კატეგორიები

  • ჰიპეკორი 150მგ 30 კაფსულა

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჰიპეკორი 150 არის უნიკალური, პატენტით დაცული საკვები დანამატი, რომელიც კლინიკური კვლევების თანახმად, ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას სრულიად ნატურალური გზით და რაიმე ნეგატიური გვერდითი ეფექტების გარეშე.



1. რა არის ჰიპეკორი 150?
ჰიპეკორი 150 არის უნიკალური, პატენტით დაცული საკვები დანამატი, რომელიც კლინიკური კვლევების თანახმად, ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას სრულიად ნატურალური გზით და რაიმე ნეგატიური გვერდითი ეფექტების გარეშე.
ჰიპეკორი 150-ის თითოეული კაფსულა შეიცავს ბიოაქტიური პოლიფენოლებით მდიდარ (სტანდარტირებულია პოლიფენოლების მინიმუმ 90%-სათვის), 150 მგ მეგანატურალ®-BP-ის პატენტირებულ ექსტრაქტს1, რომელიც მიღებულია სპეციალურად შერჩეული ჯიშების ყურძნის წიპწებისგან.
აქტიური ნივთიერების გარდა, ჰიპეკორი 150-ის კაფსულა შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: მალტოდექსტრინს და სილიკონის დიოქსიდს.
კაფსულა დამზადებული ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზასაგან (ჰპმც), რომელიც მისაღებია ვეგეტარიანელებისთვის (Vცაპს) და რომელსაც ასევე გააჩნია Kოსჰერ და Hალალ- სერტიფიკატები. კაფსულა შეიცავს ნატურალურ საღებავებს - E171-ს და E172-ს.
2. როგორ მუშაობს ჰიპეკორი 150?
პროდუქტ ჰიპეკორი 150-ის დადებითი გავლენა ჯანმრთელობაზე დადასტურებულია კლინიკური კვლევებით2, რომელებიც ჩატარდა კალიფორნიის უნივერსიტეტის დევისის სამედიცინო ცენტრში, შინაგანი სნეულებების დეპარტამენტში, კარდიოვასკულარული მედიცინის განყოფილებაში პროფესორ ჩ.თ. Kაპპაგოდა-ს ხელმძღვანელობით.
კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პროდუქტ ჰიპეკორი 150-ის აქტიურმა ნივთიერებამ, მეგანატურალ®-BP-მ წარმატებით შეამცირა არტერიული წნევა პრეჰიპერტენზიით და მეტაბოლური სინდრომით დაავადებულ პაციენტებში: სისტოლური არტერიული წნევა 12 მმ.ვწყ.სვ.-ით და დიასტოლური არტერიული წნევა 6-8 მმ.ვწყ.სვ.-ით.
მთავარი ფუნქციის შესრულების გარდა, მეგანატურალ®-BP-მ აჩვენა დადებითი გავლენა შემდეგ პროცესებზე: სისხლში ოქსიდირებული LDL -ის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების - “ცუდი” ქოლესტერინის) დონის შემცირება და მისი მომატების პრევენცია, ენდოთელიუმის უჯრედების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობა, სისხლძარღვების დაცვა ათეროსკლეროზული ფოლაქებისაგან. ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, აღნიშნული ეფექტების მისაღწევად საჭიროა ყოველდღიურად 2 (ორი) კაფსულა ჰიპეკორ 150-ის მიღება.
3. ვისთვის არის ჰიპეკორი 150 რეკომენდებული?
პირველ რიგში, ჰიპეკორი 150 რეკომენდებულია პრეჰიპერტენზიით (მსუბუქად მომატებული არტერიული წნევა) და მეტაბოლური სინდრომით დაავადებული პირებისათვის, მაგრამ ამავე დროს რეკომენდებულია კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული დარღვევების მქონე ინდივიდებისთვისაც.
4. რამდენია ჰიპეკორი 150-ის რეკომენდებული დღიური დოზა?
რეკომენდებული დღიური დოზა არის ჰიპეკორი 150-ის 1 (ერთი) კაფსულა, რომელიც წარმოადგენს იდეალურ დღიურ თერაპიულ დოზას. შესაძლებელია დამატებითი კაფსულის მიღება ზემოთაღნიშნული დამატებითი დადებითი ეფექტების მისაღწევად (იხილეთ მე-2 პუნქტი). პირველ დადებით ეფექტებს შეიძლება ველოდოთ რეგულარული მიღების დაწყებიდან მხოლოდ 4 კვირის შემდეგ. ჰიპეკორი 150-ის კაფსულების მიღება შესაძლებელია უწყვეტად.

5. არის თუ არა ჰიპეკორი 150 უსაფრთხო პროდუქტი?
ჰიპეკორი 150 არის სრულიად ნატურალური და უსაფრთხო პროდუქტი, რეგისტრირებული გვერდითი მოვლენების გარეშე. იგი არ იწვევს რაიმე ცვლილებებს სისხლის შემადგენლობაში. მისი გამოყენება შესაძლებელია სამკურნალო წამლებთან და სხვა საკვებ დანამატებთან ერთად, მაგრამ მიღების დაწყებამდე, გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ჰიპეკორი 150 ფლობს FDA GღAშ-ს სტატუსს და იწარმოება ფარმაცევტული ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად (GMP, IშO, HAჩჩP).
6. სად და როგორ შემიძლია დამატებითი ინფორმაციის მიღება პროდუქტ ჰიპეკორი 150-ის შესახებ?
პროდუქტ ჰიპეკორი 150-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია მოიძიოთ მწარმოებლის ვებ-გვერდზე: წწწ.იბცც.ჰრ.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

PSP გირჩევთ