კატეგორიები

  • სელენეტ 100 100 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: * ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები * თირეოიდული ოფთალმოპათია * მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა * ონკოლოგიური დაავადებები * სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი * წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია * პანკ



შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:

√  სელენის L- მეთიონინი100 მკგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: სელენის L-მეთიონინი ორგანულად დაკავშირებული სელენის ყველაზე მარტივად ათვისებადი ფორმაა ადამიანის ორგანიზმისათვის. სელენი შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. ცოცხალ ორგანიზმში არსებული ყველაზე ძლიერი და მთავარი ანტიოქსიდანტი ფერმენტი გლუტათიონპეროქსიდაზა სელენდამოკიდებულია. სელენი შედის  დეიონიდაზას შემადგენლობაში, რომელიც ააქტიურებს თიროქსინს. სელენის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის შენელება და გაცხიმოვნება. სელენი გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებით. სელენი ითვლება ძლიერ კანცეროსტატიკულ აგენტად, იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მომწამვლელი მეტალების გამოყოფას (კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია) რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს. სელენი გულის კუნთს იცავს ჟანგბადოვანი შიმშილისაგან. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან, ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას რის შედეგადაც მცირდება პროფესიული დაავადებების განვითარების რისკი, ასტიმულირებს თმის ზრდას, და მნიშვნელოვნად ანელებს დაბერების პროცესს.

ჩვენებები:

* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

* თირეოიდული ოფთალმოპათია

* მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა

* ონკოლოგიური დაავადებები

* სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი

* წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია

* პანკრეატიტი

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი

* გაფანტული სკლეროზი

*კუნთოვანი დისტროფიები

* რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა

* აუტოიმუნური დაავადებები (ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი)

* რევმატოიდული ართრიტი

* დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი

უკუჩვენება: არ გააჩნია

დოზირება და მიღების წესი:

ბავშვებში: 3-დან 10 წლამდე დღეში 50-100 მკგ.

მოზრდილებში: 100-200 მკგ. დღეში.

სელენეტ 100 მიიღება ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის მიმართ

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №100, პლასტმასის ბოთლში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი

PSP გირჩევთ