კატეგორიები

  • კალცემინი 120 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა: ხანდაზმულ ადამიანებში, პირებში რომლებსაც აწუხებთ რევმატიული, ენდოკრინული სისტემის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული და პროფესიული დაავადებები და სხვ.;



აღწერილობა

თეთრი ფერის, ოვალური ტაბლეტები, ცალ მხარეს ნაზოლით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: კალციუმი (კალციუმის ციტრატი და კალციუმის კარბონატი) 250 მგ, ვიტამინ D 50 მე, თუთია (თუთიის ოქსიდი) 2მგ, სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) 0.5მგ, მანგანუმი (მანგანუმის სულფატი), 0.5მგ, ბორი (ნატრიუმის ბორატი) 50მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: სოიოს პოლისაქარიფი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინმჟავა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი, მინერალური ზეთი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მაკრო-მირკოელემენტებს. მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობასი შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

გამოყენების ჩვენებები

სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა

ორგანიზმში კალციუმის და ვიტამინ D3-ის დეფიციტის მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან , ან როდესაც საკვებით მიღებული კალციუმი და ქოლეკალციფეროლი არასაკმარისია.

ორგანიზმის კალციუმის და ვიტამინ D3-ის გაზრდილი მოთხოვნილება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინტენსიური ზრდის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ჭამის დროს.

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 -ტაბლეტი დღეში ორჯერ, ჭამის დროს. ორსულობის მე-20 კვირიდან და მთელი ლაქტაციის პერიოდსი -1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირების რეჟიმში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ გამოყენებისას მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.

კალციუმის და ვიტამინ D3-ს დეფიციტის მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრზლივობაა არანაკლებ 4-6 კვირისა. განმეორებითი კურსის რაოდენობა წლის განმავლობაში, დგინდება ინდივიდუალურად.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

დოზის კორექცია საჭირო არ არის

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

თირკმლის ფუნქციის მძიმე დაზიანებისას, პრეპარატი კალცემინის მიღება არ შეიძლება

ხანდაზმული პაციენტები:

დოზა ისეთივეა, როგორიც მოზრდილებისათვის. საჭიროა თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითების შესაძლებლობის გათვალისწინება.

არ შეწყვიტოთ კალცემინის მიღება მკურნალი ექიმის კონსულტაციის გარეშე!

გვერდითი მოქმედება

იშვიათ შემთხვევებში: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად - ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია

სხვა: ალერგიული რეაქციები.

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას აცნობეთ მათ შესახებ მკურნალ ექიმს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, ისეთებსაც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში.

უკუშვენებები

ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპერკალციემია (მათ შორის როგორც ჰიპერპარატირეოზის (პირველადის ან მეორადის) შედეგი); ჰიპერკალციურია,  D3 ჰიპერვიტამინოზი; ნეფროლითიაზი; დეკალცინირებადი სიმსივნეები; მიელომა, ძვლის მეტასტაზები, სარკოიდოზი; შარდ-კენჭოვანი დაავადება; იმობილიზაციით გამოწვეული ოსტეოპოროზი; ათეროსკლეროზი; ჰიპერმგრძნობელობა აქტიური და ნიბისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ; 6 წლამდე ასაკის ბავშვები

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომები: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, კუნთების სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, სწრაფი დაღლა, ძვლების ტკივილი, ფსიქიუტი დარღვევები, ნეფროკალცინოზი, შარდ-კენჭოვანი დაავადება და მძიმე შემთხვევებში გულის არითმიები. ჭარბი დოზების ხანგრზივი გამოყენებისას (2500მგ კალციუმზე მეტი)-თირკმელების დაზიანება, რბილი ქსოვილების კალცინოზი.

ჭარბი დოზირების ნიშნების აღმოჩენისას აუცილებელია კალციუმის და ვიტამინ D3-ს, ასევე, თიაზიდური საშუალებების და საგულე გლიკოზიდების მიღების შეწყვეტა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სითხის დანაკარგის შევსება, მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების (მაგ. ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბიფოსფონატების გამოყენება.

აუცილებელია სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის, თირკმლის ფუნქციის და დიურეზის კონტროლი.

მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ცენტრალური ვენური წნევის გაზომვა და ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.

უსაფრთხოების ზომები

ხანგრძლივი თერაპიისას საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის და კრეატინინის შემცველობის კონტროლი. დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში საგულე გლიკოზიდებით და დიურეზული საშუალებებით ერთდროული მკურნალობის დროს (იხ. განყოფილება ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან“) და პაციენტებში, თირკმელებში კენჭების წარმოქმნისკენ მიდრეკილებით. ჰიპერკალციემიის და თირკმლის ფუნქციის დაზიანების ნიშნების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

ვიტამინი D სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, თირკმლის უკმარისობით. ამ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის შრატში კალციუმის და ფოსფატების შემცველობის კონტროლი. ასევე, აუცილებელია რბილი ქსოვილების კალცინოზის განვითარების რისკის გათვალისწინება. ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ვიტამინ D-ს სხვა წყაროებიდან დამატებითი შემოსვლის გათვალისწინება.

კალციუმი და ვიტამინი D სიფრთხილით გამოიყენება იმობილიზებულ პაციენტებში, ოსტეოპოროზით, ჰიპერკალციემიის რისკთან დაკავშირებით

ვიტამინ D  სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სარკოიდოზით, რადგანაც მათ გააჩნიათ ვიტამინ D - ს მეტაბოლიზმის პათოლოგია და შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალციემია, კენჭები თირკმელებში და თირკმლის უკმარისობა. კალციუმის კონცენტრაცია სისხლში და შარდში ასეთ პაციენტებში უნდა შემოწმდეს რეგულარულად.

ტეტრაციკლინის და ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენება ჩვეულებრივ რეკომენდებული არ არის, ან უნდა განხორციელდეს სიფრთხილით (იხ. განყოფილება ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

ვიტამინ D3-ის დიდი დოზების გამოყენება არამიზანშეწონილია, რადგანაც  იგი ამ შემთხვევაში აინჰიბირებს ვიტამინ D3-ის ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების წარმოქმნას. ამავე დროს, ორგანიზმში იზრდება გარდაუქმნელი ვიტამინ D3-ს შემცველობა, რომელიც ექვემდებარება დაჟანგვას და ამით იზრდება D-ჰიპერვიტამინოზის განვითარების რისკი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი ბავშვს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან არ გამორიცხავთ ორსულობის დადგომას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ორსულობის დროს ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების დარღვევა.

ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს ლაქტატში. ეს გასათვალისწინებელია მაშინ, როცა ბავშვი დამატებით იღებს ვიტამინ D-ს.

გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე

თუ ამჟამად ან უახლოეს წარსულში თქვენ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

კალციუმის და ვიტამინ D-ს პრეპარატებთან, საგულე გლიკოზიდების ერთდროული გამოყენებისას, ჰიპერკალციემიას შეუძლია მოახდინოს მათი ტოქსიკური ეფექტების პოტენცირება. აუცილებელია ეკგ-ს და სისხლის შრატში კალციუმის შემცველობის კონტროლი.

კალციუმის პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ტეტრაციკლინის შეწოვა. ამიტომ ტეტრაცუჯკუნის რიგის პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს პრეპარატ კალცემინის მიღებამდე 2 საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ.

ბიფოსფონატების შეწოვის შემცირების თავიდან ასაცილებლად, მათი მიღბა რეკომენდებულია პრეპარატის კალცემინის მიღებამდე არაუმცირეს ერთი საათით ადრე.

გლუკოკორტიკოიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს პრეპარატ კალცემინის დოზის გაზრდა.

თიაზიდური რიგის დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის დონის რეგულარული კონტროლი.

ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები, პირიქით, ზრდიან თირკმელებით კალციუმის გამოყოფას.

კალციუმი ამცირებს ლევოთიროქსინის ეფექტურობას, მისი შეწოვის შემცირების გზით. ლევოთიროქსინის და პრეპარატ კალცემინის მიღებებს შორის პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათისა.

ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკების შეწოვა კალციუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება. ამიტომ ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკების მიღება უნდა მოხდეს პრეპარატ კალცემინის მიღებამდე 2 საათით ადრე ან 6 საათის შემდეგ.

ქოლიკალციფეროლის აქტივობა შეიძლება შემცირდეს მისი ერთობლივი გამოყენებისას ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან.

ქოლესტირამინი და საფაღარათე საშუალებები მინერალური ან მცენარეული ზეთის ფუძეზე, ამცირებენ ვიტამინ D3-ს შეწოვას.

კალცემინის მიღება ოქსალატების (მჟაუნა, რევანდი, ისპანახი) და ფიტინი (ბურღულეული) შემცველ საკვებთან ერთად, რომელთა მიღება ამცირებს კალციუმის შეწოვას არ შეიძლება.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

PSP გირჩევთ