კატეგორიები

  • ტოპეპსილი ტაბ. 25მგ N28

  • ფასი: 24.29 ლ
  • ტოპეფსილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ “ანტიეპილეპსიური”. მას გამოიყენებენ: • როგორც მონოთერაპიას მოზრდილებში და 6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალოდ; • სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მოზრდილებში და 2 წლი



1. რა არის ტოპეფსილი და რისთვის გამოიყენებენ მას

ტოპეფსილი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ “ანტიეპილეპსიური”.
მას გამოიყენებენ:
• როგორც მონოთერაპიას მოზრდილებში და 6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალოდ;
• სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მოზრდილებში და 2 წლის ზევით ასაკის ბავშვებში კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალოდ;
• მოზრდილებში შაკიკის დროს თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად.

2. ტოპეფსილის ტაბლეტების მიღებამდე
ნუ მიიღებთ ტოპეფსილს შემდეგ შემთხვევებში:
• ტოპირამატის ან პრეპარატ ტოპეფსილის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში (იხ. თავი 6 “დამატებითი ინფორმაცია”);
• შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობის დროს, თუ თქვენ ხართ ორსულად, ან შესაძლებელია ორსულობის დადგომა, და თქვენ კი არ იყენებთ საკმაოდ ეფექტურ კონტრაცეპციის საშუალებებს (იხ. დამატებითი ინფორმაცია თავში “ორსულობა და ძუძითი კვება”).

თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ზემოთ თქმული გეხებათ თქვენ, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ტოპეფსილის მიღებამდე.

პრეპარატი ტოპეფსილი უნდა იქნას გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით.

პრეპარატ ტოპეფსილის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ თქვენ:
• გაწუხებთ დარღვევები თიკმელების მხრივ, განსაკუთრებით შარდკენჭოვანი დაავადება, ან იმყოფებით დიალიზზე;
• ოდესმე გაწუხებდათ სისხლის და ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეების დაავადებები (მეტაბოლური აციდოზი);
• გაწუხებთ ღვიძლის დაავადებები;
• გაწუხებთ თვალის დაავადებები, განსაკუთრებით გლაუკომა
• გაწუხებთ ზრდის დარღვევა
• ხართ დიეტაზე ცხიმების დიდი რაოდენობის მიღებით (კეტოგენური დიეტა).

თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ზემოთ თქმული გეხებათ თქვენ, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ტოპეფსილის მიღებამდე.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, სანამ არ გაივლით კონსულტაციას ექიმთან.

ასევე თქვენ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან ვიდრე მიიღებთ ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ტოპირამატს და რომელსაც გინიშნავენ პრეპარატ ტოპეფსილის მაგივრად.
თუ თქვენ იღებთ პრეპარატ ტოპეფსილს, თქვენი სხეულის მასამ შეიძლება დაიკლოს, ამიტომ ამ პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა სხეულის მასის რეგულარული კონტროლი. თუ სხეულის მასა იკლებს ძალიან სწრაფად, ან ამ პრეპარატის მკურნალობის ფონზე ბავშვის სხეულის მასა მატულობს არასაკმარისად, მაშინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ანტიეპილეპტური პრეპარატებით, მათ შორის პრეპარატ ტოპეფსილის, მკურნალობის ფონზე მცირე რაოდენობის პაციენტებს უჩნდებათ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებისა ან თვითმკვლელობის შესახებაც კი. თუ ნებისმიერ მომენტში თქვენ შენიშნავთ, რომ გაგიჩნდათ მსგავსი აზრები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ ან არც ისე დიდი ხნის წინ იღებდით სხვა ნებისმიერ პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილს, ვიტამინებს და ფიტოპრეპარატებს. ტოპეფსილს და ზოგიერთ სხვა პრეპარატს შეულიათ მოახდინონ ზეგავლენა ერთმანეთის მოქმედებაზე. ხანდახან საჭიროა თქვენს მიერ მისაღები სხვა პრეპარატების ან ტოპეფსილის დოზების შეცვლა.

კერძოდ, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ:
• სხვა პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ აზროვნებაზე, კონცენტრაციაზე, მოძრაობის კოორდინაციაზე, ან არღვევენ მათ (მაგ., თრგუნავენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას, კერძოდ, მიორელაქსანტები და სედატიური პრეპარატები);
• ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. ტოპეფსილს შეუძლია შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა.

შეატყობინეთ მკურნალ ექიმს მენსტრუალური ციკლის ყველა ცვილებების შესახებ, რომლებიც აღგენიშნებათ თქვენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების და პრეპარატ ტოპეფსილის მიღების პერიოდში.

შეადგინეთ წამლების სია, რომლებსაც თქვენ იღებთ. ვიდრე დაიწყებთ ახალი პრეპარატით მკურნალობას, უჩვენეთ ეს სია მკურნალ ექიმს და ფარმაცევტს.

ამის გარდა, თქვენ უნდა ჩაიტაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან რიგი სხვა პრეპარატების, მათ შორის სხვა ანტიეპილეპტური პრეპარატების, რისპერიდონის, ლითიუმის პრეპარატების, ჰიდროქლოროთიაზიდის, მეტფორმინის, პიოგლიტაზონის, გლიბურინის, ამიტრიპტილინის, პროპრანოლოლის, დილთიაზემის, ვენლაფაქსინის, ფლუნარაზინის მიღების თობაზე.

თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ზემოთ თქმული გეხებათ თქვენ, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან ტოპეფსილის მიღებამდე.

პრეპარატ ტოპეფსილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტოპეფსილი შეიძლება მივიღოთ საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. პრეპარატ ტოპეფსილით მკურნალობის ფონზე მიიღეთ ბევრი სითხე დღის განმავლობაში, რომ არ დაუშვათ შარდის კენჭების წარმოქმნა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ბავშს ძუძუთი კვებავთ, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატ ტოპეფსილის მიღებამდე. Mმკურნალი ექიმი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა თქვენთვის ტოპეფსილის მიღება. ტოპირატამის, ისევე როგორც სხვა ანტილეპტიკური პრეპარატების, გამოყენებას ორსულობის პერიოდში თან ახლავს ნაყოფისათვის ზიანის მიყენების რისკი. თქვენ ნათლად უნდა წარმოიდგინოთ ორსულობის პეიოდში ეპილეპსიის მკურნალობისათვის პრეპარატ ტოპეფსილის მიღების შესაძლო სარგებლობის და რისკის თანაფარდობა.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ტოპეფსილი შაკიკის პროფილაქტიკისათვის, თუ თქვენ ხართ ორსულად ან შესაძლებელია ორსულობის დადგომა, მაგრამ თქვენ არ იყენებთ კონტრაცეპციის ეფექტურ საშუალებებს.

მეძუძურმა დედებმა, რომლებიც იღებენ ტოპეფსილს, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ექიმს, თუ ბავშს გამოუვლინდება რაიმე უჩვეულო სიმპტომები.

რაიმე პრეპარატების მიღების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

პრეპარატ ტოპეფსილით მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, დაღლილობა, მხედველობის დარღვევა. საჭესთან დაჯდომის და რთული მექანიზმების მართვის წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ტოპეფსილის ზოგიერთი კომპონენტების შესახებ
პრეპარატი ტოპეფსილი შეიცავს ლაქტოზას. თუ მკურნალმა ექიმმა შეგატყობინათ, რომ თქვენ გაწუხებთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მოცემული პრეპარატის მიღების წინ აუცილებლად ჩაიტარეთ კონცულტაცია მკურნალ ექიმთან.

3. როგორ უნდა მივიღოთ ტოპეფსილი

პრეპარატი ტოპეფსილი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ თქვენ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, აუცილებლად ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

• მიიღეთ ტოპეფსილი ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. ჩვეულებრივ ექიმი იწყებს პრეპარატ ტოპეფსილით მკურნალობას პატარა დოზებით, და თანდათან ზრდის დოზას მანამადე, სანამ არ იქნება დადგენილი პაციენტისათვის საუკეთესო დოზა.
• ტაბლეტები საჭიორა მივიღოთ მთლიანად. ეცადეთ არ დაღეჭოთ ტაბლეტები, რადგანაც ისინი ტოვებენ პირში მწარე გემოს.
პრეპარატი ტოპეფსილი შეიძლება მივიღოთ ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. პრეპარატ ტოპეფსილით მკურნალობის ფონზე მიიღეთ ბევრი სითხე დღის განმავლობაში, რომ არ დაუშვათ შარდის კენჭების წარმოქმნა.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ტოპეფსილის ტაბლეტები რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობით

• დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
• თქვენ შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა ან დაღლილობა, ან გამოგივლინდეთ სხეულის უჩვეულო მოძრაობები, დარღვევები ადგომის ან სიარულის მცდელობისას, თავბრუსხვევის შეგრძნება დაბალი არტერიალური წნევის შედეგად, ან გულისცემის დარღვევა, ან კრუნჩხვითი შეტევები.

ჭარბი დოზირება შეიძლება განვითარდეს ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ პრეპარატ ტოპეფსილთან ერთად ღებულობთ სხვა პრეპარატებს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ ტოპეფსილის მიღება

• თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ ის მაშინვე, როგორც კი გაგასხენდებათ. Mმაგრამ თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, ნუ მიიღებთ გამოტოვებულ დოზას, არამედ გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივი სქემით. თუ თქვენ გამოტოვეთ ორი ან მეტი დოზა, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
• ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის ასანაზღაურებლად (ორ დოზას ერთდროულად).
თუ თქვენ წყვეტთ პრეპარატ ტოპეფსილის მიღებას

ნუ შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას მანამადე, ვიდრე თქვენი მკურნალი ექიმი ამას არ შემოგთავაზებთ. თქვენი დაავადების სიმპტომები შეიძლება განახლდეს. თუ თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მოცემული პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ, პრეპარატის დოზები თანდათანობით უნდა იქნას შემცირებული, რამოდენიმე დღის განმავლობაში.

თუ თქვენ გაქვთ კითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ასევე პრეპარატ ტოპეფსილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი ეფექტების სიხშირეს განსაზღვრავენ შემდეგის თანახმად:
- ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში);
- ხშირი (ვითარდება 100-დან 1 – 10 პაციენტში);
- არახშირი (ვითარდება 1 000-დან 1 – 10 პაციენტში);
- იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1 – 10 პაციენტში);
- ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში)
- უცნობი (მოცემული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია განვითარების სიხშირის დადგენა).

ძალიან ხშირად განვითარებადი გვერდითი მოვლენები

• წონის დაკარგვა;
• ჩხვლეტის შეგრძნება ხელებში და ფეხებში;
• უხალისობა ან ძილიანობა;
• თავბრუსხვევა;
• დიარეა;
• გულის რევა
• ცხვირის გაჭედვა, სურდო, ფარინგიტი;
• დაღლილობა;
• დეპრესია.

ხშირი გვერდითი ეფექტები
• ხასიათის და ქცევის ცვლილება, მათ შორის, გაღიზიანება, ნერვოზულობა, სევდიანობა;
• სხეულის მასის მომატება;
• მადის დაქვეითება ან დაკარგვა;
• სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება;
• აზროვნების და აზროვნების სიცხადის შეცვლა, ცნობიერების არევის, კონცენტრაციის და მეხსიერების დარღვევის, აზროვნების შენელების ჩათვლით;
• არეული მეტყველება;
• სიარულის დარღვევა, მოუქნელობა
• ხელების და ფეხების უნებლიე კანკალი;
• შეხებითი და საერთო მგრძნობელობის დაქვეითება;
• თვალების უნებლიე მოძრაობა;
• გემოვნებითი მგრძნობელობის დარღვევა;
• მხედველობის დარღვევა, არამკაფიო მხედველობა, თვალში გაორება;
• შუილი ყურებში;
• ყურის ტკივილი;
• ჰაერის უკმარისობა;
• სისხლდენა ცხვირიდან;
• ღებინება;
• კუჭის შეკრულობა;
• კუჭის ტკივილები;
• საჭმლის მონელების დარღვევა;
• სიმშრალე პირში;
• პირში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
• კენჭები თირკმელებში;
• ხშირი შარდვა;
• ტკივილები შარდვის დროს;
• თმის ცვენა;
• გამონაყარი კანზე და/ან კანის ქავილი;
• ტკივილები სახსრებში;
• კუნთების სპაზმები, კუნთების კრუნჩხვითი მოძრაობა, კუნთების სისუსტე;
• ტკივილები გულ-მკერდის არეში;
• ციებ-ცხელება;
• ძალ-ღონის გამოცლა;
• ზოგადი დაუძლურება;
• ალერგიული რეაქციები;


არახშირი გვერდითი ეფექტები
• კრისტალების გაჩენა შარდში;
• დარღვევები სისხლის კლინიკურ ანალიზში, მათ შორის, ლეიკოციტების ან ტრომბოციტების რაოდენობის შემცირება ან ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა.
• არათანაბარი ან შენელებული გულის რითმი;
• კისრის, საოფლე ან საზარდულის ლიმფური კვანძების შეშუპება;
• კრუნჩხვითი შეტევების განვითარების სიხშირის გაზრდა;
• მეტყველებითი ურთიერთობის დარღვევა;
• ნერწყვდენა;
• გონების დაკარგვა;
• გულის წასვლა;
• გადაადგილების შენელება ან მოძრაობის დარღვევა;
• ძილის ხანგრძლივობის ან ხარისხის დარღვევა;
• ყნოსვის შესუსტება ან დარღვევა;
• წერის დარღვევა;
• კანის ქვეშ ჟრუანტელის შეგრძნება;
• დარღვევები თვალების მხრივ, მათ შორის, თვალების სიმშრალე, მგრძნობელობის გაზრდა შუქის მიმართ, ცრემლდენა, მხედველობის გაუარესება;
• სმენის დაქვეითება ან დაგარგვა;
• ხმის გაუხეშება;
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;
• გაზების წარმოქმნა
• გულის წვა;
• მგრძნობელობის დარღვევა პირის ღრუში შეხების მიმართ;
• სისხლდენა ღრძილებიდან;
• კუჭის გავსების ან მუცლის შებერვის შეგრძნება;
• პირში ტკივილის ან წვის შეგრძნება;
• უსიამოვნო სუნი პირიდან;
• შარდის და/ან განავალის უნებლიე გამოყოფა;
• იმპერატიული ბრძანებითი მოთხოვნები მოშარდვაზე;
• ტკივილი თირკმელების არეში და/ან შარდის ბუშტში, გამოწვეული შარდის კენჭების დაძვრით;
• ოფლის გამოყოფის შემცირება ან შეწყვეტა;
• კანის ფერის შეცვლა;
• კანის ლოკალიზებული შეშუპება;
• სახის შეშუპება;
• სახსრების შეშუპება;
• ჩონჩხის ძვლების შებოჭვა;
• სისხლის მჟავიანობის მომატება;
• სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება;
• მადის მომატება;
• წყურვილი, სითხის პათოლოგიურად დიდი რაოდენობით მიღება;
• დაბალი არტერიული წნევა ან ადგომისას არტერიული წნევის დაცემა;
• სისხლის მოწოლა;
• გრიპის მაგვარი დაავადება;
• კიდურების გაციება (მაგ., ხელის მტევნების და სახის);
• სწავლის უნარის დაქვეითება;
• სექსუალური ფუნქციის დაღვევა (ერექტიული დისფუნქცია, ლიბიდოს დაკარგვა);
• ჰალუცინაციები;
• მეტყველებითი ურთიერთობის უნარის შემცირება;

იშვიათი გვერდითი ეფექტები
• კანის ზემგრძნობელობა;
• ყნოსვის დარღვევა;
• გლაუკომა თვალისშიდა სითხის გადინების დარღვევით, რომელიც იწვევს თვალის შიდა წნევის მომატებას, ტკივილს და მხედველობის დარღვევას;
• თირკმლის მილაკოვანი აციდოზი;
• კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი – სიცოხლისთვის სახიფათო კანის დაზიანება, რომლის დროსაც კანის ზედა შრე ცილდება ქვედას, და პოლიმორფული ერითემა – კანის ზედაპირზე ამობურცული წითელი ლაქების გაჩენა, რომლისგანაც შეიძლება წარმოიქმნას ბუშტუკები;
• სუნი;
• თვალის გარშემო ქსოვილების შეშუპება;
• რეინოს სინდრომი. ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს ყურის, თითების, ტერფის სისხლძარღვების დაზიანებას და თან ახლავს ტკივილი და სიცივისადმი მგრძნობელობის გაზრდა;
• ქსოვილების კალციფიკაცია (კალცინოზი).

გვერდითი ეფექტები, რომელთა განვითარების სიხშირე არ არის ცნობილი
• მაკულოპათია. მაკულოპათია – მაკულას დაზიანება - არის თვალის ბადურას დეგენერაციული დაავადება. (მაკულა არის თვალის მიერ სინათლისშემგრძნები გარსის (ბადურა გარსის) ცენტრალური ნაწილი). თუ თქვენ შეამჩნევთ მხედველობის დარღვევას ან მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას, მიმართეთ მკურნალ ექიმს;
• თვალის კონიუქტივის შეშუპება;
• ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი – სტივენს-ჯონსონის სინდრომის უმძიმესი ფორმა (იხ. თავი “არახშირი გვერდითი ეფექტები”).

თუ რომელიმე არასასურველი ეფექტი მძიმდება ან თუ თქვენ აღგენიშნათ რაიმე არასასურველი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ უნდა შევინახოთ ტოპეფსილი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ ტოპეფსილს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.
მოცემული სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

ნუ გადაყრით სამკურნალო საშუალებებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყალში. თუ აუცილებელია პრეპარატის გადაგდება, რომელიც აღარ გესაჭიროებათ, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. Eეს ზომები თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებას.

6. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ ტოპეფსილის შემადგენლობა

სამკურნალო პრეპარატის მოქმედი ნივთიერება არის ტოპირამატი.

სამკურნალო პრეპარატ ტოპეფსილის გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს ტოპირატამს - 25 მგ, 50 მგ, 100 მგ ან 200 მგ.

სამკურნალო პრეპარატ ტოპეფსილის დამხმარე ნივთიერებები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ტოპეფსილი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ
ტაბლეტის ბირთვი:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრი გლიკოლატის სახამებელი (A ტიპი), კოპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური კრემნიუმის დიოქსიდი.
ტაბლეტის გარსი:
ჰიპრომელოზა, პოლიდექსტროზა, მაკროგოლი 8000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტრიეთილციტრატი.

პრეპარატ ტოპეფსილის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ტოპეფსილი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ
თეთრი, მრგვალი ფორმის, ორმხრივად ამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით: ერთ მხარეზე ასო “თ” და მეორე მხარეზე რიცხვი “25”.


შეფუთვა
გარსით დაფარული 14 ტაბლეტი დაფასოებულია პვქ/პვდქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერულ შეფუთვაში. ორი ბლისტერი (28 ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.


ღსს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქუჩა, 30-38
უნგრეთი
ტელ.: (36-1) 265-5555
ფაქსი: (36-1) 265-5529