კატეგორიები

  • გინო 15 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: • მოზრდილებში ­ ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა, პროფილაკტიკა; • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; • ფსიქო ემოციური გადაღლა, სტრესი; • კარიესის მკურნალობა, პროფილაქტიკა; • ჩამორჩენა ზრდაში; • ანტიბიოტიკოთერაპია; • ლიბიდოს დაქვეითება ქალებსა



 შემადგენლობა: ყოველი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
კალციუმი (კალცი) 75.0 მგ
ფოსფორი 58.0 მგ
ვიტამინი ჩ 50.0 მგ
ჟენშენის ექსტრაქტი 42.5 მგ
რკინის ფუმარატი 30.0 მგ
თუთია 10.0 მგ
ნიკოტინამიდი 10.0 მგ
კალციუმის პანტოთენატი 5.0 მგ
ვიტამინი E 5.0 მგ
მაგნიუმი 3.0 მგ
კალა 2.0 მგ
ვიტამინი B2 1.5 მგ
ვიტამინი B1 1.0 მგ
ვიტამინი B6 1.0 მგ
მანგანუმი 0.5 მგ
სპილენძი 0.5 მგ
ფოლის მჟავა 0.15 მგ
იოდი 0.1 მგ
ვიტამინი A 2500 სე                                                                                                                                                                                         ვიტამინი D3 200 სე
ვიტამინი B12 0.1 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
გინნო – ეს არის კომბინირებული პოლივიტამინური პრეპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ჟენშენის ექსტრაქტი, პოლივიტამინები და მინერალები.
ვიტამინები – საკვები ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის. რომლის მიღებაც აუცილებელია
ორგანიზმისთვის. ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ვიტამინებს ან გამოიმუშავებს მათ, უმნიშვნელო რაოდენობით. სწორედ ამიტომ საჭიროა მივიღოთ
გინნო.
გინნოს შემადგენლობაში შედის შემდეგი ვიტამინები:
ვიტამინი ჩ (ასკორბინის მჟავა) ­ მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბევრ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომელიც ხელს უწყობს რეგენერაციისა და
ქსოვილების შეხორცების პროცესს. ხელს უწყობს ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა სახის სტრესის ზემოქმედებისგან, ახდენს იმუნური და
ჰემატოლოგიური სტატუსის ნორმალიზებას.
ნიკოტინამიდი ­ მისი ბიოლოგიური როლი დაკავშირებულია ჟანგვა­აღდგენით რეაქციებთან, ის უზრუნველყოფს ნორმალურ ზრდასა და დადებითად
მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე.
B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) – უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ზრდის პროცესში, სისხლის წარმოქმნასა და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური
ფუნქციონირებისთვის.
B12 ვიტამინი ­ აუცილებელია ფერმენტული სისტემის შენებისთვის. ასევე მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზში, ხელს უწყობს ნივთიერებათა
ცვლას, სისხლის წარმოქმნას.
ჟენშენი­ ჟენშენის ძირები ცნს ერთ­ერთი ძლიერი აღმგზნები საშუალებაა. რომელიც არ მოქმედებს უარყოფითად, არ არღვევს ძილს. ასტიმულირებს
ქსოვილოვან სუნთქვას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ახდენს გულის რიტმის მუშაობის ნორმალიზებას, მატებს აირთა ცვლას, აჩქარებს შეხორცების
პროცესს.
ჟენშენი ­ ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ ჟენშენი ინიშნება როგორც ახალგაზრდებში, ასევე დასუსტებულ, ხანშიშესულ და
40 წელს გადაცილებულ ადამიანებშიც.
მინერალები ­ უჯრედ შორის სითხეში არეგულირებს მინერალების შემადგენლობას. მონაწილეობენ სისხლის უჯრედების, ძვლების ფორმირებაში. ასევე
ნერვული სისტემისა და კუნთოვანი ტონუსის რეგულირებაში, მათ შორის გულსისხლძარღვთა სისტემის კუნთების ტონუსზე.
ყველა ფერმენტული პროცესები მიმდინარეობს მინერალების მონაწილეობით, ამიტომაც ისინი აუცილებელია ვიტამინების ადეკვატური უტილიზაციისათვის.
ჩვენებები
• მოზრდილებში ­ ჰიპო და ავიტამინოზის მკურნალობა, პროფილაკტიკა;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• ფსიქო ემოციური გადაღლა, სტრესი;
• კარიესის მკურნალობა, პროფილაქტიკა;
• ჩამორჩენა ზრდაში;
• ანტიბიოტიკოთერაპია;
• ლიბიდოს დაქვეითება ქალებსა და მამაკაცებში;
• კანის დაავადების დროს;
• თმის ცვენა;
• შაქრიანი დიაბეტი, ძვალ­სახსროვანი დაავადებები;
• არარეგულარული და ერთფეროვანი რაციონით კვება;
• რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი;
• შრომის უნარიანობის დაქვეითება.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისთვის 1 კაფსულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით 2­3 კვირის მანძილზე. დანარჩენ შემთხვევაში – ექიმის დანიშნულებით.
უკუჩვენება
მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

PSP გირჩევთ