კატეგორიები

ჯივოკოსტა(ლაშქარა)მალამო 40გრ
  • ჯივოკოსტა(ლაშქარა)მალამო 40გრ

  • ფასი: 0.00 ლ
  • გამოყენების ჩვენებები: რევმატული ტკივილი, ნევრალგია, იშიაზი, ლუმბაგო, რადიკულიტი, მიალგია, ართრალგია, ოსტეოქონდროზი; ართრიტები, სპორტული, საყოფაცხიოვრებო ტრავმები-დართყმები, მყესების დაჭიმვა, ძვლის ადხურული მოტეხილობა. კანის სიმშრალე და ნახეთქები, ჭრილობ



დანართი #
დამტკიცებულია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

2008წლის ------------------
------------------- ბრძანებით

 


სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ჯივოკოსტას (ლაშქარას) მალამო
( Unguentum Symphyti)

 


ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: ღია ყავისფერი დამახასიათბელი სუნის მალამო.

შემადგენლობა: ერთი (1) მალამო შეიცავს ლაშქარას ნაყენს 0.1 გ, E ვიტამინის ზეთისებურ ხსნარს 98% (100%-ზე გადათვლით E ვიტამინის შემცველობით) 0.01 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, სიმინდის რაფინირებული ზეთი, გლიცერინი, ემულგატორი თ-2, ნიპაგინი (მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი), არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

გამოშვების ფორმა: მალამო
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების პრეპარტები სახსრების და კუნთების ტკივილის დროს.
ათქ კოდი: M02A X10
ფარმაკოლოგიუირ თვისებები: ფარმაკოდინამიკა: პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება კომპონენტებით, როლებიც შედიან მის შემადგენლობაში. ლაშქარას ნაყენის ძირითად მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ალანტოინი, ლორწოვანი და ტანინური ნივთიერებები. ალანტოინი ასტიმულირებს ძვლის ქსოვილის ზრდას, ეპითელიუმის რეგენერაციის პროცესებს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, ავლენს სიხლის აღმდგენ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ლაშქარას ტანინები აჩქარებენ ჭრილობების და წყლულოვანკი დაზიანების შეხორცების პროცესებს. E ვიტამინი აუმჯობესებს უჯრედების ტროფიკას, იცავს მათ დაზიანებისგან, აძლიერებს ალანტოინის ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა: არ არის შესწავლილი.

გამოყენების ჩვენებები:
რევმატული ტკივილი, ნევრალგია, იშიაზი, ლუმბაგო, რადიკულიტი, მიალგია, ართრალგია, ოსტეოქონდროზი; ართრიტები, სპორტული, საყოფაცხიოვრებო ტრავმები-დართყმები, მყესების დაჭიმვა, ძვლის ადხურული მოტეხილობა. კანის სიმშრალე და ნახეთქები, ჭრილობები, რომლებიც ხანგრძლივად არ ხორცდებიან, ტრიფიკული წყლულები, დერმატიტები, ეგზემა.

მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: დაზიანებული უბნის ზედაპირის ზომის მიხედვით მალამოს ადებენ სქელ ფენად და ფრთხილად იზელენ კანში 2-3-ჯერ დღეში, ღამით მალამოს დადება შეიძლება ნახვევის ქვეშ. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ასევე თანმხლები თერაპიის ხასიათზე, მაგრამ არ უნდა Eაღემატებოდეს 4-6 კვირას წლის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, მაგრამ ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ხანდახან შესაძლებელია ალერგიული რეაქციების სიმპტომების გამოვლენა (ქავილი, შეშუპება, ცხელება).

უკუჩვენება: პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასკის ბავშვებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში. მომტებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (ქავილი, შეშუპება, ციებ-ცხელება).

გამოყენების თავისებურებანი:
გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრეპარატის მცირე რაოდენობის დადება კანზე ინდივიდუალური მგრძნოებლობის განსასაზღვრავად. Aარ შეიძლება მისი დადება კანზე ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში. არ შეიძლება მალამოს მოხვედრა თვალში.

ურტიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
არ არის ცნობილი.

შენახვის ვადა და პირობები:
ინახება 8-15°ჩ-ზე სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა - 2 წელი.

გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.

შეფუთვა: 40 გრამი ალუმინის ტუბში, 50 გ ქილაში; 1 ტუბი ან ქილა მუყაოს ყუთში.

მწარმოებელი: ღია სააქციო საზოგადოება “დკპ “ ფარმაცევტული ფაბრიკა”
მისამართი: უკრაინა, 10014. ქალაქი ჟიტომირი. ლერმონტოვის ქუჩა 5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

PSP გირჩევთ