კატეგორიები

ოსტეზოლენი ხსნარი 4მგ/5მლ
  • ოსტეზოლენი ხსნარი 4მგ/5მლ

  • ფასი: 0.00 ლ
  • ოსტეზოლენი ეფექტურია ძვლებისათვის , ის თრგუნავს ძვლოვანი ქსოვილის დარღვევას. გამოიყენება კიბოს სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად. ასევე გამოიყენება გავრცელებული კიბოს და მრავლობითი მიელომის (კიბოს ფორმა) მკურნალობის დროს. გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნ



გამოყენების ინსტრუქცია
ოსტეოზოლენი (OSTEZOLEN) 4 მგ/5მლ IV. ფლაკონი საინფუზიო კონცენტრატის
შემცველი.
გამოიყენება ინტრავენურად.
აქტიური ნივთიერებები: 5 მლ ფლაკონი ექვივალენტურია 4 მგ ზოლედრონის მჟავისა და
შეიცავს 4.264 ზოლედრონის მჟავას მონოჰიდრატს. დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (მანიტი), ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
წამლის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომელიც თქვენთვის
მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
-შეინახეთ ინსტრუქცია, ის შეიძლება დაგჭირდეთ გადაკითხვისათვის.
-დამატებითი შეკითხვების აესებობისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
-წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის, ნუ მისცემთ მას სხვებს.
-ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ამ
წამლის მიღების შესახებ.
-ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. ნუ მიიღებთ ექიმის მიერ გამოწერილი წამლის მეტ ან
ნაკლებ დოზას.
ინსტრუქციის შინაარსი:
1. რა არის ოსტეზოლენი და რისთვის გამოიყენება?
2. ღას უნდა მივაქციოთ ყურადღება ოსტეზოლენის მიღებამდე
3. როგორ მივიღოთ ოსტეზოლენი?
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. ოსტეზოლენის შენახვა
1. რა არის ოსტეზოლენი და რისთვის გამოიყენება?
ოსტეზოლენი არის 4 მგ/5 მლ ინტრავენური ფლაკონი, რომელიც შეიცავს ერთგვაროვან
საინფუზიო კონცენტრატს. ის არის უფერო, გამჭვირვალე და უსუნო, არ შეიცავს
ნაწილაკებს. აქტიური ნივთიერება არის ბიფოსფონატების ჯგუფის ზოლედრონის მჟავა,
რომელიც გამოიყენება ძვლების სამკურნალოდ.
ოსტეზოლენი წარმოდგენილი ერთი ფლაკონის სახით მუყაოს კოლოფში გამოყენების
ინსტრუქციასთან ერთად.
ოსტეზოლენი ეფექტურია ძვლებისათვის , ის თრგუნავს ძვლოვანი ქსოვილის დარღვევას.
გამოიყენება კიბოს სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად. ასევე გამოიყენება
გავრცელებული კიბოს და მრავლობითი მიელომის (კიბოს ფორმა) მკურნალობის დროს.
გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების დროს და სისხლში კალციუმის დონის
გასაზრდელად.
2. რას უნდა მოვაქციოთ ყურადღება ოსტეზოლენის მიღებამდე
ნუ გამოიყენებთ ოსტეზოლენს ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს.
თუ;- გაქვთ ალერგია ზოლედრონის მჟავას ან ამპულას შემადგენლობაში შემავალი
დამხმარე ნივთიერების მიმართ, - ხართ ორსულად, - ხართ მეძუძური დედა.
სიფრთხილით უნდა მიიღოთ ოსტეზოლები ქვემოთ მოცემული მოვლენების დროს. - გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები
- გაქვთ თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემები
- გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები
- თუ თქვენი სისხლის მაჩვენებლები არარეგულარულია
- გაქვთ შეშუპება, გაშეშება და ტკივილი ყბის მიდამოში
- თუ მკურნალობთ კბილებს ან გადაიტანეთ ოპერაცია კბილზე
მაშინ ოსტეზოლენი არ უნდა მიიღოთ.
ოსტეზოლენის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად:
ოსტეზოლენი არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.
ორსულობა:
წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ოსტეზოლენის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. ამრიგად,
მკურნალობის დროს აუცილებელია ორსულობის საწინააღმდეგო ზომების მიღება. აცნობეთ ექიმს თქვენ მიერ გამოყენებული მეთოდების შესახებ.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ დაორსულდით მიმართეთ ექიმს
კონსულტაციისთვის
ძუძუთი კვების პერიოდი
წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გადადის თუ არა ოსტეზოლენი
დედის რძეში უცნობია. Aმიტომ ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება
რეკომენდებული არ არის.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს გამოყენება
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ოსტეზოლენის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. ამრიგად
სახიფათო სამუშაოს დაწყებამდე და ისეთი ინსტრუმენტებისა და მექანიზმების
გამოყენებამდე, რომლებიც ყურადღებასა და კონცენტრაციას საჭიროებენ, უნდა
დარწმუნდეთ, თუ როგორ რეაგირებთ ოსტეზოლენზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ოსტეზოლენში შემავალი აქტიური
ნივთიერებების შესახებ. თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ოსტეზოლენის კომპონენტების მიმართ, მაშინ
პრეპარატის გამოყენებისას რაიმე უარყოფითი ზემოქმედების მოსალოდნელი არ არის. ოსტეზოლენი: ერთი ფლაკონი შეიცავს 24 მგ ნატრიუმის ციტრატს. ნატრიუმის
რაოდენობა 1 მოლზე ნაკლებია (23 მგ). ამრიგად, ამ წამლის მიღება შეუძლიათ
პაციენტებს, რომლებიც დაბალ ნატრიუმი და კონტროლირებულ დიეტაზე არიან.
ოსტეზოლენში შემავალი მანიტის გამო შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ფორმის
საფაღარათო ეფექტი.
3
სხვა წამლებთან გამოყენება
წამლებმა, რომლებსაც ერთდროულად ღებულობთ შეიძლება შეცვალოს ერთმანეთის
ეფექტურობა და/ან გვერდითი მოვლენები. -ოსტეზოლენის გამოყენებამ ანტიბიოტიკ ამინოგლიკოზიდთან ერთად შეიძლება
დააქვეითოს სისხლში კალციუმის დონე. -ოსტეზოლენთან გამოყენებამ პრეპარატ ტალიდომიდთან ერთად შეიძლება დააზიანოს
თირკმლები.
იმ შემთხვევაში თუ გამოიყენებთ ან ბოლო დროს გამოიყენებდით რეცეპტით
გამოწერილ ან ურეცეპტო წამალს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება ოსტეზოლენი?
გამოიყენეთ ოსტეზოლენი ექიმის მიერ დანიშნული რაოდენობით. გამოყენებული დოზის
გამო ეჭვის არსებობისას, გადაამოწმეთ საჭირო დოზა ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სწორი მიღების და გამოყენების დოზისა და სიხშირის წესები:
რეკომენდებული დოზაა 4 მგ. თუმცა, თუ გაქვთ თირკმლებთან დაკავშირებული
პრობლემები, მაშინ ექიმი უფრო დაბალ დოზას შეგირჩევთ. მკურნალობის ეფექტის
მიხედვით, ექიმმა შეიძლება დოზა შეამციროს ან დაზარდოს. გამოყენების წესი და მეთოდი:
კვალიფიცირებული პერსონალის მიერ ოსტეზელენი შეიყვანოს ვენაში. არ შეიძლება
შეყვანა კუნთში ! არ შეიძლება პერორალურად მიღება!
პრეპარატის მიღების დროს აუცილებელია ასეპტიკის პირობების დაცვა. უნდა განზავდეს
100 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზის ხსნარი. შემდეგ შეიყვანება ვენაში
15 წუთის განმავლობაში.
მაცივარში პრეპარატის შენახვის შემთხვევაში, გამოიღეთ ის, რათა გათბეს ოთახის
ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ვინაიდან ბავშვებში ოსტეზოლენის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის
მონაცემები არ მოიპოვება, მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ
არის.
ხანდაზმულებში გამოყენება:
აღნიშნულYპაციენტებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის. თუმცა პაციენტებში
თირკმლის უკმარისობით აუცილებელია დოზის კონტროლი. განსაკუთრებული მითითებანი:
თირკმლის უკმარისობა:
4
პაციენტებში, თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დოზის რეგულირება
საჭირო არ არის. თუმცა თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს ოსტეზოლენის
გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის გამოყენებისას, საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი. ოსტეზოლენის
ყოველი დოზის წინ აუცილებელია სისხლის შრატში კრეატინინის დონის შემოწმება.
ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით ოსტეზოლენის გამოყენების ძალიან შეზღუდული
კლინიკური მონაცემები მოიპოვება. თუმცა არსებული მონაცემები საკმარისი არ არის
პაციენტებში დოზისა და პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დასადგენად. ამრიგად,
პაციენტებმა ღვიძლის უკმარისობით აღნიშნული პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღონ.
თუ შენიშნავთ ოსტეზოლენის ძალიან მცირე ან სუსტ ეფექტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ
ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ზომაზე მეტი ოსტეზოლენი:
თუ მიიღეთ ოსტეზოლენის ჭარბი დოზა, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნუ მიიღებთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზაზე მეტს. თუ თვლით რომ გამოწერილი დოზა
თქვენთვის დიდია, უნდა მიმართო ექიმს, რაც შეიძლება მალე. თუ მიიღეთ
რეკომენდებულ დოზაზე მეტი, უნდა მიმართოთ ექიმს სათანადო შემოწმებისათვის. თუ
კლინიკური შეფასებით სისხლში კალციუმის კონცენტრაციამ მოიმატა, მაშინ
გამოიყენეთ კალციუმის გლუკონატი.
თუ დაგავიწყდათ ოსტეზოლენის მიღება:
თუ თვლით, რომ არასათანადო დოზა დაგენიშნათ ან არ მიირეთ პრეპარატი, უნდა
აცნობოთ ამის შესახებ ექიმს. Eქიმი მიიღებს გადაწყვეტილებას გამოტოვებული დოზის
შესახებ.
გამოტოვებული დოზის აღსადგენად, ნუ მიიღებთ პრეპარატის ორმაგ დოზას.
ოსტეზოლენის მკურნალობის შემდეგ განვითარებული რეაქციები
ოსტეზოლენის მკურნალობის დასრულების შემდეგ რაიმე უარყოფითი რეაქცია არ
აღინიშნება. თუმცა გაუმჯობესების შემდეგ ნუ შეწყვიტავთ მკურნალობას და ნუ
შეამცირებთ ოსტეზოლენის დოზას, ექიმი მითითებების გარეშე. ოსტეზოლენის შეწყვეტა
შეიძლება გაუარესების მიზეზი გახდეს.
1. როგორია გვერდითი მოვლენები?
ყველა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად ოსტეზოლენიც იწვევს გვერდით მოვლენებს
და შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ზაგავლენას ახდენენ მგრძნობიარე პაციენტებზე.
5
ქვემოთ მოცემულია გავრცელებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც გვხვდება 10
პაციენტიდან ერთში:
-სისხლში ფოსფატის დონის დაქვეითება
ქვემოთ მოცემულია გავრცელებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც გვხვდება 100
პაციენტიდან ერთში: -ანემია
-თავის ტკივილი
-თვალების ანთება (კონიუქტივიტი) -გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა (ანორექსია) -ძვლების ტკივილი, კუნთების ტკივილი (მიალგია), ტკივილი სახსრებში
(ართრალგია) -თირკმლების დაზიანებები (ტრავმა) -ტემპერატურა, გრიპი- მსგავსი ნიშნები ( დაღლილობა, კანკალი, ოფლიანობა,
მოუსვენრობა და ცხელება) -სისხლში კრეატინინისა და შარდოვანას მომატება. სისხლში კალციუმის დონის
დაქვეითება (ჰიპოკალციემია)
ქვემოთ მოცემულია გავრცელებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც გვხვდება 100
პაციენტიდან ერთში:
-სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია),
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია) -ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
-შფოთვა, ძილის დაღვევა
-თავბრუ, გაშეშება (პარესთეზია), გემოს დარღვევა, მგრძნობელობის დაქვეითება
(ჰიპოსთეზია), ჰიპერესთეზია, ტრემორი. -დაბინდული მხედველობა
-მაღალი წნევა (ჰიპერტონია), დაბალი წნევა (ჰიპოტონია) -გაძნელებული სუნთქვა (ქოშინი), ხველა
-ფაღარათი, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, პირის ღრუს ანთება
(სტომატიტი), პირის სიმშრალე
-მომატებული ოფლიანობა
-კუნთების კრუნჩხვები
-თირკმლის მწვავე უკმარისობა, შარდში სისხლის (ჰემატურია), შარდში ცილა
(პროტეინურია) - სისუსტე (ასთენია), ხელებისა და ფეხების შეშუპება, ტკივილი ინიექციის
ადგილას, სიმკვრივის ნიშნები, შესიება, ტკივილი გულმკერდში, წონაში მომატება
-სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება (ჰიპომაგნიემია)
ქვემოთ მოცემულია იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გვხვდება 10
პაციენტიდან ერთში: -სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია) -შეშუპება ყელსა და სახეზე ალერგიის შედეგად
-გონების დაბინდვა
6
-შენელებული გულისცემა
ქვემოთ მოცემულია იშვიათი გვერდითი მოვლენები: - თვალების ანთება (უვეიტი), ქსოვილის ანთება (ეპისკლერიტი) - სისხლის შრატში ნატრიუმის დონის მომატება (ჰიპერნატრიემია) - სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (ჰიპოკალიემია), სისხლში კალიუმის
დონის მომატება (ჰიპერკალიემია)
თუ აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ
ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმის ან ფარმაცევტს.
2. ოსტეზოლენის შენახვა
ოსტეზოლენი შეინახეთ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25 ℃ ოთახის ტემპერატურაზე. თუ ხსნარი გახდა მუქი და შეიცავს ნალექს,
მაშინ მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მიკრობიოლოგიურად პრეპარატი-მიიღეთ განზავებისთანავე. თუ მაშინვე არ იქნა
გამოყენებული, პასუხისმგებლობა ვადასა და შენახვის პირობებზე ეკისრება
მომხმარებელს. 100 მლ ფიზიოლოგიური შრატის ან 5% გლუკოზას ხსნარის
განზავებისას, საჭიროა მაცივარში შენახვა 24 საათის განმავლობაში 2-8 ℃
ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადა: 24თვე
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
ნუ მიიღებთ ოსტიზოლენს პრეპარატის შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის
გასვლის შემდეგ.
შეფუთვაზე და/ან პრეპარატის დაზიანების შემთხვევაში ნუ მიიღებთ ოსტეზოლენს.
ლიცენზიის მფლობელია
’’ დოქ. ფ. ფრიკ ილაჩ სანაი ვე ტიჯარეტ ა.შ.’’
Dr. F.Frik ilac Sanyu ve Ticaret. A.S.
აიდინევლერ მახ.სანაიი ჯად. 26
34854 კიუჩიუკიალი- სტამბული/თურქეთი
ტელეფონი: (+90) 216 388 32 75
ფაქსი: (+90) 216 417 10 06
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. წარმოების ადგილი: ‘’ მეფარ ილაჩ სან Aა.შ.
რამაზანოგლუ მახ. ენსარ ჯადი. 20
34906 კიურტკოი-სტამბული/თურქეთი
ტელ: (+90) 2016 378 44 00
ფაქსი: (+90) 216 378 44 11

PSP გირჩევთ