კატეგორიები

  • ცევიკაპი 100მგ/მლ. 30მლ. ფლაკონი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ცევიკაპი - ვიტამინი C-ს ხსნარი წვეთების სახით სპეციალურადაა შემუშავებული ბავშვებისათვის, რაც იძლევა ასკორბინის მჟავას მცირე საბავშვო დოზებით გამოყენების საშუალებას.



შემადგენლობა

1მლ შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ც) 100
აღწერილობა
გამჭირვალე, ღია ყვითელი ან ყვითელი მომჟავო-მოტკბო გემოს მქონე სითხე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ძლიერი აღმდგენითი თვისებების წყალობით ვიტამინი ც მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მთელი რიგი მეტაბოლური ცვლის პროცესებში.
ასკორბინის მჟავას აქვს უნარი გადაიტანოს ელექტროლიტები და ფერმენტები.ასკორბინის მჟავა მოქმედებს იმუნიტეტზე,დეტოკსიკაციის პროცესებზე. ფოლის მჟავას გარდაქმნაზე მის აქტიურ ფორმაში-ფოლიუმის მჟავაში, ქოლესტერინის მეტაბოლიზმში, რკინის ათვისებაში, ასევე ხელს უშლის პეროქსიდაციის პროცესებს.კოლაგენის, ელასტინის და პროტეოგლიკანების სინთეზში მონაწილეობის გამო,ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ასევე შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნაში; აქედან გამომდინარე მონაწილეობს მთელი ორგანიზმის ქსოვილების უჯრედგარე სტრუქტურის შენებაში.კოლაგენი, რომელიც ორგანიზმის ცილების 30-40% შეადგენს,არისშემაერთებელი ქსოვილის ძირითადი საშენი კომპონენტი.
შედის აგრეთვე კანის სისხლძარღვის ენდოთელიუმის, მყესების,ძვლების კბილების,თვალის რქოვანა გარსის,ასევე უჯრედშორისი ნივთიერების შემადგენლობაში.მონაწილეობს ჭრილობის, ნახეთქების,ძვლის მოტეხილობების შეხორცებით პროცესებში.
ასკორბინის მჟავა-ვიტამინი ც-ვიტამინია,რომელიც წყალში იხსნება და მისი სინთეზი არ ხდება ადამიანის ორგანიზმში.ასკორბინის მჟავა ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებისადმი.სინათლის,მაღალი ტემპერატურის და ჰაერში არსებული ჟანგბადის გავლენით იშლება.ორგანიზმის დამცავი სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქსოვილების ოპტიმალურ გაჯერებას ასკორბინის მჟავით.ლეიკოციტებით ასკორბინის მჟავის გაზრდილი მიტაცების გამო მისი შემცველობა მცირდება სისხლში.ვიტამინი ც-ს გამოყენება გაციების პირველივე სიმპტომების დროს იწვევს მისი კონცენტრაციის ზრდას სისხლში საიდანაც ხდება მისი მიტაცება ქსოვილებში ფაგოციტების მიერ.დამტკიცებულია,რომ ვიტამინი ც-ს გამოყენება ამცირებს და ასუსტებს გაცივების მიმდინარეობას საშუალოდ 23%-ით.
ასკორბინის მჟავის ნაკლებობა იწვევს სურავანდის განვითარებას.ვიტამინი ც-ს უკმარისობის სიმპტომები: მომატებული აგზნებადობა, ტახიპნოე, დისპეპსია, მადის დაკარგვა, ფეხების გარკვეული პოზა,შეშუპება და ძვლისაზრდელას ქვეშა სისხლჩაქცევა,ღრძილების ანთებითი ცვლილებები, დენტინის არასწორი შენება,ლულოვანი ძვლების რადიაციით განპირობებული ცვლილებები, რომელიც იწვევს ტკივილს და ჰიპეროსტოზსს ეპიფიზების არეში (მელერ-ბარლოუას დაავადება).ამ დროს ადგილი აქვს სუბფებრილურ მგომარეობას,ანემიას,ჭრილობების და ძვლების შეხორცების შენელებას.სიმპტომები წყდება ვიტამინი ც-ს მიღების შემდეგ.

ჩვენებები
ცევიკაპი - ვიტამინი C-ს ხსნარი წვეთების სახით სპეციალურადაა შემუშავებული ბავშვებისათვის, რაც იძლევა ასკორბინის მჟავას მცირე საბავშვო დოზებით გამოყენების საშუალებას.
• კომპლექსურ თერაპიაში:
-ინფექციური დაავადებები მომატებული ტემპერატურით,ასევე ზედა სასუნთქი გზების ვირუსული მორეციდივე ინფექციები
- ანთებითი მდგომარეობები
• ვიტამინი C-ს მომატებული მოხმარება
-რეკონვალესცენცია
-დაქვეითებული იმუნიტეტი
-სპორტი ან ინტენსიური ვარჯიში
• ვიტამინი C-ს ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკის მიზნით იმ შემთხვევაში,როდესაც ადგილი აქვს:
-ბავშვების ხელოვნურ კვებას
-არასწორ კვებას
-ანორექსიას
_შეწოვის დარღვევას (კუწ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს).

მიღების წესები და დოზები
პერორალურად.
წვეთების მიწოდება შეიძლება ერთ ან რამდენიმე დოზად,უმჯობესია ჭამის დროს.ახალშობილებში რეკომენდებულია წვეთების გახსნა წყალში,ჩაიში,წვენში ან საკვებში დამატება.
ერთი წვეთი შეიცავს 5მგ ვიტამინ C -ს.
პროფილაქტიკური დოზები:
-ბუნებრივ კვებაზე მყოფი და 1 წლამდე ბავშვებში: 5-8 წვეთი (დაახ. 25-40 მგ) დღეში;
_2 წლიდან 11 წლამდე ბავშვებში :10 წვეთი (დაახ. 50მგ) დღეში;
_12 წლიდან 17 წლამდე მოზარდები: 15-20 წვეთი (დაახ. 75-100მგ) დღეში;
თერაპიული დოზები 2-5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე პროფილაქტიკური დოზები
(ჩვენების მიხედვით).

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს
-შარდთან ერთად მჟაუნ-მჟავას მომატებული გამოყოფა, ურატებისა და ციტრატების კრისტალიზაცია, რაც ზრდის თირმკლის კენჭების გაჩენის რისკს შარდგამომყოფ სისტემაში.
_პირებში, რომლებსაც გააჩნიათ გლუკოზა 6 ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი.
_ჰიპერგლიკემია,გლუკოზურია
_დისპეპსიური აშლილობები (გულისრევა, ღებინება)
_ჰემორაგიები
_დიდი დოზების ხანგრძლივად გამოყენება იწვევს მიჩვევას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ასკორბინის მჟავასა და /ან პეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისას ,რეკომენდებული დღიური დოზა ორსულ ქალებში (მათ შორის დიეტაში შემავალი რაოდენობა) შეადგენს 80 მგ-ს დღეში.ვიტამინი C-ს დიდი რაოდენობით გამოყენება იწვევს ახალშობილებში მისი უკმარისობის სიმპტომების გამოვლენას დიდი დოზებით გამოწვეული მეტაბოლური პროცესების ინდუქციის გამო.პრეპარატის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის პერიოდში.
რეკომენდებული დღიურო დოზა (მათ შორის დიეტაში შემავალი რაოდენობა) შეადგენს 100მგ-ს დღეში.ასკორბინის მჟავას შემცველობა ლაქტატში შეადგენს 30-55 მგ/ლ .რაც საკმარისია ახალშობილისათვის,რომელიც ძუძუთი იკვებება,ახალშობილებში პრეპარატის დიდი დოზით გამოყენება სასურველი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
არ არის დაშვებული ასკორბინის მჟავას შერევა რკინისა და გოგირდის შემცველ პეპარატებთან მისი აღმდგენი თვისების გამო. რეკომენდებულია ასკორბინის მჟავას გამოყენება დოზით არაუმეტეს 100მგ დღე-ღამეში თირკმელკენჭოვანი დაავადებების მქონე პაციენტებში,ასევე ორგანიზმში მოჭარბებული რკინის არსებობისას.იმ პირებში,რომელთაც უკვე აქვთ ჰიპეროქსალურია ან მათი წარმოქმნისადმი მიდრეკილება,ასევე მორეციდივე შარდ-კენჭოვანი დაავადებების მქონე პირებში ან თირკმლის უკმარისობისას ასკორბინის მჟავას გამოყენება არაა რეკომენდებული.
ასკორბინის მჟავამ ,რომელიც გამოიყენება დიდი დოზებით,შეიძლება მოგვცეს ცრუ შედეგები ლაბორატორიული კვლევისას,რომლებიც ტარდება ოქსიდოაღდგენითი მეთოდებით (მაგ,განავალში ფარული სისხლის არსებობის დადგენა,გლუკოზის და კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში და შარდში)
გავლენა ტრანსპორტის მართვაზე და მექანიკური ხელსაწყოების გამოყენების უნარზე
არ მოქმედებს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების მონაცემები არ არსებობს.
ვიტამინ C-დიდი დოზებით გამოყენება (100მგ=200წვეთი დღეში) შეიძლება გართულდეს ჭარბი დოზით და გვერდითი მოვლენების გაძლიერებით.მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რკინა.ასკორბინის მჟავა 2--4-ჯერ ზრდის რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან,განსაკუთრებით რკინადეფიციტის მქონე პირებში.
დეფეროქსამინთან ასკორბინის მჟავას კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს რკინის ტოქსიურობის ზრდა.
ვიტამინი-E . ორივე ვიტამინი ავლენს ანტიჟანგვითი მოქმედების სინერგიზმს.ასკორბინის მჟავა ააქტიურებს ტოკოფეროლს, თავიდანიცილებს მის ინაქტივაციას როგორც in vitro, ისე in vivo.
კო-ტრიმოქსაზოლი.ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა შეიძლება გააძლიეროს კრისტალურიის რისკი.
მჟავა და ტუტე ხასიათის მქონე სამკურნალწამლო საშუალებები.ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა (2გ/დღეში და მეტი) შეიძლება გამოიწვიოს მჟავა ხასიათის მქონე პრეპარატების (ნიტროფურანი,სალიცილატი) მოქმედების გაძლიერება და პირიქით შეამცირონ ტუტე ხასიათის მქონე პრეპარატების (ფენთიაზინის წარმოებულები, ანტიდეპრესიული საშუალებები) მოქმედება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება კარგად დახურულ ფლაკონში 15 C-დან 25 C-ს ტემპერატურამდე,სინათლისგან დაცულ და ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა:2 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

PSP გირჩევთ