კატეგორიები

  • ჟენ-შენის ნაყენი 50მლ.. ფლაკონი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჟენშენის ნაყენს იყენებენ, როგორც მატონიზირებელ და მასტიმულირებელ საშუალებას, გაძლეირებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს, გარემოს არასასურველი ზემოქმედებისას, გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების დროს. ჟენშენი გამოიყენება ასტენიური მდგომ



გამოყენების ინსტრუქცია

ჟენ-შენის ნაყენი

შემადგენლობა:

ჟენშენის ფესვები დაწვრილმანებული 100,0გ და ეთანოლი 70% საკმარისი რაოდენობით 1ლ ნაყენის მიღებამდე. მედიცინაში იყენებენ ღია მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხეს. სუნი სუსტი, დამახასიათებელი მშუშხავი გემოთი.

ფორმა:

ნაყენი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ცენტრალური ნერვული სისტემის მატონიზირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჟენშენის ნაყენის ძირითად ფარმაკოლოგიურ თვისებას წარმოადგენს მისი მატონიზირებელი მოქმედება. პრეპარატის მოქმედების დროს აღინიშნება აღგზნებადი პროცესების გაძლიერება თავის ტვინის სტრუქტურაში და რეფლექტორული მოქმედების გაძლიერება. მისი პრეპარატები აძლიერებენ შრომისუნარიანობას და აქვეითებენ დაღლილობას ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას.

ჩვენება:

ჟენშენის ნაყენს იყენებენ, როგორც მატონიზირებელ და მასტიმულირებელ საშუალებას, გაძლეირებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს, გარემოს არასასურველი ზემოქმედებისას, გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების დროს. ჟენშენი გამოიყენება ასტენიური მდგომარეობისას, კომპლექსური თერაპიის დროს ნევრასტენიის ნიადაგზე სქესობრივი დარღვევისას.

წინააღმდეგჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), მაღალი აღგზნებადობა, ეპილეფსია, მწვავე ინფექციური და ვირუსული დაავადებები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის დროს, ძუძუთი კვების დროს და ბავშვებისთვის 12 წლამდე. მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული დღის მეორე ნახევრში უძილობის გამოწვევის თავიდან აცილების მიზნით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია უძილობა, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, იშვიათად ტახიკარდია.

მიღების წესი და დოზები:

მოზრდილთათვის და 12 წელს ზევით ბავშვებისათვის ინიშნება ჭამამდე 30-40 წუთით ადრე 15-25 წვეთის მიღება დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი 30-40 დღე. განმეორებითი კურსი _ ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის ვადა:

3 წელი

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:

50მლ და 25მლ ნაყენი ნარინჯისფერ მინის საწვეთურიან ფლაკონებში..

PSP გირჩევთ