კატეგორიები

  • ვაგიპრობიოქსი 10 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • მიღების ჩვენებები: საშოს მიკროფლორის პათოლოგიური შეცვლა: ბაქტერიული ვაგინოზისას ანტიბიოტიკოთერაპიისას და მის შემდეგ; სტრესისას; იმუნოდეფიციტური მდგომარეობებისას; ორსულობის პერიოდში; ჰორმონალური პრეპარატების მიღების შემდეგ; სქესობრივი გზით გადამდები დაავა



პრეპარატის გამოყენების
ინსტრუქცია
ვაგიპრობიოქსი

სავაჭრო დასახელება: ვაგიპრობიოქსი
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: -

წამლის ფორმა: კაფსულები

შემადგენლობა. მოქმედი ნივთიერება: Bაცილლუს ცოაგულანს 2 ბილიონი კოე; დამხმარე ნივთიერებები საკმაო რაოდენობით.

აღწერა: მოწითალო- მოვარდისფრო ჟელატინის კაფსულები, რომელიც შეიცავს ფხვნილს თეთრიდან კრემისფერამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გინეკოლოგიაში გამოსაყენებელი სხვა პრეპარატები.

ათქ კოდი: G02ჩX

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატ ვაგიპრობიოქსის მოქმედება მიმართულია საშოს ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებასა და აღდგენაზე, რომელიც ხასიათდება სასარგებლო ბაქტერიებს შორის წონასწორობით, ძირითადად ლაქტობაქტერიებს შორის, ასევე პოტენციურად პათოგენურ ბაქტერიებთან და საფუარ სოკოებთან. პრეპარატი ხელს უწყობს საშოში ბუნებრივი ლაქტობაქტერიების რაოდენობის ზრდას, აუმჯობესებს საშოს მიკროფლორას. ლაქტობაქტერიები იმუნურ სისტემაზე ახდენენ მასტიმულირებელ გავლენას და ხელს უწყობენ სუსტი მჟავა გარემოს ფორმირებას, რითაც თავიდან აცილებენ უროლოგიური და გინეკოლოგიური ინფექციების განვითარებას.

მიღების ჩვენებები:
საშოს მიკროფლორის პათოლოგიური შეცვლა: ბაქტერიული ვაგინოზისას ანტიბიოტიკოთერაპიისას და მის შემდეგ; სტრესისას; იმუნოდეფიციტური მდგომარეობებისას; ორსულობის პერიოდში; ჰორმონალური პრეპარატების მიღების შემდეგ; სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადატანის შემდეგ.

მიღების წესი და დოზები:
მიიღება შიგნით, ჭამის დროს, წყლის დაყოლებით. კომბინირებული თერაპის შემადგენლობაში საშოს მიკრობიოცენოზის ქრონიკული დარღვევისას ინიშნება 2 კაფსულა დღე-ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

წინააღმდეგჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები:
დროის ინტერვალი ვაგიპრობიოქსის გამოყენებასა და ანტიბაქტერიულ პრეპარატებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 2 საათი.

განსაკუთრებული მითითებები
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

ბავშვები. არ გამოიყენება.

გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
არ ავლენს.

დოზის გადაჭარბება. ცნობები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ, არ არის.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 1 ბლისტერი 10 კაფსულით მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლის და ნესტისგან დაცულ ადგილას, არ გაყინოთ.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ

სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი: მილტონია ხელს საინზ ლტდ, დიდი ბრიტანეთი.

წარმოებულია მილტონია ხელს საინზ ლტდ, დიდი ბრიტანეთი, კომპანია იუნიკ ბიოტეკ ლიმიტედ, პლოტ Nო 2, ფეის-II, ალექსანდრია ნოლიჩ პაკ, კოლტურ, სამიპტერ მანდალ, რ რ დისტრიკტ, ხაიდერანად-500 078, ინდოეთი.