კატეგორიები

  • ბენეტი პლიუსი 30 მლ.. სპრეი

  • ფასი: 22.85 ლ
  • ჩვენებები: ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია; ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა ფიზიკური მიზეზებით (მაგ., ტრაქეის ინტუბაცია) გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის ანთების -მუკოზიტის - დროს;



შემადგენლობა:
ბენეტი პლიუსის 30მლ. აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს 0.15% ბენზიდამინის ჰიდროქლორიდსა და 0.12% ქლორჰექსიდინის გლუკონატს, ხოლო ექსციპიენტების სახით შეიცავს საქარინს, ეთანოლს, და პიტნის ესენციას.

თითოეული შესხურების მოცულობა არის 0.13მლ, რომელიც შეიცავს 0.156 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 0.195მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (NSAID), რომელსაც აქვს სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებისაგან განსხვავებული ფარმაკოლოგიური პროფილი და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები. ბენზიდამინი არის ლიპოფილური, აქვს ლოკალური საანესთეზიო და მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტი. პრეპარატი ხელს არ უშლის არაინფლამატორული პროსტაგლანდინების სინთეზს, მუკოპოლისაქარიდების დამცველ ეფექტს, ორგანიზმის ნორმალურ რეაქციებს და შეხორცებას, არა აქვს ულცეროგენული ეფექტი. აქედან გამომდინარე ბენზიდამინი მოქმედებს ანალგეზურადაც მისი ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტითრომბული ეფექტის გამო;
ადგილობრივი აპლიკაციის შემდეგ ბენზიდამინი ავლენს ადგილობრივ ანესთეზიურ ეფექტს. ბენზიდამინის ანალგეზიური აქტივობა უფრო ხშირად აღინიშნა ექსპერიმენტულ ანთებით მოდელებში, ვიდრე არაანთებით მოდელებში.

ქლოჰექსიდინი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ავლენს პროლონგირებულ ბაქტრიოსტატიკურ და ბექტერიოციდულ ეფექტებს. ქლორჰექსიდინი ეფექტურია ბევრი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფით ბაქტრიის, ასევე საფუარებისა და სოკოს ზოგიერთი ტიპების და კაფსულირებული ვირუსების წინააღმდეგ. გახანგრძლივებული ზედაპირული ეფექტის მეშვეობით ქლოჰექსიდინი აფერხებს ბაქტერიულ ზრდას, შეიწოვება რა მიკრობული უჯრედის კედლიდან, ქლორჰექსიდინი იწვევს მემბრანის რღვევას.

ქლორჰექსიდინი წარმოადგენს ბიგუანიდურ ანტისეპტიკურ საშუალებას და პირის ღრუში ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში ხელს უშლის კბილებზე ქვების განვითარებასა და გინგივიტის ჩამოყალიბებას. ქლორჰექსიდინს გააჩნია მაღალი აფინურობა კბილის მინანქრის სტრუქტურების მიმართ - ქლორჰექსიდინი აბსორბირდება მინანქრის მიერ და აქვს სწრაფი ბაქტერიოციდული და პროლონგირებული ბაქტერიოსტატიკური ეფექტები. ქლორჰექსიდინი ამცირებს კბილის ნადებისა და თანმხლები გინგივიტის განვითარებას, რომელიც ხასიათდება ღრძილების ჰიპერემიით, შეშუპებით და სისხლდენით. ის ამცირებს აფტოზური წყლულების შემთხვევათა რიცხვს და ზრდის შეხორცების კოეფიცეინტს პერიდონტალური ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ქლორჰექსიდინის ეფექტი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე პირის ღრუს ჰიგიენის სხვა საშუალებების, ამიტომ არის მისი გამოყენება უფრო მიზანშეწონილი გინგივიტის სამკურნალოდ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ბენეტი პლიუსი ორალური სპრეის ადგილობრივი გამოყენებისას, ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება ანთებითი ლორწოვნი შრიდან, სადაც ვლინდება მისი ადგილობრივი საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები. ქლორჰექსიდინის გლუკონატის დაახლოებით 30% რჩება პირის ღრუში და ნელა გამოთავისუფლდება ნერწყვში 24 საათის განმავლობაში.

ჩვენებები:
ყელის ტკივილის, ფარინგიტის, ლარინგიტის და ტონზილიტის ანტიბაქტერიული მკურნალობის დამატებითი თერაპია;
ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიით და სხვა ფიზიკური მიზეზებით (მაგ., ტრაქეის ინტუბაცია) გამოწვეული პირის ღრუს ლორწოვანის ანთების -მუკოზიტის - დროს;
აფტოზური წყლულები, გლოსიტი;
პერიოდონტალური პროცედურების, ასევე პირის ღრუში, კბილებზე და ყბებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ პირ-ხახის და ყელის ტკივილების შემსუბუქებისათვის;
გინგივიტების მკურნალობა და პრევენცია;
პირის ღრუს ინფექციებისა და მათი გართულებების მკურნალობა;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების მკურნალობა (სტომატიტი);
კბილებზე ნადებისა დაქვების პროფილქტიკა;
პაროდონტული დაავადებები, ფიზიკური დატვირთვით განპირობებული პაროდონტოზები;
დამატებითი მკურნალობის სახით კბილის კონსერვატიული თერაპიისა და კბილის ექსტრაქციის შემდეგ;
ორალური ჰიგიენისთვის.

უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის ან ქლორჰექსიდინის მიმართ. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა წამლის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო, ბენეტი პლიუსი სპრეი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ პირის ღრუში შესასხურებლად. პაციენტმა უნდა მოაროდოს პრეპარატი თვალებსა და ყურებს.
შეიძლება გამოიწვიოს ენის ან კბილების გარდამავალი შეფერვა.
არ შეიძლება ბენეტი პლიუსი სპრეის დალევა.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, ბენეტი პლიუსი სპრეით მკურნალობასთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყებაც.

თირკმლის უკმარისობა
ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, ამიტომ სისტემური ეფექტების განვითარების შესაძლებლობა გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა
ბენზიდამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ამიტომ სისტემური ეფექტების განვითარების შესაძლებლობა გათვალისწინებული უნდა იყოს ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის კატეგორია B.
არ არსებობს კონტროლირებული კვლევების მონაცემები ქლორჰექსიდინისა და ბენზიდამინის გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
აღნიშნული პრეპარატი ორსულობის პერიოდში უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
არ არის ცნობილი გადადის თუ არა ქლოჰექსიდინი და ბენზიდამინი დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით უნდა მოხდეს.

პრეპარატის ზეგავლენა ეფექტი ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე აღწერლი არ არის.

გვერდითი ეფექტები:
ბენეტი პლიუსი ორალური სპრეი ძირითადად კარგად გადაიტანება და აქვს ძალიან მცირე გვერდითი ეფექტები. მისი გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი სერიოზული გვერდითი ეფექტები.

ადგილობრივი გვერდითი ეფექტები:
როგორც წესი, ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი არის პირის ღრუში მგრძნობელობის დროებითი დაკარგვა. ხანდახან აღინიშნა წვა. სხვა გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ადგილობრივი სიმშრალე, ჩხვლეტა, სიცივის შეგრძნება პირში, გემოს აღქმის შეცვლა, კბილებზე ან სხვა ორალურ ზედაპირებზე ლაქების გაჩენა, ქვების ჩამოყალიბების გაძლიერება, არის ნაკლებად ხშირი.
კბილების დალაქავება არ არის საშიში და მისი შემცირება შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების წინ კბილების გახეხვით.

სისტემური გვერდითი ეფექტები:
როგორც წესი, იშვიათია და არ არის სერიოზული. ისინი მოიცავს გულისრევას, ღებინებას, სხვა გასტროინტესტინურ სიმპტომებს, თავბრუხვევას, თავის ტკივილსა და ძილიანობას.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს ქავილით მიმდინარე გამონაყარით, ურტიკარიით, ფოტოდერმატიტითა და იშვაითად ლარინგოსპაზამით და/ან ბრონქოსპაზმით.
არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ქლორჰექსიდინი:
ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებადია საპნებთან და სხვა ანიონურ შენაერთებთან.
ქლორჰექსიდინის მარილები შეთავსებადია კათიონურ და არაიონურ ზედაპირულად აქტიურ შენაერთებთან, მაგრამ როდესაც ისინი ერთდროულად გამოიიყენება მაღალი კონცენტრაციებით, შეიძლება შემცირდეს ქლორჰექსიდინის აქტივობა უჯრედული კავშირების გამო.
შეუთავსებადია ანიონურ პოლიელექტროლიტებთან, როგორიც არის ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, აკაციის ფისი, ნატრიუმის ალგინატი, და სახამებელი; ამის გარდა მისი ეფექტი ასევე კლებულობს ამ შენაერთებთან.
შეუთვსებადია ისეთ შენაერთებთან, როგორიცა არის ბრილიანტის მწვანე, ქლორამფენიკოლი, სპილენძის სულფატი, ნატრიუმის ფლუორესცინი, ფორმალდეჰიდი, ვერცხლის ნიტრატი, თუთიის სულფატი.
ხისტ წყალში განზავებისას, კალციუმის და მაგნიუმის კათიონების ურთიერთქმედების გამო, ქლორჰექსიდინი შეიძლება დაილექოს უხსნადი მარილების სახით.
ქლოჰექსიდინი შეტავსებადია გლუკონატან, ცეტრიმიდან და ბენზკალონიუმის ქლორიდთან. ისინი ერთობლივად ზრდიან ქლორჰექსიდინის ბაქტერიოციდულ ეფექტს. ცეტრიმიდი ხელს უშლის ქლოჰექსიდინის გამოლექვას ხისტ წყალში.
ქლორჰექსიდინის გლუკონატის გარდა, ქლორჰექსიდინი და მისი მარილები უკეთესად იხსნებიან სპირტში, ვიდრე წყალში. 7% სპირტის არსებობა შემადგენლობაში ხსნარს ხდის უფრო ეფექტურს გრამ- უარყოფითი მიკროორგანზიმების მიმართ.

ბენზიდამინის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის აღწერილი.

დოზირება და მიღების წესები:

მოზრდილები:
სპრეი უშუალოდ უნდა მივასხუროთ ყელის / პირ-ხახის ანთებით უბანს ან წყლულს. ჩვეულებრივი დოზა არის 4-8 შესხურება ერთ ჯერზე. საჭიროებისას პრეპარატი გამოიყენება ყოველ 1.5-3 საათში, მაქსიმუმ 32 შესხურება დღე-ღამეში.

ბენეტი პლიუსის სპრეის შემადგენლობაში არსებული ქლორჰექსიდინი მკურნალობის პერიოდში ამცირებს კბილებზე ქვების გაჩენასა და გინგივიტებს. შესაბამისად, თუ ბენეტი პლიუსის სპრეი გამოიყენება ორალური ჰიგიენური პროცედურის სახით, პრეპარატი უნდა გაჩერდეს პირის ღრუში სულ მცირე 1 წუთის განმავლობაში და გამოყენების შემდეგ საჭიროა ხსნარის პირიდან გადმოღვრა.
შეფერვის მინიმიზაციის მიზნით რომელსაც იწვევს ქლორჰექსიდინი, სასურველია კბილების გახეხვა ბენეტი პლიუსის გამოყენებამდე.

ბავშვები (6-12 წელი):
სპრეი უშუალოდ უნდა მივასხუროთ ყელის / პირ-ხახის ანთებით უბანს ან წყლულს. ჩვეულებრივი დოზა არის 2-4 შესხურება. საჭიროებისას პრეპარატი გამოიყენება ყოველ 1.5-3 საათში, მაქსიმუმ 16 შესხურება დღე-ღამეში.

გამოყენების წესები
პირველად გამოყენებისას დააწექით ტუმბოს ღილაკს რამდენჯერმე, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ გამოფრქვევას.
გააღეთ პირი, მოათავსეთ ორალური აპლიკატორი პირის ღრუში და დააწექით ფლაკონის ღილაკს. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე, სხვადასხვა უბნებში.
გამოყენების შემდეგ მოათვასეთ ფლაკონი შეფუთვაში და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
ჭარბი დოზირება და მკურნალობა:
თუ გაუფრთხილებლობის გამო მოხდა ბენეტი პლიუსი ორალური სპრეის გადაყლაპვა, სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება საჭირო არ არის.

შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტს 25°ჩ-ზე და სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა:
30მლ.-იანი ყავისფერი შუშის ფლაკონი ორალური აპლიკატორით.

გაცემის წესი: პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

შენახვის ვადა: 24 თვე