კატეგორიები

  • მეგავიტი-კარდიო 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.



ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი A წარმოადგენს ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ცხიმში ხსნად ვიტამინს, რომელიც მოქმედებს კომპლექსში ვიტამინ E-სთან ერთად.
ვიტამინი C ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებისაგან. ამიტომ ვიტამინი C-ს არასაკმარისი მოხმარებისას, გაძლიერებული ცხიმოვანი პეროქსიდაცია განაპირობებს თავისუფალი რადიკალების მომატებას, რომლებიც თავის მხრივ მსლპ-ის (მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინები) ოქსიდაციის გზით უზრუნველყოფს ლიპიდების დეპონირებას სისხლძარღვთა კედელში და ათეროსკლეროზის გამოვლენას. ეს უკანასკნელი თავის მხრივ ხელს უწყობს სისხლძარღვოვანი გენეზის კარდიალური და ცერებრალური დაავადებების განვითარებას.
ვიტამინი C თავისუფალ რადიკალებთან ურთიერთქმედებისას კარგავს ელექტრონს, ამ უკანასკნელთა გასანეიტრალებლად. ამ დროს ვიტამინი C იშლება. ამგვარი “ბრძოლა” ვიტამინი C-ს და თავისუფალ რადიკალებს შორის მიმდინარეობს მუდმივად-წამში ათასჯერ; თუ ორგანიზმი მუდმივად არ ღებულობს საკმარისი რაოდენობით ვიტამინ C-ს, მაშინ თავისუფალი რადიკალები ავლენენ დამანგრეველ მოქმედებას უჯრედებზე.
ვიტამინი E და სელენი
ვიტამინ E-ს გააჩნია თავისუფალი რადიკალებისგან დამცავი ანტიოქსიდანტური ფუნქცია. დადგენილია, რომ ვიტამინი E განსაკუთრებით ეფექტურია სელენთან კომბინაციაში. ასეთი ანტიოქსიდანტური კომპლექსის ეფექტი აღემატება ცალცალკე მათ მოქმედებას. ვიტამინი E, როგორც ცხიმში ხსნადი ნივთიერება, მონაწილეობს თავის ტვინისა და ნერვული უჯრედების თავისუფალი რადიკალებისაგან დაცვაში. ამგვარად, ვიტამინი E მოქმედებს სინერგიულად არა მარტო სელენთან, არამედ ვიტამინ C-ც.
ამრიგად, ვიტამინი C და ვიტამინი E-ს კომბინაცია სელენთან წარმოადგენს მძლავრ დაცვას თავისუფალი რადიკალებისაგან. 
B კომპლექსი:
ამ ჯგუფის ზოგიერთ ვიტამინს ახასიათებს მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობა, განსაკუთრებით თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) განაპირობებს თავისუფალი რადიკალებისაგან დაცვას, ამავე დროს წარმოადგენს მნიშვნელოვან კოფაქტორს ამინომჟავებისაგან ნეირომედიატორების სინთეზის პროცესში. ვიტამინი B12 აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციებს,იცავს ნერვულ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან.
ფოლიუმის მჟავა ვიტამინ B6 და B12 ერთად ამცირებს ჰომოცისტეინის რაოდენობას ორგანიზმში.
რისკ-ფაქტორებს, რომლებსაც მივყავართ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დაგროვებამდე წარმოადგენს: არტერიული ჰიპერტენზია, კორონარული, ცერებრალური ან პერიფერიული ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, მწეველები, სიმსუქნე, ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში, ჰომოცისტეინის მომატება სისხლში, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. ჰომოცისტეინის დონის მომატება ზრდის კორონარული დაავადებების განვითარების რისკს, აგრეთვე ინფარქტის, სტენოკარდიისა და პერიფერიული სისხლძარღვოვანი გართულებების რისკს.

მიღების წესები და დოზები
1 აბი დღე-ღამეში.

უკუჩვენება
პრეპარატი უკუნაჩვენებია რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25 C-ზე ტემპერატურის პირობებში, ორიგინალური შეფუთვით. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემთხვევაში.

რეგისტრაციის # და თარიღი
წს Nრ/ა-000240 07.02.2007

PSP გირჩევთ