კატეგორიები

  • მენოპეისი 90 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: ჰიპოვიტამინოზი და მინერალების დეფიციტი მენოპაუზის დროს და მის შემდგომ პერიოდში.



მენოპეისი წარმოადგენს ეფექტურ ფორმულას, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ქალებისთვის მენოპაუზის პერიოდში და ამ პერიოდის შემდეგ მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. მენოპეისის 21 კომპონენტიან დაბალანსებულ ფორმულაში შემავალი ვიტამინები და მინერალები, ნატურალური სოიოს იზოფლავონოიდები და აუცილებელი კო-ფაქტორები ძალზედ მნიშვნელოვანია მენოპაუზის დროს. მენოპეისი არ შეიცავს რაიმე ჰორმონს, ასე რომ მისი მიღება შეიძლება დამოუკიდებლად ან ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიასთან (HRT) ერთად.

დამოუკიდებელი კვლევების მიხედვით, რომელიც ჩატარდა ქალბატონებში 85% შემთხვევაში მენოპეისი აღმოჩნდა ეფექტური მენოპაუზურ პერიოდში სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

ცნობილია, რომ მენოპაუზის პერიოდში მიმდინარეობს საკვერცხის ჰორმონების ესტროგენის და პროგესტერონის რაოდენობის შემცირება, ამავე დროს მენსტრუალური ციკლი იშვიათად წყდება უეცრად.

ეს არის გარდამავალი პერიოდი, რა დროსაც ჰორმონთა დონე აშკარად მერყეობს.

მენოპეისის ფორმულა შეიცავს B12-ს, თუთიას, მაგნიუმს. ეს არის ის სამი კომპონენტი, რომელსაც იყენებს ორგანიზმი გამა ლინოლეისმჟავას პროდუქციისთვის. რომელიც წარმოადგენს ჰორმონების წინამორბედს და არეგულირებს მათ ბალანსს ორგანიზმში.

B კომპლექსის საშუალებით ხდება ნერვული სისტემის და თავის ტვინის ფუნქციების დარეგულირება, რაც კარგი თვითშეგრძნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მენოპეისი შეიცავს ზომიერი რაოდენობით (20მგ) სოიოს იზოფლავონოიდების ექსტრაქტს.

ესტროგენს გააჩნია დადებითი მოქმედება კოლაგენის სინთეზზე, ეს არის ნივთიერება, რომელიც ქმნის ძვლის მატრიქსს და ხელს უწყობს კანის სინაზის და ელასტიურობის შენარჩუნებას. მენოპაუზის შემდგომ ესტროგენების და შესაბამისად კოლაგენის პროდუქცია შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაეცეს.

კოლაგენის პროდუქციას ასევე ხელს უწყობს ვიტამინი ჩ, რომელიც ასევე შედის მენოპეისის შემადგენლობაში. ხოლო სპილენძი, თუთია და სხვა მინერალები მნიშვნელოვანია კოლაგენის განთავსებისთვის.

ძვლოვანი ქსოვილის სიჯანსაღე ასევე მნიშვნელოვანია მენოპაუზის პერიოდში. მენოპეისის ფორმულაში მაგნიუმის, თუთიის და ვიტამინ D-ს არსებობა ხელს უწყობს კალციუმის ათვისების პროცესს და შესაბამისად ძლიერი ძვლების შენარჩუნებას.

ასევე ცნობილია, რომ ესტროგენების დაბალი დონე გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ფოლის მჟავა, ვიტამინი B6 და B12 ხელს უწყობს ამინომჟავა ჰომოცისტეინის დაბალი დონის შენარჩუნებას სისხლში, რასაც გულის ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ვიტამინ E და სხვა ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას.

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი საშ. 1 ტაბლეტი რეკომენდებული დღიური
რაციონი

ვიტამინი A(2500 სე ) ................... 750 მკგ
ვიტამინი D3 (200 სე) .................. 5.0 მკგ
ვიტამინი E ................................. 30 მგ
ვიტამინი C ................................ 45 მგ
თიამინი (ვიტამინი B1) ................. 10 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) ......... 5 მგ
ნიაცინი (ვიტამინი B3) ................. 20 მგ
ვიტამინი B6 .............................. 10 მგ
ფოლაცინი (ფოლის მჟავა) ............. 500 მკგ
ვიტამინი B12 ............................ 9 მკგ
ბიოტინი .................................. 30 მკგ
პანტოთენის მჟავა ........................ 30 მკგ
PABA ...................................... 25 მგ
რკინა ....................................... 6 მგ
მაგნიუმი ................................... 100 მგ
თუთია ..................................... 15 მგ
იოდი ...................................... 225 მკგ
მანგანუმი ................................. 2 მგ
სპილენძი ................................. 1 მგ
ქრომი  .................................... 50 მკგ
სელენი .................................... 100 მკგ

სოიოს იზოფლავონოიდების ექსტრაქტში შემავალი : 
დიადზეინი ........... 1.1 მგ 
გლიცეტინი ........... 0.77 მგ - 
გენისტეინი ........... 0.33 მგ 

ჩვენება: ჰიპოვიტამინოზი და მინერალების დეფიციტი მენოპაუზის დროს და მის შემდგომ პერიოდში.

მენოპაუზის ნეგატიური სიმპტომების გამოვლინებები: დეპრესია, შფოთვა, "წამოხურება", გულის ფრიალი.

ოსტეოპოროზის ნიშნები მენოპაუზის პერიოდში.

მიღების წესი:ერთი აბი დღეში ძირითადად საკვებთან ერთად ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. არ შეიძლება აბის უზმოზე მიღება. არ შეიძლება აბის დაღეჭვა და რეკომენდებული დოზის გადამეტება.

შენახვის პირობები: ინახება 25 0C–მდე გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემა: ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა: აბები – 90 აბი შეფუთვაში 6 ბლისტერზე.

მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიქსი“, ლონდონი, ინგლისი.

PSP გირჩევთ