კატეგორიები

  • სორბიტოქსი 8გრ ფხვნილი 1 ფლაკონი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: • ინფექციური და არაინფექციური გენეზის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომელთაც ახლავს დიარეის სინდრომი (საკვები ტოქსიკოინფექციები, სალმონელოზი, როტავირუსული ინფექციები და სხვ.).



სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება:
კრემნიუმის დიოქსიდის ფხვნილი (მაღალდისპერსული)

სამკურნალო ფორმა: ფხვნილი
მსუბუქი ამორფული თეთრი ფერის ფხვნილი გემოსა და სუნის გარეშე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ენტეროსორბენტები.
სორბიტოქსი – ეს არის ენტეროსორბენტი გამოხატული სორბციული თვისებებით, ახდენს დეზინტოქსიკურ, მიკრობების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელ მოქმედებას. აბსორბირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და გამოყავს ორგანიზმიდან სხვადასხვა წარმოშობის ენდოგენური და ეკზოგენური ტოქსიკური ნივთიერებები, მ.შ. საკვები და ბაქტერიული ალერგენები, მიკრობული ენდოტოქსინები და სხვა შხამიანი ნივთიერებები, ტოქსიკური პროდუქტები, რომლებიც წარმოიქმნება კუჭ-ნაწლავში ცილების ლპობის პროცესში.
ხელს უწყობს ტრანსპორტირებას ორგანიზმის შინაგანი გარემოდან (სისხლი, ლიმფა, ინტერსტიციები) საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სხვადასხვა ტოქსიკური პროდუქტების კონცენტრირებული და ოსმოტური გრადიენტების ხარჯზე, მ.შ. საშუალო მოლეკულების, ოპლიგოპეპტიდების, ამინების და სხვა ნივთიერებების ორგანიზმიდან შემდგომი გამოყოფით.
პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავიდან.

ჩვენება:
• ინფექციური და არაინფექციური გენეზის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომელთაც ახლავს დიარეის სინდრომი (საკვები ტოქსიკოინფექციები, სალმონელოზი, როტავირუსული ინფექციები და სხვ.).
• ღვიძლის ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებები (ვირუსული A და B ჰეპატიტი, ტოქსიკური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ჰეპატოქოლეცისტიტი).
• სხვადასხვა წარმოშობის ქოლესტაზი, მ.შ. ალერგიული რეაქციების და ღვიძლის უკამრისობის შეერთებისას.
• თირკმლის დაავადებები, განსაკუთრებით თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარებით (გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი თირკმლების პოლიკისტოზი და სხვ.)

• კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზის კომპლექსური მკურნალობა)
• გელმინტოზები
• ადრეული გესტოზი
• სხვადასხვა გენეზის ინტოქსიკაციები (ნარკოტიკული, ალკოჰოლური, დამწვრობის, ჩირქოვან-სეპტიკური, ინფექციურ-ტოქსიკური)
• ავთვისებიანი დაავადებები (ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ დეტოქსიკაციისთვის, სხივური ან ქიმიოთერაპიის დროს)
• ალერგია საკვებზე და წამლებზე (ინფექციურ-ალერგიული და ატიპიური ბრონქიალური ასთმა, ატიპიური დერმატიტის, ჭინჭრის ციება, ეკზემა და სხვ.)
• კანის დაავადებები (ნეიროდერმიტი, დიათეზი, ფსორიაზი, ეკზემა და სხვ.)
• გარედან: ჩირქოვანი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, დამწვრობების მკურნალობა.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა კრემნიუმის დიოქსიდისადმი;
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში;
- კუჭ-ნაწლავის წყლულები და ეროზიები;
- კუჭ-ნაწლავის გაუვალობა;
- ბავშვის ასაკი 1 წლამდე.

უსაფრთხოების სათანადო წესები გამოყენებისას
აკრძალულია მშრალი ფხვნილის გამოყენება პირის საშუალებით.
კომპლექსური თერაპიის სახით გამოყენებისას სორბიტოქსი უნდა მიიღოთ სხვა დასალევი პერორალური სამკურნალო საშუალებების მიღებამდე ერთი საათით ადრე, მათი შესაძლო აბსორბციიისა და შესაბამისად – ეფექტურობის შემცირებისა.

განსაკუთრებული სიფრთხილე.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში სორბიტოქსის გამოყენების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

რეაქციის სისწრაფეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
არ მოქმედება

ბავშვები
პრეპარატი ენიშნებათ ბავშვებს 6 წლის ასაკში.

გამოყენების წესი და დოზები
დიდები და ბავშვები 12 წლის ზევით: ფლაკონი უნდა გაიხსნას ნეიტრალური არაგაზირებული ან გაციებული ადუღებული წყლით, შეინჯღრეს ერთგვაროვანი სუსპენზიის წარმოქმნამდე, მიიღება: მწავავე პროცესებისას 1 ფლაკონი დღის განმავლობაში; ქრონიკული პროცესებისას ფლაკონის 0.5. საჭიროების შემთხვევაში დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს 24 გ-მდე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის დოზის ნახევარს. მკურნალობის დასაწყისში მწვავე მდგომარეობებისას დღე-ღამის მთელი დოზის მიღება შეიძლება პირველი 3-4 დღის განმავლობაში.
დღე-ღამის დოზა უნდა განაწილდეს 3-4 მიღებაზე. ყოველი გამოყენებისას შეანჯღრიეთ.

ბავშვები 6-დან 12 წლამდე: მწვავე მდგომარეობისას ფლაკონის 1/2 დღის განმავლობაში; ქრონიკული პროცესებისას ფლაკონის 1/4 დღე-ღამეში.

პრეპარატის მომზადებული წყლის სუსპენზია დალიეთ ჭამამდე ან სხვა სამკურნალო საშუალების მიღებამდე ერთი საათით ადრე.
გამოყენება გარედან: ჭრილობის გაწმენდის შემდეგ დააყარეთ ფხნილი, 3-5 მმ ფენის, და დააფარეთ მშრალი ასეპტიკური სახვევი. გადახვევები ჩაიტარეთ დღე-ღამის გამოტოვებით ჭრილობის გაწმენდამდე.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შესახებ ცნობები არ არის.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია კუჭში შეკრულობის წარმოქმნა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
სორბიტოქსის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება თრომბოციტების დეზაგრეგაციის პროცესები.
ნიკოტინის მჟავასა და სიმვასტატინთან კომპლექსურ თერაპიაში კრემნიუმის დიოქსიდი ავლენს სინერგიულ მოქმედებას – ხელს უწყობს სისხლის ლიპიდური სპექტრის ატეროგენური ფრაქციების დონის შემცირებას და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონის ზრდას.
სორბიტოქსის გამოყენება ინტრაკორპორალური სორბციული დეტოქსიკაციისას ანტისეპტიკების სტანდარტულ ხსნარებთან ერთად (ფურაცილინი, ბიფურანი, ტრიფურანი, ქლორგექსიდინის ბიკლულონატი და სხვ.) ზრდის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების მკურნალობის ეფექტურობას.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი

შენახვის პირობები.
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე 15-დან 25°С-მდე.
მზა სუსპენზია შეინახეთ ტემპერატურაზე 8-დან 15 °С–მდე არა უმეტეს 32 საათისა.