კატეგორიები

  • ელივე 200 იუ 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები ჰიპოვიტამინოზი დისმენორეა ორსულობის შეწყვეტის საშიშროება მრავალნაყოფიანი ორსულობა ...



შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს 200 სე Е ვიტამინს (ნატურალური ალფა–ტოკოფეროლის სახით).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ელივე ნაწილობრივ აკომპენსირებს ესტროგენების დეფიციტს, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. დადებით გავლენას ახდენს სასქესო ორგანოების და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციაზე. გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, აფერხებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას. ამცირებს კაპილარების განვლადობას და მათი კედლების სიმყიფეს. აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას. ასტიმულირებს ცილების, ჰემოგლობინის, მიოგლობინის, პეროქსიდაზას, კოენზიმ Q-ს სინთეზს. ხელს უწყობს A ვიტამინის ათვისებას და იცავს მას დაჟანგვისაგან. აფერხებს სიბერის ლაქების განვითარებას.

ჩვენებები
ჰიპოვიტამინოზი
დისმენორეა
ორსულობის შეწყვეტის საშიშროება
მრავალნაყოფიანი ორსულობა 
კლიმაქტერიული პერიოდი 
ჰისტერექტომიისა და ოვარექტომიის შემდგომი მდგომარეობა
ფიბროზულ–კისტოზური მასტოპათია 
ენდომეტრიოზი 
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია 
სპერმატოგენეზისა და ლიბიდოს დარღვევები 
დეგენერაციული ცვლილებები ღვიძლში 
დისცირკულაციური ენცეფალოპათია 
ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე დარღვევები 
დერმატომიოზიტი 
დერმატიტი 
ფსორიაზი

მიღების წესები და დოზები
1–4 კაფსულა დღეში ჭამის დროს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენეტებისადმი.

PSP გირჩევთ