კატეგორიები

  • ვიტრუმი თინეიჯერი 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.



პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ვიტრუმ® თინეიჯერი
(ВИТРУМ® Тинэйджер )
სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები დასაღეჭი.
შემადგენლობა: ერთი დასაღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ კომპონენტებს:
ვიტამინ А (რეტინოლის აცეტატს) 3000 МЕ1
ვიტამინ D3 (კოლეკალციფეროლს) 200 МЕ2
ვიტამინ Е (დლ-ალფა ტოკოფეროლის აცეტატს) 10 МЕ3
ვიტამინ ჩ (ასკორბინის მჟავას) 100 მგ
ვიტამინ B1 (თიამინის მონონიტრატს) 1,5 მგ
ვიტამინ B2 (რიბოფლავინს) 1,7 მგ
ვიტამინ B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს) 2 მგ
ვიტამინ B12 (ციანოკობალამინს) 6 მკგ
ნიკოტინამიდს 20 მგ
ფოლის მჟავას 400 მკგ
კალციუმის პანტოტენატს 5 მგ
ბიოტინს 30 მკგ
ვიტამინი К1 (ფიტომენადიონს) 10 მკგ
ფოსფორს (კალციუმის ჰიდროფოსფატს) 50 მგ
კალციუმს (კალციუმის კარბონატს, კალციუმის
ჰიდროფოსფატს)
200 მგ
მაგნიუმს (მაგნიუმის ოქსიდს) 50 მგ
რკინას (რკინის ფუმარატს) 10 მგ
სპილენძს (სპილენძის ოქსიდს) 2 მგ
თუთიას (თუთიის ოქსიდს) 15 მგ
იოდს (კალიუმის იოდიდს) 150 მკგ
მანგანუმს (მანგანუმის სულფატს) 1 მგ
სელენს (ნატრიუმის სელენატს) 30 მკგ
ქრომს (ქრომის ქლორიდს) 20 მკგ
მოლიბდენს (ნატრიუმის მოლიბდატს) 20 მკგ
1
- ექვივალენტურია 1032 მკგ რეტინოლის აცეტატის
2
- ექვივალენტურია 5 მკგ კოლეკალციფეროლის
3
- ექვივალენტურია 10 მგ დლ-ალფა ტოკოფეროლის აცეტატის
დამხმარე ნივთიერებებს: მაგნიუმის სტეარატს, სილიციუმის დიოქსიდს
კოლოიდურს უწყლოს, ვანილს, შოკოლადის არომატიზატორს, ბამბის ზეთს, გუარის
კამედს (გუმფისს) (Е412), კაკაოს ფხვნილს, ფრუქტოზას, სორბიტოლს, ასპარტამს.
ჩომპანყ ჩონფიდენტიალ
აღწერილობა: ტაბლეტები დასაღეჭი მრგვალი ფორმის ღია-ნაცრისფერ-
ყავისფერიდან მუქ-ნაცრისფერ-ყავისფრამდე ღია და მუქი ჩანართებით. სპეციფიური
მოტკბო სუნით და გემოთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინები და მულტიმინერალები.
ათქ კოდი: [A11AA04]
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტრუმ® თინეიჯერი აუცილებელია ინტენსიური
ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში ორგანიზმის ყველა ფუნქციის
მოსაწესრიგებლად. იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. აუცილებელია კვების
რეჟიმის დარღვევის, დაუბალანსებელი და/ან არასრულფასოვანი კვების დროს.
გამოყენების ჩვენებები:
ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა
ბავშვებში და მოზარდებში:
- ინტენსიური ზრდის და განვითარების პერიოდში, მათ შორის, დასუსტებულ
ან ხშირად მოავადმყოფე ბავშვებში;
- მაღალი ფიზიკური და ემოციური დატვირთვების დროს (გამოცდების
ჩაბარების პერიოდი, აქტიური სპორტულის ვარჯიშები);
- ცხოვრება არახელსაყრელ ეკოლოგიურ გარემოში.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის
მიმართ, А და D ჰიპერვიტამინოზი.
მიღების წესი და დოზები: ბავშვებისთვის 12 დან18 წლამდე – 1 ტაბლეტი დღეში.
შიგნით, ჭამის შემდეგ, ტაბლეტის დაღეჭვით.
გვერდითი მოქმედება: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის
კომპონენტებზე. შესაძლოა შარდის შეღებვა ინტენსიურ ყვითელ ფერად, რაც არ არის
საშიში, ვინაიდან, განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის
არსებობით.
ჭარბი დოზირება: შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს მიმართეთ ექიმს.
მკურნალობა: გააქტივებული ნახშირი შინაგანად, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური
მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: ჭარბი დოზირების თავიდან
ასაცილებლად არ არის რეკომენდებული А, Е, D ვიტამინების შემცველ
პრეპარატებთან ერთდროულად მიღება.
საგანგებო მითითება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზირებას.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები დასაღეჭი.
30, 60, 90 ან 100 ტაბლეტი დასაღეჭი პოლიეთილენის ფლაკონში ჩასახრახნი
თავსახურით და ფოლგის დამატებითი სარქველით. ფლაკონს ეწებება ეტიკეტი,
ჩომპანყ ჩონფიდენტიალ
შემოეკვრება პოლიეთილენის აპსკი და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად
თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას 10-30°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის
შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III
(გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე)
მწარმოებელი: უნიფარმ, ინკ., აშშ
წარმომადგენლობა რუსეთში: 113114, ქ. მოსკოვი, დერბენიოვის სანაპ., ს. 7, ნაგ. 5,
ტელ: (495) 995-77-67, www.unipharm.ru
Company Confide

PSP გირჩევთ