კატეგორიები

  • დეზამინოოქსიტოცინი 50ერთ 10 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და გაძლიერებისათვის სამშობიარო ძალების პირველადი და მეორადი სისუსტის დროს. საშვილოსნოს ინვოლუციის დასაჩქარებლად და ლაქტაციის სტიმულირებისათვის მშობიარობის შემდგომ პერიოდში.



საერთაშორისოდასახელება:

Demoxytocinum

ქიმიურისახელწოდება: (1-6) β-მერკაპტოპროპიონილ- L-თიროზილ- L -იზოლეიცილ- L -გლუტამინილ- L -ასპარაგინილ- L -ცისტეინილ-პროპილ- L -ლეიცინილ-გლიცინის ციკლური დისულფიდის ამიდი.

მწარმოებელი: ს.ს. «გრინდექსი» ლატვია, რიგა.

ძირითადიფიზიკურ-ქიმიურითავისებურებები:

თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელ-ცილინდრული ტაბლეტები ფასეტებით და ღარით.

შემადგენლობა და გამოშვებისფორმა:

ტაბლეტი.

1 ტაბლეტი შეიცავს 50 მე დემოქსიტოცინს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

უტეროტონული (საშვილოსნოს მატონიზირებელი) და ლაქტოგენური საშუალება.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება:

დეზამინოოქსიტოცინი ქიმიური სტრუქტურით ახლოს დგას ოქსიტოცინთან და გააჩნია ანალოგიური ფარმაკოლოგიური თვისებები. იგი ახდენს ამგზნებ მოქმედებას საშვილოსნოს გლუვ მუსკულატურაზე, კუმშავს სარძევე ჯირკვლების მიოეპითელიურ უჯრედებს, აძლიერებს რძის გამოყოფას. დეზამინოოქსიტოცინს გააჩნია ოქსიტოცინთან შედარებით უფრო ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედება, რადგანაც პრეპარატი მდგრადია ფერმენტული ინაქტივაციის მიმართ (ოქსიტოცინაზების მიმართ).

დეზამინოოქსიტოცინს არ გააჩნია ვაზოპრესორული და ანტიდიურეზული მოქმედება, რაც მისი გამოყენების საშუალებას იძლევა ჰიპერტენზიის მქონე ქალებში, გვიანი ტოქსიკოზის მქონე ორსულებსა და თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.
ჩვენება:

სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და გაძლიერებისათვის სამშობიარო ძალების პირველადი და მეორადი სისუსტის დროს.

საშვილოსნოს ინვოლუციის დასაჩქარებლად და ლაქტაციის სტიმულირებისათვის მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

გამოყენებისხერხიდადოზები:

ტაბლეტს იყენებენ ტრანსბუკალურად, იდებენ მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა მხარეს ლოყის ქვეშ და აჩერებენ პირის ღრუში მისი სრულ გახსნასა და შეწოვამდე. საშვილოსნოს შეკუმშვის აღძვრისა და სტიმულირებისათვის ჩვეულებრივ, იყენებენ 50 მე (1 ტაბლეტს) ყოველ 30 წუთში ერთხელ; პრეპარატის აუცილებელ დოზას ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.
მაქსიმალური დოზა ჩვეულებრივ, შეადგენს 500 მე-ს (10 ტაბლეტს), იშვიათ შემთხვევებში – 900 მე-სა და მეტს. რეგულარული, ძლიერი ჭინთვების გამოვლენისას დეზამინოოქსიტოცინის ერთჯერად დოზებს ორჯერ ამცირებენ (აძლევენ 1/2 ტაბლეტს) ან ზრდიან შუალედს მიღებებს შორის (ერთ საათამდე). ეფექტის არქონის შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება განმეორებით გამოვიყენოთ 24 საათის შემდეგ.
ლაქტაციის სტიმულირებისათვის დეზამინოოქსიტოცინს უნიშნავენ მშობიარობის შემდგომი პერიოდის მე-2 მე-6 დღეზე 25-50 მე დოზით (1/2 – 1 ტაბლეტი) ბავშვის კვებამდე 5 წთ-ით ადრე 2-4 ჯერ დღე-ღამეში.
გვერდითიმოქმედება:
პრეპარატის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ზომაზე ძლიერი სტიმულაცია, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, გამოიწვიოს საშვილოსნოს გასკდომა, ნაყოფის ასფიქსია და სიკვდილიც კი.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროება და არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის მიმართ. მენჯისა და ნაყოფის ზომების შეუსაბამობა. ნაყოფის მდებარეობის ანომალიები. ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების არსებობა საშვილოსნოზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის შედეგად). ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია. პლაცენტის ნაადრევი მოცილება.

ჭარბიდოზირება:

არ მოიპოვება მონაცემები ინტოქსიკაციის შესახებ.
გამოყენებისთავისებურებები:
აუცილებელია მშობიარის პრეპარატზე ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინება.
დეზამინოოქსიტოცინთან ერთად არ შეიძლება სხვა ანალოგიური მოქმედების პრეპარატების (ოქსიტოცინური საშუალებების) გამოყენება.
დეზამინოოქსიტოცინის ერთი ტაბლეტი  შეიცავს 233,12 მგ საქაროზას და 132, 24 მგ ლაქტოზას.
 
სხვასამკურნალოსაშუალებებთანურთიერთქმედება:
β-ადრენომიმეტურმა საშუალებებმა შეიძლება შეასუსტონ დეზამინოოქსიტოცინის მასტიმულირებელი გავლენა საშვილოსნოზე.
შენახვისპირობები:
შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილზე არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობისვადა:

დაიცავით შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადa.

 

PSP გირჩევთ