კატეგორიები

  • ნაზოლი სპრეი 30მლ. 0.5მგ/მლ.

  • ფასი: 10.94 ლ
  • ცხვირით გაძნელებული სუნთქვა გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის, ალერგიული რინიტისა და სინუსიტების დროს.



ფორმა: 0,5 მგ/მლ ცხვირის აეროზოლი 15 მლ ფლაკონში.

გენერიკული დასახელება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების, სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატი.

მწარმოებელი: "Istituto De Angeli S.r.l.” (იტალია) “Сагмел, Инк”-სთვის (ა.შ.შ)

წს #რ 001848 03.10.06

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები: ოქსიმეტაზოლინ ჰიდროქლორიდი 0,5 მგ/მლ (0,05 %).

არააქტიური ინგრედიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატ დიჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოვიდონი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ფოსფატი ორფუძიანი დიჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატი ერთფუძიანი დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოქსიმეტაზოლინ ჰიდროქლორიდი იწვევს ცხვირის, დანამატი ღრუებისა და ევსტაქიევის მილის ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების შევიწროებას, რაც თავის მხრივ იწვევს მათი შეშუპების შემცირებას და ცხვირით სუნთქვის გაადავილებას. ცხვირით სუნთქვის გაადვილებას ადგილი აქვს ცხვირის ღრუში პრეპარატის შესხურებიდან 5-10 წუთის შემდეგ და იგი დააახლოებით 12 საათი გრძელდება.

პრეპარატში შემავალი გლიკოლები ავლენენ შესამსუბუქებელ მოქმედებს ცხვირის ღრუს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსზე და იცავენ მას გამოშრობისაგან. ამის შედეგად ცხვირის ლორწოვანი, შესუნთქული ჰაერის ბუნებრივი გათბობის, დატენიანებისა და გასუფთავების უნარს ინარჩუნებს.

ჩვენებები:

ცხვირით გაძნელებული სუნთქვა გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის, ალერგიული რინიტისა და სინუსიტების დროს.

გამოყენების მეთოდები და დოზირება:

ფლაკონზე მკვეთრი მოჭერით განახორციელეთ შესხურება ცხვირის ორივე ნესტოში, შესხურებისას ნუ გადასწევთ თავს უკან. მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში: 2-3 შესხურება თითო ნესტოში. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში (მოზრდილთა მეთვალყურეობით): 1 შესხურება.

შესხურება უნდა განმეორდეს 12 საათის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ ცხვირის გარსების სიმშრალე ან წვა, ცემინება, ნაზალური სეკრეტის მომატება. იშვიათ შემთხვევებში – მას შემდეგ, რაც პრეპარატის გამოყენების ეფექტი ქრება, ცხვირის “დაცობის” ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია).

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ; ატროფიული რინიტი; გამოხატული ათეროსკლეროზი; ტაქიკარდია; მომატებული თვალშიდა წნევა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა; ჰიპერთირეოზი; შაქრიანი დიაბეტი; ფეოქრომოციტომა; თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები; გაძნელებული მოშარდვა, რაც დაკავშირებულია პროსტატის გადიდებასთან; მაო ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება; ორსულობა; 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან წვა, ცემინება და ცხვირიდან სეკრეტის მომატება. ჭარბი დოზებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები:

პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული. სისხლძარღვების შემავიწროებელი ნაზალური საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების შესუსტება.

ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ფლაკონის ინდივიდუალური გამოყენება.

ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან მაო ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ ან უშუალოდ ოქსიმეტაზოლინის გამოყენებამდე შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

შენახვის პირობები: + 20ჩ-დან +300ჩ-მდე ტემპერატურის პირობებში. ინახება ბნელ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა: 3 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა.

15 მლ და 30 მლ-იანი ფლაკონები. ფლაკონი, ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ექიმის რეცეპტის გარეშე.