კატეგორიები

  • ალზიდონი 5მგ 28 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პირებში, რომლებსაც მსუბუქი ან ზომიერად მძიმე ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი აქვთ დასმული.



ალზიდონი, 5 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტები
(დონეპეზილის ჰიდროქლორიდი)
ALძIDON
პრეპარატის მიღების დაწყებამდე თქვენ და თქვენმა მომვლელმა მთლიანად უნდა
წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია.
-შეინახეთ ინსტრუქცია. მისი წაკითხვა შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი თქვენ დაგენიშნათ. არ გადასცეთ იგი სხვებს. პრეპარატმა შეიძლება
ავნოს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.
- თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი დამძიმდა ან შენიშნეთ გვერდითი ეფექტი,
რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მოყვანილი, შეატყობინეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
ინსტრუქციის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ალზიდონი
2. ალზიდონის მიღებამდე
3. ალზიდონის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. ალზიდონის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ალზიდონი
ალზიდონი (დონეპეზილის ჰიდროქლორიდი) მიეკუთვნება პრეპარატთა ჯგუფს,
რომელიც ცნობილია აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორების სახელით.
დონეპეზილი თავის ტვინში ზრდის მეხსიერების ფუნქციაში ჩართული ნივთიერების
(აცეტილქოლინის) დონეს, მისი დაშლის შენელების ხარჯზე. იგი გამოიყენება
დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პირებში, რომლებსაც მსუბუქი ან ზომიერად
მძიმე ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი აქვთ დასმული. სიმპტომები მოიცავს
მეხსიერების დაკარგვის მომატებას, ცნობიერების არევას და ქცევით ცვლილებებს.
შედეგად, ალცჰაიმერით დაავადებულებისთვის სულ უფრო რთულდება ნორმალური
ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა.
ალზიდონი მხოლოდ მოზრდილებისთვის არის განკუთვნილი.
2. ალზიდონის მიღებამდე
არ მიიღოთ ალზიდონი
-თუ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ხართ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის,
პიპერიდინის წარმოებულების ან ალზიდონის სხვა რომელიმე ინგრედიენტის
მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია თავში 6.
ალზიდონი განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღეთ
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ალზიდონის მიღების დაწყებამდე, თუ
გაქვთ ან გქონიათ:
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები
- კრუნჩხვები (გულყრები) ან კონვულსიები
- გულის დარღვევები (არარეგულარული ან ძალიან ნელი გულისცემა)
- ასთმა ან ფილტვის სხვა ხანგრძლივი დაავადება
- ღვიძლის პრობლემები ან ჰეპატიტი
- შარდვის გაძნელება ან თირკმლის მსუბუქი დაავადება
ჩომპანყ ჩონფიდენტიალ
2
ექიმს შეატყობინეთ, აგრეთვე, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება
ორსულად იყოთ.
სხვა პრეპარატების მიღება
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით
რაიმე სხვა პრეპარატს. ეს მოიცავს ისეთ პრეპარატებსაც, რომლებიც ექიმს არ
გამოუწერია და თქვენ თვითონ შეიძინეთ ფარმაცევტისგან. აგრეთვე, ეს შეეხება
პრეპარატებს, რომლებიც შეიძლება მომავალში მიიღოთ, თუ ალზიდონის მიღებას
გააგრძელებთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ სხვა პრეპარატებმა შეიძლება
დაასუსტონ ან გააძლიერონ ალზიდონის ეფექტები.
შეატყობინეთ ექიმს, განსაკუთრებით, თუ პრეპარატთა შემდეგი ტიპებიდან
რომელიმეს იღებთ:
- ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები, მაგ., გალანტამინი
- ტკივილგამაყუჩებლები ან ართრიტის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.,
ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები,
როგორიცაა იბუპროფენი ან ნატრიუმის დიკლოფენაკი
- ანტიქოლინერგული პრეპარატები, მაგ., ტოლტეროდინი
- ანტიბიოტიკები, მაგ., ერითრომიცინი, რიფამპიცინი
- სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ., კეტოკონაზოლი
- ანტიდეპრესანტები, მაგ., ფლუოქსეტინი
- ანტიკონვულსანტები, მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი
- გულის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, მაგ., ქინიდინი, ბეტაბლოკატორები
(პროპრანოლოლი და ატენოლოლი)
- კუნთების რელაქსანტები, მაგ., დიაზეპანი, სუქცინილქოლინი
- ზოგადი ანესთეზიის საშუალებები
- ურეცეპტოდ შეძენილი პრეპარატები, მაგ., მცენარეული საშუალებები
თუ ოპერაციის გაკეთებას აპირებთ, რომელიც ზოგად ანესთეზიას საჭიროებს, უნდა
შეატყობინოთ ექიმს, ხოლო ანესთეზიოლოგს უნდა უთხრათ, რომ ალზიდონს
იღებთ. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ თქვენმა პრეპარატმა შეიძლება საანესთეზიო
საშუალების საჭირო რაოდენობაზე იმოქმედოს.
ალზიდონის გამოყენება შეიძლება თირკმლის დაავადების ან ღვიძლის მსუბუქი და
ზომიერი დაავადების მქონე პაციენტებში. თუ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება
გაქვთ, აცნობეთ ექიმს. ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებმა ალზიდონი
არ უნდა მიიღონ.
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მომვლელის სახელი. თქვენი მომვლელი
დაგეხმარებათ პრეპარატის დანიშნულებისამებრ მიღებაში.
ალზიდონის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
საკვები არ მოქმედებს ალზიდონის ეფექტზე.
ალზიდონი არ მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად, ვინაიდან ალკოჰოლმა შეიძლება მისი
ეფექტი შეცვალოს.
ორსულობა და ლაქტაცია
ალზიდონი არ გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში.
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ნებისმიერი
პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის ექიმს მიმართეთ.
ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
ალცჰაიმერის დაავადებამ შეიძლება დაარღვიოს ავტომანქანისა და მექანიზმების
მართვის უნარი, ამიტომ არ უნდა განახორციელოთ აღნიშნული საქმიანობები, თუ
ექიმი არ გეტყვით, რომ ამის გაკეთება უსაფრთხოა.
აგრეთვე, თქვენმა წამალმა შეიძლება დაღლილობა, თავბრუსხვევა და კუნთების
სპაზმი გამოიწვიოს. თუ ამ ეფექტებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, არ მართოთ
ავტომანქანა ან მექანიზმები.
3
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალზიდონის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის
აუტანლობა გაქვთ, ალზიდონის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
3. ალზიდონის მიღების წესი
რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ალზიდონი
ჩვეულებრივ, მიღება იწყება 5 მგ-ით ყოველ ღამე. ერთი თვის შემდეგ, ექიმმა
შეიძლება გითხრათ მიიღოთ 10 მგ ყოველ ღამე.
ალზიდონის ტაბლეტი გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით, ღამით ძილის წინ.
თქვენს მიერ მიღებული ტაბლეტის სიძლიერე შეიძლება შეიცვალოს, მისი მიღების
ხანგრძლივობის და ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. მაქსიმალური რეკომენდებული
დოზაა 10 მგ ყოველ ღამე. ყოველთვის დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა
იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობით და როდის უნდა მიიღოთ პრეპარატი.
არ შეცვალოთ დოზა ექიმის რჩევის გარეშე.
მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციის მეორე მხარეს.
რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ალზიდონი
ექიმი ან ფარმაცევტი გირჩევთ, თუ რამდენი ხნის მანძილზე უნდა გააგრძელოთ
ტაბლეტების მიღება. თქვენ დაგჭირდებათ დროდადრო ექიმთან ვიზიტი, რათა
გადახედოს მკურნალობას და შეაფასოს სიმპტომები.
თუ შეწყვიტეთ ალზიდონის მიღება
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამას ექიმი არ გეტყვით. თუ ალზიდონის
მიღებას შეწყვეტთ, მკურნალობის შედეგად მიღებული გაუმჯობესება ნელ-ნელა
გაქრება.
თუ ალზიდონი საჭიროზე დიდი რაოდენობით მიიღეთ
არ მიიღოთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტი. თუ საჭიროზე მეტი მიიღეთ,
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ ექიმს ვერ უკავშირდებით, დაუყოვნებლივ
მიმართეთ ადგილობრივი საავადმყოფოს უბედური შემთხვევებისა და გადაუდებელი
დახმარების განყოფილებას. აუცილებლად იქონიეთ თან ტაბლეტები და კოლოფი,
რათა ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს გულისრევას და ღებინებას,
ნერწყვდენას, ოფლიანობას, გულისცემის შენელებას, სისხლის დაბალ წნევას
(თავბრუსხვევა წამოდგომისას), სუნთქვის პრობლემებს, ცნობიერების დაკარგვას და
კრუნჩხვებს (გულყრებს) ან კონვულსიებს.
თუ დაგავიწყდათ ალზიდონის მიღება
თუ ტაბლეტის მიღება დაგავიწყდათ, მომდევნო დღეს, ჩვეულ დროს მიიღეთ ერთი
ტაბლეტი. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამორჩენილი ტაბლეტის
ანაზღაურების მიზნით.
თუ პრეპარატის მიღება ერთ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე დაგავიწყდათ, წამლის
მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ალზიდონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
პაციენტებისგან, რომლებიც ალზიდონს იღებდნენ, მოწოდებულია ცნობები შემდეგი
გვერდითი ეფექტების შესახებ.
შეატყობინეთ ექიმს, თუ ალზიდონის მიღების პერიოდში ამ ეფექტებიდან რომელიმე
აღენიშნებათ.
მძიმე გვერდითი ეფექტები:
ჩომპანყ ჩონფიდენტიალ
4
თუ აღნიშნული მძიმე გვერდითი ეფექტები შენიშნეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ
ექიმს. შესაძლოა სასწრაფო მკურნალობა დაგჭირდეთ.
- ღვიძლის დაზიანება, მაგ., ჰეპატიტი. ჰეპატიტის სიმპტომებია გულისრევა ან
ღებინება, მადის დაკარგვა, ზოგადად შეუძლოდ ყოფნა, მაღალი ტემპერატურა,
ქავილი, კანის და თვალების გაყვითლება და მუქი ფერის შარდი (აღენიშნება
10000 დან 1-10 პაციენტს).
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები. წყლულის სიმპტომებია კუჭის
ტკივილი და დისკომფორტი (მოუნელებლობა) ჭიპსა და მკერდის ძვალს
შორის მიდამოში (აღენიშნება 1000-დან 1-10 პაციენტს).
- სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან. ამან შეიძლება გამოიწვიოს შავი
ფერის კუპრისმაგვარი განავალი ან სისხლის გამოყოფა სწორი ნაწლავიდან
(აღენიშნება 1000-დან 1-10 პაციენტს).
- კრუნჩხვები (გულყრები) ან კონვულსიები (აღენიშნება 1000-დან 1-10 პაციენტს).
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 10-დან 1 პაციენტზე მეტს):
- ფაღარათი
- გულისრევა ან ღებინება
- თავის ტკივილი
ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 100-დან 1-10 პაციენტს):
- კუნთების სპაზმები
- დაღლილობა
- ძილის გაძნელება (უძილობა)
- გაციება
- მადის დაკარგვა
- ჰალუცინაციები (არარსებული საგნების დანახვა ან არარსებული ხმების
გაგონება)
- აგზნებულობა
- აგრესიული ქცევა
- გონების დაკარგვა
- თავბრუსხვევა
- კუჭში დისკომფორტის შეგრძნება
- გამონაყარი
- ქავილი
- შარდვის კონტროლის შეუძლებლობა
- ტკივილი
- უბედური შემთხვევები (პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან დაცემისა და
შემთხვევითი ტრავმებისადმი)
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 1000-დან 1-10 პაციენტს):
- შენელებული გულისცემა
იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 10000-დან 1-10 პაციენტს):
- რიგიდულობა, რყევა ან უკონტროლო მოძრაობები, განსაკუთრებით, სახის და
ენის, აგრეთვე კიდურების.
თუ ამ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმემ მძიმე ხასიათი მიიღო ან თუ შენიშნეთ
გვერდითი ეფექტი, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული, შეატყობინეთ
ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ალზიდონის შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ ალზიდონის ტაბლეტები ეტიკეტზე აღნიშნული ვარგისობის ვადის
(36 თვე) ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ჩ
ბოლო დღეს.
ომპანყ ჩონფიდენტიალ
5
არ შეინახოთ პრეპარატი 25°ჩ-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის
და მათი თვალთახედვისთვის მიუწვდომელ ადგილზე. თუ ექიმის რჩევით შეწყვეტთ
პრეპარატის მიღებას, ნებისმიერი გამოუყენებელი რაოდენობა უნდა დაუბრუნოთ
ფარმაცევტს.
პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციის წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების თაობაზე ჰკითხეთ ფარმაცევტს. ეს
ზომები გარემოს დაბინძურებისგან დაიცავს.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ალზიდონის ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერებაა დონეპეზილის ჰიდროქლორიდი. 5 მგ-იანი ტაბლეტი
შეიცავს 5 მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს.
- სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი,
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი,
მაგნიუმის სტეარატი, ოპადრაი Y-1-7000.
როგორ გამოიყურება ალზიდონის ტაბლეტები
თეთრი ან მოთეთრო, ცილინდრული, ორმხრივამოზნექილი აპკით შემოგარსული
ტაბლეტები.
რა შედის ალზიდონის შეფუთვაში
ტაბლეტები მოწოდებულია 28 ტაბლეტის შემცველი შეფუთვის სახით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ველფარ იუნაიტედ ლტდ.
კომპლექსი 2, 23-24 გრეით ჯეიმს სთრითი
ლონდონი ჭჩ1N 3Eშ/გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი
RAFARM S.A, თესი პოუსი-ქსატზი აგიოუ ლოუკა, პაიანია ატიკა 19002, სააბონენტო
ყუთი 37, საბერძნეთი