კატეგორიები

  • უტროჟესტანი 100მგ 28 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • პრეპარატი განკუთვნილია ჰორმონალური ჰესტაციური მკურნალობისთვის. იგი ნაჩვენებია დაავადებებისთვის, რომელიც დაკავშირებული პროგესტერონის არასაკმარის სეკრეციასთან.



წაიკითხეთ სრული ფურცელ-ჩანართი: ყურადღებით ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ეს ჩანართი მოიცავს თქვენი მკურნალობისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
თუკი თქვენ გაგაჩნიათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმსა ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ სხვებს. ამან შეიძლება ისინი დააზიანოს, იმისდა მიუხედავად, რომ მათ გააჩნიათ მსგავსი
სიმპტომები.
შეინახეთ ეს შეფუთვის ფურცელ-ჩანართი:. თქვენ შეიძება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
შემადგენლობა
უტროჟესტანი 100 მგ
ერთი რბილი კაფსულა შეიცავს პროგესტერონის 100 მგ და დამხმარე ნივთიერებებს: კაფსულის შემცველობა - მიწის თხილის ზეთი, სოიოს
ლეციტინი, კაფსულა - ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის ოქსიდი (E171).
უტროჟესტანი 200 მგ
ერთი რბილი კაფსულა შეიცავს პროგესტერონის 200 მგ და დამხმარე ნივთიერებებს: კაფსულის შემცველობა - მიწის თხილის ზეთი, სოიოს
ლეციტინი, კაფსულა - ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის ოქსიდი (E171)
1. რას წარმოადგენს უტროჟესტანი, ორალური და ვაგინალური რბილი კაფსულები, და რისთვის გამოიყენება?
პრეპარატი განკუთვნილია ჰორმონალური ჰესტაციური მკურნალობისთვის.
იგი ნაჩვენებია დაავადებებისთვის, რომელიც დაკავშირებული პროგესტერონის არასაკმარის სეკრეციასთან.
მიღების ორალური გზა:
- ოვულაციის დარღვევის გამო არარეგულარული მენსტრუაცია;
- წინამენსტრუალური სინდრომი;
- მკერდის ტკივილი;
- სისხლჩაქცევა (ფიბრომის გამო);
- მენოპაუზა (ესტროგენური თერაპიის დამატების სახით).
მიღების ვაგინალური წესი დაორსულების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით:
- ბუნებრივი აბორტების (მუცლის მოშლის) შემთხვევაში (განმეორებითი);
- ვიტრო ფერტილიზაციის პერიოდში (IVF).
ყველა ამ ჩვენებისთვის პროგესტერონით მკურნალობისას, გვერდითი მოვლენების წარმოქმნისას (ძილიანობა, თავბრუსხვევა ორალური
მიღების შემდეგ), ვაგინალური მიღება წარმოადგენს ორალური მიღების ალტერნატივას.
2. სანამ გამოიყენებთ უტროგესტანს, ორალური და ვაგინალური რბილი კაფსულებს
არ გამოიყენოთ უტროჟესტანი, ორალური და ვაგინალური რბილი კაფსულები, შემდეგ შემთხვევებში:
- პროგესტერონის ან მისი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობიარობა;
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ორალურად მიღებისას;
- ვაგინალური სისხლჩაქცევის არასპეციფიკური შემთხვევა;
- მკერდის კიბო ან კეთილსიმსივნებიანი ტუმორი, დიაგნოზირებული ან სავარაუდო;
- გენიტალიების კიბო, დიაგნოზირებული ან სავარაუდო;
- თრომბოფლებიტი, თრომემბოლური დაავადება, შეტევისებური, მწვავე ან ისტორიაში არსებული;
- ჰემატურიის არასპეციფიკური შემთხვევა;
სპეციალური გაფრთხილება უტროჟესტანის, ორალური და ვაგინალური რბილი კაფსულების, გამოყენებისას
ეს პრეპარატი არ კურნავს ყველა სპონტანურ ნაადრევ აბოტებს. კერძოდ, ამ პრეპარატს არ გააჩნია ზემოქმედება გენეტიკური გართულებების მქონე
პირებზე (50%-ზე მეტი).
არსებობს ჰეპატური გვერდითი მოვლენების გარკვეული რისკი ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.
მკურნალობა, გამოყენების რეკომენდებული პირობებით, არ არის კონტრაცეპტური.
თუკი პრეპარატი მიიღება ორალურად, რეკომენდებულია გამოყენება საჭმლის მიღებიდან დაშორებული დროით, უპირატესად საღამოს, ძილის
წინ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მრავალმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ ერთ ათასზე მეტ პაციენტში არ გამოვლინა რაიმე ასოციაცია პროგესტერონსა და ნაყოფის განვითარების
მანკის შორის.
უტროჟესტანი უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის დროს მხოლოდ პირველ ტრიმესტრში და მხოლოდ ვაგინალურად.
შეეკითხეთ თქვენს ექიმსა თუ ფარმაცევტს, ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნებისმიერი პრეპარატის მიღებისას.
ავტომობილის და სხვა მანქანების მართვა
ორალური მიღების შემთხვევაში, ქალები, რომელიც მართავენ ავტომობილს ან სხვა მანქანებს, უნდა გაუფრთხილდნენ ძილიანობის ან
თავბრუსხვევის რისკს.
ცნობილი ეფექტების მქონე დამხმარე ნივთიერებები:
მიწის თხილის ზეთი, სოიოს ლეციტინი (იხილეთ პუნქტი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
სხვა პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმსა თუ ფარმაცევტს, თუკი თქვენ ღებულობთ ან უკვე მიიღეთ რომელიმე სხვა პრეპარატი, სამედიცინო რეცეპტის
გარეშე შეძენილის ჩათვლით.
3. როგორც გამოიყენოთ უტროჟესტანი, ორალური და ვაგინალური რბილი კაფსულები
ყველა შემთხვევაში, ზუსტად გაითვალისწინებთ თქვენი ექიმის რეკომენდაციას.
პროგესტერონის არასაკმარისი სეკრეციისას, ჩვეულებრივი დოზა შეადგენს დღეში პროგესტერონის 200 - 300 მგ-ს, დაყოფილს 1-2 დოზით,
პროგესტერონის 100 მგ დღისით და 100 მგ ან 200 მგ ძილის წინ.
ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ორსულობის შენარჩუნებისთვის, თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდო დოზა პროგესტერონის 600 მგ-მდე
დღეში, დაყოფილი 3 დოზად.
ყველა შემთხვევაში, ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს პროგესტერონის 200 მგ-ს, ორალურად თუ ვაგინალურად.
თუკი თქვენ გრძნობთ, რომ უტროჟესტანით მკურნალობის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, გაუსაუბრეთ ამის შესახებ თქვენ ექიმსა
ან ფარმაცევტს.
საჭიროებისამებრ, მკურნალობა შეიძლება იყოს გაგრძელებული, შესაძლო ასოცირებული ესტროგენის თერაპიასთან.
არსებობს მიღების ორი შესაძლო გზა - ორალური და ვაგინალური. თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს გამოყენების გზა, ინდივიდუალურად,
თუკი წამალი მიიღება ორალურად: მიიღეთ კაფსულა ჭიქა წყლის მიყოლებით საჭმლის მიღებამდე დიდი ხნით ადრე, 1-2 დაყოფილი დოზით,
თერაპევტული რეჟიმის შესაბამისად, რომელიც გამოწერილია თქვენი ექიმის მიერ.
თუკი პრეპარატი მიიღება ვაგინალურად: ჩაიდეთ თითოეული კაფსულა ღრმად ვაგინაში,
მკურნალობის ხანგრძლივობა იქნება განსაზღვრული ინდივიდუალურად თქვენი ექიმის მიერ.
დოზები შეიძლება იყოს კორექტირებული თქვენი ჩვენებების და მკურნალობის ეფექტურობის შესაბამისად.
თუკი თქვენ გამოიყენეთ უფრო მეტი უტროჟესტანი, რბილი კაფსულები ორალური ან ვაგინალური გამოყენებისთვის, ვიდრე უნდა მიგეღოთ
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დაუყონებლივ.
თუკი თქვენ დაგავიწყდათ უტროჟესტანის გამოყენება, რბილი კაფსულები ორალური ან ვაგინალური გამოყენებისთვის
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის აღდგენის მიზნით.
პოტენციური ეფექტი უტროჟესტანის მიღების შეწყვეტის შემდეგ, რბილი კაფსულები ორალური ან ვაგინალური გამოყენებისთვის
არ წარმოიქმნება.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამედიცინო პრეპარატმა, უტროგესტანმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ეს გვერდითი მოვლენები დაფიქსირებულია მხოლოდ ორალური გამოყენებისას:
- თვლემა ან თავბრუსხვევა, რომელიც წარმოიქმნება მიღებიდან 1-3 საათში.
- მენსტრუალური დარღვევა, ამენორეა (მენსტრუაციების შეწყვეტა), მეტრორაგია (სისხლჩაქცევა მენსტრუაციებს შორის).
- ეს მოვლენები ძირითადად წარმოიქმნება ჭარბი დოზის შედეგად.
ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია:
- დოზის შემცირება,
- დოზირების გრაფიკის შეცვლა (მაგალითად, დოზირება 200 მგ/დღეში, მიიღეთ 200 მგ საღამოს უზმოზე, ძილის წინ, ერთჯერადი დოზა
საჭმლის მიღებიდან დიდი ხნით ადრე),
- მიღების რეჟიმი უნდა იყოს შეცვლილი ვაგინალურ გზაზე.
ყველა შემთხვევაში მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 200 მგ მიღებას.
თუკი წარმოიქმნა ჭარბი დოზის სიმპტომები, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რომელმაც შეიძლება შეცვალოს თქვენი მკურნალობა.
მიწის თხილის ზეთის და სოიოს ლეციტინის შემცველობის გამო, არსებობს ჰიპერმგრძნობიარობის რეაქციების რისკი (ანაფილაქსია, ურტიკარია).
თუკი თქვენ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვა
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის სპეციალური პირობები არ არის აუცილებელი.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
უტროჟესტანი 100 მგ
მუყაოს 2 ბლისტერი, დამზადებული ალუმინის ფოლგით, შემცველი 15 რბილი კაფსულა თითოეულში
უტროჟესტანი 200 მგ
მუყაოს 2 ბლისტერი, დამზადებული ალუმინის ფოლგით, შემცველი 7 რბილი კაფსულა თითოეულში.
მუყაოს ერთი ბლისტერი, დამზადებული ალუმინის ფოლგით, შემცველი 15 რბილი კაფსულა.
მუყაოს 2 ბლისტერი, დამზადებული ალუმინის ფოლგით, შემცველი 15 რბილი კაფსულა თითოეულში.
მუყაოს 4 ბლისტერი, დამზადებული ალუმინის ფოლგით, შემცველი 15 რბილი კაფსულა თითოეულში.
გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო რეცეპტით

PSP გირჩევთ