კატეგორიები

  • ტიზერცინი 25მგ 50 ტაბლეტი

  • ფასი: 8.34 ლ
  • ტიზერცინი არის ნეიროლეფსიური სამკურნალო საშუალება .ჩვენებები :მწვავე ფსიქოზები ფსიქომოტორული აგზნებითა და გამოხატული შფოთვით ,ადიუვანტური თერაპია ქრონიკული ფსიქოზების დროს.



ტიზერცინი ®

TIZERCIN®

 

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენებისათვის

( ინფორმაცია პაციენტებისათვის )

 

 

ტიზერცინი ® გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ .

ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ლევომეპრომაზინის – 25 მგ - ს(33,8 მგ ლევომეპრომაზინის ჰიდრომალეინატის სახით ).

სხვა კომპონენტები : ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი , მაგნიუმის სტეარატი , პოვიდონი ,მიკროკრისტალური ცელულოზა , სახამებელი , ლაქტოზა , ტიტანის დიოქსიდი , ჰიპრომელოზა ,დიმეტიკონი .

 

 

  1. რა არის ტიზერცინი და რისთვის გამოიყენება :

ტიზერცინი არის ნეიროლეფსიური სამკურნალო საშუალება . მისი აქტიური კომპონენტილევომეპრომაზინი წარმოადგენს ფენოტიაზინის წარმოებულს .

პრეპარატის აქტიური კომპონენტი ლევომეპრომაზინი მიეკუთვნება ფენოთიაზინის წარმოებულებისსახელწოდებით ცნობილ ჯგუფს . ის ძირითადად გამოიყენება მომატებული მოძრაობისა დაფსიქომოტორული აქტივობის დროს . პრეპარატი , ასევე , შეიძლება გამოიყენებოდეს შფოთვისსამკურნალოდ .

ჩვენებები :

მწვავე ფსიქოზები ფსიქომოტორული აგზნებითა და გამოხატული შფოთვით :

-            შიზოფრენიის მწვავე შეტევა ;

-            სხვა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობები ;

ადიუვანტური თერაპია ქრონიკული ფსიქოზების დროს :

-            ქრონიკული შიზოფრენია ;

-            ქრონიკული ჰალუცინატორული ფსიქოზები .

 

  1. პრეპარატ ტიზერცინის გამოყენებამდე :

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში :

-            ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაცია ( არტერიული წნევის დამწევები );

-            მომატებული მგრძნობელობა ფენოთიაზინების ან ნებისმიერი სხვა ზემოთ ჩამოთვლილიკომპონენტის მიმართ .

-            ცნს - ის დამთრგუნველი პრეპარატების ჭარბი დოზირება ( ალკოჰოლი , ზოგადი საანესთეზიო ,საძილე საშუალებები );

-            დახურულკუთხოვანი გლაუკომა ;

-            შარდის შეკავება ;

-            პარკინსონის დაავადება ;

-            გაფანტული   სკლეროზი ;

-            მიასთენია , ჰემიპლეგია ;

-            მძიმე კარდიომიოპათია ( სისხლის მიმოქცევის უკმარისობა );

-            თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა ;

-            კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია ( დაბალი არტერიული წნევა );

-            სისხლმბადი ორგანოების დაავადებები ;

-            პორფირია ;

-            ძუძუთი კვება ;    

-            პრეპარატი წინაამღდეგნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის .

 

პრეპარატ ტიზერცინის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს

ტიზერცინის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ლაქტოზას . ეს უნდა იყოს გათვალისწინებული პრეპარატისდანიშვნის დროს ლაქტოზის აუტანლობის მქონე ავადმყოფებისათვის .

ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა საჭიროა რისკის და სარგებელის საგულდაგულო შეფასებისშემდეგ . ცნს - ის დამთრგუნველ საშუალებებთან ,   მაო - ს ინჰიბიტორებთან და ანტიქოლინერგულნივთიერებებთან ერთდროული გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს .

ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტებისათვის ექიმს შეუძლია დანიშნოს ტაბლეტების დაბალი დოზა.

თუ ამ პრეპარატის გამოყენებისას პაციენტს აღენიშნა გონების დაკარგვა და თავბრუსხვევა , ტაბლეტებისმიღების შემდეგ მიზანშეწონილია მწოლიარე მდგომარეობის მიღება ნახევარი საათის განმავლობაში .

პრეპარატ ტიზერცინის მიღებამდე საჭიროა ეკგ - ს რეგისტრირება გულ - სისხლძარღვთა დაავადებისგამოსარიცხად , რომელიც შეიძლება იყოს მკურნალობის უკუჩვენება .

 

მკურნალობის კურსის განმავლობაში , ექიმს შეუძლია დანიშნოს ზოგიერთი ლაბორატორული გამოკვლევათირკმელების და ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად . გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე , დოზაშეიძლება შემცირდეს .

კრეატინფოსფოკინაზის მომატებული   დონე , მიოგლობინურია და თირკმლის მწვავე უკმარისობისნიშნები შეიძლება ადასტურებდეს ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარებას ( ანს ).სხეულის ტემპერატურის მომატება , გაბრუება , არასტაბილური არტერიული წნევა ,   ტაქიკარდია ,ოფლიანობა , კატატონია , ასევე ,   ანს - ის სიმპტომებია . ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღებადაუყონებლივ უნდა შეწყდეს .

 

თუ პაციენტი მოთავსდა სავადმყოფოში ქირურგიული ოპერაციისათვის ან დადის სტომატოლოგთან ,აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება   ტიზერცინის ტაბლეტებით მკურნალობის შესახებ .

 

პრეპარატის მოხსნა საჭიროა თანდათანობით .

 

მკურნალობის დროს და მის დაწყებამდე რეკომენდირებულია შემდეგი მაჩვენებლების რეგულარულიკონტროლი :

-            არტერიული წნევა ( განსაკუთრებით , პაციენტებში არასტაბილური სისხლს მიმოქცევისსისიტემით და ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილებით );

-            ღვიძლის ფუნქცია ( განსაკუთრებით პაციენტებში ღვიძლის დავადებით ).

-            სისხლის ფორმულა ( ცხელებისა და ფარინგიტის დროს , ასევე , ლეიკოპენიასა დააგრანულოციტოზზე ეჭვის შემთხვევაში , მკურნალობის კურსის დასაწყისში და ხანგრძლივი თერაპიისგანმავლობაში ).

-            ეკგ ( გულ - სისხლძარღვთა დავადებების დროს და ხანდაზმულ პაციენტებში ).

 

პრეპარატ ტიზერცინის ტაბლეტების მიღება საჭმელთან და სასმელთან

მკურნალობის დროს და პრეპარატის მოქმედების განმავლობაში აუცილებელია ალკოჰოლური სასმელისაკრძალვა ( პრეპარატ ტიზერცინის მიღების შეწყვეტის შემდეგ 4-5 დღის მანძილზე ).

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

აღწერილია განვითარების თანდაყოლილი მანკების ზოგიერთი შემთხვევა იმ ბავშვებში , რომელთადედებიც იღებდნენ ფენოთიაზინებს , თუმცა   ამ გამოვლინებების კავშირი ფენოთიაზინებთან არ იყოდამტკიცებული .   ვინაიდან , არ არსებობს კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემები , არარის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს იმ შემთხვების გარდა , როდესაცგულდასმით იქნა შეფასებული ნაყოფისთვის რისკისა და დედისთვის სარგებლის მნიშვნელობა .

ძუძუთი კვება

ლევომეპრომაზინი გამოიყოფა დედის რძეში . ამასთან დაკავშირებით , ასევე , კონტროლირებადიკვლევების არარსებობის გამო , მისი გამოყენება წინაღმდეგნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს .

 

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა

პაცინტებმა თავი უნდა შეიკავონ , განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში , სატრანსპორტოსაშუალებებისა და მექნიზმების მართვისგან და იმ სამუშაოების შესრულებისგან , რომლებიცდაკავშირებულია უბედური შემთხვევების მაღალ რისკთან ( მაგალითად : მუშაობა სამშენებლო ხარაჩოზე). ამის შემდეგ საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ამ სახის საქმიანობის გაგრძელების შესახებ .

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება :

საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება აწმყოში ან რამდენიმე ხნის წინ გამოყენებული ნებისმიერისამკურნალო საშუალების შესახებ, რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.  

ტიზერცინი არ უნდა დაინიშნოს შემდეგ პრეპარატებთან ერთად :

-            ანტიჰიპერტენზიული საშუალებები , გამოხატული ჰიპოტენზიის რისკის გამო ;

-            მაო - ინჰიბიტორები , რადგან შესაძლებელია პრეპარატ ტიზერცინის ეფექტის ხანგრძლივობისადა მისი გვერდითი მოვლენების სიმძიმის მომატება .

 

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატ ტიზერცინის და შემდეგი პრეპარატების შეთავსების დროს :

-            ანტიქოლინერგული პრეპარატები ( ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ; H1 - ანტიჰისტამინურიდა ზოგიერთი ანტიპარკინსონული საშუალებები , ატროპინი , სკოპოლამინი , სუქცინილქოლინი )ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერების გამო ( პარალიზური ნაწლავური გაუვალობა , შარდისშეკავება , გლაუკომა ). სკოპოლამინთან კომბინაციის დროს აღინიშნება ექსტრაპირამიდული გვერდითიმოვლენები .

-            საშუალებები , რომლებიც თრგუნავენ ცნს - ( ნარკოტიკები , ზოგადი   საანესთეზიოსაშუალებები , ანქსიოლიზურები , სედატიური და საძილე პრეპარატები , ტრანკვილიზატორები ,ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ) აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას ცნს - ზე .

-            საშუალებები , რომლებიც ასტიმულირებენ ცნს - ( მაგალითად , ამფეტამინის წარმოებულები )ახდენენ მსუბუქ მასტიმულირებელ ეფექტს .

-            ლევოდოფა : ასუსტებს ამ პრეპარატის ეფექტს .

-            პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები : მათი ეფექტურობა იკლებს და შეიძლებაგანვითარდეს ჰიპერგლიკემია .

-            საშუალებები , რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს ( ზოგიერთი ანტიარითმულიპრეპარატი , მაკროლიდური ანტიბიოტიკები , ზოგიერთი სოკოს საწინაამღდეგო აზოლები , ციზაპრიდი, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი , ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი , ასევე , დიურეტიკებისარაპირდაპირი ეფექტი , რომელიც ამცირებენ კალიუმის დონეს ); ამ ეფექტებმა შეიძლება განიცადოსსუმაცია და მოიმატოს არითმიის რისკმა .

-            დილევალოლი : ეს პრეპარატი და ტიზერცინი მეტაბოლიზმის ურთიერთდამუხრუჭების გზითაძლიერებენ ერთმანეთის ეფექტს . ერთდროული შეყვანის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ერთი ანორივე პრეპარატის დოზის შემცირება . არ არის გამორიცხული სხვა ბეტა - ბლოკატორებთანანალოგიური ურთიერთქმედება .

-            პრეპარატები , რომლებიც იწვევს შუქმგრძნობელობას : ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს .

-            ალკოჰოლი : ცნს - ის დათრგუნვა ძლიერდება ორივე ნივთიერების ზემოქმედებით დაექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენების ალბათობა იზრდება .

სხვა :

ვიტამინ C- თან ერთდროული შეყვანა ამცირებს ამ ვიტამინის დეფიციტს , რომელიც დაკავშირებულიაპრეპარატ ტიზერცინის გამოყენებასთან .

 

  1. როგორ მიიღება ტიზერცინის ტაბლეტები

 

ტიზერცინის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის დანიშნულებით.

მკურნალობის დაწყება საჭიროა დაბალი დოზით , რომლის თანდათანობითი ზრდა შეიძლება პრეპარატისამტანობის გათვალისწინებით . პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ საჭიროა დოზისშემცირება შემანარჩუნებელ დოზამდე , რომლის სიდიდე განისაზღვრება ინდივიდუალურად . ფსიქოზისდროს საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ - ს ( გარსით დაფარული 1-2 ტაბლეტი ) ყოველდღიურად ორმიღებაზე . საჭიროებისამებრ , საწყისმა დღიურმა დოზამ შეიძლება მოიმატოს 150-250 მგ - მდე (2-3მიღებაზე ), პრეპარატის მოქმედების დაწყების შემდეგ კი შეიძლება დოზის შემცირება შემანარჩუნებელდოზამდე .

 

ჭარბი დოზირება :

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარებისგანყოფილებაში მიმართვა . პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტებიექიმის ინფორმირებისათვის .

ჭარბი დოზირების სიმპტომები :

სასიცოცხლო მაჩვენებლების ცვლილებები ( ხშირად ჰიპოტენზია და ჰიპერთერმია ), გულის კუნთშიგამტარებლობის დარღვევა ( QT ინტერვალის გახანგრძლივება , პარკუჭოვანი ტაქიკარდია / ფიბრილაცია ,თითისტარისებური პარკუჭოვანი ტაქიკარდია , წინაგულ - პარკუჭოვანი ბლოკადა ), ექსტრაპირამიდულისიმპტომები , სედატიური ეფექტი , ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება ( ეპილეფსიური შეტევები )და ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი .

 

ჭარბი დოზირების მკურნალობა :

რეკომენდირებულია შემდეგი პარამეტრების მონიტორირება : მჟავა - ტუტოვანი ბალანსი , წყალ -ელექტროლიტური ბალანსი , თირკმლის ფუნქციები , შარდის მოცულობა , ღვიძლის ფერმენტებისაქტივობა , ეკგ . ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის მქონე პაციენტებისათვის საჭიროა , ასევე ,სისხლის შრატის , კფკ - სა   და სხეულის ტემპერატურის კონტროლი .

მონიტორირებული პარამეტრების ცვლილებების შესაბამისად , საჭიროა დაინიშნოს სიმპტომურიმკურნალობა . ჰიპოტენზიის დროს : სითხის ინტრავენური გადასხმა , ტრენდელენბურგის მდგომარეობა ,დოფამინი და / ან ნორადრენალინი . ( ლევომეპრომაზინის პროარითმოგენული ეფექტის არსებობასთანდაკავშირებით , საჭიროა მზად იყოს ნაკრები რეანიმაციისათვის ; დოფამინის ან / და ნორადრენალინისშეყვანის დროს საჭიროა ეკგ - ს მონიტორირება ). კრუნჩხვითი მდგომარეობის დროს შეიძლება დიაზეპამისშეყვანა , ხოლო კრუნჩხვების განახლების დროს – ფენიტოინი ან ფენობარბიტალი . რაბდომიოლიზისდროს საჭიროა მანიტოლის დანიშვნა .

სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი . ფორსირებული დიურეზი , ჰემოდიალიზი დაჰემოპერფუზია არ არის ეფექტური .

არ არის რეკომენდირებული ღებინების გამოწვევა , რადგან შესაძლებელია ეპილეფსიური შეტევები დათავის და კისრის დისტონიურმა რეაქციებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღებინები მასის ასპირაცია . კუჭისამორეცხვა და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორირება   საჭიროა განხორციელდეს პრეპარატისმიღებიდან 12 საათის შემდეგაც კი , რადგან კუჭიდან შიგთავსის ევაკუაცია შენელებულიალევომეპრომაზინის ანტიქოლინერგიული ეფექტის გამო . შეწოვის დამატებითი დაქვეითებისათვისრეკომენდირებულია აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო საშუალების შეყვანა .

 

ტიზერცინის ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში

დაუშვებელია   ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასასნაზღაურებლად .

 

  1. შესაძლო გვერდითი ეფექტები :

  როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატს , ტიზერცინს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას , ტიზერცინის ტაბლეტების მიღება უნდაშეწყდეს , საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმის კონსულტაცია ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფოდახმარების განყოფილებაში მიმართვა :

-            ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გართულებით;

-            კოლაფსი;

ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ჩნდება იშვიათად. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს იმას,რომ ადგილი აქვს ძალიან მძიმე ალერგიულ რეაქციას პერიტოლზე. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფოსამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

 

ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, შეიძლება არ განუვითარდეთ ქვემოთY ჩამოთვლილიყველა   გვერდითი ეფექტი. ტიზერცინის ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდესნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა:

ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები:

გულ- სისხლძარღვთა სისიტემა: ყველაზე არსებითი და ხშირი გვერდითი ეფექტია – ორთოსტატულიჰიპოტენზია ( თანმხლები სისიუსტით, თავბრუსხვევით, გონების დაკარგვით). ასევე, შესაძლებელიატაქიკარდია, ადამს- სტოქსის სინდრომი, QT ინტერვალის გახანგრძლივება ( პროარითმოგენური ეფექტი,თითისტარისებური პარკუჭოვანი ტაქიკარდია).

სისხლის სისტემა: პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია.

ცენტრალური ნერვული სისტემა : დეზორიენტაცია, გაბრუება, მხედველობითი ჰალუცინაციები, არეულიმეტყველება, ექსტრაპირამიდული სიმპტომები ( დისკინეზია, დისტონია, პარკინსონიზმი,ოპისტოტონუსი, ჰიპერერეფლექსია), ეპილეფსიური შეტევები, მაღალი ქალასშიდა წნევა, ფსიქოზურისიმპტომების რეაქტივაცია, კატატონია.

ენდოკრინული სისტემა და მეტაბოლიზმი: გალაქტორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, წონისდაკლება. ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ ფენოთიაზინებს, განუვითარდათ ჰიპოფიზისადენომა, მაგრამ ამ ფაქტისა და პრეპარატ ტიზერცინის მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლადსაჭიროა დამატებითი გამოკვლევები.

შარდ- სასქესო სისტემა: შარდის გაუფერულება, მოშარდვის დარღვევა, ძალიან იშვიათად – საშვილოსნოსშეკუმშვები.

კუჭ- ნაწლავის ტრაქტი: პირის სიმშრალე, უსასიამოვნო შეგრძნებები მუცელში, გულისრევა, ღებინება,ყაბზობა, ღვიძლის დაზიანება ( სიყვითლე, ქოლესტაზი).

კანის რეაქციები: შუქმგრძნობელობა, ერითემა, პიგმენტური რეტინოპათია.

სხვა: ჰიპერთერმია, ვიტამინების უკმარისობა.

 

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაშისაჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

 

  1. გამოშვების ფორმა :

50 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ფლაკონში . ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდებამუყაოს კოლოფში .

 

  1. შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15 °-25 ° C ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 

  1. ვარგისიანობის ვადა : 5 წელი

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე .

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

 

  1. აფთიაქიდან გაცემის პირობები :

რეცეპტით.

 

  1. მწარმოებელი :

 

ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს

1106 ბუდაპეშტი , კერესტურის ქ . 30-38

უნგრეთი