კატეგორიები

  • ანტირინოლი 2% 26 მლ.. სპრეი

  • ფასი: 0.00 ლ
  • ჩვენებები: გამოიყენება ალერგიული რინიტის მკურნალობისა და პოფილაქტიკისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში.



შემადგენლობა

2%-იანი დოზირებული ნაზალური სპრეი, ფლაკონი 26მლ
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის კრომოგლიკატი 20მგ/მლ-ში
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,1მგ, ნატრიუმის ედეტატი 0,1მგ, გასუფთავებული წყალი 1მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის კრომოგლიკატი აინჰიბირებს სენსიბილიზებული პოხიერი უჯრედების მიერ ალერგიული რეაქციის მედიატორების გამონთავისუფლებას. მედიატორული პასუხის ლორწოვან გარსში ინჰიბირება იწვევს როგორც ადრეულ ისე მოგვიანებით სტადიაზე მედიატორული პასუხის ინჰიბირებას.

ფარმაკოკინეტიკა
დოზირებული აეროზოლის ინჰალაციისას მიღებული დოზის 10% აბსორბირდება ლორწოვანი გარსიდან და ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. გამოშვების ყველა ფორმისთვის: პრეპარატის დანარჩენი დოზა გამოიყოფა ჰაერის ნაკადთან ერთად ან ილექება ხახაში, შემდეგ იყლაპება და გამოიყოფა ორგანიზმიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისტემურ მიმოქცევაში ხვდება მიღებული დოზის 1%. პლაზმის ცილებს უკავშირდება შექცევადად 65%, არ მეტაბოლიზდება. გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით შარდითა და ნაღვლით თანაბარი რაოდენობით.

ჩვენებები
გამოიყენება ალერგიული რინიტის მკურნალობისა და პოფილაქტიკისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
ბავშვებსა და მოზრდილებში: 2 საინჰალაციო დოზა 4-ჯერ დღეში. ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევისას შესაძლებელიაშემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა, რომელიც ინდივიდუალურად ირჩევა. დოზის მომატება შესაძლებელია დაავადების მძიმედ მიმდინარეობისას ან გაძლიერებული ანტიგენური მოქმედებისას 6-8-მდე დღეში ჯერადობის გაზრდით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა დაფიქსირდეს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანების ნიშნები.

უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ინიშნება, როცა სარგებელი აღემატება ნაყოფისა და ბავშვისთვის მიყენებულ ზიანს.

განსაკუთრებული მითითებები
ბრომჰექსინისა და ამბროქსოლის შემცველი პრეპარატები არ უნდა შეერიოს კრომოგლიკატის ხსნარს ინჰალაციისას. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა გახსნიდან 28 დღე

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით)

PSP გირჩევთ