კატეგორიები

სტავრა 40მგ 30 ტაბლეტი
  • სტავრა 40მგ 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • სტავრა გამოიყენება აგრეთვე შესაძლებელია გულის დაავადებების მომატებული რისკის დროს აღნიშნული რისკის შემცირების მიზნით იმ შემთხვევაში თუ ქოლესტერინის დონე ნორმაშია.



სტავრა 10მგ აპკით დაფარული ტაბლეტები
სტავრა 20მგ აპკით დაფარული ტაბლეტები
სტავრა 40მგ აპკით დაფარული ტაბლეტები
სტავრა 80მგ აპკით დაფარული ტაბლეტები
ატორვასტატინ კალციუმის ტრიჰიდტატი
შთAVღA
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ ჩანართს,
რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
•შეინახეთ ფურცელი ჩანართი. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ.
•დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
•პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ სხვებს, რადგან
მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლებელია ზიანი მოუტანოს მათ.
•თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აქ იგულისხმება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის
მოცემული წინამდებარე ფურცელ ჩანართში.
ფურცელ ჩანართში იხილავთ
1. რა არის სტავრა და რისთვის გამოიყენება
2. სტავრას გამოყენებამდე
3. სტავრას გამოყენების წესები
4. შესაძლებელი გვერდითი ეფექტები
5. სტავრას შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის სტავრა და რისთვის გამოიყენება
სტავრა მიეკუთვნება სტატინების ჯგუფის პრეპარატებს, რომლებიც წარმოადგენენ
ლიპიდების (ცხიმების) მარეგულირებელ საშუალებებს.

სტავრა გამოიყენება სისხლში ლიპიდების, ეგრეთ წოდებული ქოლესტერინის და
ტრიგლიცერიდების შესამცირებლად, როდესაც დიეტას ცხიმის დაბალი
შემცველობით და ცხოვრების წესის შეცვლას შედეგი არ აქვს. სტავრას
გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია გულის დაავადებების მომატებული რისკის
დროს აღნიშნული რისკის შემცირების მიზნით იმ შემთხვევაში თუ ქოლესტერინის
დონე ნორმაშია. მკურნალობის დროს საჭიროა დაიცვათ სტანდარტული დიეტა
ქოლესტერინის დაბალი შემცველობით.
2. სტავრას გამოყენებამდე
არ მიიღოთ სტავრა
- თუ გაქვთ ალერგია(ჰიპერმგრძნობელობა) ატორვასტატინის ან რომელიმე
მსგავსი პრეპარატის მიმართ, რომელიც გამოიყენება სისხლში
ლიპიდების(ცხიმების) შესამცირებლად, ან ასევე პრეპარატის რომელიმე
ინგრედიენტის(მოცემულია ნაწილში 6) მიმართ.
- თუ გაწუხებთ ისეთი დაავადება, რომელიც მოქმედებს ღვიძლზე.
- თუ ღვიძლის ფუნქციური ანალიზები დაუდგენელი მიზნით პათოლოგიურია.
- თუ პოტენციური დედა ხართ(ფერტილური) და არ იყენებთ სანდო
კონტრაცეპტივებს.
- თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას
- ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ სტავრა
სტავრას მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს
- თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი, ტვინში სისხლდენით ან ინსულტის
შედეგად გაქვთ სითხის პატარა ტომსიკები
- თუ გაწუხებთ თირკმლის პრობლემები
- თუ გაქვთ ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი(ჰიპერთიროიდიზმი)
- თუ გაქვთ კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები , კუნთების
პრობლემების პირადი ან ოჯახური ანამნეზი
- თუ ლიპიდების შემამცირებელი სხვა პრეპარატებით(მაგ: სხვა ‘-სტატინები’ ან
‘-ფიბრატები’) მკურნალობისას გაწუხებდათ კუნთების პრობლემები
- თუ რეგულარულად ღებულობთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს

- თუ ანამნეზში გაქვთ ღვიძლის დაავადება
- თუ 70 წელზე მეტი ასაკის ხართ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტავრას მიღებამდე ექიმთან ან ფარმაცევტთან
გადაამოწმოთ
- თუ გაქვთ მწვავე რესპირატორული უკმარისობა
თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე გაწუხებთ კუნთებთან დაკავშირებული
გვერდითი ეფექტების წინასწარ დადგენის მიზნით ექიმმა შესაძლებელია საჭიროდ ჩათვალოს სისხლის ანალიზი მკურნალობის დაწყებამდე და შესაძლებელია
მკურნალობის პერიოდშიც. კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები, მაგ
რაბდომიოლიზის (ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი) რისკი იზრდება, როდესაც ამავდროულად მიიღება სხვა პრეპარატებიც(იხილეთ ნაწილი 2 “სხვა პრეპარატების მიღება”).
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს ექიმმა გულდასმით უნდა
გააკონტროლოს მდგომარეობა, როდესაც დიაბეტი გაქვთ ან დიაბეტის
განვითარების რისკის ქვეშ ხართ. შესაძლოა დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ იყოთ თუ სისხლში შაქრის და ცხიმების დონე მაღალია, გაწუხებთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.
სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში მიგიღიათ ან
შესაძლებელია მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია შეცვალოს სტავრას ეფექტი ან პირიქით
მათ ეფექტზე გავლენა მოახდინოს აღნიშნულმა პრეპარატმა. ასეთი სახის
ურთიერთქმედების გამო შესაძლებელია რომელიმე ან ორივე პრეპარატი ნაკლებ
ეფექტური აღმოჩნდეს. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია გაიზარდოს გვერდითი
ეფექტების სიმწვავის რისკი, მნიშვნელოვანი შემთხვევის ჩათვლით, როდესაც
ვითარდება ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი (რაბდომიოლიზი), რაც მოცემულია ნაწილში 4. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
- პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე, მაგ:
ციკლოსპორინი
- გარკვეული ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ:
ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, კეტოკონაზოლი,
იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოსაკონაზოლი,
რიფამპიცინი, ფუზიდის მჟავა
- სხვა პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ლიპიდების(ცხიმების) დონეს,
მაგ: გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, კოლესტიპოლი
- კალციუმის არკის ზოგიერთი ბლოკატორი, რომელიც გამოიყენება
სტენოკარდიის(ტკივილი მკერდის არეში) ან მაღალი არტერიული წნევის
დროს, მაგ: ამლოდიპინი, დილთიაზემი.
- გულის რითმის მარეგულირებელი პრეპარატები, მაგ: დიგოქსინი, ვერაპამილი,
ამიოდარონი.
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებიან აივ-ს მკურნალობისათვის მაგ:
რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, და სხვა
- სხვა პრეპარატები, რომლებიც ცნობილია რომ ურთიერთქმედებენ სტავრაზე:
ეზეტიმიბი(ამცირებს ქოლესტერინს), ვარფარინი(ამცირებს სისხლის
შედედებას), პერორალური კონტრაცეპტივები, სტირიპენტოლი(კრუნჩხვების
საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს),
ციმეტიდინი (გამოიყენება გულძმარვის და პეპტიკური წყლულის დროს),
ფენაზოლი (ტკივილგამაყუჩებელი) და ანტაციდები (პრეპარატები რომელთა
გადამუშავება არ ხდება, რომელიც შეიცავს ალუმინს და მაგნიუმს).
- კრაზანა, მცენარეული საშუალებები.
სტავრას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
გრეიფრუტის წვენი
არ მიიღოთ ერთ ან ორ პატარა ჭიქაზე მეტი გრეიფრუტის წვენი დღეში, რადგან
დიდი რაოდენობით გრეიფრუტის წვენმა შესაძლებელია შეცვალოს მოცემული
პრეპარატის ეფექტი.
ალკოჰოლი
პრეპარატით მკურნალობის დროს მოერიდეთ ზედმეტი ალკოჰოლის მიღებას.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილურობა
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ
ან გეგმავთ ორსულობას პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ სტავრა თუ ორსულად ხართ ან ცდილობთ დაორსულებას.
არ მიიღოთ სტავრა თუ პოტენციური დედა ხართ(ფერტილური) თუ არ იყენებთ
სანდო კონტრაცეპტულ ზომებს.
არ მიიღოთ სტავრა ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპორტის მართვა და სხვა მექანიზმების გამოყენება
ჩვეულებრივ აღნიშნული პრეპარატი არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვის
და სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა არ მიიღოთ პრეპარატი თუ იგი მოქმედებს მართვის უნარზე. არ გამოიყენოთ სხვა მექანიზმები და ხელსაწყოები
თუ გრძნობთ, რომ პრეპარატი გავლენას ახდენს მათი გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტავრას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
სტავრა შეიცავს ლაქტოზას მონჰიდრატს. თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის ზოგიერთ სახეობას პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
3. სტავრას გამოყენების წესები
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების
მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის დაწყებამდე ექიმი დაგინიშნავთ დიეტას ქოლესტერინის დაბალი
შემცველობით, რომელიც უნდა დაიცვათ მკურნალობის პერიოდშიც.
ჩვეულებრივ სტავრას საწყისი დოზა შეადგენს 10მგ-ს დღეში ერთჯერ
მოზრდილებსა და 10 წლის ბავშვებში. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია
ექიმის მიერ დოზის გაზრდა მანამდე სანამ საჭირო დოზას არ მიიღებთ. ექიმი
არეგულირებს დოზას 4 ან მეტი კვირიანი ინტერვალით. სტავრას მაქსიმალური
დოზა არის 80 მგ დღეში ერთჯერ მოზრდილებში და 20მგ დღეში ერთჯერ
ბავშვებში.
სტავრას ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად და მისი
მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში საკვებთან ერთად ან მის
გარეშე. თუმცა შეეცადეთ პრეპარატი დღის ერთი და იგივე მონაკვეთში მიიღოთ.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ ფიქრობთ, რო სტავრას ეფექტი ზედმეტად ძლიერია
ან პირიქით სუსტია.
თუ მიიღეთ სტავრას ჭარბი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი სტავრას ტაბლეტები(დღიურ დოზაზე მეტი),
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ სტავრას მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ
დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება განაგრძეთ შემდეგი დოზით ჩვეულებრივი
რეჟიმით.
თუ შეწყვიტავთ სტავრას მიღებას
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მიმართეთ
ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლებელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მზგავად აღნიშნულმა საშუალებამაც შესალებელია
გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არ ვლინდება ყველა პაციენტში.
თუ შენიშნავთ ქვემოთ მოცემულ რომელიმე გვერდით ეფექტს, შეწყვიტეთ
პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს
საავადმყოფოს და სასწრაფო განყოფილებას.
იშვიათი(1,000-დან 1 პაციენტი):
- სერიოზული ალერგიული რეაქციები, რაც იწვევს სახის, ენის და საყლაპავის
შეშუპებას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გართულება.

- სერიოზული დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანის ძლიერი აქერცვლა
და შეშუპება, ბუშტუკები კანზე, ენაზე, თვალებზე, სასქესო ორგანოებზე და
ცხელება. გამონაყარი კანზე ვარდისფერი-წითელი ლაქებით(არათანაბარი
ფერებით) განსაკუთრებით ხელის და ფეხის გულებზე, რაც შესაძლებელია
ბუშტუკებად იქცეს.
- კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა ან ტკივილი, განსაკუთრებით თუ
ამავდროულად თავს ცუდად გრძნობთ ან მაღალი ტემპერატურა გაქვთ
შესაძლებელია გამოწვეული იყოს ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზით
(რაბდომიოლიზი), რაც შესაძლებელია სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს
და გამოიწვიოს თირკმლის პრობლებები.
ძალიან იშვიათი(10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტი)
- თუ შენიშნავთ მოულოდნელ სისხლდენას ან უჩვეულო სისხლჩაქცევებს , ეს
შესაძლებელია მიუთითებდეს ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
კომსულტაციისათვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
გავრცელებული(10-დან 1 პაციენტი):
- ცხვირის შესავლის ანთება, ყელის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან
- ალერგიული რეაქციები
- სისხლში შაქრის დონის მომატება(თუ დიაბეტი გაქვთ ყურადღებით
გააკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე), სისხლში კრეატინინის კინაზის
მომატება
- თავის ტკივილი
- გულისრევა, ყაბზობა, გაზები, დისპეფსია, ფაღარათი
- სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი და ზურგის ტკივილი.
- სისხლის ანალიზის შედეგები, რომლის მიხედვითაც ღვიძლის ფუნქცია
შესაძლებელია დარღვეული იყოს.
ნაკლებად გავრცელებული(100-დან 1 პაციენტი):
- ანორექსია (მადის დაკარგვა და წონის დაკლება), წონის მატება, სისხლში
შაქრის დონის შემცირება(თუ დიაბეტი გაქვთ ყურადღებით უნდა
გააკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე).
- კოშმარები, უძილობა.

- თავბრუსხვევა, ხელის და ფეხის თითებში შეგრძნების დაკარგვა ან
ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის ან შეხების მიმართ შეგრძნების დაკარგვა,
გემოს ცვლილება, მეხსირების დაკარგვა, მხედველობის გაბუნდოვნება,
ხმაური ყურებში და/ან თავში.
- ღებინება, გულძმარვა, მუცლის ზედა და ქვედა ნაწილში ტკივილი,
პანკრეატიტი(პანკრეასის ანთება, რაც იწვევს მუცლის ტკივილს).
- ჰეპატიტები(ღვიძლის ანთება)
- გამონაყარი, გამონაყარი კანზე და ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა.
- კისრის ტკივილი, კუნთური დაღლილობა
- დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, სისუსტე, ტკივილი მკერდის არეში,
შეშუპება, განსაკუთრებით კოჭების(ედემა), ტემპერატურის მომატება
- შარდის ტესტები, რომელიც დადებითია სისხლის თეთრ უჯრედებზე.
იშვიათი (1,000-დან 1 პაციენტი):
- მხედველობის დარღვევები
- მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები
- ქოლესტაზი(რომელიც ვლინდება კანის და თვალების სკლერების
გაყვითლებით)
- მყესების დაზიანება.
ძალიან იშვიათი (10,000-დან 1 პაციენტში):
- ალერგიული რეაქცია-სიმპტომები შესაძლებელია იყოს უეცარი მძიმე
სუნთქვა (ძნელად სუნთქვა ხიხინით) და ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება
მკერდის არეში, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის, ენის ან საყლაპავის
შეშუპება, სუნთქვის გართულება, კოლაფსი
- სმენის დაკარგვა
- გინეკომასტია(მკერდის გაზრდა მამაკაცებში და ქალებში).
სტატინებისათვის (ამავე ტიპის პრეპარატები) დამახასიათებელი შესაძლო
გვერდითი ეფექტები:
- სქესობრივი გართულებები
- დეპრესია
- სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან სუნთქვის
უკმარისობა ან ცხელება
დიაბეტი. უფრო მეტად იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლში შაქრის და
ცხიმების დონე მაღალია, გაწუხებთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული
წნევა. ექიმი აკონტროლებს მდგომარეობას პრეპარატით მკურნალობის
პერიოდში
თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აქ
იგულისხმება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული
აღნიშნულ ფურცელ ჩანართში.
5. სტავრას შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მოითხოვება შენახვის განსაკუთრებული პირობები.
არ გამოიყენება კონტეინერსა და გარე შეფუთვაზე მითითებული ვადის
{EXP}გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
გამოუყენებელი პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო
ნაგავში. მათი უტილიზაციის შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.
აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სტავრა
-აქტიური ნივთერება არის ატორვასტატინი
თითო აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინ კალციუმის ტრიჰიდრატის სახით).
თითო აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინ კალციუმის ტრიჰიდრატის სახით).
თითო აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინ კალციუმის ტრიჰიდრატის სახით).
თითო აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 80მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინ კალციუმის ტრიჰიდრატის სახით).
სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი/ცელულოზა, მიკროკრისტალური,
კალციუმის კარბონატი, კოპოვიდონი VA 64, კროსპოვიდონი ტიპი B, ნატრიუმის

კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კვარცი, კოლოიდური უწყლო,
ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი E171 და მაკროგოლი
400.
როგორია სტავრა ვიზუალურად და რას შეიცავს შეფუთვა
10მგ: სტავრა აპკით დაფარული ტაბლეტები თეთრი, მრგვალი, ორმხრივ
ამობურცული გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე. თითოეული ტაბლეტის ზომა არის
დაახლოებით 7მმ. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელი შუაზე თანაბარ ნაწილებად.
20მგ: სტავრა აპკით დაფარული ტაბლეტები თეთრი, მრგვალი, ორმხრივ
ამობურცული გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე. თითოეული ტაბლეტის ზომა არის
დაახლოებით 9მმ. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელი შუაზე თანაბარ ნაწილებად.
40მგ: სტავრა აპკით დაფარული ტაბლეტები თეთრი, მრგვალი, ორმხრივ
ამობურცული გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე. თითოეული ტაბლეტის ზომა არის
დაახლოებით 11მმ. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელი შუაზე თანაბარ ნაწილებად.
80მგ: სტავრა აპკით დაფარული ტაბლეტები თეთრი, მრგვალი, ორმხრივ
ამობურცული გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე. თითოეული ტაბლეტის ზომა არის
დაახლოებით 20მმX8მმ. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელი შუაზე თანაბარ
ნაწილებად.
სტავრას ყველა დიზის ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერზე, 30 ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ალკალოიდ AD-სკოპიე
ალექსანდრე მაკედონელის ბულვ. 12
1000 სკოპიე, მაკედონიის რესპუბლიკა
ტელ: +389 2 3104 000
ფაქსი: +389 2 3104 021

PSP გირჩევთ