კატეგორიები

  • სტიმულოტონი 50მგ 30 ტაბლეტი

  • ფასი: 9.49 ლ
  • ჩვენებები: დეპრესია (უნიპოლარული ან ბიპოლარული, თანხლებული შფოთვით); მწვავე დეპრესია; მორეციდივიე დეპრესიის პროფილაქტიკა; უნიპოლარული დეპრესიის პროფილაქტიკური თერაპია; მწვავე და ქრონიკული ობსესურ-კომპულსური აშლილობები (ოკა). პანიკური აშლილობები (აგო



საერთაშორისო დასახელება:

 

SERTRALINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC., უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: სერტრალინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი.

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 20 და 30 ც.

1 ტაბ.

სერტრალინის ჰიდროქლორიდი ..........   50 მგ

1 ტაბ.

სერტრალინის ჰიდროქლორიდი...........      100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი ევრ. ფარმ., ჰიდროქსიპროპილცელულოზა ევრ. ფარმ., ნატრიუმის სახამებელის გლუკოლატი (ტიპიA) ბრიტ. ფარმ., კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი ევრ. ფარმ., მიკროკრისტალური ცელულოზა ევრ. ფარმ. ტაბლეტის მასაში.

გარსი: ჰიპრომელოზა 2910 ევრ. ფარმ., მაკროგოლი 6000 ევრ. ფარმ., ტიტანის დიოქსიდი C.1. 77891, E.E.C. 171 ევრ. ფარმ.

ჩვენებები:

  • დეპრესია (უნიპოლარული ან ბიპოლარული, თანხლებული შფოთვით);
  • მწვავე დეპრესია;
  • მორეციდივიე დეპრესიის პროფილაქტიკა;
  • უნიპოლარული დეპრესიის პროფილაქტიკური თერაპია;
  • მწვავე და ქრონიკული ობსესურ-კომპულსური აშლილობები (ოკა).
  • პანიკური აშლილობები (აგორაფობიით და მის გარეშე).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები:

დეპრესიისა და ოკა- სამკურნალოდ: ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში ერთხელ ნებისმიერ დროს, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად.

პაციენტები პანიკური აშლილობებით: მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია 25 მგ-იანი დღიური დოზით (ეს ავადმყოფები უფრო მგრძნობიარენი არიან პრეპარატის მიმართ და მათ შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი ეფექტები). ერთ კვირაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-მდე.

არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით კვირაში ერთხელ მაქსიმუმ 200 მგ-მდე, თუ პაციენტი კარგად იტანს პრეპარატს.

დამაკმაყოფილებელი თერაპიული შედეგები შეიძლება მიღწეული იქნას მკურნალობიდან 7 დღის განმავლობაში.

თუმცა სრული თერაპიული ეფექტურობის მისაღწევად საჭიროა 2-4 კვირა.

ოკა-თი დაავადებულებში დამაკმაყოფილებელი თერაპიული შედეგები შეიძლება მიღწეულ იქნას მკურნალობის დაწყებიდან 8-12 კვირის შემდეგ. უმცირესი თერაპიული დოზა უნდა გამოიყენებოდეს შემანარჩუნებელი თერაპიისათვის.

ხანდაზმული ავადმყოფები: ამ კატეგორიის პაციენტებში დოზის სპეციალური შერჩევა არ მოითხოვება.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას პრეპარატ სტიმულოტონის გარსიანი ტაბლეტებით მკურნალობისას.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან დროის ინტერვალის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის (იხ. ნაწილი `განსაკუთრებული მითითებები~).

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით დოზის დაზუსტება არ არის საჭირო (იხ. `განსაკუთრებული მითითებები~).

გვერდითი მოვლენები:

ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: ეაკულაციის დარღვევა (14%), პირის სიმშრალე (15%), ოფლიანობა (7%).

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა (14%), თავბრუსხვევა (13%), ტრემორი (9%), უძილობა (22%), ლიბიდოს დაქვეითება (5%), გაღიზიანებადობა (6%).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია (6%), დიარეა (20%), დისპეფსია (8%), მეტეორიზმი (3%), გულისრევა (28%), ღებინება (4%).

სხვა შესაძლო ეფექტები: სისუსტე (12%), კანის სიწითლე (2%) და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (4%).

სერტრალინის მიღებისას აღწერილია ექსტრაპირამიდული სიმპტომები, დისკინეზია, კრუნჩხვები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა და გამონაყარი კანზე (იშვიათად - მულტიფორმული ერითემა), თუმცა პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირი არ არის დამტკიცებული. მოტორული დარღვევები ძირითადად შეიმჩნეოდა პაციენტებში, რომელთაც ადრე ჰქონდათ ამგვარი მოვლენები ან იღებდნენ ნეიროლეპსიურ საშუალებებს.

მოხსნის სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ იშვითად ჩნდება.

შეიძლება განვითარდეს პარესთეზია, ჰიპესთეზია, დეპრესიის სიმპტომები, ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, აგზნება, შფოთვითი მდგომარეობა ან ფსიქოზი. ამ სიმპტომების დიფერენცირება ძირითადი დაავადების სიმპტომებისგან ძნელია და შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ტრანსამინაზების (ატს, ალტ) უსიმპტომო ზრდა იშვიათად გვხვდება (0.8%). ეს მოვლენები აღინიშნება სერტრალინის მიღების დაწყებიდან 9 კვირის შემდეგ. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ფერმენტების დონე ნორმალიზდება.

სერტრალინით მკურნალობისას, ასევე, აღწერილია გარდამავალი ჰიპონატრიემია. ეს ფენომენი, ჩვეულებრივ, გამოვლინდება ხანში შესულ პაციენტებში და დიურეზულებისა ან სხვა პრეპარატების მიღებისას. აქედან გამომდინარე, ის შესაძლოა უკავშირდება ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარის სეკრეციის სინდრომს.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

* პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს, ამ პრეპარატების ერთობლივი მიღება უკუნაჩვენებია. ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა 14 დღის განმავლობაში.

* პაციენტები, რომლებიც იღებენ ტრიპტოფანს ან ფენფლურამინს, უკუნაჩვენებია სტიმულოტონის ტაბლეტების ნებისმიერ მათგანთან ერთად გამოყენება;

* პაციენტები, რომელთაც აქვთ არასტაბილური ეპილეფსია;

* ბავშვები (უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დამტკიცებული);

* ორსული და მეძუძური ქალები: ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდში სტიმულოტონის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ რისკისა და შესაძლო სარგებლობის ზედმიწევნითი შედარების შემდეგ.

* სპირტიანი სასმელების მიღება სტიმულოტონით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულად ყოფნის ან მისი დაგეგმვის, ან ბავშვის ძუძუთი კვებისას მკურნალობის დაწყებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, რომლებიც იღებენ სერტრალინს, უნდა გამოიყენონ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

* სერტრალინი გამოიყოფა დედის რძეში. არ არსებობს საკმარისი მონაცემები ადამიანზე ჩატარებული კონტროლირებადი კვლევებით. ამიტომაც სერტრალინის მიღება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის. ასეთი მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების დროებით შეწყვეტის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არ არსებობს საკმარისი მონაცემები სტიმულოტონის გარსიანი ტაბლეტების გამოყენების შესახებ პაციენტებში, ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპიის დროს (ეკთ). სერტრალინისა და ეკთ-ს ერთდროული გამოყენების შესაძლო სარგებელი ან საფრთხე შესწავლილი არ არის.

◄ ისევე, როგორც სხვა ანტიდეპრესანტების მიღების დროს, ზოგიერთ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სერტრალინს, აღინიშნება მანიაკალური და ჰიპომანიაკალური მდგომარეობები.

◄ ავადმყოფებს დეპრესიით ხშირად აქვთ სუიციდის მცდელობა, ეს საფრთხე არსებობს რემისიის დაწყებამდე. სამკურნალო კურსის დასაწყისში ავადმყოფები საჭიროებენ განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას ოპტიმალური კლინიკური ეფექტის მიღებამდე.

◄ სერტრალინით მკურნალობის შემდეგ ეპილეფსიური შეტევები აღინიშნებოდა ავადმყოფებში დეპრესიით (0.08%) და ობსესურ-კომპულსიური აშლილობებით (0.2%),  თუმცა ამ მოვლენების მიზეზობრივი კავშირი სერტრალინთან დამტკიცებული არ არის. არ არსებობს სერტრალინის გამოყენების საკმარისი გამოცდილება ეპილეფსიის მქონე ავადმყოფებში. პაციენტებში არასტაბილური ეპილეფსიით ამ პრეპარატის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი. რეკომენდებულია ხშირი გამოკვლევა. კრუნჩხვითი შეტევების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

◄ სერტრალინის ძირითადი და ინტენსიური მეტაბოლიზმის ადგილია ღვიძლი. ფარმაკოკინეტიკურმა გამოკვლევებმა ერთჯერადი დოზის შეყვანით პაციენტებში საშუალო სიმძიმის ღვიძლის ციროზით გამოავლინა სერტრალინის ნახევარგამოყოფის დროის გახანგრძლივება და დროის კონცენტრაციის მრუდის ფართობის ზრდა. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე სერტრალინით მკურნალობისას ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ამ შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან სერტრალინის მიღებებს შორის ინტერვალების გაზრდა. არ არსებობს სერტრალინის მიღების საკმარისი კლინიკური გამოცდილება ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით. უმჯობესია, სერტრალინი ასეთ ავადმყოფებს არ დაუნიშნოთ.

◄ ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი 20-50 მლ/წთ) და თირკმელების მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები) სერტრალინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილება არ აღინიშნება. ეს აისახა გამოკვლევებში ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზების მიღებით. ამიტომ ასეთი ავადმყოფები არ საჭიროებენ დოზის ინდივიდუალურ შერჩევას.

ტრანსპორტის მართვის შესაძლებლობა: თუ პაციენტი არ იღებს სხვა მედიკამენტს სტიმულოტონთან ერთად, სავარაუდოა, რომ სტიმულოტონი არ მოახდენს ზეგავლენას მის აქტივობაზე.

თუ სტიმულოტონთან ერთად გამოიყენება რომელიმე სხვა პრეპარატი (მაგალითად, ბენზოდიაზეპინი ან სხვა ტრანკვილიზატორი), ამან შეიძლება იქონიოს გავლენა ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე ან უბედური შემთხვევების მომატებული რისკის მქონე სამუშაოს შესრულებაზე. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად რჩევისათვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:

სერტრალინით მონოთერაპიის დროს არ არის აღწერილი ჭარბი დოზირების მძიმე სიმპტომების განვითარება. მაღალი დოზების მიღების შემდეგაც კი.

სხვა პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან ერთობლივი შეყვანა იწვევს ჭარბი დოზირების მძიმე მოვლენებს, ზოგჯერ სასიკვდილო შედეგით.

სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, შფოთვა და თვალის გუგების გაფართოვება.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პაციენტი საჭიროებს ინტენსიურ და შემანარჩუნებელ თერაპიას. არ არის რეკომენდებული ღებინების გამოწვევა. აქტივირებული ნახშირის შეყვანა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე კუჭის ამორეცხვა. აუცილებელი სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება. საჭიროა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორინგი. სერტრალინს ახასიათებს განაწილების დიდი მოცულობა. ამიტომ ფორსირებული დიურეზი, დიალიზი, ჩანაცვლებითი ინფუზია ან სისხლის ტრანსფუზია შეიძლება არაეფექტური ან ნაკლებად ეფექტური იყოს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონოამინოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორები: სერტრალინისა და მაო-ს ინჰიბიტორის (უფრო ზუსტად, მაო-ს შერჩევითი ინჰიბიტორის სელეგილინისა და მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორის A მოკლობემიდის) ერთობლივი შეყვანის დროს ვითარდება მძიმე გართულებები. ზოგიერთი შემთხვევა აღწერით ემსგავსება სეროტონინის სინდრომს. ანალოგიური შემთხვევები, ზოგჯერ სასიკვდილო შედეგით, აღინიშნებოდა მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტთან (სერტრალინის გარდა) კომბინირებული თერაპიის დროს და აგრეთვე ანტიდეპრესანტის მოხსნისთანავე მაო-ს ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყების შემდეგ.

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორების (სუში)-ის ჯგუფის პრეპარატების და მაო-ს ინჰიბიტორების კომბინაციის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ჰიპერთერმია, რიგიდობა, მიოკლონუსი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის ლაბილობა (მაგალითად, სუნთქვის პარამეტრების და/ან სისხლის მიმოქცევის პარამეტრების სწრაფი ცვლილებები), ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა (უფრო ზუსტად დაბინდული ცნობიერება), გაღიზიანებადობა, გამოხატული შფოთვა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დელირიუმსა ან კომაში. ამიტომ, სერტრალინის დანიშვნა არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად ან 14 დღის განმავლობაში მათი შეწყვეტის შემდეგ. ანალოგიურად, სერტრალინით მკურნალობის დასრულების შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 14 დღე.

საშუალებები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს) შემაკავებელი გავლენით დაალკოჰოლი: ალკოჰოლი, კარმაზეპინი და ჰალოპერიდოლი ჯანმრთელი მოხალისეების კოგნიტიურ და ფსიქომოტორულ აქტივობაზე არ ახდენდნენ გავლენას სერტრალინის შეყვანის შემდეგ 200 მგ დღიური დოზით. თუმცა სერტრალინის მიღების დროს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ცნს-ზე, ხოლო ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა იქნას შეკავებული.

კუმარინის წარმოებულები: სერტრალინთან ერთად მათ შეუძლიათ პროთრომბინის დონის მნიშვნელოვანი შემცირება, სერტრალინის სამკურნალო კურსის დასაწყისში და ბოლოს რეკომენდებულია პროთრომბინის დროის კონტროლი.

სერტრალინი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. მისი ერთდროული შეყვანისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც აქვთ ასეთივე თვისებები, შეიძლება ურთიერთქმედების განვითარება.

ციმეტიდინი: სერტრალინის კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება ციმეტიდინის ერთდროული შეყვანისას. ამ ფენომენის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ციტოქტომ P450 იზოფერმენტით 2D6 მეტაბოლიზებული სამკურნალო საშუალებები:სერტრალინის ხანგრძლივი მიღება დღიური დოზით 50 მგ იწვევს დეზიპრამინის (ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ 2D6 მარკერის სახით) თანაბარი კონცენტრაციის მატებას სისხლის პლაზმაში.

სამკურნალო საშუალებები, მეტაბოლიზირებული ციტოქრომ P450 სხვა იზოფერმენტულისისტემებით: ურთიერთქმედების შესწავლამ in vitroDგამოავლინა, რომ ენდოგენური კორტიზოლის ჰიდროქსილირება იზოფერმენტის CYP3A3/4 საშუალებით და, ასევე კარბამაზეპინისა და ტერფენადინის მეტაბოლიზმი, არ იცვლება სერტრალინის ხანგრძლივი მიღების დროს დღიური დოზით 200 მგ. ტოლბუტამიდის, ფენიტოინისა და ვარფარინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ იცვლება სერტრალინის ხანგრძლივი მიღების დროს დღიური დოზით 200 მგ. აქედან გამომდინარე სერტრალინი არ თრგუნავს CYP2C9 აქტივობას. იგივე დოზა არ ცვლის დიაზეპამის დონეს სისხლის შრატში, რაც ადასტურებს CYP2C9 აქტივობის დათრგუნვის არარსებობას; in vitro ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სერტრალინს არ გააჩნია ან აქვს მინიმალური დამთრგუნველი ეფექტი CYP1A2-ზე.

ლითიუმი: ჯანმრთელ მოხალისეებზე პლაცებო-კონტროლირებადი გამოკვლევებით ფარმაკოკინეტიკის არსებითი ცვლილებები აღწერილი არ არის სერტრალინთან ერთდროულად ლითიუმის მიღების შემდეგ. თუმცა ტრემორი აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, რაც შეიძლება მოწმობდეს ფარმაკოდინამიურ ურთიერთქმედებაზე. როგორც სეროტონინის უკუმიტაცების სხვა ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში, სერტრალინის ერთდროული შეყვანა სეროტონინერგულ საშუალებებთან (მაგალითად, ლითიუმთან) მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს,

სეროტონინერგული პრეპარატები: "გამორეცხვის პერიოდის" აუცილებლობა სეროტონინის უკუმიტაცების ერთი ინჰიბიტორიდან მეორეზე გადასვლისას დამტკიცებული არ არის. ამიტომ სამკურნალო საშუალებების ასეთი შეცვლის აუცილებლობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. თავი უნდა ავარიდოთ ტრიფტოფანისა ან ფენფლურამინის სერტრალინთან ერთდროულ შეყვანას.

მიკროსომული ფერმენტების ინდუქცია: კლინიკურ გამოკვლევებში სერტრალინი იწვევდა ღვიძლის ფერმენტების მინიმალურ ინდუქციას. ანტიპირინთან (200 მგ დღეში) ერთდროული გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებდა ანტიპირინის ნახევარგამოყოფის პერიოდს, თუმცა ეს ეფექტი აღინიშნებოდა იშვიათად (5%).

ატენოლოლი: ატენოლოლთან ერთდროული შეყვანისას სერტრალინი არ ცვლის მის ბეტამაბლოკირებელ ეფექტს.

გლიბენკლამიდი და დიგოქსინი: ამ პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება სერტრალინის 200 მგ-მდე დღიური დოზების გამოყენებისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.