კატეგორიები

პრესლონი 1000მგ/4მლ 5 ამპულა
  • პრესლონი 1000მგ/4მლ 5 ამპულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: - იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); - იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი; - ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე (კომპექსური თერაპიის შემადგენლობაში) და აღდგენითი პერიოდი; - კოგნიტიური და ქცევიტი



პრეპარატის სავაჭრო დასახელება: პრესლონი (Preslon)

მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): ციტიკოლინი

გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 500 მგ - 5 ამპულა 4 მლ-ანი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
საინექციო ხსნარი 1000 მგ - 5 ამპულა 4 მლ-ანი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სამკურნალო ფორმა: საინექციო ხსნარი

სამკურნალო ფორმის აღწერილობა:
საინექციო ხსნარი 500 მგ - გამჭვირვალე უფერული ან მოყავისფრო-მოყვითალო სითხე.
საინექციო ხსნარი 1000 მგ - გამჭვირვალე უფერული ან მოყავისფრო-მოყვითალო სითხე.

შემადგენლობა:
თითოეული ამპულა (4 მლ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
საინექციო ხსნარი 500 მგ: ციტიკოლინის ნატრიუმი 500 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური,
საინექციო ხსნარი 1000 მგ: ციტიკოლიონის ნატრიუმი 1000 მგ ციტიკოლინის ექვივალენტური.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა კონცენტრირებული, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნოოტროპული პრეპარატი. ათქ კოდი - N06BX06.

ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს რა უჯრედული მემბრანების ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების (უპირატესად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს, ციტიკოლინს მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია: ხელს უწყობს უჯრედების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკელების ჭარბ წარმოქმნას, ასევე ახდენს უჯრედების სიკვდილის პრევენციას, აპოპტოზის მექანიზმებზე ზემოქმედებით.
ინსულტის მწვავე პერიოდში ციტიკოლინი ამცირებს თავის ტვინის ქსოვილების დაზიანების მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგიულ გადაცემას.
ქალა-ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმატული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებას, ამის გარდა ციტიკოლინი ხელს უწყობს აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობის შემცირებას.
თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს ციტიკოლინი ეფექტურია კოგნიტიური დარღვევების მკურნალობისას, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, სირთულეები, რომლებიც ჩნდება ყოველდღიური საქმიანიბის შესრულების და თვითმომსახურების დროს. ზრდის ყურადღების და ცნობიერების დონეს, ასევე ამცირებს ამნეზიის გამოვლინებებს.
ციტიკოლინი ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეთიოლოგიის მგრძნობელობითი და მოძრაობითი ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობის დროს.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ციტიკოლინი კარგად აბსორბირდება შიგნით მიღებისას, ინტრავენული და ინტრამუკულარული შეყვანისას. აბსორბცია პერორალური გამოყენების შემდეგ პრაქტიკულად სრულია, ბიომისაწვდომობა კი დაახლოებით ისეთივეა, როგორც ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
მეტაბოლიზმი
შიგნით მიღებისას პრეპარატი მეტაბოლიზდება ნაწლავებში და ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. შიგნით მიღების შემდეგ ქოლინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად იზრდება.
განაწილება
ციტიკოლინი მნიშვნელოვანი ხარისხით ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში, სადაც ქოლინის ფრაქცია სწრაფად უერთდება სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებს, ხოლო ციტიდინის ფრაქცია - ციტიდინის ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინის მჟავებს. ციტიკოლინი აღწევს თავის ტვინში და აქტიურად ჯდება უჯრედულ, ციტოპლაზმურ და მიტოქონდრიულ მემბრანებში და ქმნის სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ფრაქციის ნაწილს.
გამოყოფა
ციტიკოლინის შეყვანილი დოზის მხოლოდ 15% გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან; 3%-ზე ნაკლები - თირკმელებით და დაახლოებით 12% - ამონასუნთქი СО2-ით.
შარდით ციტიკოლინის ეკსკრეციაში შეიძლება გამოიყოს 2 ფაზა: პირველი ფაზა, რომელიც გრძელდება 36 საათი, რომლის მსვლელობაშიც გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება, და მეორე ფაზა, რომლის მსვლელობაშიც ეკსკრეციის სიჩქარე მცირდება ბევრად უფრი ნელა. იგივე აღინიშნება ამონასუნთქ СО2-ში - გამოყოფის სიჩქარე სწრაფად მცირდება 15 საათის შემდეგ, შემდეგ კი მცირდება ბევრად უფრო ნელა.
გამოყენების ჩვენებები
- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე (კომპექსური თერაპიის შემადგენლობაში) და აღდგენითი პერიოდი;
- კოგნიტიური და ქცევიტი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება
ინტრავენურად პრეპარატი შეყავთ ნელი ინექციის (3-5 წუთის განმავლობაში, დანიშნული დოზის მიხედვით) ან წვეთოვანი შეყვანის სახით. ინტრავენური შეყვანის გზა უფრო უმჯობესია, ვიდრე ინტრამუსკულარული. ინტრამუსკულარულ შეყვანისას თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატ პრესლონის ერთსა და იმავე ადგილას შეყვანას.
იშემიური ინსულტის და ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1000 მგ-ს ყოველ 12 საათში ერთხელ პირველი დღიდან დიაგნოზის დასმის შემდეგ; მკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 6 კვირა. იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი, აღდგენითი პერიოდი ქალა-ტვინის ტრავმის დროს, კოგნიტიური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 500-2000 მგ/დღეში. (5-10 მლ 1-2 ჯერ დღეში). დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისას პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისთვის ამპულაში განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის. ამპულის გახსნის შემდეგ ხსნარი დაუყოვნბელივ უნდა იქნას გამოყენებული. პრეპარატი პრესლონი შეთავსებადია ყველა სახის ინტრავენური იზოტონიური ხნსრებისა და დექსტროზას ხსნარებისთვის.

გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტები აღინიშნება ძალიან იშვიათად (<1/10 000), ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქტიური შოკი.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, ჰალუცინაციები, უძილობა, აგზნებადობა, გაბუჟება პარალიზებულ კიდურებში, მასტიმულირებელი მოქმედება პარასიმპათიკურ სისტემაზე.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება.
სხვა: სიმხურვალის შეგრძნება, არტერიული წნევის ხანმოკლე ცვლილება, შეშუპებები, ქოშინი.

უკუჩვენებები
- გამოხატული ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის ტონუსის სიჭარბე);
- ბავშვობისა და 18 წლამდე მოზარდობის ასაკი (საკმარისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო);
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედებები
ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტებს.
არ არის რეკომენდირებული პრეპარატ პრესლონის დანიშვნა ერთდროულად მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან.

განსაკუთრებული მითითებები
სიცივეში შიგნით მისაღებ ხსნარში შეიძლება წარმოიქმნას კრისტალების უმნიშვნელო რაოდენობა კონსერვანტის დროებითი ნაწილობრივი კრისტალიზაციის შედეგად. რეკომენდირებულ პირობებში შემდგომი შენახვისას კრისტალები იხსნება რამოდენიმე თვის განმავლობაში. კრისტალების არსებობა არ მოქმედებს პრეპარატ პრესლონის ხარისხზე.
გავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე საქმიანობის პოტენციურად სახიფათო სახეობებით დაკავებისას, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს (მათ შორის ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა, დისპეტჩერის და ოპერატორის მუშაობა).

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების კლინიკური მონაცემები არასაკმარისია. თუმცა ცხოველებზე ექსპერიმენტულ კვლევებში უარყოფითი ზემოქმედება გამოვლენილი არ ყოფილა, ორსულობის დროს პრეპარატს ნიშნავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ პრესლონის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ საკითხის გადაწყვეტა, რადგანაც მონაცემები დედის რძით ციტიკოლინის გამოყოფის შესახებ არ არსებობს.

ჭარბი დოზირება
ციტიკოლინის დაბალ ტოქსიკურობასთან დაკავშირებით ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი
მარკეტინგური ავტორიზაციის მფლობელი არის გრანდ მედიკალ გრუპ აგ, შვეიცარია
დამზადებულია მეფარ ილაჯ სანაიი ას, რამაზანოგლი მახ. ენსარ ჯად. #20, კურტკოი-პენდიკი, თღ 34906 სტამბოლი, თურქეთი.

PSP გირჩევთ