კატეგორიები

  • ბენიკვიტი (B კომპლექსი) 3მლ 5 ამპულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: * დერმატიტი * ფსორიაზი * გადაღლილობა * ნევრიტი * სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტი, ნევრალგია...



შემადგენლობა: ყოველი 3 მლ. შეიცავს:

√ თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1)100მგ. √ რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი (ვიტამინი B2) 5მგ. √ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)100 მგ. √ ციანკობალამინი (ვიტამინი B12) 1000მკგ. √ ნიკოტინამიდი 100მგ. √ D-პანთენოლი 50მგ. √ ბენზილის სპირტი 1% (კონსერვანტი)

დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუთოლი, დინატრიუმის ედეტატი, მონოთიოგლიცეროლი, პოლისორბატი 80, პროპილენ გლიკოლი, საინექციო წყალი .

ფარმაკოლოგიური  თვისებები და მოქმედების მექანიზმი:  ბენიკვიტი B, B ჯგუფის ვიტამინების საინექციო კომპლექსია. ვიტამინი B1(თიამინი), როგორც კოფერმენტი მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში (აუცილებელია ნერვული იმპულსის გადასაცემად), მონაწილეობს ჰექსოზის უტილიზაციის პროცესში (მონაწილეობს როგორც კოფერმენტი პენტოზოფოსფატურ ციკლში) და ნუკლეოტიდების (ნუკლეინის მჟავების სინთეზის პრეკურსორების) ბიოსინთეზში. თიამინის დეფიციტის დროს ვითარდება ბერი-ბერის დაავადება. ვიტამინი B2(რიბოფლავინი), არის უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების ყველაზე მნიშვნელოვანი კატალიზატორი, გარდაქმნის ფლავოფერმენტებს ფლავინ მონონუკლეოტიდად და ფლავინ ადენინდინუკლეოტიდად. ისინი მონაწილეობენ როგორც კოფერმენტები მიტოქონდრიაში ელექტრონის გადაცემაში, მიტოქონდრულ სუნთქვით ჯაჭვში და წარმოადგენენ ნახშირწყლების, ცხიმოვანი მჟავების და ამინომჟავების მეტაბოლიზმის შუალედური რეაქციების აუცილებელ კომპონენტებს. ხშირ შემთხვევაში რიბოფლავინის დეფიციტი ვითარდება ნიკოტინის მჟავის დეფიციტთან ერთად, რაც იწვევს კანის და ლორწოვანი გარსის დაავადებებს (ხეილიტი, სტომატიტი), მხედველობის დაზიანებას (ირიტი, კონიუნქტივიტი) და ზოგჯერ სისხლის მიმოქცევის დარღვევებს (კუნთების სპაზმებს, შაკიკი). ვიტამინი B6(პირიდოქსინი), როგორც კოფერმენტი პირიდოქსალ-5-ფოსფატის ფორმით მონაწილეობს ტრანსამინირების, დეკარბოქსილირების და სხვა ფერმენტულ რეაქციებში, აუცილებელია პროტეინების და ამინო მჟავების მეტაბოლიზმისათვის, მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში და  აქსონის მიელინური გარსის ფორმირებაში. პირიდოქსინის დეფიციტის გამო შესაძლოა განვითარდეს კანის, ნერვული სისტემის დაავადება და დაირღვეს ერითროგენეზი. ვიტამინი B12(კობალამინი), აუცილებელია ზრდისთვის, ერითროციტების და მიელინის ფორმირებისთვის. კობალამინის დეფიციტი იწვევს მეგალობლასტური ანემიას, დემიელინიზაციას და სხვა ნევროლოგიური დარღვევების განვითარებას. ნიკოტინამიდი, მონაწილეობს დეჰიდროგენაზების და ოქსიდაზების მიერ ელექტრონების გადაცემის პროცესში, ასევე უჯრედოვანი სუნთქვის პროცესში, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ნიკოტინამიდის დეფიციტი იწვევს პელაგრას რომელიც ხასიათდება კანის, კუჭ-ნაწლავის და ნეიროფსიქიკური დაზიანებით. D-პანთენოლიმონაწილეობს აცეტილირებასა და ოქსიდაციის პროცესებში, კარბოჰიდრატების და ცხიმების მეტაბოლიზმში და აცეტილქოლინის სინთეზში, აქვს ძლიერი ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება:

* დერმატიტი

* ფსორიაზი

* გადაღლილობა

* ნევრიტი

* სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტი, ნევრალგია

* შეწოვის დარღვევა

* სტომატიტი

* ანემია

* ინტოქსიკაცია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოყენება სპეციფიურ კონტიგენტში: არ გამოიყენება ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: ბენიკვიტი B-ს დანიშვნა ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში ხდება ექიმის დანიშნულებით.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდირებულია თერაპევტული დოზა 3მლ. ყოველდღიურად ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

დოზის გადაჭარბება: B-ჯგუფის ვიტამინების ხანგრძლივი დროით და მაღალი დოზით მიღების მთავარი გამოვლინება არის თუთიის და კალიუმის შეწოვის გაზრდა, ეს შესაძლოა გახდეს საზიანო საკვერცხეების კისტის, მტკივნეული მენსტრუაციის, პროსტატიტის, შარდის ბუშტის ქრონიკული ინფექციების ან ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებების მიმართ მიდრეკილი პაციენტებისთვის. B-ჯგუფის ვიტამინები სრულიად უკუნაჩვენებია საკვერცხეების ან სათესლე ჯირკვლის კიბოს დროს, რაც მჭიდროდ უკავშირდება უჯრედშიდა თუთიის და/ან კალიუმის კონცენტრაციის მატებას, მაშინ როცა სისხლში კალიუმის დაბალ კონცენტრაციასთან დაკავშირებული შარდის ბუშტის პრობლემის (შარდის ბუშტის კუნთების სისუსტე), ან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის დროს პირიქით, B-ჯგუფის ვიტამინების მიღება სასარგებლოც შეიძლება იყოს.

გვერდითი მოვლენები: მედიკამენტის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. ვიტამინი B1-ის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ტკივილს, ქავილს, გაღიზიანებას და სიწითლეს. ვიტამინი B2- ი არ იწვევს ტოქსიკური მოვლენებს, მაგრამ დიდი დოზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდის გაყვითლება. არანაირი ტოქსიკური ან გვერდითი მოვლენები არ უკავშირდება ვიტამინი B12-ის დიდი რაოდენობით მიღებას. ნიკოტინამიდის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ღვიძლის დაზიანებას, კანის სიწითლეს, ქავილს, გულძმარვას და პეპტიურ წყლულს. D-პანთენოლი, წყალში ხსნადი ვიტამინია და ტოქსიკურობა ძალიან იშვიათია, დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაშიშესაძლოა გამოიწვიოს დიარეა. არასასურველი ეფექტები: ოფლიანობა, ტაქიკარდია, აკნე, სხვა სისტემური რეაქციები, ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ქავილი, ბრონქოსპაზმი, ქვინკეს შეშუპება და ანაფილაქსური შოკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: 1. ბენიკვიტმა B - მ შესაძლოა შეამციროს ზოგიერთი ადრენობლოკატორისა და ადრენოლიტიკების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ასევე ამცირებს ბარბიტურატების და გლუტეთიამიდების საძილე ეფექტს ვიტამინი B1-ის არსებობის გამო. 2. ქლორპრომაზინი ზრდის ვიტამინი B2-ის ექსკრეციას შარდში. 3. პრობენეციდი ამცირებს ვიტამინ B2-ის ექსკრეციას შარდში (ამცირებს მილაკოვან ექსკრეციას და რე-აბსორბციას).  4. ვიტამინი B6 ამცირებს L-დოფას ანტიპარკინსონულ ეფექტს. 5. პერორალურ კონტრაცეპტივებთან, იზონიაზიდთან, პენიცილამინთან, ციკლოსენინთან და თიოსემიკარბაზონებთან ერთობლივი გამოყენებისას მცირდება ვიტამინი B6-ის კონცენტრაცია სისხლში.

განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილებები: სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ინვიტრო შეუთავსებლობის გამო, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული (ერთიდაიგივე შპრიცით) შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ბენზილპენიცილინი და ოქსაცილინი (ანტიბიოტიკები ილექება და ინაქტივირდება), მაკროლიდები (წარმოიქმნება უხსნადი ნალექები); ქლორამფენიკოლი (ილექება).

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში. არ გაყინოთ. ვარგისიანობის ვადა ორი წელი.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: ინტრამუსკულური/ინტრავენური, საინექციო ხსნარი, 3 მლ. შუშის ამპულებში, 5 ამპულა პლასტმასის კონტეინერში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: Oxford LifeSciences Pvt. Ltd, ინდოეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია

 

PSP გირჩევთ