კატეგორიები

  • ვიტრუმი ანტიოქსიდანტი 60 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.



შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტაკაროტინი1) 5000 სე2
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 250 მგ
ვიტამინი E (dl-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) 200 სე3
თუთია (თუთიის ოქსიდი) 10 მგ
სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 1.1 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 2 მგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) 20 მკგ
1 - სინონიმი ბეტა-კაროტინი
2 – 1.55 მგ რეტინოლის აცეტატის (4500 სე) და 300მკგ ბეტაკაროტინის (500სე) ექვივალენტი
3 - 200 მგ dl-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის ექვივალენტი
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი, ტრიაცეტინი, საღებავი წითელი მომხიბვლელი AC (E129), საღებავი ყვითელი მზის ჩასვლა AC (E110), საღებავი მბრწყინავი ლურჯი FCF (E133).
აღწერილობა:კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები წითელიდან მუქ-წითელ ფერამდე. დასაშვებია სპეციფიური სუნის არსებობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომელსაც გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური აქტივობა. უჯრედის დონეზე ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი მოქმედებისაგან. ვიტამინი A ზრდის ლეიკოციტების ფაგოციტურ აქტივობას, იწვევს თავისუფალი რადიკალებისა და კანცეროგენების დაშლას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა, ოფთალმოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას. E ვიტამინს ლიპიდების დაჟანგვის შედეგად აქვს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება.და ახდენს ჟანგვა-აღდგენითი და მეტაბოლური პროცესების სტაბილიზებას ორგანიზმში. ვიტამინი C მონაწილეობს ქსოვილების რეგენერაციაში (აღდგენაში), აწესრიგებს კაპილარების განვლადობას. აუვნებელყოფს ბევრ ტოქსიკურ ნივთიერებას და ძირითად როლს ასრულებს იმუნოლოგიურ რეაქციებში და ამით ზრდის ინტერფერონების (ვირუსის საწინააღმდეგო ნივთიერებების) სინთეზს. სელენი შედის ფერმენტული სისტემის – გლუტათიონ პეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც ბიოლოგიურ მემბრანებს იცავს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზემოქმედებისაგან. დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებზე, იმუნიტეტზე და ამით ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას ინფექციის დროს. სელენი E ვიტამინის სინერგისტია. თუთია შედის ანტიოქსიდანტური ფერმენტის - სუპეროქსიდ-დისმუტაზას შემადგენლობაში, და ხელს უწყობს A ვიტამინის აბსორბციას. მანგანუმი ასტიმულირებს იმუნოგლობულინების სინთეზს და ასევე სუპეროქსიდ-დისმუტაზას კომპონენტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის დაცვაში დამჟანგავი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. სპილენძი მონაწილეობს ჰემოგლობინისა და ერითროციტების წარმოქმნაში, ენერგოცვლის პროცესებში, აჩქარებს გამოჯანმრთელებას.

ჩვენებები
- ჰიპოვიტამინოზის და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა; 
- გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის გაძლიერება;
- გამოჯანმრთელების პერიოდში და გადატანილი დაავადებების ან ოპერაციული ჩარევების შემდეგ;
ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ; 
- არასასურველი ეკოლოგიური პირობების დროს და მავნე ჩვევების ნეგატიური შედეგების შესამცირებლად.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
მიიღება შიგნით. მოზრდილებსა და 18 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიიღება დღეში 1 ტაბლეტი ჭამის შემდეგ 1-2 თვის განმავლობაში. განმეორებითი კურსები – ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობის პერიოდი. სიფრთხილით გამოიყენება თრომბოემბოლიების მაღალი რისკის, მძიმე კარდიოსკლეროზის, მიოკარდის ინფარქტის დროს.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

ჭარბი დოზირება
შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.
მკურნალობა: აქტივირებული ნახშირი შიგნით, კუჭის ამორეცხვა, სიპმტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის გამოყენების დროს ვიტამინების შემცველი სხვა პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 10-30oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

PSP გირჩევთ