კატეგორიები

კეპლერონი  4მგ/2მლ 6 ამპულა
  • კეპლერონი 4მგ/2მლ 6 ამპულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: -მტკივნეული კუნთოვანი სპაზმების სიმპტომური მკურნალობა.



პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კეპლერონი 
მოქმედი ნივთიერება (სად): თიოკოლხიკოზიდი

გამოშვების ფორმა: 2 მლ 6 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

სამკურნალო ფორმის აღწერა: ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

შემადგენლობა:
1 ამპულა (2 მლ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: თიოკოლხიკოზიდი 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური მოქმედების სხვა მიორელაქსანტები.

ათქ კოდი: M03BX05

ფარმაკოლოგიური თვისებები
თიოკოლხიკოზიდი – პრეპარატის აქტიური ნივთიერება წარმოადგენს ნატურალური ფსევდოალკალოიდის კოლხიცინის და გოგირდის ნახევრადსინთეზურ ნივთიერებას. ახდენს მიორელაქსაციურ მოქმედებას (კუნთოვანი რელაქსანტი).
მოქმედების მექანიზმით მიეკუთვნება ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტს, არ იწვევს დამბლას და კუნთის საბოლოო მოძრაობითი პლასტიკის მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდის შემცირებას. ავლენს სელექტიურ აფინობას გამა-ამინოერბოს მჟავას (გაემ) და გლიცინური რეცეპტორების მიმართ, რაც განაპირობებს პრეპარატის მოქმედებას ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე, როგორც ადგილობრივი ხასიათის სპაზმისას, ასევე ცენტრალური წარმოშობის სპაზმისას. თიოკოლხიკოზიდი არ ახდენს კურარესმაგვარ მოქმედებას, არ იწვევს დამბლას და არ ახდენს გავლენას გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე.

ფარმაკოკინეტიკა
ინტრამუსკულარულად შეყვანისას, თიოკოლხიკოზიდი სწრაფად ნაწილდება სისხლში, პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 15-45 წუთში. თიოკოლხიკოზიდის ერთი ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ, 4 მგ დოზით, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 61 ნგ/მლ.
კავშირი ცილებთან (ძირითადად ალბუმინთან) შეადგენს 13%. განაწილების საშუალო მოცულობა – 76 ლ ერთი ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ დოზით 4 მგ.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2,5-5 საათს. მიღებული დოზის დაახლოებით 20% ექსტრეტირდება შარდით შეუცვლელი მეტაბოლიტების სახით, 75-81% გამოიყოფა ფეკალიებით.

მიღების ჩვენებები
-მტკივნეული კუნთოვანი სპაზმების სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება
სადღეღამისო დოზა შეადგენს ინტრამუსკულარულად 2 მლ (4 მგ) 2 ჯერ დღე-ღამეში.
კუნთების მწვავე სპაზმებისას (კრუნჩხვებისას), საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს ინტრამუსკულარულად 2 მლ (4 მგ) 2 ჯერ დღეღამეში. მკურნალობის რეკომენდებული ვადა – 3-5 დღე. აუცილებლობისას შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება თიოკოლხიკოზიდის პერორალური ფორმებით 5-7 დღის განმავლობაში, სადღეღამისო დოზით 16 მგ.
ფიზიოთერაპიული პროცედურებისათვის მომზადებისას, კუნთის მოდუნების პერიოდი შეადგენს 30-40 წუთს ინტრამუსკულარული ინქციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
იშვიათი: კანის გამონაყარი, შეშუპება, ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი), გასტრალგია, დიარეა.
ძალიან იშვიათი: ჰიპოტენზია, გაღიზიანება და ძილიანობა.

წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა თიოკოლხიკოზიდის, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ
- კუნთების ჰიპოტონია და სუსტი დამბლა/პარეზი
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
- 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არის. თუმცა რეკომენდებულია სიფრთხილე იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებსაც ისეთივე თერაპიული მოქმედება აქვს.
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგულველ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, მათ შორის ალკოჰოლთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, კურარესმაგვარ პრეპარატებთან, შესაძლებელია მიორელაქსაციის გაძლიერება და ცნს-ის დათრგუნვა, ჰიპოტონიის განვითარება. ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას, იზრდება სისხლდენის რისკი.

განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, დოზის კორექცია საჭირო არ არის, რადგან პრეპარატი არ მეტაბოლიზდება ღვიძლში.
თირკმლების ფუნქციის დარღვევისას, რეკომენდებულია პრეპარატის დაბალი დოზები.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატ კეპლერონის დანიშვნა არ შეიძლება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ კეპლერონის გამოყენების აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
რეკომენდებულია სიფრთხილე იმ პირებში დანიშვნისას, რომელთა სამუშაოც მოითხოვს სწრაფ ფსიქიკურ და ფიზიკურ რეაქციებს.

დოზის გადაჭარბება
მონაცეემბი დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის.
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი არის გრანდ მედიცალ გრუპ აგ, შვეიცარია
წარმოებულია მეფარ ილაჯ სანაიი ას, რამაზანოგლუ მაქს. ენსარ ჯად. #20, კურტკოი-პენდიკ, თღ 34906 სტამბული, თურქეთი.

PSP გირჩევთ