კატეგორიები

  • კალციმაგი+D2 გრანულები 75გ

  • ფასი: 0.00 ლ
  • D ვიტამინის ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა; რაქიტი და ოსტეომალაცია D ვიტამინის ნაკლებობის შედეგად, რაც თავისთავად განპირობებულია ინტესტინური მალაბსორბციით ან კვების დარღვევით; მდგომარეობები, როდესაც იზრდება D ვიტამინის მოთხოვნილება; ბავშვები, რომლე



ინსტრუქცია

შემადგენლობა 

 

გრანულების 5 გრამი შეიცავს:

ერგოკალციფეროლი (ვიტ D2) 3000 სე
კალციუმის გლუკონატი 375 მგ
კალციუმისა და მაგნიუმის ინოზიტოჰექსოფოსფატი 125 მგ
შემავსებლები: შაქარი, ვანილინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კალციმაგი-კომბინირებული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება რაქიტისა და ოსტეომალაციის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. ვიტამინი D2 ხელს უწყობს Ca – ის და P – ის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ძვლოვანი სისტემის ნორმალურ კალციფიკაციას. კალციუმისა და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი (ფიტინი) აძლიერებს ძვლის ქსოვილის ზრდასა და განვითარებას. კალციუმის გლუკონატი პრეპარატიში დამატებულია ორგანიზმში Ca – ის იონების დამატებით შეყვანისათვის.

ჩვენებები
D ვიტამინის ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა; რაქიტი და ოსტეომალაცია D ვიტამინის ნაკლებობის შედეგად, რაც თავისთავად განპირობებულია ინტესტინური მალაბსორბციით ან კვების დარღვევით; მდგომარეობები, როდესაც იზრდება D ვიტამინის მოთხოვნილება; ბავშვები, რომლებიც ცოტა დროს ატარებენ მზეზე და სუფთა ჰაერზე; ბავშვები რომლებიც იმყოფებიან D ვიტამინშეზღუდული რაციონით ხელოვნურ კვებაზე; ძალიან მუქი კანის ფერის მქონე ადამიანები (ულტრაიისფერი არ აღწევს კანის სისქეში); მალაბსორბციის სინდრომები, ქრონიკული დიარეა, გასტრექტომია, ცხიმების შეწოვის დარღვევა (სტეატორეა), ვეგეტარიანული დიეტა, მკაცრი დიეტა გახდომის მიზნით; ზოგადი პარენტერული დაავადებები რომლებიც დაკავშირებულია კვების დარღვევასთან, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურული ტრადიციებით გაპირობებული კვების დარღვევა, წონის დაკარგვა; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; ბარბიტურატების, ფენიტოინის, ქოლესტირამინის, ქოლესტიპოლის, თხევადი პარაფინის მიღება.

მიღების წესები და დოზები
D ვიტამინის ალიმენტური უკმარისობის, რაქიტისა და ოსტეომალაციის სამკურნალოდ სადღეღამისო დოზები:
- მოზრდილებში 1000-2000 ერთეული (1/4-1/2 დოზირებული ჭიქა)
- ბავშვებში 1000-4000 ერთეული (1/4-1 დოზირებული ჭიქა)
მკურნალობა რამოდენიმე თვე ტარდება. კლინიკური, რადიოლოგიური და ბიოქიმიური სინჯების დადგენილი გაუმჯობესებისას, თუ შენარჩუნდება D ვიტამინის უკმარისობის გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დღეში 400 ერთეულის მიღებით. 
კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებით გამოწვეული ოსტეომალაციის დროს:
- მოზრდილებში ინიშნება 1000-4000 ერთ (1/4-1 დოზირებული ჭიქა)
- ბავშვებში ინიშნება 1000 ერთ (1/4 დოზირებული ჭიქა)
რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკისათვის მიიღება დღეში 400 ერთ (ერთი ჩაის კოვზი) ვინაიდან მგრძნობელობა D ვიტამინის მიმართ შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, დოზის შერჩევა კლინიკური პასუხის მიხედვით ხდება. 
სისხლის შრატში Ca х P დონე არ უნდა აღემატეობოდეს 58 მგ/ლ.

გვერდითი მოვლენები
ერგოკალციფეროლის გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია ჰიპერკალცემიასთან, რომელიც შეიძლება იყოს D ვიტამინით ინტოქსიკაციის დასაწყისი. ჰიპერკალცემიის ადრეული გამოვლინებები _ დიარეა, თავის ტკივილი, ანორექსია, რკინის გემო პირში, ღებინება, გულისრევა, პირის სიმშრალე, სწრაფად დაღლა, სისუსტე.
ჰიპერკალციმიის გვიანი გამოვლინებები - ძვლების ტკივილი, ამღვრეული შარდი, კრუნჩხვები, ჰიპერტონია, ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ, არითმია, ქავილი, მენტალური ცვლილებები, კუნთების ტკივილი, მწვავე პანკრეატიტი, ღებინება, გულისრევა, გახდომა, ხშირი შარდვა. D ვიტამინით ინტოქსიკაცია აღინიშნება 60000 ერთეულზე მეტის მიღებისას დღეში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მოულოდნელი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
ჰიპერკალცემია, ჰიპერვიტამინოზი D, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერპარათირეოიდიზმი.

განსაკუთრებული მითითებები
რაქიტისა და ოსტეომალაციის დროს, რომლებიც არ არის დაკავშირებული კვების დარღვევასთან (ოჯახური ფოსფატემია, თირკმლის ოსტეოდისტროფია, მეტაბოლური აციდოზი, ფანკონის სინდრომი) მკურნალობა აუცილებელია ერგოკალციფეროლის, კალციფედიოლის ან კალციტრიოლის მაღალი დოზებით. ორსულობის დროს D ვიტამინის მაღალი დოზებით გამოყენება არ შეიძლება.
ლაქტაციის დროს D ვიტამინის მეტაბოლიტები ძალიან მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. ზოგიერთ ბავშვს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა D ვიტამინის მიმართ. ჰიპერფოსფატემიამ შეიძლება გაზარდოს მეტასტაზური კალციფიკაციის რისკი. თუ ჰიპერფოსფატემიის მქონე ავადმყოფებში ინიშნება D ვიტამინი, მაშინ მათ პერორალურად უნდა მიიღონ AL (OH)3 პრეპარატები სისხლის პლაზმაში ფოსფორის დონის ნორმალიზებისთვის. 

დიაგნისტიკური ტესტების ჩვენებები:
D ვიტამინის მაღალი დოზებით გამოყენებისას:
-შეიძლება გაიზარდოს შრატისმიერი კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და ქოლესტერინის რაოდენობა; 
-შეიძლება გაძლიერდეს შარდთან ერთად კალციუმისა და ფოსფორის გამოყოფა;
-ჰიპერკალცემიამდე შეიძლება შემცირდეს ტუტე ფოსფატაზას აქტივობა.

ჭარბი დოზირება
ჰიპერკალცემიის დროს უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, უნდა მოხდეს გადასვლა კალციუმის დაბალი შემცველობის რეჟიმზე, საჭიროა დიდი რაოდენობით წყლის მიღება. გამოიყენება შარდის შემამჟავებელი და კორტიკოსტეროიდული მკურნალობა. არ შეიძლება დღის სინათლეზე ყოფნა. ჰიპერკალცემიური კრიზების დროს გამოიყენება ფუროსემიდი, ბევრი წყალი, კალციტონინი და სტეროიდები. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჰემოდიალიზის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
1) ბარბიტურატებს, ფენიტოინს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომულ ფერმენტებს, შეუძლიათ ერგოკალციფეროლის დაშლის დაჩქრება.
2) თიაზიდური ჯგუფის დიურეზული საშუალებების კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატებთან ერთად გამოყენება ზრდის ჰიპერკალციემიის რისკს. 
3) ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი და თხევადი პარაფინი ამცირებენ D ვიტამინის აბსორბციას.
4)დიგიტალისის გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია არითმიის განვითარება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

PSP გირჩევთ