კატეგორიები

  • ბიოსელაკი ვაგინალური 10 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები ბიოსელაკი გამოიყენება საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის შემდეგ შემთხვევებში: - სპეციფიური და არასპეციფიური ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა; - ვაგინიტის კომპლექსურ თერაპიაში, მათ შორის ბაქტერიული ეტიო



შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს:
Lactobacillus rhamnosus 573 ჩხირები – დაახლოებით 1010 (არა ნაკლებ 108 CFU(კოლონიის წარმომქმნელი ერთეული)).
დამხმარე ნივთიერებები: უცხიმო რძე ფხვნილისებრი, საქაროზა, ნატრიუმის L-გლუტამატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი.
აღწერილობა: ჩალისფერ-კრემისფერი ფხვნილის შემცველი თეთრი ფერის ჟელატინის მყარი კაფსულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბიოსელაკი გამოდის ვაგინალური კაფსულის სახით, რომელიც შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც წარმოდგენილია ჯანმრთელი ქალების ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში და უზრუნველყოფენ პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებისაგან დაცვას.
ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი ან სისტემური მკურნალობა ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით, ჰორმონული თერაპია, არასწორი ჰიგიენა არღვევენ ბუნებრივ ვაგინალურ მიკროფლორას და ზრდიან დაავადებების რეციდივის რისკს. ბიოსელაკის თერაპიულ ეფექტს განაპირობებს რძე-შაქრის გადამტანით, ლიოფილიზებული Lactobacillus rhamnosus 573-ის რძემჟავა ბაქტერიების აქტიური შტამების მოხვედრა უშუალოდ საშოში. ეფექტი ვლინდება საშოს PH-ის სწრაფი დაწევით 4.0-4.7-მდე, ბაქტერიების ზრდისა და გამრავლების აქტიური დათრგუნვით, საკუთარი ვაგინალური მიკროფლორისა და საშოში ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენით. 
In vitro გამოკვლევებით დასტურდება Lactobacillus rhamnosus 573-ის მდგრადობა კო-ტრიმოქსაზოლისა და მეტრონიდაზოლის მიმართ, ამიტომ ბიოსელაკის გამოყენება შეიძლება მოცემული ნივთიერებების შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დროს.

ჩვენებები
ბიოსელაკი გამოიყენება საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის შემდეგ შემთხვევებში:
- სპეციფიური და არასპეციფიური ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ვაგინიტის კომპლექსურ თერაპიაში, მათ შორის ბაქტერიული ეტიოლოგიის ვაგინიტის დროს;
- ვულვოვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის საშოს დისბიოზის პროფილაქტიკა;
- სხვადასხვა ანტიბიოტიკების, პერორალური ან ვაგინალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას;
- ადგილობრივი გინეკოლოგიური ოპერაციების ჩატარებამდე;
- როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება ტამპონების, ადგილობრივი კონტრაცეპტივების გამოყენებისას, არასაკმარისი ჰიგიენის დროს;
- საშოდან გამონადენის განვითარებისას.

მიღების წესები და დოზები
გამოიყენება ადგილობრივად (ინტრავაგინალურად).
კაფსულა შეიყვანება ღრმად საშოში, პირადი ჰიგიენის ყველა წესის დაცვით.
ბიოსელაკი გამოიყენება 1-2 კაფსულა დღე-ღამეში (ერთი დილით და ერთი საღამოს ძილის წინ) 7-10 დღის განმავლობაში.
აუცილებლობისას, ტარდება განმეორებითი მკურნალობა.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი კარგად გადაიტანება.
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (ქავილი, წვის შეგრძნება, საშოს სეკრეციის მომატება).

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მკურნალი ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები
იმუნური სისტემის სერიოზული დარღვევებისას, პრეპარატ ბიოსელაკის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ბიოსელაკი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
დღემდე პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.
ჭარბი დოზირება საფრთხეს არ წარმოადგენს პაციენტისათვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბიოსელაკი არ გამოიყენება ანტიბაქტერიულ, ტრიქომონაციდურ ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად (მეტრონიდაზოლისა და კო-ტრიმოქსაზოლის გარდა), აგრეთვე მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს ვაგინალურ სპრინცირებას ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენებით, ვინაიდან მათ შეიძლება გამოიწვიონ პრეპარატის ეფექტურობის შემცირება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 2-8oC ტემპერატურაზე (მაცივარში).
25°C ტემპერატურამდე შენახვის პირობებში პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 4 კვირას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე).

PSP გირჩევთ