კატეგორიები

კავინტონი ფორტე 10მგ 90 ტაბლეტი
  • კავინტონი ფორტე 10მგ 90 ტაბლეტი

  • ფასი: 19.44 ლ
  • ჩვენებები: ნევროლოგია: თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა...



საერთაშორისო დასახელება:

 

VINPOCETINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ვინპოცეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 90 ც.

1 ტაბ.

ვინპოცეტინი ..................    10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის მჟავას კოლოიდური ხსნარი, ტალკი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კავინტონს სამკურნალო მოქმედების კომპლექსური მექანიზმი ახასიათებს. იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლმიმოქცევასა და ცერებრულ მეტაბოლიზმზე, აგრეთვე სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე. ხასიათდება ნეიროპროტექტული ეფექტით:

იგი აქვეითებს ამგზნები ამინომჟავების დამაზიანებელ ციტოტოქსიკურ ზეგავლენას ცნს-ზე, აინჰიბირებს როგორც ნატრიუმისა და კალციუმის არხების უჯრედულ ტრანსმემბრანულ ფუნქციურ, ასევე NMDA და AMPA გლუტამატ რეცეპტორების აქტივობას.

პრეპარატი ხელს უწყობს ადენოზინის ნეიროპროტექტული ეფექტის პოტენცირებას;

იგი ასტიმულირებს ცერებრულ მეტაბოლიზმს: აძლიერებს თავის ტვინის მიერ ჟანგბადისა და გლუკოზის უტილიზაციას. ასევე აძლიერებს ცენტრალური ნეირონების მიერ ჰიპოქსიის მიმართ რეზისტენტობას. ხელს უწყობს გლუკოზის (უნივერსალური ენერგიის წყარო) ტრანსპორტს-ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით. აქვეითებს ფოსფოდიესთერაზას აქტივობას, რაც ხელს უწყობს ქსოვილებში ცამფ-ის დაგროვებას და ატფ-ის კონცენტრაციის მომატებას. ამავე დროს, ზრდის თავის ტვინის სისხლით მომარაგებას და თავის ტვინის ქსოვილებში მიკროცირკულაციას.

კავინტონი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას, ზრდის ერითროციტების დეფორმირებულების ხარისხს და აფერხებს მათ მიერ ადენოზინის შთანთქმის უნარს.

იგი ასტიმულირებს ნორადრენალინის და სეროტონინის ცერებრულ მეტაბოლიზმს დაახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

კავინტონი შერჩევითად აძლიერებს თავის ტვინში სისხლმიმოქცევას;

იგი აქვეითებს თავის ტვინის სისხლძარღვების წინააღმდეგობის უნარს სისხლმიმოქცევის პარამეტრებზე შედარებით გამოხატული მოქმედების გარეშე, პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს არტერიულ წნევაზე, წუთმოცულობაზე, პულსის სიხშირესა და და პერიფერიულ წინააღმდეგობაზე;

მას არ ახასიათებს “მითვისების” ფენომენი - პირიქით მისი მოქმედებით ძლიერდებაიშემიური, ჯერ კიდევ დაბალი პერფუზიის მქონე სიცოცხლის უნარიანი ნაწილის სისხლით მომარაგება - ე.წ. “შექცევითი მითვისების” ფენომენი.

ჩვენებები:

  • ნევროლოგია: თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცერებრული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი დემენცია, ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა, პოსტტრავმული და ჰიპერტონული ენცეფალოპათია.
  • ოფთალმოლოგია: თვალის სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები.
  • ოტოლარინგოლოგია: პერცეპციული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადება, იდიოპათური შუილი ყურებში.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად იღებენ 5-10 მგ-ს 3ჯერ დღეში (15-30 მგ დღეში), ჭამის შემდეგ.

კავინტონს არ ახასიათებს ჰეპატო და ნეფროტოქსიკურობა, ამიტომ ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიის დროს მისი დოზირების რეჟიმი კორექციას არ საჭიროებს.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (0.1%-ში): ST სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლიები, არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილებები ძირითადად - წნევის დაქვეითებით, კანის ჰიპერემია;

ცნს-ის მხრივ (0.9%-ში): ძილის დარღვევა (უძილობა ან ძილიანობა), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (0.6%-ში): პირის სიმშრალე, ღებინება, გულძმარვა;

0.25% კანის ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

* არ არსებობს საკმარისი მონაცემები ბავშვთა ასაკში კავინტონის გამოყენების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

* QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევაში, რეკომენდებულია ეკგ-ის კონტროლი.

* შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა უნდა იცოდნენ, რომ კავინტონ ფორტე-10 მგ შეიცავს 83 მგ ლაქტოზას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გამოვლენილი არ არის

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-30oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

PSP გირჩევთ