კატეგორიები

  • ტრი-ვი პლუსი 30 ტაბლეტი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ორგანიზმის საერთო მდგრადობის ამაღლება გრიპის, გაციების ინფექციებისა და ინტოქსიკაციების კომპლექსური თერაპიის დროს; ორგანიზმის დაზიანებებისა და დაავადების პროფილაქტიკა გამოწვეული სტრესებით, გადაღლილობით, ძლიერი ფიზიკური დატვირთვით, არასასურველი ეკოლოგიურ



კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, პოლივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ფლაკონში 30 ც.

1 ტაბ.

ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A)  ..................................   5000 სე

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)   ......................................    60 მგ

ვიტამინი E(dI-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) ....................  30 სე

თუთია (თუთიის ოქსიდი) .............................................     40 მგ

სპილენძი (სპილენძის ოქსიდი)   ...................................       2 მგ

სელენი (ამინომჟავის ხელატი) .......................................     40 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

დიკალციუმის ფოსფატი, სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, საქაროზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სილიკატი, პოლივინილპიროლიდონი, ტრიაცეტინი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, ტრიკალციუმის ფოსფატი, ასკორბილპალმიტატი.

გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მინერალური ცხიმი, FD&C ყვითელი №6 ლაქი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედიან ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

ჩვენებები:

  • ორგანიზმის საერთო მდგრადობის ამაღლება გრიპის, გაციების ინფექციებისა და ინტოქსიკაციების კომპლექსური თერაპიის დროს;
  • ორგანიზმის დაზიანებებისა და დაავადების პროფილაქტიკა გამოწვეული სტრესებით, გადაღლილობით, ძლიერი ფიზიკური დატვირთვით, არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების (პირველ რიგში, მომატებული რადიაციული ფონით) ზეგავლენით;
  • სომატური დაავადებების სიმძიმის ხარისხის შესამცირებლად;
  • დაბერების პროცესების შენელებისათვის ხანდაზმული ასაკის პირებში;
  • ონკოლოგიური დაავადებებისას სხივური და ქიმიოთერაპიის კურსების ჩატარების შემდგომ.

მიღების წესი და დოზირება:

დღე-ღამეში 1 ტაბლეტი ერთხელ ჭამის დროს. ეკოლოგიურად არასასურველ რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის 3-თვიანი კურსის ჩატარება და კურსის განმეორება 1-თვიანი ინტერვალის შემდგომ.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის მითითებით.

სამკურნალო მიზნით პრეპარატის გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები;

* ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

* ცნს-ის დაავადებები მომატებული ქალასშიდა წნევით;

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

* მიოკარდის ინფარქტის მწვავე პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის, გულის დეკომპენსირებული მანკებისა და კარდიოსკლეროზის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.

◄ არ არის სასურველი ერთ ტაბლეტზე მეტი დოზით მიღება პირებში გააქტივებული სისხლის შედედებით, თრომბოფლებიტებითა და თრომბოზისადმი მიდრეკილებით.

◄ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია სისხლსა და შარდში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი.

◄ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ექიმთან შეთანხმებით.

ჭარბი დოზირება:

- ორგანიზმში ბეტა-კაროტინის ჭარბმა დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და ლორწოვანი გარსების სიყვითლე, რაც სწრაფად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

- დიდი დოზებით ასკორბინის მჟავის ხანგძლივმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის დათრგუნვა ჰიპერგლიკემიით, იშვიათად, გლუკოზურიითა და ცალკეულ შემთხვევებში შაქრიანი დიაბეტის განვითარების პროვოცირებით.

-  მაღალი დოზებით ვიტამინ E ხანგრძლივ მიღებას თან ახლავს ვიტამინ K აქტივობის დათრგუნვა, ჰემორაგიების წარმოქმნით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ჭრილობების შეხორცების შეფერხებით. დოზის გადაჭარბების პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა პათოლოგიური სიმპტომების სრულ ალაგებამდე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბეტა-კაროტინი ვიტამინი-E სინერგისტია.

მიზანშეწონილი ვიტამინი C მიღება აასს-თან და გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად.

ასკორბინის მჟავა აქრობს ამ პრეპარატების შემაფერხებელ გავლენას კოლაგენის სინთეზსა და ნეიტროფილების ფაგოგოციტურ აქტივობაზე,

სელენი წარმოადგენს ვიტამინ E სინერგისტს. მათი ერთდროული გამოყენება არსებითად ზრდის ანტიოქსიდანტურ ეფექტს.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი