და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თან წაიღეთ სამკურნალო პრეპარატის კოლოფი, ექიმმა რომ გაიგოს, თუ რა მიიღეთ.

რამიზეკი კომბის მიღების გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა საერთოდ. მიიღეთ მომდევნო დოზა ჩვეულებისამებრ. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

რამიზეკი კომბის მიღების შეწყვეტა
თქვენი ექიმი გირჩევთ, თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ პრეპარატი. დროზე ადრე პრეპარატის შეწყვეტისას დარღვევები შეიძლება განმეორდეს.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, არსებულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყოველთვის არა.
შეწყვიტეთ რამიზეკი კომბის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნეთ რომელიმე შემდეგი გვერდითი მოვლენა – შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
- სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რაც აძნელებს ყლაპვას და სუნთქვას, ისევე როგორც ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს რამიზეკი კომბის მიმართ მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები.
- კანის მძიმე რეაქციები, როგორებიცაა გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, არსებული კანის დაავადების გაუარესება, კანის სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა (მაგ. სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი ან მრავალფორმიანი ერითემა) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირდება, როგორც უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ განვითარდა:
- გულის რითმის აჩქარება, არათანაბარი თუ ძლიერი გულისცემა (გულის ფრიალი), გულმკერდის არეში ტკივილი, გულმკერდზე მოჭერის შეგრძნება ან უფრო მძიმე დარღვევები გულის შეტევებისა და ინსულტის ჩათვლით. აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება, როგორც ხშირი (ტკივილი გულმკერდში, მოჭერა გულმკერდში და გულის ფრიალი) ან არახშირი (გულის რითმის აჩქარება, გულის შეტევა ან ინსულტი).
- სუნთქვის გაძნელება ან ხველა. ესენი ხშირი გვერდითი მოვლენებია. აღნიშნული შეიძლება ფილტვების დაზიანების ნიშნები იყოს.
- სისხლჩაქცევები, სისხლდენის გახანგრძლივება, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან), ალისფერი ლაქები, კანის დალაქავება ან ჩვეულზე უფრო ხშირი ინფექციები, ანგინა და ცხელება, ადვილად დაღლილობა, გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან ფერმკრთალი კანი. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის ფუნქციების დარღვევის ნიშნები. აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათია.
- მუცლის ძლიერი ტკივილი, რაც შეიძლება გავრცელდეს ზურგზე. ეს შეიძლება პანკრეატიტის ნიშანი იყოს (პანკრეასის ანთება). ეს არის არახშირი გვერდითი მოვლენა.
- ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს ყველაფერი შეიძლება ღვიძლის პრობლემების, მაგ ჰეპატიტის (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანების ნიშნები იყოს. აღნიშნული გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

სხვა გვერდითი მოვლენებია:
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დამძიმდა ან გახანგრძლივდა.

ხშირი (10-დან 1 პაციენტში):
- ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში);
- გულის ფრიალი (გულისცემის დარღვევა), წამოხურება
- კოჭის შეშუპება (ედემა);
- თავის ტკივილი ან დაღლილობა;
- თავბრუსხვევა. ამის განვითარება უფრო მოსალოდნელია რამიზეკი კომბის მიღების დაწყებისას ან მაღალი დოზით მკურნალობის დაწყებისას;
- გონების დაკარგვა, ჰიპოტენზია (ძალიან დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით სწრაფად ადგომის ან დაჯდომისას;
- მშრალი ხველა, წიაღების ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, სუნთქვის გაძნელება.
- მუცლის ტკივილი, კუჭის ან ნაწლავების ტკივილი, ფაღარათი, მონელების მხრივ დარღვევები, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება;
- კანზე გამონაყარი ამობურცული უბნებით ან მათ გარეშე;
- გულმკერდის ტკივილი;
- სპაზმები ან ტკივილი კუნთებში;
- სისხლის ანალიზში კალიუმის მომატებული დონე.
არახშირი (100-დან 1 პაციენტში):
- გუნება-განწყობილების შეცვლა, უძილობა
- კანკალი, სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება;
- მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება, დაბინდული მხედველობა, ხმაური ყურებში;
- ცემინება, გამონადენი ცხვირიდან გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი);
- ნაწლავების მოქმედების არევა (ფაღარათი ან შეკრულობა), გულძმარვა, პირის სიმშრალე;
- თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის შეცვლა;
- შარდვის დარღვევეა, შარდვის მოთხოვნილების მომატება, განსაკუთრებით ღამით, შარდვის გახშირება;
- ერექციის უნარის დაკარგვა, სექსუალური უუნარობა მამაკაცებში, დაქვეითებული სექსუალური სურვილი მამაკაცებსა თუ ქალებში;
- სარძევე ჯირკვლების გადიდება ან დისკომფორტი მამაკაცებში;
- სახსრების ან კუნთების ტკივილი, სპაზმები, ზურგის ტკივილი;
- წონაში მომატება ან დაკლება;
- წონასწორობის დარღვევები (ვერტიგო);
- ქავილი და კანის უჩვეულო შეგრძნებები, როგორებიცაა მოდუნება, ჩხვლეტა, ცოცვა, წვა კანზე (პარესთეზია), ტკივილის შეგრძნებების დაკარგვა
- გემოს შეცვლას;
- ძილის დარღვევები;
- დეპრესია, შფოთვა, ჩვეულზე მეტი ნერვიულობა ან მოუსვენრობა;
- ცხვირის დახშობა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გაუარესება;
- ნაწლავის ტრაქტში ქსოვილების შეშუპება, ე.წ. “ნაწლავური ანგიოედემა”, რაც გამოიხატება სიმპტომებით: მუცლის ტკივილი, ღებინება და ფაღარათი.
- მადის შემცირება ან დაკარგვა (ანორექსია);
- არარეგულარული გულისცემა ან მისი მომატება;
- ხელებისა და ფეხების შეშუპება, რაც შეიძლება ორგანიზმში წყლის შეკავების ნიშანი იყოს;
- ციებ-ცხელება;
- სისხლის ანალიზში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია).
- სისხლის ანალიზში აღმოჩენილი ცვლილებები ღვიძლის, პანკრეასის ან თირკმლების ფუნქციური სინჯების მხრივ.

იშვიათი (1000-დან 1 პაციენტში)
- დაბნეულობის შეგრძნება;
- წითელი და შეშუპებული ენა;
- აქერცვლადი კანი, ქავილი, ხორკლიანი გამონაყარი
- ფრჩხილის პრობლემები (მაგ. გათხელება ან აქერცვლა);
- კანზე გამონაყარი ან სისხლჩაქცევები;
- ჭინჭრის ციება;
- კანზე მუწუკები და კიდურებში სიცივის შეგრძნება;
- თვალის სიწითლე, ქავილი, შეშუპება ან ცრემლდენა;
- სმენის დარღვევა;
- სისხლის წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედებისა თუ თრომბოციტების რაოდენობის ან ჰემოგლობინის შემცირება.

ძალიან იშვიათი (10,000-დან 1 პაციენტი)
- მზის სხივების მიმართ ჩვეულზე მეტი მგრძნობელობა;
- სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია);
- ღრძილების შეშუპება;
- მუცლის შებერილობა (გასტრიტი);
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე);
- კუნთების დაჭიმულობის მომატება;
- სისხლძარღვების ანთება, ხშირად გამონაყარი კანზე;
- მგრძნობელობა სინათლის მიმართ
- დარღვევები, რომლებიც მოიცავს რიგიდულობას, ტრემორს და ან მოძრაობის დარღვევებს.

უცნობი:
- კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევის შეგრძნება, კუნთების სპაზმი, ცნობიერების აშლილობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტი-დიურეზული ჰორმონის (ADH) არაადეკვატური სეკრეციით. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან სასწრაფო დაკავშირება.
- კანკალი, რიგიდული პოზა, ნიღაბის მსგავსი სახე, ნელი მოძრაობები, არამყარი, გაუწონასწორებელი სიარული.

სხვა გვერდითი მოვლენები:
გთხოვთ აცნობოთ ექიმს შემდეგი მოვლენების დამძიმების ან გახანგრძლივების შესახებ.
- კონცენტრირების გაძნელება;
- სისხლის ანალიზში სისხლის უჯრედების შემცირება;
- სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება;
- ხელისა და ფეხის თითების ფერის შეცვლა, როდესაც გცივათ და გახურების შემდეგ ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნებაა (რეინოს ფენომენი);
- შენელებული ან დარღვეული რეაქციები;
- ყნოსვის დარღვევა;
- ფსორიაზი.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი მძიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული არსებულ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ სამკურნალო პრეპარატებისა და ბიოლოგიური პროდუქტების მონიტორინგის დეპარტამენტში. ალ. ჯეროზოლიმსკის ქ. 181ჩ, 02-222 ვარშავა, ტელ.: 2 49-21-301, ფაქსი: 22 49-21-309, ელ.ფოსტა: ნდლ@ურპლ.გოვ.პლ. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. რამიზეკი კომბის შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 300 ტემპერატურის პირობებში.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია EXP ნიშნით. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს თვის ბოლო დღეს.

პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში, შეეკითხეთ ფარმაცეტს თუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.


6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს რამიზეკი კომბი:
აქტიური ნივთიერებები:
2.5 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა:
თითოეული კაფსულა შეიცავს 2.5 მგ რამიპრილსა და ამლოდიპინ ბესილატს, რაც 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
5 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა:
თითოეული კაფსულა შეიცავს 5 მგ რამიპრილსა და ამლოდიპინ ბესილატს, რაც 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
5 მგ+10 მგ, მყარი კაფსულა:
თითოეული კაფსულა შეიცავს 5 მგ რამიპრილსა და ამლოდიპინ ბესილატს, რაც 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
10 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა:
თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილსა და ამლოდიპინ ბესილატს, რაც 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
10 მგ+10 მგ, მყარი კაფსულა,
თითოეული კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილსა და ამლოდიპინ ბესილატს, რაც 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.

სხვა ინგრედიენტებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინირებული, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ნატრიუმის სტეარილფუმარატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (10 მგ+10 მგ), რკინის შავი ოქსიდი (E172) (10 მგ+10 მგ)

რამიზეკი კომბის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
რამიზეკი კომბი 2.5 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა: მყარი ჟელატინის კაფსულა, თავსახური: გაუმჭვირვალე მკრთალი ვარდისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან მოთეთრო ფხვნილი.
რამიზეკი კომბი 5 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა: მყარი ჟელატინის კაფსულა, თავსახური: გაუმჭვირვალე ვარდისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან მოთეთრო ფხვნილი.
რამიზეკი კომბი 5 მგ+10 მგ, მყარი კაფსულა: მყარი ჟელატინის კაფსულა, თავსახური: გაუმჭვირვალე მოწითალო-ყავისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან მოთეთრო ფხვნილი.
რამიზეკი კომბი 10 მგ+5 მგ, მყარი კაფსულა: მყარი ჟელატინის კაფსულა, თავსახური: გაუმჭვირვალე მუქი ვარდისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან მოთეთრო ფხვნილი.
რამიზეკი კომბი 10 მგ+10 მგ, მყარი კაფსულა: მყარი ჟელატინის კაფსულა, თავსახური: გაუმჭვირვალე ყავისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან მოთეთრო ფხვნილი.
რამიზეკი კომბი ხელმისაწვდომია ბლისტერებზე შეფუთვაში 30, 56, 60, 90, 96, 98 ან 100 კაფსულა.
შესაძლებელია ყველა ტიპის შეფუთვა გაყიდვაში არ იყოს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ადამედ შპ. ზ ო.ო
პიენკოვი 149, 05-152 ჩოსნუვი

მწარმოებელი
ადამედ შპ. ზ ო.ო
პიენკოვი 149, 05-152 ჩოსნუვი


გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

PSP გირჩევთ