კატეგორიები

  • ეურომაგ B6 60 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ეურომაგ B6® კომბინირებული პრეპარატია მაგნიუმისა და B6-ია დეფიციტის შესავსებად ორგანიზმში.



ევრომაგი B6® შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 5 მგ. მაგნიუმის ლაქტატი 470 მგ. პიპერინი 2,5 მგ. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის(2+) ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, პოვიდონი, ტალკი, აეროზილი, ნატრიუმის გლუკოლატი, პროტექტაბ HB-1 (F5B1ჩ8), მეთილენ ქლორიდი, პროპილენ-გლიკოლი, გამოხდილი წყალი. ფარმაკოლოგიური დახასიათება: Eურომაგ B6® კომბინირებული პრეპარატია მაგნიუმისა და B6-ია დეფიციტის შესავსებად ორგანიზმში. მაგნიუმი უჯრედშიდა კათიონია, მოიპოვება ყველა უჯრედში; ამცირებს ნეირონთა აგზნებას, ხელს უწყობს იონთა ბალანსის შენარჩუნებას, არეგულირებს იმპულსის ნერვ-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობს ფერმენტულ პროცესებში. მაგნიუმის უკმარისობა გამოვლინდება გულისცემის რიტმის დარღვევით, რასაც მოჰყვება კუნთთა სისუსტე, ტრემორი, ტეტანია, ატაქსია, რეფლექსური აგზნებადობის მატება, კრუნჩხვა, ძილის მოშლა, ტაქიკარდია და ექსტრასისტოლია; საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა. მაგნიუმის დეფიციტი შესაძლოა იყოს პირველადი – გამოწვეული მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევით და მეორადი – გამოწვეული მისი პერ ოს მიღების დეფიციტით (მკაცრი დიეტა, ალკოჰოლიზმი, პარენტერული კვება); კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის დარღვევით (დიარეა, გასტროინტესტინალური ფისტულა, ჰიპოპარათირეოზი); და თირკმელებით მისი გაძლიერებული გამოყოფით (ტუბულოპათია, პოლიურია, დიურეტიკების მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენება, პიელონეფრიტი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი). პირიდოქსინი (ვიტამინი B6) კოენზიმია, მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, არეგულირებს ნერვული სისტემის მეტაბოლიზმს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მისი სწრაფი აბსორბცია უზრუნველყოფს მაგნიუმის ათვისებას და მისი კონცენტრაციის შენარჩუნებას უჯრედში. პიპერინი ალკალოიდია - შავი პილპილის მშრალი ნაყოფის დაპატენტებული სტანდარტიზებული ექსტრაქტი; პიპერინი ,,ბიოშეღწევადობის გამაძლიერებელი” და ბუნებრივი ,,თერმონუტრიენტია”, რომელიც აძლიერებს სისხლის მიწოდებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და საკვები ნივთიერებების აბსორბციას. ფარმაკოკინეტიკა: მაგნიუმის კონცენტრაცია შეადგენს 17 მკგ/კგ. მისი 99% აკუმულირებულია უჯრედში. მიღებული მაგნიუმის 40-50% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანიდან. უჯრედშიდა მაგნიუმის 2/3 ძვლოვან ქსოვილშია, დანარჩენი კი განივზოლიან კუნთებსა და ერითროციტებში. 1/3 გამოიყოფა შარდთან ერთად. მალპიგის მილაკებში პლაზმის ფილტრაციის შემდგომ ხდება მაგნიუმის 95-97% -ის უკუშეწოვა თირკმლის მილაკებიდან. ჩვენებები: მდგომარეობები, დაკავშირებული მაგნიუმისა და პირიდოქსინის დეფიციტთან *ძილის დარღვევები, *ნერვული დაძაბულობა, *ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, *კუნთთა სპაზმი და ტკივილი (განსაკუთრებით წვივის კუნთების), *მიოკარდიუმის ინფარქტი, *გულის ქრონიკული უკმარისობა, *მაგნიუმ-დამოკიდებული არითმიები, *სპასტიური მდგომარეობები (მათ შორის პერიფერიული ვაზოკონსტრიქცია), *ათეროსკლეროზი, *ჰიპერლიპიდემია. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ Eურომაგ B6® -ს არ გააჩნია ფეტოტოქსიკური მოქმედება. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს, რადგან იგი გამოიყოფა რძესთან ერთად. მიღების წესი და დოზირება: მიიღება 12 წლის ზევით: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში; ჭამის დროს, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის სისტემის დისფუნქცია; შესაძლოა ალერგიის განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიულ პირებში. წინააღმდეგჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ; თირკმლის მწვავე უკმარისობა (როდესაც კრეატინინის კლირენსი დაბალია 30 მლ/წთ. მაჩვენებელზე); ფენილკეტონურია. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის დროს. გამოშვების ფორმა: ევრომაგი B6 ტაბლეტები #30. შენახვის წესი: ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºჩ –ზე დაბალ
ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: გამოშვებიდან 3 წელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ. მწარმოებელი: VEFA İლაç Iსტანბულ-თურკეყ. ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ,,EუროPჰარმა Gეორგია“

PSP გირჩევთ