კატეგორიები

  • მულტიტაბსი იმუნო პლუსი 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.



შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი - # 30

ერთი ტაბლეტი შეიცავს:
Lactobacillus GG 109 კოე
ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) 2666 მე 800 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) 200 მე ≈ 5 მკგ
ვიტამინი E (D-α - ტოკოფეროლ აცეტატი) 14,9 მე ≈ 10 მგ
ვიტამინი B-1 (თიამინის ნიტრატი) 1,4 მგ
ვიტამინი B-2 (რიბოფლავინი) 1,6 მგ
ვიტამინი B-6 (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) 2 მგ
ვიტამინი B-12 (ციანოკობალამინი) 1 მკგ
ნიკოტინამიდი 18 მგ
პანტოტენის მჟავა 6 მგ

ფოლის მჟავა 200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 60 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) 14 მგ
თუთია (თუთიას ჟანგი) 15 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 2,5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) 50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) 50 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) 150 მკგ

ვიტამინი A
წარმოადგენს ორგანიზმის თავდაცვის ანტიოქსიდანტური სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს. ასრულებს მნიშვნელოვან როლს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირების მხარდაჭერაში, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვა და სხვა ინფექციების მიმართ.
აუცილებელია ნორმალური მხედველობითი ფუნქციის უზრუნველყოფისათვის.

ვიტამინი D
აძლიერებს იმუნიტეტს, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის და სისხლის ნორმალური შედედებისათვის. მონაწილეობს კალცისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციაში.

ვიტამინი E
ვიტამინი E – მძლავრი ანტიოქსიდანტი, ხელსუწყობს ერითროციტების გამომუშავებას, ე.ი. ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ჯანმრთელ მდგომარეობას. იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, ეწინააღმდეგება დაბერებას. ახდენს იმუნური პროცესების სტიმულირებას.

ვიტამინი B1
იცავს უჯრედების მემბრანებს თავისუფალი რადიკალების ნეგატიური გავლენისგან, ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით.

ვიტამინიB2
დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირბადის, ცილებისა და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას წყლულებისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6
წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. მონაწილეობს ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ნეირომედიატორების სინთეზში. ხელს უწყობს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

ნიკოტინამიდი
მნიშვნელობა აქვს ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას ორგანოებსა და ქსოვილებში.

პანტოთენის მჟავა
აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში.

ფოლის მჟავა
მონაწილეობს ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში, უჯრედების დაყოფაში, მათ შორის სისხლის ფორმული ელემენტების.

ვიტამინი C
აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც შედის ძვლების, ხრტილოვანი ქსოვილებისა და კბილების შემადგენლობაში.

ვიტამინი B12
აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

მაგნიუმი
აქვს დიდი მნიშვნელობა გულ-სისხლძარვთა და ნერვული სისტემების რეგულაციური მოქმედებისათვის. აუცილებელი ელემენტია ორგანიზმში კალციუმის ასათვისებლად.

რკინა
ხელს უწყობს იმუნური სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში.

თუთია
ხელს უწყობს იმუნური სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას, ზრდის ინფორმაციის ათვისების უნარს. წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში.

ქრომი
მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი
აძლიერებს იმუნიტეტს. წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

მანგანუმი
შედის რამდენიმე ფერმენტული სისტემის შემადგენლობაში, აუცილებელია ძვლის ქსოვილის ნორმალური სტრუქტურის მხარდასაჭერად.

იოდი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებს: უზრუნველჰყოფენ ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურსა და ინტელექტუალურ განვითარებას, არეგულირებენ ნერვული სისტემის მოქმედებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
LGG* (Lactobacillus rhamnosus GG) პრობიოტიკური ბაქტერიებისა და ესოდენ მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების ბალანსირებული კომბინაცია ხელსუწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, გრიპისა და გაცივების პროფილაქტიკას, გადატანილი ავადმყოფობებისა და ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ორგანიზმის აღდგენას, სტრესის დროს ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდას, გაზრდილი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვებისას.
იმისათვის, რომ იმუნური დაცვა იყოს ოპტიმალური, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის უზრუნველყოფა აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებები (პირველ რიგში – ვიტამინები C, E, A; ცინკი, სელენი, მანგამუმი და სპილენძი) ახდენენ ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის სისტემის ფორმულირებას. საერთაშორისო გამოკვლევების თანახმად, მათი ნაკლებობის შემთხვევაში თავს იჩენს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და იმუნური დაცვის არასპეციფიური ფაქტორების აქტივობის დაქვეითება.
ხშირი და ხანგრძლივი დატვირთვების, სტრესების, ვიტამინებისა და საკვები დანამატების არარაციონალური კვების ჩვევების გამო, სწორედ მოზარდები და ზრდასრულები წარმოადგენენ ორგანიზმის იმუნური დაცვის აქტიურობის დაქვეითების რისკის ჯგუფს. შედეგად – მწვავე და ქრონიკული დაავადებების ზრდა, რაც კიდევ უფრო ზრდის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას, ხელსუწყობს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევას. იმისათვის, რომ მოხდეს გაციებებისა და სხვა ნეგატიური ფაქტორებისგან “დამცავი ბარიერის” ფორმირება, აუცილებელია არა მხოლოდ ტრადიციული ვიტამინო-მინერალური კომპლექსები. იმუნური დაცვის ოპტიმალურ დონეს, მაღალ სასიცოცხლო ტონუსსა და ჯანმრთელობის მშვენიერ მდგომარეობას უზრუნველჰყოფს სასარგებლო LGG* (Lactobacillus rhamnosus GG) პრობიოტიკური ბაქტერიებისა და უაღრესად მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების კომბინაცია.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი მულტი-ტაბს® იმუნო პლუსი მიეკუთვნება ვიტამინო-მინერალური კომპლექსების ახალ თაობას, რომელიც შეიცავს რძისმჟავა LGG* ბაქტერიებს, ვიტამინებსა და მინერალებს. LGG* (Lactobacillus rhamnosus GG) პრობიოტიკური ბაქტერიების იმუნიტეტის გაძლიერების, ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის აღდგენის თვისება, მათ შორის ანტიბიოტიკებითა და სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის შემდეგ, დადგენილია მრავალრიცხოვანი გამოკვლევების შედეგად. LGG* (Lactobacillus rhamnosus GG) პრობიოტიკური ბაქტერიების მაღალი უსაფრთხოება მტკიცდება მათი ფართო გამოყენებით რძის პროდუქტების წარმოებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. LGG* პრობიოტიკური ბაქტერიებისა და მიკრონუტრიენტების კომბინაცია ხელს უწყობს ორგანიზმის ეფექტური დაცვის ფორმირებას გაცივების მაღალი რისკის სიტუაციებში, წელიწადის ცივ პერიოდში, მაღალი ემოციური და ფიზიკური დატვირთვებისას, სტრესის პირობებში. გადატანილი ავადმოყოფობის, ანტიბიოტიკებისა და ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალებების მიღების პერიოდში LGG* პრობიოტიკური ბაქტერიების, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის მიღება აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს და აძლიერებს იმუნიტეტს, ხელსუწყობს ორგანიზმის უფრო სწრაფ ადაპტაციას გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ.

ჩვენებები
პრეპარატი რეკომენდირებულია როგორც ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და პრობიოტიკური მიკროორგანიზმების დამატებითი წყარო.

მიღების წესები და დოზები
ბავშვებისათვის 12 წლიდან და მოზრდილთათვის - 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს. მიიღება არაუმცირეს 1 თვისა.

უკუჩვენება
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ტემპერატურა არა უმეტეს 25ºC. ვადა 18 თვე

PSP გირჩევთ