კატეგორიები

  • კიდავიტსი სიროფი 120მლ. ფლაკონი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, დაღლილობა, ასთენია; მალაბსორბციის სინდრომი, კვებითი დარღვევები; რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ; ვიტამინებსა და მინერალებზე მომატებული მოთხოვნის მდგომარეობები...



შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

    http://www.vidal.ge/decoration/bulet01.gif); color: rgb(58, 58, 58);">
  • 120 მლ სიროფი მინის ფლაკონში საზომი ჭიქით

პრეპარატის ყოველი 15 მლ შეიცავს:
ვიტამინი A(პალმიტატის ფორმით)------------------------ 1800 სე
ვიტამინი E (ტოკოფეროლის აცეტატი)-------------------- 30 სე
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)----------------------------- 60 მგ
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი)-----------------2.5 მგ
ვიტამინ B2 (რიბოფლავინის 5-ფოსფატი)---------------1,7 მგ
ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი) ------------------------------------20 მგ
ვიტამინი B5 (კალციუმის პანთოთენატი)------------------10 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)----------2 მგ
ვიტამინიB12 (ციანოკობალამინი)-----------------------------6 მკგ
ბიოტინი -----------------------------------------------------------300 მკგ
ვიტამინი D -----------------------------------------------------------400 se
იოდი (კალიუმის იოდიდის ფორმით)------------------150 მკგ
რკინა (რკინის გლუკონატის ფორმით)---------------9 მგ
თუთია (თუთიის გლუკონატის ფორმით)--------------3 მგ
მანგანუმი (მანგანუმის ქლორიდის ფორმით)--------2,5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდის ფორმით)-----------------25 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
კიდავიტსის შემადგენლობაში შედის ძირითადი ვიტამინები და მინერალები, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის. კიდავიტსი აგრეთვე ნაჩვენებია ვიტამინების და/ან მინერალების უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. 
ვიტამინი A აუცილებელია ორგანიზმის ზრდისათვის, ხელს უწყობს მხედველობის ფუნქციას, აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიური ქსოვილების მთლიანობის შენარჩუნებაში.
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ცვლის მოწესრიგებაში. რკინა და ვიტამინი B12 უზრუნველყოფენ ერითროპოეზს და სისხლის წითელი უჯრედების განვითარებას.
ვიტამინი D და კალციუმი აუცილებელია რაქიტის განვითარების პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე ძვლების და კბილების ჩამოყალიბებისათვის.
ვიტამინი C ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას, აგრეთვე ხელს უწყობს ორგანიზმს დამცავი ძალების გაძლიერებაში.
თუთია წარმოადგენს ნორმალური ზრდისა და ორგანიზმის სქესობრივი განვითარებისათვის აუცილებელ ელემენტს, ამასთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჭრილობების შეხორცებაში. ქრომი უზრუნველყოფს ინსულინის აქტივობის მომატებს, რაც აუცილებელია სრულფასოვანი ფიზიკური აქტივობისათვის.
იოდის ძირითადი როლი ორგანიზმში არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების თიროქსინის და ტრიიოდთირონინის სინთეზში მონაწილეობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში

ჩვენებები
ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, დაღლილობა, ასთენია; მალაბსორბციის სინდრომი, კვებითი დარღვევები;
რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ;
ვიტამინებსა და მინერალებზე მომატებული მოთხოვნის მდგომარეობები, მათ შორის ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი, რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების და და გრიპის შემდგომ; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ხანდაზმულობის ასაკი.
პერიოდი ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.

მიღების წესები და დოზები
ბავშვებში: 5მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში 2-3 ჯერ.
მოზრდილებში: 10მლ (2 ჩაის კოვზი) დღეში 2-3 ჯერ.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება შეფუთვაში 15-30o c – ზე
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შეინახეთ ყველა სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

PSP გირჩევთ