კატეგორიები

  • გინალგინი ვაგინალური 10 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • პრეპარატი ეფექტურია საშოს ანთებითი პროცესების დროს , როდესაც ანთება გამოწვეულია : ერთდროულად ბაქტერიებით , საშოს ტრიქომონიაზით და სოკოთი .



სავაჭრო სახელწოდება პრეპარატის : გინალგინი

 

წამლის ფორმა : ვაგინალური ტაბლეტი

 

შემადგენლობა :

1 ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს :

მოქმედი ნივთიერება :

ქლორქინალდინი    100 მგ

მეტრონიდაზოლი    250 მგ

დამხმარე ნივთიერებები :

უწყლო ლიმონმჟავა , ლაქტოზა , ბრინჯის სახამებელი , ულტრაამინოპეკტილი , კარბოვაქსი 6000, მაგნიუმის სტეარატი ..

 

აღწერილობა :

კრემისფერი ტაბლეტი , მარმარილოსებური საფარი , დამახასიათებელი სუნითა და სპეციალური მოზრდილი ფორმა , პრიალა ზედაპირით .ცალ   მხარეს ტაბლეტს   ამოკვეთილი აქვს ასო . G

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური   მოქმედება . იმიდაზოლის წარმოებული .

 

ატქ კოდი G01 AC    

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

მიკრობიოლოგიური აქტივობა

პრეპარატი გინალგინი არის ფართო სპექტრის ანტიმიკრობული , ანტიფუნგალური , ანტიპროტოზოული მოქმედების პრეპარატი . მისიკომპონენტებია : ქლორქინალდინი და მეტრონიდაზოლი , რომლებიც ამჟღავნებენ სინერგიზმს .

ქლორქინალდინს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება და ასევე მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე , უფრო მეტადაქვს გამოხატული მიკოსტატური ეფექტი Candida albicans – ის მიმართ . ქლორქინალდინს ასევე აქვს კერატოპლასტიკური მოქმედება .გინალგინის შემადგენელ ორივე კომპონენტს აქვს მოქმედების ფართო სპექტრი , ანტიპროტოზოული მოქმედება და რომელიც მოიცავსTrichomonas vaginalis , Entamoeba histolytica, Giardia,   lamblia.  

მეტრონიდაზოლის   ანტიბაქტერიული მოქმედება in vivo – ს პირობებში ვრცელდება ობლიგატურ ანაერობებზე . მის მოქმედებასფაკულტატურ მიკრობებზე არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა . უმეტეს ბაქტერიებზე ავლენს ბაქტერიციდულ ეფექტს MIC ტოლ ან ოდნავმაღალი კონცენტრაციის დროს . ბაქტერიები ითვლებიან მეტრონიდაზოლისადმი მგრძნობიარედ , როდესაც MIC არ აღემეტება 16 მგ / მლ ,ხოლო თუ ეს მნიშვნელობა მაღალია 16 მგ / მლ მიკრობი ითვლება რეზისტენტულად . in vivo მეტრონიდაზოლის ანტიბაქტერიულიმოქმედება ვრცელდება აგრეთვე აერობულ ბაქტერიებზეც .

  მეტრონიდაზოლი ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებისა და ანაერობების მიმართ .მაგალითად : Bacterioides, Clostridium, Fusobacterium, Eubacterium. A ამავე დროს არ მოქმედებს საშოს ნორმალურ ფლორაზე .

გინალგინი მოქმედებს ინფექციების დროსაც , რომლებიც გამოწვეულია შემდეგ ბაქტერიებით ; Escherichia coli, Staphylococcus albus, Staphylococcus aureus, Enterococcus, Enterobacter , Trichomonalis, ბეტა - ჰემოლიზურ სტრეპტოკოკებზე და Trichomonas vaginalisi-თ ინვაზიისას .

მინიმალური კონცენტრაცია , რომელიც იწვევს პარაზიტების სიკვდილს არის ,   T.   vaginalis 1,0-2,5 მგ / მლ , E.histolytica - სთვის 1-2 მგ/ მლ . 24 საათიანი ექსპოზიციის შემდეგ და 0,2 დგ / მლ 72 საათის შემდეგ .

ბაქტერიები და   უმარტივესები , რომლებსაც   ახასიათებთ რეზისტენტობა მეტრონიდაზოლის მიმართ იშვიათად გვხვდება . თუმცა ნანახიიქნა B.fragilis და T.vaginalis. რეზისტენტული შტამები .

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება   

ქლორქინალდოლი არის 8- ჰიდროქსიქინოლინის შემადგენელი ნაწილი . 8- ჰიდროქსიქინოლინის სხვა წარმოებულების შემთხვევაშიაღნიშნული ტოქსიური მოქმედების გათვალისწინებით ქლორქინალდოლი იხმარება მხოლოდ ადგილობრივად .

მეტრონიდაზოლი მიეკუთვნება   5- ნიტროიმიდაზოლის წარმოებულებს . მეტრონიდაზოლის მოქმედების მექანიზმი   ბოლომდეშესწავლილი არ არის . სავარაუდოდ ის ავლენს სელექტიურ და ციტოსტატურ ზემოქმედებას აერობებზე და უმარტივესებზე აღდგენითრეაქციებში   მონაწილეობის გამო , რომელიც ართმევს მიკროორგანიზმებს აღდგენით ექვივალენტებს . მიუხედავად იმისა , რომმეტრონიდაზოლი თავისუფლად აღწევს როგორც აერობებში , ასევე ანაერობებში , ეს რეაქცია გვხვდება მხოლოდ ანაერობებში . ამავე დროსმეტრონიდაზოლის მოლეკულა აერობის უჯრედში რჩება უცვლელი . ეს განსხვავება წარმოადგენს აერობებისა და ანაერობების ელექტრონისგადამტანი ცილების მიმართ მეტრონიდაზოლის განსხვავებული აღდგენითი პოტენციალის შედეგს

 

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები

პრეპარატში შემავალი ორივე კომპონენტის ფარმაკოკინეტიკა საშოში პრეპარატ გინალდინის შეყვანის შემთხვევაში გამოკვლეული არ არის .არ გვაქვს მონაცემები ქლორქინალდოლის სისხლში გადასვლისა მისი ინტრავაგინალური   გამოყენებისას თუმცა იმის გათვალისწინებით ,რომ კანზე წასმული პრეპარატი შეიწოვება სისხლში , სავარაუდოა , რომ ლორწოვანიდან მისი შეწოვა მოხდება მეტად . ასევე არ არისბოლომდე შესწავლილი მეტრონიდაზოლის ფარმაკოკინეტიკა მისი ინტრავაგინალური გამოყენებისას .

ლიტერატურული მონაცემები მიუთითებენ , რომ საშოდან შეყვანილი მეტრონიდაზოლის სისხლში შეწოვილმა მაქსიმალურმა კონცენტრაციამშეიძლება მიაღწიოს პერორალურად შეყვანილი ექვივალენტური რაოდენობის ნახევარს .   მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატშიმიიღწევა 6-12 საათში

 

ჩვენებები :

ვაგინალური ინფექციები , რომლებიც გამოწვეულია შემდეგი ბაქტერიებით : Escherichia   coli, Staphylococcus albus   კოაგულაზა -ნეგატიური ფორმა , Staphylococcus   aureus კოაგულაზა - დადებითი ფორმა Staphylococcus   ბეტა - ჰემოლიზირებული ტიპი ,Dyphteroidis, Enterococcus, Enterobacter, Trichamonas vaginalis.

პრეპარატი ეფექტურია საშოს ანთებითი პროცესების დროს , როდესაც ანთება გამოწვეულია : ერთდროულად ბაქტერიებით , საშოსტრიქომონიაზით და სოკოთი .

 

უკუჩვენება ;

მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის მიმართ ან სხვა ნიტროიმიდაზოლებისა და პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ .

 

 

 

დოზირება :

მოზრდილებში : 1 ვაგინალური ტაბლეტი დღეში ერთხელ , საღამოს ძილის წინ . მკურნალობა იწყება მენსტრუაციის დამთავრების შემდეგმე -2-4 დღეს და გრძელდება 10 დღე . აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია კურსის გამეორება . თუ გამოგვრჩათ წამლის მიღება იგიუნდა მიიღოთ რაც შეიძლება სწრაფად . თუ ახლოვდება შემდეგი მიღების დრო გამორჩენილ დოზას ვტოვებთ . მკურნალობა გრძელდებადაწყებული სქემის მიხედვით და არ არის საჭირო გამოტოვებული დოზის შევსება .

 

გვერდითი მოვლენები :

ჩვეულებრივ გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება . იშვიათად შეიძლება განვითარდეს შემდეგი   სიმპტომები :

  • ცნს - ის მხრივ : თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , დეპრესია , დაღლილობა , გაღიზიანება , ძილის დარღვევა , ტაქტილურიმგრძნობელობის მოშლა კიდურებში .
  • კუჭ - ნაწლავის მხრივ ; მუცლის სპაზმური ხასიათის ტკივილი , დისკომფორტი მუცელში , გულისრევა , ღებინება , უსიამოვნო გემოპირში , მადის დაქვეითება , დიარეა , შეკრულობა , მეტეორიზმი , პირის სიმშრალე .
  • შარდ - გამომყოფი სისტემის მხრივ ; ქავილი , გაღიზიანება და წვა საშოში , მუქი ფერის შარდი , დისკომფორტი მენჯის ღრუში ,თეთრად შლა , ვულვის შეშუპება , მენსტრუაციის დარღვევა , სისხლდენა , პრეპარატის გამოყოფა საშოდან და თეთრეულის დასვრა
  • კანის ქავილი , კუნთოვანი კრუნჩხვები .

გამოკვლევების შედეგები აჩვენებენ , რომ ქინილონის ქლორ - წარმოებულების ( ქლორქინალდოლის ) მაღალი დოზებით და ხანგრძლივმაგამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს

სპინალურ - ოპტიკური ნევროპათიის ქვემწვავე გამოვლინება , რომელსაც ახასიათებს მგრძნობელობის მოშლა , კუნთების სისუსტე ,ტკივილები , მხედველობის დარღვევა .

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება :

მეტრონიდაზოლთან ერთად ალკოჰოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტაბუსური რეაქცია ( ალკოჰოლის აუტანლობა ).დისულფირამთან ერთად მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზური რეაქციები და გონების დაბინდვა . მეტრონიდაზოლთანერთად ვარფარინის , ლითიუმის პრეპარატების , ციკლოსპორინის და 5- ფტორურაცილის გამოყენების დროს ვლინდება ამ უკანასკნელთამომატებული კონცენტრაცია სისხლის შრატში .

 

განსაკუთრებული მითითებები :

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნა აცნობოს ექიმს აქვს თუ არა ალერგიული რეაქციები : მეტრონიდაზოლის და ქლორქინალდოლისმიმართ , ასევე სხვა საკვებში ან კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი ნივთიერების მიმართ . აგრეთვე იყენებს თუ არა სხვა მედიკამენტებსინტრავაგინალურად .

პრეპარატი გათვალისწინებულია მხოლოდ ინტრავაგინალური გამოყენებისათვის . მენსტრუაციისას    პრეპარატი არ უნდა იქნესგამოყენებული .

მკურნალობის დროს არ არის სასურველი სქესობრივი კონტაქტი .

ვაგინალური ინფექციებისას მიზანშეწონილია პარტნიორის მკურნალობაც .

სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობისას ( შეიძლება მოხდეს მეტრონიდაზოლის კუმულაციაორგანიზმში ), აგრეთვე ანამნეზში სისხლის მორფოლოგიური ცვლილებები არსებობისას .

პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ხანგრძლივად მაღალი დოზებით , რადგან შეიძლება განვითარდეს სპინალურ --მხედველობითი ნევროპათია , რომელიც ხასიათდება მგრძნობელობის დარღვევით , კუნთების სისუსტით , ტკივილებით , მხედველობისდარღვევით .

პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ექიმის მიერ დანიშნული დროის განმავლობაში სიმპტომების გაქრობის შემდეგაც .

უნდა დავიცვათ წამლის მიღების რეგულარობა .

თუ მკურნალობის დროს დაავადების სიმპტომები არ ქრება ან უარესდება უნდა მივმართოთ ექიმს .

პრეპარატის გამოყენებისას უნდა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები . წამლის გაკეთების წინ და შემდეგ ხელები კარგად უნდა იქნეს დაბანილი .

 

გამოყენება ბავშვებსა და მოხუცებში

გინალგინის მოქმედების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი .

არ არის მონაცემები რომლებიც მიუთითებენ წამლის შეზღუდვით გამოყენებას ხანდაზმულებში .

გამოყენება ლაქტაციის და ორსულობის დროს

რადგან არ არის შესაბამისი გამოკვლევები ეს წამალი შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და იმ შემთხვევაში ,როდესაც სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის .

მეძუძურ დედებში გამოყენებისას აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილე , რადგან დედის სისხლში მეტრონიდაზოლის კონცენტრაციასა დაბავშვის სისხლში მეტრონიდაზოლის კონცენტრაციას შორის თანაფარდობა არის დაახლოებით 0,15

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე და ფსიქომოტორულ აქტიურობაზე .

დღემდე არ არის მონაცემები გინალგინის ზემოქმედებისა ტრანსპორტის მართვისა ან მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე დაფსიქომოტორულ აქტივობაზე , თუმცა ინტრავაგინალური გამოყენებისას მისი კონცენტრაცია სისხლში არის იმდენად დაბალი , რომაღნიშნული ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა . მეტრონიდაზოლს შეუძლია გავლენა იქონიოს სისხლის შრატში AST, ALT,

რძის მჟავის , ტრიგლიცერიდებისა და გლუკოზო - ჰექსოკინაზის გამოკვლევის შედეგებზე .

 

გამოშვების ფორმა :

პრეპარატი იფუთება ბლისტერზე გარსით AL+PCV/AL/OPA , ზედ ამოტვიფრული ტექსტით . მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი, ყოველ ბლისტერზე 5 ტაბლეტი გინალგინი ანოტაციასთან ერთად .

 

შენახვის წესები :

ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება .

პრეპარატი შენახულ უნდა იქნეს ორიგინალურ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე 15 – 250 C , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .დაიცავით ნესტისაგან .

 

შენახვის ვადა : 3 წელი

 

აფთიაქში გაცემის პირობები : რეცეპტის გარეშე