კატეგორიები

  • ნურონორმი 1000მგ 20 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: სისუსტე ზედა და ქვედა კიდურებში, პარესთეზია, დაბუჟება, ჩხვლეტა, ტკივილი, მგრძნობელობის დაქვეითება.



20 ტაბლეტი კონტროლირებადი გამოთავისუფლებით
ალფა-ლიპოიდური მჟავა 600მგPღ,
კარნოზინი და თუთია

ნურონორმი არის ალფა ლიპოიდური მჟავას, კარნოზინის და თუთიის გახანგრძლივებულ გამოყოფაზე დაფუძნებული საკვები დანამატი (LIჩA®: პატენტის დაცვა)* B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად.

ალფა-ლიპოიდური მჟავა დისულფიდური შენაერთია, რომელიც ორგანიზმის რამდენიმე სასიცოცხლო ფიზიოლოგიურ ფუნქციას ასრულებს. უპირველეს ყოვლისა, ალფა-ლიპოიდური მჟავა მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი. მას შეუძლია უჯრედების დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც ოქსიდაციური მეტაბოლოზმის პროდუქტებს წარმოადგენს. ალფა-ლიპოიდური მჟავა აგრეთვე ასრულებს კოფერმენტის როლს, რომელიც ჩართულია მიტოქონდრიულ მეტაბოლიზმში. გამოხატული ანტიტოქსიური მოქმედების მქონე ნივთიერებათა გარდაქმნის კომპლექსში ის საკუთარ თავზე კოენზიმის ფუნქციას იღებს. ალფა-ლიპოიდური მჟავა ინსულინთან მიმართებაში ავლენს სინერგიზმს, რაც ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიზმს. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ალფა-ლიპოიდური მჟავა იწვევს სისხლში პიროყურძნის მჟავას კონცენტრაციის ცვლილებას, რომელიც უჯრედებს სასიცოცხლო ენერგიით ამარაგებს.

კარნოზინი არის დიპეპტიდი, რომელიც შედგება ბეტა-ალანინისგან და L-ჰისტიდინისგან და წარმოდგენილია უფრო მაღალი კონცენტრაციით ადვილად აგზნებად ქსოვილებში, ნერვული ქსოვილის და ძვალ-კუნთოვანი ქსოვილის ჩათვლით. ვიტამინი PP, B6, B1, B2 და B12 კომპლექსი ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ვიტამინ B5-ის დახმარებით ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს. კერძოდ ვიტამინი B2 ეხმარება ნერვების ნორმალურ ფუნქციონირებას და თუთიასთან ერთად ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ჟანგვითი სტრესისგან.


ინგრედიენტები: α-ლიპოიდური მჟავა, L-კარნოზინი, შემავსებელი აგენტი: მიკროკრისტალური ცელულოზა; შემომგარსველი აგენტი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა; გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი: მაგნეზიის სტეარატი; თუთიის ციტრატი; გამაგრების საწინააღმდეგო აგენტები: E468, მიკრონიზებული კვარცი, სტაბილიზატორი: E1201; ნიკოტინამიდი; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) საღებავი: E172; კალციუმის პანთოტენატი; თიამინის მონონიტრატი (ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები, თიამინის მონონიტრატი) რიბოფლავინი. ვიტამინები B12 ტიტრირებული 0.1%-მდე (მალტოდექსტრინი, მჟავიანობის კორექტორები: ლიმონმჟავა, ტრინატრიუმის ციტრატი, ციანოკობალამინი); ფოლიუმის მჟავა.

კვებითი ღირებულება
ტაბლეტზე %ღDA
¬¬___________________________________________________________________
ალფა-ლიპიდური
მჟავა 600 მგ
L-კარნოზინი 165 მგ
თუთია 7,5 მგ 75%
ნიკოტინამიდი (ვიტ. PP) 9,0 მგ 56%
პანტოთენის
მჟავა (ვიტ. B5) 3,0 მგ 50%
პირიდოქსინი (ვიტ. B6) 1,0 მგ 71%
რიბოფლავინ (ვიტ. B2) 0,8 მგ 57%
თიამინი (ვიტ B1) 0,7 მგ 64%
ციანოკობალა
მინი (ვიტ B12) 0,5 მკგ 20%
ფოლიუმის მჟავა 100 მკგ 50%

 

%ღDA: % რეკომენდებული დღიური დოზა (ღDA Eჩ, დირექტივა 2008/10)
რეკომენდებული დოზა: 1 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია ჭამის წინ. პროდუქტის სწორად მიღებისათვის უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.
გაფრთხილებები
ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას, 25°ჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ ძლიერ თერმულ ზემოქმედებას. ვარგისობის ვადა ეხება სათანადოდ შენახულ, გაუხსნელ შეფუთაში არსებულ პროდუქტს. შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გაფრთხილება: დანამატები არ ცვლის მრავალფეროვან, ბალანსირებულ დიეტას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეფუთვა: 20 ორფენიანი ტაბლეტი, 1000მგ.
მასა ნეტო: 20 მგ.
წარმოებულია: ვალფარმა ინტ. ს.პ.ა., იტალია
კომპანიისთვის: კაპრიკორნ ლაიფ საიენს. ბ.ვ. ნიდერლანდები
ორიგინალური ფორმულა: დიფას ინტერნეშნლ ს.რ.ლ, იტალია

PSP გირჩევთ