კატეგორიები

  • გლუკოვანსი 500მგ/5მგ 60 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: 2 ტიპის დიაბეტი მოზრდილებში.




შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები შეფუთვაში 30 ც. 1 ტაბ. შეიცავს მეტფორმინს 500მგ და გლიბენკლამიდს 5მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კომბინირებული პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: მეტფორმინი განეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს, ახასიათებს ჰიპოგლიკემიური მოქმედება ინსულინის მიმართ ქსოვილების მგრძნობელობის მომატების ხარჯზე, ასევე აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს და თრგუნავს ღვიძლში გლუკონეოგენეზს, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინებს, გლიბენკლამიდი განეკუთვნება სულფონილშარდოვანის 2 თაობის პრეპარატებს, ის იწვევს პანკრეასის ბეტა-უჯრედების სტიმულაციას და ხელს უწყობს ინსულინის სეკრეციას.

ჩვენება: 2 ტიპის დიაბეტი მოზრდილებში.

უკუჩვენება: 1 ტიპის დიაბეტი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, კეტოაციდოზი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მძიმე ინფექციები, მიოკარდიუმის ინფარქტი, პორფირია, ალკოჰოლიზმი, იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანა, ორსულობა, ლაქტაცია, მიკონაზოლის მიღება.

გვერდითი მოვლენები: ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულის რევა, ერითემა, თრომბოციტოპენია, ანემია, ალკოჰოლის მიღებისას --,,ანტაბუსის ეფექტი,,

განსაკუთრებული მითითება: მიკონაზოლის და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური კომა. კორტიკოსტეროიდებთან ერთად პრეპარატის დანიშვნის დროს შეიძლება განვითარდეს კეტოაციდოზი.

დოზირება: ინდივიდუალურია, საშუალოდ საწყისი დოზაა 1 აბი ჭამის დროს, მაქსიმალური -4 აბი დღის განმავლობაში. დოზის კორექცია ხდება ყოველ 2 კვირაში ექიმის მიერ

მწარმოებელი: საფრანგეთი, MERCK SANTE

PSP გირჩევთ