კატეგორიები

  • პროტარგოლი ხსნარი 2%-იანი 10მლ. ფლაკონი

  • ფასი: 1.39 ლ
  • მიღების ჩვენება ზემო სასუნთქი გზების ინფექციები: ლარინგიტი, ფარინგიტი.



საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ვერცხლის პროტეინატი (Silver Protein)

სინონიმები

Argentoproteinum; Aregentum Proteinicum; Protargolum; Strong Protargin; Strong Protein Silver; Strong Silver Protein.

სამკურნალწამლო ფორმა:

გარეგანი გამოყენების ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტისეპტიკი

ათქ კოდი –D08L01

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ვერცხლის პროტეინატი 2,0გ.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი 0,1გ; დისტილირებული წყალი 100მლ-მდე.

აღწერილობა

მოყავისფრო-ყვითელი ან ყავისფერი, მსუბუქი, უსუნო, სუსტად ოდნავ მწარე ან ძელგი გემოს მქონე ფხვნილი. ადვილად იხსნება წყალში, და არ იხსნება სპირტში, ეთერში და ქლოროფორმში. შეიცავს 7,8-8,3% ვერცხლს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროტარგოლის ხსნარი მიეკუთვნება ანტისეპტიკურ საშუალებებს. წარმოადგენს ვერცხლის კოლიდურ პრეპარატს. დაშლისას ქმნის ვერცხლის იონების მცირე კონცენტრაციებს. გააჩნია მთრიმლავი, ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული თვისებები. ცილებთან აქტიურად დაკავშირების თვისება განაპირობებს ვერცხლის მთრიმლავ თვისებებს, რომელიც აუცილებელია ანთების მეორე ფაზაში მყოფი დაავადებების მკურნალობისას. ვერცხლის ანტიმიკრობული თვისებები აიხსნება მისი იონების ბაქტერიების ფერმენტების შH-ჯგუფის ბლოკირების თვისებით. ისინი უერთდებიან მათ დნმ-ს და ხელს უშლიან ფოსფატების შეთვისებას, თრგუნავენ ბაქტერიული უჯრედის დნმ-ის ფუნქციებს, აინჰიბირებენ ბაქტერიულ უჯრედში არაორგანული და ორგანული ნივთიერებების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტს. ვერცხლი ავლენს მაღალ ბაქტერიციდულ აქტივობას ზოგიერთი აერობული და ანაერობლი ბაქტერიის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

კანის დაზიანებულ ნაწილზე და ლორწოვანზე დადებისას ვერცხლის შეწოვა არ აღინიშნება.

ვერხლის შეღწევა ჭრილობებიდან სისტემურ სისხლის მიმოქცევაში უმნიშვნელოა, რადგანაც ის კანის ჭრილობის ზედპირზე ცუდად უკავშირდება ცილებს. ორგანიზმში მოხვედრილი ვერცხლი ძირითდად გამოიყოფა ნაღველით.

მიღების ჩვენება

ზემო სასუნთქი გზების ინფექციები: ლარინგიტი, ფარინგიტი.

უროლოგია: საშარდე მილის და შარდის ბუშტის გამოსარეცხად.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე.

გამოყენების მეთოდები და დოზები

გარეგანი გამოყენებისათვის. 1-2 წვეთი თითო ნესტოში.

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 3-5 დღეს. უფრო ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და ატროფია, ასევე ლორწოვნის და კანის მონაცრისფრო-ცისფრად შეფერვა.

გვერდითი ეფექტები

ლორწოვნის მსუბუქი გაღიზიანება: წვა, ქავილი, ხახის ტკივილი, ნესტოების ტკივილი.

ჭარბი დოზირება

ვერცხლის პრეპარატებით ჭარბი დოზირებისას შესაძლევბელია ალერგიის განვითარება – კანის, ლორწოვნების, შინაგანი ორგანოების, თვალების პიგმენტაცია (მონაცრისფრო-ცისფერი).

სამკურნალო დოზებში პრეპარატის ტოქსიური მოქმედება არ შეიმჩნევა.

გამოშვების ფორმა

15მლ ხსნარი პლასტმასის ან მუქი ფერის შუშის ფლაკონებში.

შენახვის პირობები

ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

1 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ