კატეგორიები

  • ვინპოცეტინი 5მგ. 50ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს ნევროლოგიური ან ფსიქიური მოშლილობანი: ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა, ცერებრარული ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი წარმოშობის დემენცია, ტრავმის შემდგომ



შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 5მგ ვინპოცეტინს
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვინპოცეტინს გააჩნია კომპლექსური მოქმედების სამკურნალო მექანიზმი. იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლისმიმოქცევასა და ცერებრალურ მეტაბოლიზმზე, ასევე სისხლის რეოლოგიურ პარამეტრებზე.
ვინპოცეტინს გააჩნია ნეიროპროტექტორული ეფექტი:
- იგი ამცირებს დამაზიანებელი ციტოტოქსიური რეაქციების ინტენსივობას, რომელიც გამოწვეულია მასტიმულირებელი ამინომჟავებით; ვინპოცეტინი აინჰიბირებს როგორც ნატრიუმისა და კალციუმის არხების, ასევე NMDA-სა და AMPA-ს რეცეპტორების ფუნქციონალურ აქტივობას;
- ვინპოცეტინი ზრდის ადენოზინის ნეიროპროტექტორულ ეფექტს;
- პრეპარატი ასტიმულირებს ცერებრალურ მეტაბოლიზმს: აძლიერებს თავის ტვინში გლუკოზისა და ჟანგბადის შეთვისებასა და უტილიზაციას;
- ვინპოცეტინი ზრდის ნეირონების რეზისტენტობას ჰიპოქსიის მიმართ: ასტიმულირებს ჰემატოენცეფალურ ბარიერში გლუკოზის ტრანსპორტირებას, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ენერგიის უნივერსალურ წყაროს. იგი ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიზმს უფრო ხელსაყრელი აერობული მიმართულებით; პრეპარატი შერჩევით აინჰიბირებს Ca2+ - კალმოდულინ-დამოკიდებულ ცგმფ-ფოსფოდიესთერაზას, თავის ტვინის ქსოვილებში ზრდის ცამფ-ისა და ცგმფ-ის, აგრეთვე ატფ-ის კონცენტრაციასა და შესაბამისად ატფ/ამფ-ის შეფარდებას. 
- ვინპოცეტინი ასტიმულირებს ნორადრენალინისა და სეროტონინის ცერებრალურ მეტაბოლიზმს; იგი ასტიმულირებს აღმავალ ნორადრენერგულ სისტემას; ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედების მექანიზმები უზრუნველყოფენ ვინპოცეტინის ცერებროპროტექტორულ ეფექტს.
ვინპოცეტინი აუმჯობესებს თავის ტვინის ქსოვილებში მიკროცირკულაციას:
- თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას; 
- ამცირებს პათოლოგიურად მომატებულ სისხლის სიბლანტეს; 
- ზრდის ერითროციტების დეფორმირებას და ამუხრუჭებს მათ მიერ ადენოზინის შთანთქმას; 
- უზრუნველყოფს ქსოვილების შიგნით ჟანგბადის მიწოდებას ჟანგბადის მიმართ ერითროციტების აფინობის შემცირების ხარჯზე.
ვინპოცეტინი შერჩევით აძლიერებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას:
- აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესს;
- ამცირებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობას, საერთო სისხლის მიმოქცევის პარამეტრებზე ზემოქმედების გარეშე. იგი პრაქტიკულად არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე, წუთმოცულობაზე, პულსის სიხშირესა და საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობაზე;
- არ ახასიათებს “მოპარვის” ფენომენი – პირიქით, მისი გამოყენებისას პირველ რიგში ძლიერდება სისხლის მიწოდება იშემიურ უბნებში (მოპარვის უკუეფექტი).


გვერდითი მოვლენებიმიღების წესები და დოზები

ხშირ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება დღე-ღამეში 3-ჯერ 5-10 მგ-ის ოდენობით (15-30 მგ დღე-ღამეში).
ვინპოცეტინი მიიღება ჭამის შემდეგ.
იმის გამო, რომ ვინპოცეტინს არ გააჩნია ჰეპატო და ნეფროტოქსიური მოქმედება, ამიტომ პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცია, დოზის კორექცია არ არის აუცილებელი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღინიშნება ST სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გაზრდა, აგრეთვე ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში არითმიითა და გახანგრძლივებული QT ინტერვალით. ასევე საფრთხილოა იმ პრეპარატებთან ერთდროული მიღება, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.
სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილება – ძირითადად მისი დაქვეითება; კანის სიწითლე.
ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა (უძილობა ან პირიქით ძილიანობა), თავბრუსხვევა, სისუსტე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, ღებინება, კუჭის წვა.
კანზე ალერგიული სიმპტომები გვხვდება იშვიათად.
ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია ის ფაქტი, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს 41,5 მგ ლაქტოზას.

უკუჩვენება
პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, აგრეთვე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის ბავშვთა ასაკში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
არა უმეტეს 15-30 oC.
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შენახვის ვადა: 5 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.

რეგისტრაციის # და თარიღი
R 002672 13.06.2007

PSP გირჩევთ