კატეგორიები

  • რისპერიდონი1A ფარმა 2მგ 50 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები -შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური დარღვევები პროდუქტიული და ნეგატიური სიმპტომებით -ბიპოლარული დარღვევების დროს, როგორც დამხმარე საშუალება -აფექტური მოშლილობები სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების ფონზე...



ფარმაკოლოგიური თვისებები
რისპერიდონი ბენზიზოქსაზოლის წარმოებული ნეიროლეფსიური საშუალებაა. ახასიათებს ანტიფსიქოზური, სედატიური, ღებინების საწინააღმდეგო და ჰიპოთერმული თვისებები. რისპერიდონს, როგორც სელექციურ მონოამინერგულ ანტაგონისტს ახასიათებს მაღალი ტროპიზმი სეროტონინ 5-HT2 და დოფამინ D2-რეცეპტორების მიმართ. 
პრეპარატის ანტიფსიქოზური მოქმედება განპირობებულია მეზოლიმბალური და მეზოკორტიკალური სისტემის დოფამინ D2-რეცეპტორების ბლოკადით; სედატიური მოქმედება - თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის ადრენორეცეპტორების ბლოკადით. 
რისპერიდონი 1A ამცირებს შიშს, აგრესიულობას და შიზოფრენიის პროდუქტიულ სიმპტომებს - ბოდვას, ჰალუცინაციებს.
-რისპერიდონი 1A კლასიკური ნეიროლეფსიური საშუალებებისგან განსხვავებით, ნაკლებად თრგუნავს მოტორულ აქტივობას და ნაკლებად იწვევს კატალეფსიის მოვლენებს.
-სეროტონინის და დოფამინის მიმართ დაბალანსებული ცენტრალური ანტაგონიზმის გამო, რისპერიდონს ნაკლებად ახასიათებს ექსტრაპირამიდული მოშლილობების გამოვლინება. 
-რისპერიდონი 1A ეფექტურია შიზოფრენიის ნეგატიური და აფექტური სიმპტომების სამკურნალოდ.

ჩვენებები
-შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური დარღვევები პროდუქტიული და ნეგატიური სიმპტომებით
-ბიპოლარული დარღვევების დროს, როგორც დამხმარე საშუალება
-აფექტური მოშლილობები სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების ფონზე
-ქცევითი დარღვევები პაციენტებში დემენციით, აგრესიის სიმპტომების გამოვლენის დროს (მრისხანების შეტევები, ფიზიკური ძალადობა), აგზნების, ბოდვების და სხვა ფსიქოზური სიმპტომების დროს
- ქცევითი დარღვევები მოზარდებში და მოზრდილებში დაბალი ინტელექტუალური დონით ან განვითარების ჩამორჩენით იმ შემთხვევაში, როდესაც დესტრუქციული ქცევა (აგრესია, იმპულსურობა, აუტოაგრესია) წამყვანია კლინიკურ სურათში
-გუნებაგანწყობის სტაბილიზაციისათვის მანიის მკურნალობაში

მიღების წესები და დოზები
რისპერიდონის დოზა ინდივიდუალურია. საზღვრავს ექიმი.
შიზოფრენია: რისპერიდონის მიღება რეკომენდებულია 1 ან 2-ჯერ დღეში.
მკურნალობა იწყება 2მგ-ით. მე-2 დღეს შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 მგ-დე. პაციენტების უმრავლესობისათვის დოზა შეადგენს 4-6 მგ/დღეში.
ხანდაზმული პაციენტები: 1-2 მგ/დღეში ორ მიღებაზე. 
ქცევითი დარღვევები პაციენტებში დემენციით:
პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 0.5მგ 2-ჯერ დღეში. ზოგ შემთხვევაში დღიური დოზა იზრდება 1მგ-მდე 2-ჯერ დღეში. ოპტიმალური დოზის მიღწევისას პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღეში ერთჯერადად. 
ბიპოლარული დარღვევები:
რეკომენდებული საწყისი დოზა 2 მგ/დღეში 1 მიღებაზე. საჭიროების დროს დოზა იზრდება ყოველ 24 საათში 2მგ-ით/დღეში. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 2-6 მგ/დღეში.
ქცევითი დარღვევები პაციენტებში გონებრივი ჩამორჩენით და/ან დესტრუქციული ტენდენციების დომინირებით კლინიკურ სურათში:
პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა 1მგ/დღეში. ზოგ შემთხვევაში დოზა იზრდება 1.5მგ-მდე. 50კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში ოპტიმალური დოზა შეადგენს 0.5 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება 0.75 მგ-მდე.

გვერდითი მოვლენები
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: აჟიტირება, შფოთვა, თავის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში ძილიანობა, დაღლილობა, თაბრუსხვევა, კონცენტრაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, იშვიათად ექსტრაპირამიდული დარღვევები (კანკალი, კუნთების რიგიდობა, ნერწვის გაძლიერებული გამოყოფა, შენელებული მოძრაობები, მოუსვენრობა, კუნთოვანი ტონუსის დარღვევები), წყლის გაძლიერებული მიღება, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია, მოგვიანებითი დისკინეზია (ენის და სახის კუნთების უნებლიე რითმული მოძრაობები). 
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ზოგ შემთხვევაში, ხანგრძლივი მიღების დროს მამაკაცებში გინეკომასტია, ქალებში გალაქტორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ერთეულ შემთხვევაში ჰიპერგლიკემია

უკუჩვენება
რისპერიდონის ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
სიფრთხილეა საჭირო შემდეგი დაავადებების დროს: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გამტარებლობის დარღვევები), ჰიპოვოლემია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევები, თავის ტვინის სიმსივნეები, პარკინსონის დაავადება, კრუნჩხვები (მათ შორის ანამნეზში), ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაავადებები,
ორსულობა და ლაქტაცია, (ვინაიდან უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რისპერიდონს შეუძლია გააძლიეროს ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებების მოქმედება (დამამშვიდებელი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ალერგიის საწინააღმდეგო) და ალკოჰოლის მოქმედება. რისპერიდონი აქვეითებს ზოგ პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატის მოქმედებას (დოფამინის აგონისტები ლევოდოპა). ფლუოქსეტინს შეუძლია გაზარდოს რისპერიდონის კონცენტრაცია სისხლში. რისპერიდონის მიღების ფონზე აღინიშნება ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედების გაძლიერება. აღნიშნული პრეპარატების მიღებისას საჭიროა რისპერიდონის დოზის კორექცია.

PSP გირჩევთ