კატეგორიები

  • კალცი სიროფი ხენდროს გემო 150მლ.

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: - კალციუმის დეფიციტის შესავსებად , განსაკუთრებით ორგანიზმის კალციუმზე გაზრდილი მოთხოვნილებისმდგომარეობებისას ( ორსულობა , ლაქტაცია , ბავშვის ინტენსიური ზრდა , რეკონვალესცენცია , ძვლისმოტეხილობა , რაქიტი ) - დამხმარე სა



საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : კალციუმი ხენდროს გემოთი

 

სამკურნალწამლო ფორმა :

სიროფი

 

შემადგენლობა :

სიროფის 1 მლ შეიცავს :

კალციუმის გლუბიონატი 294 მგ

კალციუმის ლაქტობიონატი 64 მგ

( რაც შეესაბამება 22,8 მგ კალციუმს )

სხვა კომპონენტები : საქაროზა , ნატრიუმის ბენზოატი , ხენდროს არომატი , 10%- იანი მარილმჟავა , გასუფთავებულიწყალი .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

კალციუმის პრეპარატები , სხვადასხვა მარილები და ნარევები .

 

ჩვენებები , მიღების წესი :

-           კალციუმის დეფიციტის შესავსებად , განსაკუთრებით ორგანიზმის კალციუმზე გაზრდილი მოთხოვნილებისმდგომარეობებისას ( ორსულობა , ლაქტაცია , ბავშვის ინტენსიური ზრდა , რეკონვალესცენცია , ძვლისმოტეხილობა , რაქიტი )

-           დამხმარე საშუალების სახით ალერგიული დაავადებების , ზემო სასუნთქი გზების დაავადებებისას ,ოსტეოპოროზის დროს .

შიგნით

-           ბავშვები 2-11 წლამდე – 2,5 მლ დღეში 2- ჯერ

-           ბავშვები 12-17 წლამდე – 5-10 მლ დღეში 2-3- ჯერ

მოზრდილები – 15 მლ დღეში 2-3- ჯერ

 

უკუჩვენება

-           ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან არააქტიური ნივთიერებების მიმართ ;

ჰიპერკალციემია ( სისხლში კალციუმის მომატებული კონცენტრაცია), ჰიპერკალციურია ( შარდშიკალციუმის მომატებული კონცენტრაცია), გალაქტოზემია.

 

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი შეიცავს კალციუმს. ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად, მიღებამდე საჭიროაშემოწმდეს, ხომ არ შეიცავენ მასთან ერდროულად მისაღები სხვა პრეპარატები კალციუმს.

შარდ- კენჭოვანი დაავადების მიმართ წინასწარგანწყობილ, თირკმლის და გულის დაავადებების მქონე  პაციენტებს ესაჭიროებათ ექიმის ან ფარამცევტის კონსულტაცია.

საგულე გლლიკოზიდების და კალციუმის ნაერთების ერთობლივი მიღება, ზრდის გულისცემის რითმისდარღვევის რისკს. არ გამოიყენება ვიტამინი დ3- ის მაღალ დოზებთან, ტეტრაციკლინის ჯგუფისანტიბიოტიკებთან, თიაზიდურ დიურეზულებთან ( მაგალითად, ქლორთიაზიდი) ერთად. სიროფიშეიცავს დაახლოებით 0,3 გ საქაროზას 1 მლ- ში.    

 

ორსულობა

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონუსლტაცია.

 

ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონუსლტაცია.

 

 

გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე

გავლენას არ აქდენს.

 

ურთიერქმედებასხვა სამკურნალო საშუალებებთან

აუცილებელია, რომ ექიმმა იცოდეს ყველა იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელსაც ღებულობდაპაციენტი ბოლო დროს. ( იგულისხმება ურეცეპტოდ გასაცემი ფორმებიც).

 

-           კალციუმის ნაერთები ამცირებენ ტეტრაციკლინების , ფტორქინოლონების , ფტორის ნაერთების დასულფასალაზინის შეწოვას .

-           კალციუმის პრეპარატების და დიურეზულების მიღებებს შორის შუალედი უნდა შეადგენდეს არაუმცირეს 3სააათს .

-           კალციუმის პრეპარატების და თიაზიდური დიურეზულების ერთდროული მიღება შეიძლება გახდეს მჟავა -ტუტოვანი ბალანსის სინდრომის ( ჰიპერკალციემია , მეტაბოლური აკალოზი , თირკმლის უკმარისობა ) დარღვევისმიზეზი ;

-           ვიტამინი “ დ ”, გლუკოკორტიკოსტეროიდები , პარათჰორმონი , ლიმონმჟავა და საკვების მჟავე რეაქციაზრდის კალციუმი შეწოვას .

-           ლიპიდების სიჭარბე , საკვების ტუტე რეაქცია , მარცვლოვანი პროდუქტები , ოქსალატები ( ისპანახი ,რევანდი ) და ფოსფატები კალციუმის შეწოვას ამცირებენ .

-           საგულე გლიკოზიდების და კალციუმის ნაერთების ერთობლივი მიღება , ზრდის გულისცემის რითმისდარღვევის რისკს .

-           კალციუმის მაღალმა დოზებმა , განსაკუთრებით კომბინაციაში ვიტამინ “ დ ”- სთან შეიძლება გამოიწვიოსვერაპამილის და კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების ( პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება ჰიპერტონიის დაგულის დაავადებების დროს ) მოქმედება .

 

ფურცელ - ჩანართში არსებული ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს იმ პრეპარატებსაც , რომელსაც პაციენტი ღებულობდაწარსულში ან აპირებს მიღებას მომავალში .

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას, იმისდა მიუხედავად, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს,   აუცილებელია ექიმისან ფარამცევტის კონსულტაცია.

 

განსაკუთრებული მიითებები

დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება.

 

გვერდითი ეფექტები

კალციუმმა ხენდროს გემოთი, ისევე როგორც ნებისმიერმა პრეპარატმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითიეფექტები.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ .

პაციენტებს თირკმლის უკმარისობით , შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერკალციემია , რომლის სიმპტომია უმადობა ,დარღვევევბი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ , კუნთების სისუსტე , პოლიურია .

სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებისას , რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ - ჩანართში , საჭიროა ექიმისან ფარმაცევის კონსულტაცია .  

 

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე .

არ ინახება სიცივეში. გაყინვა არ შეიძლება.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

გამოშვების ფორმა

პირველადი შეფუთავა : მუქი ფერის შუშის ფლაკონი , 150 მლ სიროფი , ალუმინის თალფაქი და გამზომი ჭიქა .

 

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

 

PSP გირჩევთ