კატეგორიები

  • ტრიფტაზინი 5მგ 50 ტაბლეტი

  • ფასი: 6.49 ლ
  • ტრიფტაზინი გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ, განსაკუთრებით პარანოიდული, მარტივი (აპათო-აბულიური სინდრომით), დუნედ მიმდინარე ფორმების, ბირთვული შიზოფრენიის დროს,



ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ტრიფლუოპერაზინი; 10-[3-(4-მეთილ-1-პიპერაზინილ)პროპილ]-2-ტრიფლუორომეთილფენოთიაზინის დიჰიდროქლორიდი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებანი: ცისფერი ან მომწვანო-მოლურჯო ფერის შემოგარსული ტაბლეტები. ტაბლეტების ზედაპირზე დასაშვებია ბზვინვარება.
ტრიფლუოპერაზინის ჰიდროქლორიდი 0,005 გ ტრიფლუოპერაზინზე გადაანგარიშებით;
 
დამხმარე ნივთიერებები:

შაქარი-რაფინადი, კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, დალექილი კალციუმის კარბონატი, ინდიგოკარმინი, გლიცერინი, ცვილი, ვაზელინის ზეთი, ტალკი.

გამოშვები ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ATC NO5A B06. ანტიფსიქოზური საშუალება-ფენოთიაზინის პიპერაზინული წარმოებული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრიფტაზინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ანტიფსიქოზურ საშუალებას. მისი ნეიროლეფსიური მოქმედება შეთავსებულია გარკვეულ მასტიმულირებელ ეფექტთან. იგი ჰალუცინატარულ-ბოდვითი და ჰალუცინატორული მდგომარეობის დროს ავლენს სედატიურ მოქმედებას. პრეპარატს გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, ხასიათდება გამოხატული კატალეფსიური მოქმედებით.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბციის ხარისხი – მაღალია, პლაზმის ცილებთან კავშირი აღწევს 95%, ახასიათებს ღვიძლში პირველადი გავლის ეფექტი. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 35%-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის დრო 2-4 სთ-ის ტოლია. ინტენსიურად მეტაბოლიზდება, მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
 
ჩვენება:
ტრიფტაზინი გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ, განსაკუთრებით პარანოიდული, მარტივი (აპათო-აბულიური სინდრომით), დუნედ მიმდინარე ფორმების, ბირთვული შიზოფრენიის დროს, რომელსაც თან ახლავს გამოხატული ჰალუცინატორულ-პარანოიდული ფსიქოპათიისა და ნევროზის მსგავსი მოვლენები, იპოქონდრული, სენესტოპათიური სიმპტომებით, პერიოდული შიზოფრენიის დროს. ტრიფტაზინი გამოიყენება აგრეთვე სხვა ფსიქიური დაავადებებისას, რომლებიც მიმდინარეობს ბოდვითი სიმპტომატიკითა და ჰალუცინაციებით: ალკოჰოლური ჰალუცინაციები და პარანოიდები, ინვოლუციური ფსიქოზები და ნევროზები. ტრიფტაზინი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

მიღების წესი და დოზირება:
ტრიფტაზინი გამოიყენება პერორალურად ჭამის შემდეგ. მკურნალობის დასაწყისში მისი ერთჯერადი დოზა შეადგენს 5 მგ-ს. შემდგომში მას თანდათანობით ზრდიან 5 მგ-ით დღეღამურ დოზით 30-80 მგ-მდე. (ცალკეულ შემთხვევაში –100-120 მგ). დღეღამურ დოზამდე ყოფენ 2-4 მიღებაზე. სასურველი ეფექტის მიღწევისას ოპტიმალურ დოზას უნიშნავენ 1-3 თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომში თანდათანობით ამცირებენ 5-დან 20 მგ-მდე დღეში. უკანასკნელი დოზებს შემდგომში იყენებენ როგორც შემანარჩუნებელი დოზებს.
დეპრესიულ-ჰალუცინატორული და დეპრესიულ-ბოდვითი მდგომარეობების დროს ტრიფტაზინს იყენებენ ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში.
ტრიფტაზინი როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება გამოიყენება 1-4 მგ-ის ოდენობით დღეში.
ტრიფტაზინით მკურნლობა უნდა იყოს ინდივიდუალური, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-9 თვეს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში უფრო მეტ ხანს. დაავადების კლინიკური სურათის მიხედვით შესაძლებელია პრეპარატისა და სხვა ნეიროლეფსიური ან ტრანკვილიზური საშუალებების (მაგრამ არა ანტიდეპრესანტებთან) კომბინირებულ გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:
ტრიფტაზინის გამოყენებისას საკმაოდ ხშირად აღინიშნება ექსტრაპირამიდული დარღვევები (დისკინეზია, აკინეტო-რიგიდული მოვლენები, აკატიზია, ჰიპერკინეზი, ტრემორი, ვეგეტატური დარღვევები). კორექტორის სახით იყენებენ ანტიპარკინსონულ საშუალებებს – ტროპაცინი, ციკლოდოლი, და სხვა. დისკინეზიები (პაროქსიზმული კრუნჩხვები კისრის კუნთების კრუნჩხვების, ენის, პირის ღრუს ფსკერის, ოკულოგირული კრიზები) კუპირდებიან კოფეინის ნატრიუმის ბენზოატით 2 მლ 20%-იანი ხსნარი კანქვეშ, ან ამინაზინის (1-2 მლ 2,5%-იანი ხსნარი კუნთებში)ხსნარით.
იშვიათად აღინიშნება ტოქსიკური ჰეპატიტი, აგრანულოციტოზი.
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება.

წინააღმდეგჩვენება:
ღვიძლის მწვავე და ქრონიკული-ანთებითი დაავადებები, გულის დაავადებები გამტარებლობის დარღვევით და დეკომპენსაციის სტადიაში, ორსულობის პერიოდი, თირკმელების მძიმე ფორმის დაავადებები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი შეუთავსებელია ეთანოლთან და ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება:
მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
სიმპტომები და მკურნალობა: იხ. “გვერდითი მოვლენები”.

გამოყენების თავისებურებები:
მკურნალობის ფონზე არ არის რეკომენდბული იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებას, ფსიქიურ და მოძრაობით რეაქციების სიჩქარეს (მაგალითად, ტრანსპორტის და მექანიზმების მართვა). ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია შეუქცევადი დისკინეზური მოძრაობების განვითარება. გვიანებითი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას, მკურნალობა საჭიროა შევწყვიტოთ.
 

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი

შეფუთვა:
10 და 50 შემოგარული ტაბლეტი კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში.
N50 შემოგარსული ტაბლეტები კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში; 10 შემოგარსული ტაბლეტები 5 კონტურული დაყოფილ შეფუთვაში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
  
მწარმოებელი:
“ზდოროვიე”  (უკრაინა)

 

PSP გირჩევთ