კატეგორიები

პატაქსელი 300მგ/50მლ ფლაკონი
  • პატაქსელი 300მგ/50მლ ფლაკონი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენება: ნაჩვენებია საკვერცხის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ.



1.სამედიცინო პროდუქტის დასახელება
პატაქსელი 6მგ/მლ, კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
პაკლიტაქსელი: 6მგ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის 1მლ-ში
5მლ ფლაკონი შეიცავს პაკლიტაქსელის 30მგ-ს
16.7მლ ფლაკონი შეიცას პაკლიტაქსელის 100მგ-ს.
შემავსებლებისთვის იხ. 6.1
3.ფარმაცევტული ფორმა
კონცენტრაცი საინფუზიო ხსნარისთვის
პატაქსელი 6მგ/მლ არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო, წებოვანი ხსნარი.
4.კლინიკური მახასიათებლები
4.1. თერაპიული ჩვენება
საკვერცხის კიბო: საკვერცხეების კიბოს პირველი ხაზის ქიმიოთერაპიისთვის, პატაქსელი ნაჩვენებია პაციენტებში შორს წასული ან რეზიდუალური დაავადებით (>1სმ) საწყისი ლაპაროტომიის შემდეგ, ცისპლატინთან კომბინაციაში.
საკვერცხის კიბოს მეორე ხაზის ქიმიოთერაპიისს ახით, ოატაქსელი ნაჩვენებია საკვერცხის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ სტანდარტული პლატინაზე დაფუძნებული თერაპიის წარუმატებლობის შემდეგ.
ძუძუს კიბო: დამატებითი თერაპიის სახით, პატაქსელი ნაჩვენებია კვანძ-დადებითი ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ ანტრაციკლინის და ციკლოფოსფამიდით თერაპიის (Aჩ) შემდეგ. პატაქსელით დამატებითი თერაპია უნდა განიხილონ როგორც გახანგრძლივებული Aჩ თერაპიის ალტერნატივა.
პატაქსელი ნაჩვენებია ძუძუს კიბოს ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური ფორმის საწყისი მკურნალობისთვის ანტრაციკლინთან კომბინაციაში ისეთ პაციენტებში, რომლებშიც ეს გამართლებულია ან ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში პაციენტებში HEღ-2 ჭარბი ექსპრესიის 3+ დონით, რომელიც განსაზღვრულია იმუნოჰისტოქიმიით და რომელთვისას ანტრაციკლინის მიღება გამართლებული არ არის (იხ. პარაგრაფი 4.4. და 5.1).
მონოთერაპიის სახით, პატაქსელი ნაჩვენებია ძუძუს მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებშიც არ გაამართლა ანდა რომლებშIც ანტრაციკლინით სტანდარტული თერაპია დასაშვები არ არის.
ფილტვის შორსწასული არამცირეუჯრედოვანი კიბო: პატაქსელი, ცისპლატინთან კომბინაციაში ნაჩვენებია ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც არ არიან სამკურნალო ქირურგიის ან/და რადიაციული თერაპიის კანდიდატები.
შიდსთან დაკავშირებული კაპოშის სარკომა: პატაქსელი ნაჩვენებია შისდსთან დაკავშირებული კაპოშის სრკომის (კს) შორსწასული სტადიის მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებშიც არ გაამართლა ლიპოსომურმა ანტრაციკლინურმა თერაპია,
ამ ჩვენებას ხელს უწყობს ეფექტურობის შეზღუდული მონაცემები. მნიშვნელოვანი კვლევების შეჯამება ნაჩვენებია 5.1 პარაგრაფში.
4.2. დოზირება და მიღების მეთოდი
პატაქსელის ინფუზიამდე ყველა პაციენტს უნდა მიეცეს კორტიკოსტეროიდები, ანტიჰისტამინები და H2 რეცეპტორების ანტაგონისტები შემდეგი სქემით:
პრე-მედიკაცია დოზირება მიღება პატაქსელამდე
დექსამეტაზონი 20მგ ორალურად* ან ივ ორალურად: დაახლოებით 12 და 6 საათი
ივ:30-60 წუთი
დიფენჰიდრამინი** 50მგ ივ 30-60წუთი
ციმეტიდინი ან რანიტიდინი 300მგ ივ
50მგ ივ 30-60წუთი

*8-20მგ პაციენტებში კს-თ
**ან ექვივალენტური ანტიჰისტამინი მაგ. ქლორფენირამინი
პატაქსელის მიღება საჭიროა ხაზოვანი ფილტრით მიკროსკოპული მემბრანით ≤0.22უმ ინფუზიის მოწყობილობაზე მიმაგრებით (იხ.პარაგრაფი 6.6).
პირველი ხაზის ქიმიოთერაპია საკვერცხის კიბოს დროს: თუმცა დოზირების სხვა რეჟიმები გმაოკვლევის პროცესშია, პატაქსელისთვის რეკომენდებულია ცისპლატინთან კომბინაციის რეჟიმი. ინფუზიის ხანგრძლივობის მიხედვით, რეკომენდებულია პატაქსელის ორი დოზირების რეჟიმი: პატაქსელი 175მგ/მ2 მიღებული 3 ინტრავენური ინფუზიის სახით, ცისპლატინი 75მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში, ან პატაქსელი 135მგ/მ2 24 საათიანი ინფუზიის სახით, ცისპლატინი 75მგ/მ2 3 კვირის ინტერვალით თერაპიის რეჟიმებს შორის (იხ.პარაგრაფი 5.1).
მეორე ხაზის ქიმიოთერაპია საკვერცხის კიბოს დროს: პატაქსელის რეკომენდებული დოზაა 175მგ/მ2 მიღებული 3 საათიან პერიოდში, 3 კვირის ინტერვალით თერაპიის რეჟიმებს შორის.
დამატებითი ქიმიოთერაპია ძუძუს კიბოს დროს: პატაქსელის რეკომენდებული დოზაა 175მგ/მ2 მიღებული ინტრავენურად 3 საათიან პერიოდში, ყოველ სამ კვირაში Aჩ თერაპიის შემდეგ.
პირველი ხაზის ქიმიოთერაპია ძუძუს კიბოს დროს: დოქსორუბიცინთან კომბინაციაში გამოყენებისას (50მგ/მ2), პატაქსელი უნდა გამოიყენონ 24 საათში დოქსორუბიცინის შემდეგ. პატაქსელის რეკომენდებული დოზაა 22050მგ/მ2 ინტრავენურად 3 საათიან პერიოდში 3 კვირის ინტერვალით თერაპიის რეჟიმებს შორის. (იხ.პარაგრაფი 4.5 და 5.1). ტრეასტუზუმაბთან კომბინაციაში გამოყენებისას პატაქსელის რეკომენდებული დოზაა 175მგ/მ2 ინტრავენურად 3 საათიან პერიოდში 3 კვირის ინტერვალით თერაპიის რეჟიმებს შორის (იხ.პარაგრაფი 5.1). პატაქსელის ინფუზია შეიძლება დაიწყოს ტრასტუზუმაბის პირველი დოზის შემდეგ ან დაუყოვნებლივ ტრასტუზუმაბის შემდგომი დოზების შემდეგ თუ მისი პირველი დოზის ატანა კარგად მოხდა (ტრასტუზუმაბის დეტალური დოზირებისთვის იხილეთ ჰერცეპტინის შPჩ ).
მეორე ხაზის ქიმიოთერაპია ძუძუს კიბოს დროს: პატაქსელის რეკომენდებული დოზაა 175მგ/მ2 ინტრავენურად 3 საათიან პერიოდში 3 კვირის ინტერვალით თერაპიის რეჟიმებს შორის.
ფილტვის არამცირეუჯრედოვანი შორსწასული კიბოს მკურნალობა: პატაქსელის რეკომენდებული დოზაა 100მგ/მ2 ყოველ 3 საათში, ცისპლატინი 80მგ/მ2, 3 კვირის ინტერვალით თერაპიის რეჟიმებს შორის.
შიდსთან დაკავშირებული კაპოშის სარკომის მკურნალობა: პატაქსელის რეკომენდებული დოზაა 100მგ/მ2 3 საათიანი ინტრავენური ინფუზიის სხით ყოველ 2 კვირაში.
პატაქსელის დამატებითი დოზა შეიძლება გამოიყენონ პაციენტის ინდივიდუალური ტოლერანტობის მიხედვით.
პატაქსელის ხელახლა გამოყენება არ უნდა მოხდეს სანამ ნეიტროფილების დონე არ იქნება ≥1500/მმ3 (≥1000/ მმ3 კს-ს მქონე პაციენტებისთვის) და თრომბოციტების რიცხვი არ იქნება ≥100000/მმ3 (≥75000/მმ3 კს-ს მქონე პაციენტებისთვის). პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე ნეითროპენია (ნეიტროფილების რიცხვი<500/ მმ3 ≥7 დღის განმავლობაში) ამ მწვავე პერიფერიული ნეიროპათია,დოზირება უნდა შემცირდეს 20%-ით. (25%-ით კს-ს მქონე პაციენტებისთვის). შემდგომი დოზებისთვის (იხ.4.4).
პაციენტები ღვიძლის დისფუნქციით: ადექვატური მონაცემები არ არსებობს დოზირების ცვლილებისთვის პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დისფუნქციით (იხ.4.4 და 5.2). ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებს არ უნდა უმკურნალონ პაკლიტაქსელით.
4.3 უკუჩვენებები
პატაქსელი უკუნაჩვენებია პაციენტებში მწვავე მომატებული მგრძნობელობის რეაქციებით პაკლიტაქსელის მიმართ ან რომელიმე შემავსებლის მიმართ, განსაკუთრებით პოლიეთოქსილებული აბუსალათინის ზეთის მიმართ (იხ.4.4).
პატაქსელი უკუნაჩვნებია ორსულობის და ლაქტაციის დროს (იხ.4.6) და არ უნდა გამოიყენონ პაციენტები, რომლებშიც ნეიტროფილების რიცხვი < 1500/მმ3 (<1000/ მმ3 კს-ს მქონე პაციენტებისთვის).
კაპოშის სარცომას დროს პატაქსელი აგრეთვე უკუნაჩვენებია პაციენტებში თანმხლები, მწვავე, არაკონტროლირებული ინფექციებისას.
4.4 სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
პატაქსელი უნდა გამოიყენონ ისეთი ექიმის მეთვალყურეობით, რომელსაც აქვს კიბოსსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული აგენტების გამოყენების გამოცდილება. რადგან შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მობილიზებული უნდა იყოს შესაბამისი აღჭურვილობა.
პაციენტების პრემედიკაცია საწიროა კორტიკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინებით და H2 რეცეპტორების ბლოკერებით. (იხ.4.2).
პატაქსელის მირება საჭიროა ცისპლატინზე ადრე კომბინირებული გამოყენებისას (იხ.4.5)
მნიშვნელოვანი ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები რომლებიც ხასიათდება ქოშინის და ჰიპოტენზიით მოითხოვს მკურნალობას, ანგიოედემა და ზოგადი ურტიკარია აღინიშნა იმ პაციენტების 1%-ზე ნაკლებში, რომლებიც პატაქსელს იღებდნენ ადექვატური პრემედიკაციის შემდეგ. ეს რეაქციები სავარაუდოდ ჰისტამინდაკავშირებულია. მწვავე ჰიპერსენსიტიურობის რეაქიცების შემთხვევაში პატაქსელის ინფუზია უნდა შეწყდეს მაშინვე, უნდა დაიწყოს სიმპტომური თერაპია და პაციენტი არ უნდა გადატვირთონ პრეპარატებით.
ძვლის ტვინის სუპრესია (ძირითადად ნეითროპეია) არის ტოქსიური მანიფესტაცია და ზღუდავს დოზას. საჭიროა სისხლის ხშირი ანალიზი. პაციენტებში მკურნალობა არ უნდა განახლდეს სანამ ნეიტროფილების დონე არ იქნება ≥1500/მმ3 (≥1000/მმ3 კს-ს მქონე პაციენტებისთვის) და თრომბოციტების რიცხვი არ იქნება ≥100000/მმ3 (≥75000/მმ3 კს-ს მქონე პაციენტებისთვის). კაპოშის სარკომას კლინიკურ კვლევაში, პაციენტების უმრავლესობა იღებდა გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელ ფაქტორს (G-ჩშF).
გულის გამტარობის მწავვე ანომალიები აღინიშნა პატაქსელით მონოთერაპიისას. თუ პაციენტს უვითარდება გამტარებლობის მნიშვნელოვანი ანოპმალიები პატაქსელის მიღებისას უნდა დაიწყოს ადექვატური თერაპია და საჭიროა გულის მონიტორინგ პატაქსელით შემდგომი თერაპიისას. ჰიპოტენია, ჰიპერტენზია და ბრადიკარიდა აღინიშნა პატაქსელის მიღებისას. პაციენტები ჩვეულებრივ ასიმპტომურნი არიან და ჩვეულებრივ არ საჭიროებენ მკურნალბას. რეკომენდებულია სასიცოცხლო ფუნქციების ხშირი მონიტორინგ, განსაკუთრებით პატაქსელის ინფუზიის პირველი საათის განმავლობაში. მწვავე კარდიოვასკულუი მოვლენები იყო აღნიშნული უფრო ხშირად პაციენტებში ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კარცინომით ვიდრე ძუძუს ან საკვერცხის კიბოს დროს. პაკლიტაქსელთან დაკავშირებული გულის უკმარისობის ერთეული შემთხვევა აღინიშნა შიდსთან დაკავშირებული კს-ს კლინიკურ კვლევაში.
როდესაც პატაქსელის გამოყენება ხდება დოქსორუბიცინთან ან ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში ძუძუს მეტასტაზური კიბოს საწყისი მკურნალობისთვის, ყურადღება უნდა მიქეცეს გულის ფუნქციას. როდესაც პაციენტები არიან პატაქსელით ამგვარი კომბინაციით მკურნალობის კანდიდატებით, მათ უნდა გაიარონ გულის შემოქმება ანამნეზის, ფიზიკური გასინჯვის, ელექტროკარდიოგრამის (ეკგ), ექოკარდიოგრამის და/ან MUGA სკანირების ჩათვლით. მონიტორინგი იძლევა გულის დისფუნქციის მქონე პაციენტების გამოვლენის საშუალებას. მკურნალი ექიმი ფრთხილად უნდა იყოს ანტრაციკლინის კუმულაციური დოზის (მგ/მ2) შეფასებისას როდესაც იღებს გადაწყვეტილებას ვენტრიკულური ფუნქციის შეფასებაზე. როდესაც გმაოკვლევა აჩვენებს გულის ფუქნციის დარღვევას, ასიმპტომურ შემთხვევაშიც კი, მკურნალმა ექიმმა სიფრთხილით უნდა შეაფასოს შემდგომი თერაპიის კლინიკური სარგებელი გულის ზიანთან შედარებით, გასათვალისწინებელია პოტენციურად შეუქცევადი დაზიანებაც. თუ შემდგომში მკურნალობა გრძელდება, გულის ფუნქციის მონიტორინგ უფრო ხშირი უნდა იყოს (მაგ.ყოველ 1-2 ციკლში). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჰერცეპტინის ან დოქსორუბიცინის შPჩ .
მიუხედავად იმისა, რომ პერიფერიული ნეიროპათია ხშირია, მწვავე სიმპტომები იშვიათად ვითარდება. მწვავე შემთხვევებში რეკომენდებულია დოზის შემცირება 20%-ით (25%-ით კს-ს მქონე პაციენტებისთვის) პატაქსელის ყველა შემდგომი კურსის დროს. ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კიბოს მქონე და საკვერცხის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პირველი ხაზით, პტაქსელის მიღებამ 3 საათიანი ინფუზიის სახით ცისპლატინთან კომბინაციაში გამოიწვია ნეიროტოქსიურობის უფრო მაღალი სიხშირე ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონოთერაპიის სახით პატაქსელით ან ციკლოფოსფამიდით ცისპლატინთან ერთად.
ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში შეიძლება გაზრდილი იყოს ტოქსიურობის რისკი, განსაკუთრებით II-IV ხარისხის მიელოსუპრესიის დროს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ პატაქსელის ტოქსიურობა იზრდება 3 საათიანი ინფუზიის სახით გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დაზიანებით. თუ პატაქსელის გამოყენება ხდება უფრო ხანგრძლივი ინფუზიის სახით, შეიძლება აღინიშნოს მიელოსუპრესიის გაზრდა პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საშუალო ან მწვავე დაზიანებით. პაციენტების მონიტორინგი საჭიროა მიელოსუპრესიის განვითარების აღმოსაჩენად (იხ 4.2). ადექვატური მონაცემები არ არსებობს დოზის ცვლილების რეკომენდაციებისთვის პაციენტებში ღვიძლის ფუქნციის საშუალო დაზიანებით (იხ. 5.2).
მონაცემები არ არსებობს პაციენტებისთვის მწვავე ქოლესტაზით. პაციენები ღვიძლის მწვავე დაზიანებით არ უნდა მკურნალობდნენ პაკლიტაქსელით.
რადგან პატაქსელი შეიცავს ეთანოლს (396მგ/მლ), საჭიროა სიფრთხილე ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვა გვერდითი ეფექტების გამო.
სპეციალრი სიფრთხილეა საჭირო პატაქსელის ინტრა-არტერიული გამოყენების თავიდან ასაცილებლად, რადგან ცხოველების კვლევებში ადგილობრივი ტოლერანტობისას, ინტრა-არტერიული მიღების შემდეგ აღინიშნმა ქსოვილების მწავვე რეაქციები.
პატაქსელი ფილტვების დასხივებასთან კომბინაციაში, ქრონოლოგიის მიუხედავად, შეიძლება იწვევდეს ინტერსტიციალურ პნევმონიტს.
კს-ს მქონე პაციენტებში მწვავე მიკოზიტი იშვიათია. მწვავე რეაქცეიბის განვითარებისას პაკლიტაქსელის დოზა უნდა შემცირდეს 25%-ით.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პაკლიტაქსელის კლირენსზე არ მოქმედებს ციმეტიდინით პრემედიკაცია.
რეკომენდებული თერაპიული რეჟიმი პაკლიტაქსელის გამოყენებისას პირველი ხაზის თერაპიის სახით საკვერცხის კიბოს დროს გულისხმობს პატაქსელის ცისპლატინამდე გამოყენებას. როდესაც პატაქსელის გამოყენება ხდება ცისპლატინამდე, მისი უსაფრთხოების პროფილი ისეთივეა როგორც მონოთერაპიისას. როდესაც პატაქსელის გამოყენება ხდებოდა ცისპლატინის შემდეგ, პაციენტებში აღინიშნებოდა უფრო ღრმა მიელოსუპრესია და დაახლოებით 20%-იანი დაქვეითება პაკლიტაქსელის კლირებსისა. პაციენტები გინეკოლოგიური კიბოთი, რომლებსაც მკურნალობენ პატაქსელით და ცისპლატინით შეიძლენა იმყოფებოდნენ თირკმლის უკმარისობის უფრო გაზრდილი რისკის ქვეშ ვიდრე მხოლოდ ცისპლატინის გამოყენებისას.
რადგან დოქსორუბიცინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების გამოყოფა შეიძლება შემცირდეს პაკლიტაქსელის და დოქსორუბიცინის მოკლე ინტერვალით გამოყენებისას, პატაქსელი ძუძუს მეტასტაზური კიბოს საწყისი თერაპიისთვის უნდა გმაოიყენონ დოქსორუბიცინამე 24 საათით ადრე (იხ.5.2).
პაკლიტაქსელის მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზდება ციტოქრომ P450 იზოენზიმებით ჩYP2ჩ8 და 3A4. (იხ.5.2). კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაკლიტაქსელის ჩYP2ჩ8 –თი მეტაბოლიზება 6ალფა-ჰიდროქსიპაკლიტაქსელად, ადამიანებში მეტაბოლიზმის ძირითადი გზაა. კეტოკონაზოლის ერთდროული გამოყენება, რომელიც არის ჩYP3A4-ის პოტენციური ინჰიბიტორი, არ აინჰიბირებს პაციენტებში პაკლიტაქსელის ელიმინაციას. აქედან გამომდინარე, ამ სამკურნალო საშუალებების ერთად გამოყენება შესაძლებელია დოზის ცვლილების გარეშე. სხვა მონაცემები პაკლიტაქსელის და ჩYP3A4-ის სხვა სუბსტრეტების/ინჰიბიტორების ურთიერთქმედებაზე შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, სიფრთხილეა საჭირო პაკლიტაქსელის გამოყენებისას იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აინჰიბირებენ (მაგ. ერითრომიცინი, ფლუოქსეტინი, გემფიბროზილი) ან აინდუცირებენ (მაგ. რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, ეფივირენცი, ნევირაპინი) ჩYP2ჩ8 ან3A4-ს.
კვლევები კაპოშის სარკომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მრავალ პრეპარატს, აჩვენებს რომ პაკლიტაქსელის სისტემური კლირენსი მნიშვნელოვნად დაბალი იყო ნელფინავირის და რიტონავირის გამოყენებისას, მაგრამ არა ინდინავირის გამოყენებისას. არასაკმარისი ინფორმაცია არსებობს პროტეაზას სხვა ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედებაზე. შესაბამისად, პაკლიტაქსელი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებშI, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს.
4.6 ორსულობა და ლაქტაცია
პატაქსელმა გამოამჟღავნა ემბრიოტოქსიურობა კურდღლებში და ფერტილობა დააქვეითა ვირთხებში.
არ არსებობს ინფორმაცია პატაქსელის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ. როგორც სხვა ციტოტოქსიური პრეპარატების შემთხვევაში, პატაქსელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება, ამიტომ უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ქალებს უნდა ურჩიონ რომ თუ პატაქსელით მკურნალობის დროს თავიდან აიცილოს დაორსულება, ხოლო ორსულობის დადგომის შემთხვევაში აცნობოს მკუჯრნალ ექიმს.
უცნობია გამოიყოფა თუ არა პაკლიტაქსელი რძეში. პატაქსელი უკუნაჩვენებია ლაქტაცის დროს. ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს თერაპიისას.
4.7გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პაკლიტაქსელი არ მოქმედებს ამ უნარზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პატაქსელი შეიცავს ალცოჰოლს (იხ.4.4 და 6.1).
4.8არასასურველი ეფექტები
სანამ სხვაგვარად არ აღინიშნება, შემდგომი დისკუსიები ეხება უსაფრთხოების მონაცემთა ბაზას 812 პაციენტში სოლიდური ტუმორით პაკლიტაქსელის მონოთერაპიისას კლინიკურ კვლევებში. რადგან კს-ს მქონე პოპულაცია სპეციფიურია, სპეციალური თავი, დაფუძნებული 107 პაციენტის კვლევაზე, მოცემულია პარაგრაფის ბოლოს.
არასასურველი ეფექტების სიხშირე და სიმწვავე ზოგადად შეზღუდულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ პაკლიტაქსელს საკვერცხის კიბოს, ძუძუს კიბოს ან ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ. აღნიშნულ ტოქსიურობებზე ასაკი გავლენას არ ახდებდა.
ყველაზე ხშირი მნიშვნელოვანი არასასუერველი ეფექტი იყო ძვლის ტვინის სუპრესია. მწვავე ნეითროპეია (<500უჯრედი/მმ3) აღინიშნა პაციენტების 28%-ში, მაგრამ დაკავშირებული არ იყო ცხელების ეპიზოდებთან. მხოლდ პაციენტების 1%-ში აღინიშნებოდა მწვავე ნეითროპენია 7 და მეტი დღის განმავლობაში.
თრომბოცოტოპენია აღინიშნა პაციენტების 11%-ში. 3%-ში თრომბოციტების რიცხვი იყო <50000/მმ3 ერთხელ მაინც კვლევის დროს. ანემია აღინიშნა 64%-ში, მაგრამ მწვავე იყო (Hბ<5მმოლ/ლ) მხოლოდ 6%-ში. ანემიის ინსიდენსი და სიმწვავე დაკავშირებულია ჰემოგლობინის ძირითად სტატუსთან.
ნეიროტოქსიურობა, განსაკუთრებით პერიფერიული ნეიროპათია აღინიშნა უფრო ხშირად და მწვავე იყო 175მგ/მ2-ის გამოყენებისას 3 საათიანი ინფუზიის სახით (85% ნეიროტოქსიურობა, 15% მწვავე) ვიდრე 135მგ/მ2 გამოყენებისას 24 საათანი ინფუზიის სახით (25% პერიფერიული ნეიროპათია, 3% მწვავე). პაკლიტაქსელის ცისპლატინთან კომბინირებისას. ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კკიბოს დროს და საკვერცხის კიბოს დროს მკურნალობისას პაკლიტაქსელის 3 საათიანი ინფუზიის სახით რომელსაც მოყვებოდა ცისპლატინი, აღინიშნა მწვავე ნეიროტოქსიურობის ზრდა.
პერიფერიული ნეიროპათია შეიძლება განვითარდეს პირველიკურსის შემდეგ და გაუარესდეს პაკლიტაქსელის ექსპოზიციის ზრდასთან ერთად. პერიფერიული ნეიროპათია რამდენიმე შემთხვევაში იყო პაკლიტაქსელის მოხსნის მიზეზი. სენსორული სიმპტომები ჩვეულებრივ გაუმჯობესდა ან გადაიჭრა რამდენიმე თვის შემდეგ პაკლიტაქსელის მოხსნიდან. ადრე არსებული ნეიროპათიები გამოწვეული წინა მკურალობით არ არის პაკლიტაქსელის გამოყენების უკუჩვენება.
ართრალგია და მიალგია აღინიშნა 60%-ში და მწვავე იყო 13%-ში.
მომატებული მგრძნობელობის მნიშვნელოვანი რეაქიცები შესძლო ფატალური გამოსავლით (ჰიპოტენზია რომელიც საჭიროებს მკურნალობას, ანგიოედემა, რესპირატორული დისტრესი რომელიც საჭიროებს ბრონქოდილატაციურ თერაპიას, ზოგანი ურტიკარია) აღინიშნა 02 (<1%) პაციენტში. 34% (კურსის 17%)-ში აღინიშნა მცირე ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები . ეს რეაქციები ძირითადად სიწითლე და ქავილი, არ მოითხოვდა თერაპიულ ჩარევას და საჭიროა არ იყო პაკლიტაქსელით თერაპიის მოხსნა.
ინექციის ადგილის რეაქიცები ინტრავენური გამოყენების დროს შეიძლება იწვევდეს ლოკალიზებულ შეშუპებას, ტკივილს, ერითემად და ინდურაციას. შემთხვევით ექსტრავაზაციის დროს შეIძლება აღინიშნოს ცელუტლიტი. კანის ჩამოფცქვნა აღინიშნა, ზოგჯერ დაკავშირებული ექსტრავაზაციასთან. შეიძლება განვითარდეს კანის გაუფერულება. იშვიათ შემთხვევებში აღწერილია კანის რეაქციების ხელახლა განითარება ექსტრავაზაციის ადრეულ ადგილზე პაკლიტაქსელის სხვა ადგილას გამოყენებიას –ე.წ “ანამნეზური რეაქცია”. ექსტრავაზაციის სპეციფიური მკურნალობა ამ დროისთვის უცნობია.
ქვემო ცხრილში მოცემულია არასასურველი ეფექტები სიმწვავის მიუხედავად, დაკავშირებულია პაკლიტაქსელით მონოთერაპიასთან 3 საათიანი ინფუზიის გამოყენებიას მეტასტაზებისას (812 პაციენტის მკურნალობა კლინიკურ კვლევებში) როგორც აღწერილია პაკლიტაქსელის პოსტ-მარკეტინგული კვლევისას*.
ქვემო ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი ((≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/100000).
ინფექციები და ინვაზიები: ძალიან ხშირი: ინფექიცა (ძირითადად საშარდე ტრაქტის და ზედა რესპირატულიინფექციები), ფატალური გამოსავლის აღწერილი შემთხვევებით. არახშირი: სეპტიური შოკი. იშვიათი*:პნევმონია, პერიგონიტი, სეფსისი.
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევევბი: ძალიან ხშირი: მიელოსუპრესია, ნეითროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, სისხლდენა. იშვიათი*:ფებრილური ნეითროპენია. ძალიან იშვიათი*: მწვავე მიელოიდური ლეიკემია, მიელოდისპლაზიური სინდრომი.
იმუნური სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი:მცირე ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები (ძირითადად სიწითლე და ქავილი). არახშირი: მნიშვნელოვანი ჰიპერსენსიტიურობის რეაქიცები რომლებიც თერაპიას მოითხოვს (მაგ.ჰიპოტენზია, ანგიოედემა, რესპორატორული დისტრესი, ზოგადი ურტიკარია, წვა, ზურიგს ტკივილი, მკერდის ტკივილი, ტაქიკარდია, აბდომინური ტკივილი, კიდურების ტკივილი, დიაფორეზი და ჰყპერტენზია). იშვიათი*:ანაფილაქსიური რეაქციები. ძალიან იშვიათი*:ანაფილაქსიური შოკი.
მეტაბოლური და კვების დარღვევები: ძალიან იშვიათი*:ანორექსია
ფსიქიატრიული დარღვევები: ძალიან იშვიათი*: კონფუზიის მდგომარეობა
ნერვული სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი: ნეიროტოქსიურობა (ძირითადად პერიფერიული ნეიროპათია).
იშვიათი*:მოტორული ნეიროპათია (მცირე დისტალური სისუსტის გამომწვევი). ძალიან იშვიათი*:ავტონომიური ნეიროპათია (წვევს პარალიზურ გაუვალობას და ორთოსტაზურ ჰიპოტენზიას), გრანდ მალ კრუნჩხვები, კონვულსია, ენცეფალოპათია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ატაქსია.
თვალის დარღვევები: ძალიან იშვიათი*: ოპტიკური ნერვის და/ან ვიზუალური დარღვევებვი (სკოტომატა) განსაკუთრბეით პაციენტებშI რომლებმაც მიიღეს რეკომენდებულზე მაღალი დოზა.
ყურის და ლაბირინთის დარღვევები: ძალიან იშვიათი*:ოტოტოქსიურობა, სმენის დაკარგვა, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა
გულის დარღვევები: ხშირი: ბრადიკარდია. არახშირი: კარდიომიოპათია, ასიმპტომური პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ტაქიკარდია ბიგემინიით, AV ბლოკადა და სინკოპე, მიოკარდიუმის ინფარქტი. ძალიან იშვიათი*: წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია.
სისხლძარღვოვანი დარღვევები: ძალიან ხშირი: ჰიპოტენზია. არახშირი: ჰიპერტენზია, თრომბოზი, თრომბოფლებიტი. ძალიან იშვიათი*: შოკი.
რესპირატორული, გულმკერდის და მედიასტინური დარღვევები: იშვიათ*: ქოშინი, პლევრული ეფუზია, ინტერსტიციალური პნევმონიტი, ფილტვის ფიბროზი, ფილტვის ემბოლია, სუნთქვის უკმარისობა. ძალიან იშვიათი*: ხველა.
გასტროინტესტინური დარღვევები: ძალიან ხშირი: გულსირევა, ღებინება, დიარეა, ლორწოვანის ანთება. იშვიათი: ნაწლავის ობსტრუქცია, ნაწლავის პერფორაცია, იშემიური კოლიტი, პანკრეატიტი. ძალიან იშვიათი: მეზენტერული თრომბოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი, ეზოფაგიტი, შეკრულობა, ასციტი, ნეითროპენიური კოლიტი.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: ძალიან იშვიათი: ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (აღწერილია ფატალური გამოსავალიც).
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ძალიან ხშირი: ალოპეცია. ხშირი: ტრანზიტორული და მსუბული ცვლილეები ფრჩხილებსა და კანზე. იშვიათი: ქავილი, გამონაყარი, ერითემა. ძალიან იშვიათი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ეპიდერამლური ნეკროლიზი, მრავალფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტის, ურტიკარია, ონუქოლიზისი (პაციენტები უნდა გააფრთხილონ ხელების და ფეხების დაცვაზე).
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები: ძალიან ხშირი: ართრალგია, მიალგია.
ზოგადი დარღვევები და ადმინისტრაციის ადგილის მდგომარეობები: ინექციის ადგილის რეაქციები (ლოკალური შეშUპების, ტკივილის, ერითემა, შემთხვევითმა ექსტრავაზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცელულიტი, კანის ფიბროზი და კანის ნეკროზი). იშვიათი: ასთენია, პირექსია, დეჰიდრაცია, ედემა, სისუსტე.
გამოკვლევები: ხშირი: ასტ მწვავე მომატება, ტუტე ფოსფატაზას მწვავე მომატება. არახშირი: ბილირუბინის მწვავე მომატება. იშვიათი: სისხლში კრეატინინის მომატება.
ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტები რომლებიც იღებდნენ პაკლიტაქსელს დამატებითი თერაპიის სახით Aჩ მკურნალობის შემდეგ, აღნიშნავდნენ უფრო მეტად ნეიროტოქსიურობას, მომატებული მგრძNობელობის რეაქციებს, ართრალგიას/მიალგიას, ანემიას, ინფეციებს, ცხელებას, გულსირევას/ღებინებას და დიარეას ვიდრე პაციენტები, რომლებიც იტარებდნენ მხოლოდ Aჩ მკურნალობას/ თუმცა ამ მოვლენების სიხშირე შეეთავსებოდა პაკლიტაქსელით მონოთერაპიას.
კომბინირებული მკურნალობა
შემდეგი განხილვა ეხება ორ დიდ კვლევას პირველი ხაზის ქიმიოთერაპიისა საკვერცხის კიბოს დროს (პაკლიტაქსელი+ცისპლატინი: 1050 პაციენტში), ორ III ფაზიან კვლევას ძუძუს მეტასტაზური კიბოს პირველი ხაზის მკურნალობისას:ერთი იკვლევდა კომბინაციას დოქსორუბიცინთან (პაკლტიაქსელი+დოქსორუბიცინი: 267 პაციენტი) და მეორე იკვლევდა კომბინაციას ტრასტუზუმაბთან (დაგეგმილი ქვეჯგუფის ანალიზი, პაკლიტაქსელი+ტრასტუზუმაბი: 188 პაციენტი) და ორ III ფაზიან კვლევას ფილტვის არამცირეუჯრედოვანი კიბოს შორსწასული ფორმის სამკურნალოდ (პაკლიტაქსელი+ცისპლატინი: 360 პაციენტი) (იხ.5.1).
საკვერცხის კიბოს პირველი ხაზის ქიმიოთერაპიის დროს 3 სააათიანი ინფუზიით გამოყენებისას, ნეიროტოქსიურობა, ართრალგია.მიალგია და ჰიპერსენსიტიურობის რეაქციები აღინიშნა უფრო ხშირად და მწვავედ ვიდრე პაციენტებში, რომლებიც პაკლიტაქსელით მკურნალობდნენ და შემდეგ ირებდნენ ცისპლატინს ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ციკლოფოსფამიდს და ცისპლატინს. მიელოსუპრესია ნაკლებად ხშირი და მწვავე იყო პაკლიტაქსელის 3 ფაზიანი ინფუზიის გამოყენებისას ცისპლატინთან ერთად ვიდრე ციკლოფოსფამიდის და ცისპლატინის გამოყენებისას.
ძუძუს მეტასტაზური კიბოს პირველი ხაზის ქიმიოთერაპიისას ნეითროპენია, ანემია, პერიფერიული ნეიროპათია, ართრალგია, მიალგია, ასთენია, ცხელება და დიარეა აღინიშნა უფრო ხშირად და მწვავედ ვიდრე მაშინ, როდესაც პაკლიტაქსელი (220მგ/მ2) გამოიყენებოდა 3 სააათიანი ინფუზიის სახით 24 საათში დოქსორუბიცინის მიღებიდან (50მგ/მ2) სტანტარტულ FAჩ თერაპიასთან შედარებით (5ფუ-500მგ/მ2, დოქსორუბიცინი 50მგ/მ2, ციკლოიფოსფამიდი 500 მგ/მ2). გულსირევა და ღებინება ნაკლებად ხშირი იყო პაკლიტაქსელის (220მგ/მ2)/ დოქსორუბიცინის (50მგ/მ2) რეჟიმისას სტანდარტულ FAჩ რეჟიმთან შედარებით. კორტიკოსტეროიდების გამოყენება შეიძლება ხელს უწყობდეს გულსირევის და ღებინების სიხშირის და სიმწვავის შემცირებას პაკლიტაქსელის/დოქსორუბიცინის ჯგუფში).
როდესაც პაკლიტაქსელი გამოიყენებოდა 3 სააათიანი ინფუზიის სახით ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში ძუძუს მეტასტაზური კიბოს პირველი ხაზის ქიმიოთერაპიის დროს, შემდეგი მოვლენები (პაკლიტაქსელთან და ტრასტუზუმაბთან მათი კავშირის მიუხედავად) აღინიშნა უფრო ხშირად ვიდრე პაკლიტაქსელით მონოთერაპიისას: გულის უკმარისობა (8% და 1%), ინფექცია (46% და 27%), წვა (42% და 4%), ცხელება (47% და 23%), ხველა (42% და 22%), გამონაყარი (39% და 18%), ართრალგია (37% და 21%), ტაქიკარდია (12% და 4%), დიარეა (45% და 30%), ჰიპერტონია (11% და 3%), ეპისტაქსისი (18% და 4%), აკნე (11% და 3%), მარტივი ჰერპესი (12% და 3%), შემთხვევითი დაზიანება (13% და 3%), უძილობა (25% და 13%), რინიტი (22% და 5%), სინუსიტის (21% და 7%), და ინექციის ადგილის რეაქიცები (7% და 1%). სიხშირის ზოგიერთი ეს განსხვავება შეიძლება გამოწვეული იყოს პაკლიტაქსელ/ტრასტუზუმაბით მკურნალობის ხანგრძლივობის და სიხშირის გაზრდით მონოთერაპიასთან შედარებით. რამ